ერევანში, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პრემიერ - მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ულტიმატუმი წაუყენეს.
"ფაშინიანს ვაძლევთ დროს გადადგომისთვის, ასევე მოვითხოვთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ამავე საკითხზე“ ,- განაცხადა სომხეთის რევოლუციური ფედერაციის „დაშნაკცუტუნის“ წარმომადგენელმა აშხან საგატელიანმა.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მიტინგის ორგანიზატორები ადგილობრივი დროით 00:30 საათზე ჩაატარებენ პრესკონფერენციას, რომელზეც შეეცდებიან, გადაწყვიტონ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის საკითხი.
საგატელიანის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს სურთ თავიდან აიცილონ ქაოსი. თუმცა, დარწმუნებული არიან, მოქალაქეები მოწოდებისთანავე გამოვლენ დაუმორჩილებლობის აქციაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მანვე ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს მასობრივი დაკავებებისგან, რადგან ეს დიდი შეცდომა იქნება.