Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაშფოთებს საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია..." - ევროპარლამენტარების განცხადება და შეთავაზება ხელისუფლებასა და ოპოზიციას
"გვაშფოთებს საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია..." - ევროპარლამენტარების განცხადება და შეთავაზება ხელისუფლებასა და ოპოზიციას

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უ­სი, რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ენ­ჩი და სი­გიზ­მუნდ პა­ვი­ლი­ო­ნი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ყო­ველ­თვის იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლოს, მისი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ურ­ყე­ვი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.

„გვაშ­ფო­თებს ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იყო და ამომ­რჩევ­ლებს რე­ა­ლუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ჰქონ­დათ, არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ამომ­რჩე­ველ­ზე ზე­წო­ლის გავ­რცე­ლე­ბულ­მა ბრალ­დე­ბებ­მა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

სი­ტუ­ა­ცი­ას ამ­ძი­მებს ის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოპო­ზი­ცი­ა­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ფაქ­ტობ­რი­ვად, უარი ეთ­ქვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე, სა­მარ­თლი­ა­ნად გა­ნე­ხი­ლათ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი და მი­ე­მარ­თათ არ­სე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სათ­ვის. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჩივ­რის სა­მარ­თლი­ა­ნი და გამჭვირ­ვა­ლე გან­ხილ­ვა კვლავ რჩე­ბა ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ხალ­ხს შო­რის ნდო­ბის დამ­ყა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან ერ­თად, ატა­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, უპა­სუ­ხოს არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს და მი­აღ­წი­ოს დი­ა­ლოგს ოპო­ზი­ცი­ას­თან, რათა იპო­ვოს სწრა­ფი გა­მო­სა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან,“- ნათ­ქვა­მია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ისი­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ჩივ­რე­ბი­სა და დარ­ღვე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და სა­ბო­ლოო დას­კვნე­ბის წარ­დგე­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

„ჩვენ კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ სან­დო და ინ­კლუ­ზი­უ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სის­კენ სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ამომ­რჩე­ველ­თა ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა.

ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურს (გან­სა­კუთ­რე­ბით ეუთო/ოდირს და ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ას), შე­ა­ფა­სონ სა­ჩივ­რე­ბი და დარ­ღვე­ვე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და წა­რად­გი­ნონ სა­ბო­ლოო დას­კვნე­ბი,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ მზად­ყოფ­ნას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხალ­ხს შო­რის დი­ა­ლოგ­ში კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი როლი შე­ას­რუ­ლონ.

„გვწამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნებს იუ­რი­დი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის ფარ­გლებ­ში, რაც სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აა­შე­ნა, არ­ჩევ­ნე­ბის დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ჩივ­რე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად და ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხალ­ხთან ინ­კლუ­ზი­უ­რი დი­ა­ლო­გის გა­სა­მარ­თად, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ.

ჩვენ მზად ვართ და­ვეხ­მა­როთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი როლი ამ დი­ა­ლოგ­ში. მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, შე­ზღუ­დონ პო­ლი­ცი­ის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ქუ­ჩებ­ში ძა­ლა­დო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა.

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მდგრა­დო­ბა და ერ­თი­ა­ნო­ბა, რათა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ამ­ბი­ცი­უ­რი ევ­რო­პუ­ლი დღის წეს­რი­გი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ მხა­რეს, სას­წრა­ფოდ აი­ღონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რათა უზ­რუნ­ველ­ყონ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მო­ახ­დი­ნოს სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხმე­ვის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მიზ­ნით და ჰყავ­დეს პარ­ლა­მენ­ტი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა ფარ­თო ლე­გი­ტი­მა­ცია და გა­უმკლავ­დე­ბა გა­მოწ­ვე­ვებს," - აღ­ნიშ­ნუ­ლია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
11

ნუ ესენი კვლავ იდიოტიზმის წრეში არიან.

რას გადაკვეკიდა
16

ეს კუბილიუსი რას გადაკვეკიდა? ვინ თხოვს დახმარებას?

ავტორი:

"გვაშფოთებს საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია..." - ევროპარლამენტარების განცხადება და შეთავაზება ხელისუფლებასა და ოპოზიციას

"გვაშფოთებს საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია..." - ევროპარლამენტარების განცხადება და შეთავაზება ხელისუფლებასა და ოპოზიციას

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და სიგიზმუნდ პავილიონისი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოველთვის იყვნენ საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერები.

„გვაშფოთებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ამომრჩევლებს რეალური ალტერნატივა ჰქონდათ, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩეველზე ზეწოლის გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც საზოგადოების ნდობის შემცირება გამოიწვია.

სიტუაციას ამძიმებს ის ინფორმაცია, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაქტობრივად, უარი ეთქვათ შესაძლებლობაზე, სამართლიანად განეხილათ დასაბუთებული პრეტენზიები და მიემართათ არსებული ინსტიტუტებისათვის. ნებისმიერი საჩივრის სამართლიანი და გამჭვირვალე განხილვა კვლავ რჩება ქართველ პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის ნდობის დამყარების წინაპირობად.

საქართველოს მთავრობა, მმართველ პარტიასთან ერთად, ატარებს პასუხისმგებლობას, უპასუხოს არსებულ პრობლემებს და მიაღწიოს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს სწრაფი გამოსავალი ქართული დემოკრატიისთვის არსებული რთული ვითარებიდან,“- ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს საჩივრებისა და დარღვევების შეფასებისა და საბოლოო დასკვნების წარდგენისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესისკენ საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნების პირველ ტურს (განსაკუთრებით ეუთო/ოდირს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას), შეაფასონ საჩივრები და დარღვევების მტკიცებულებები და წარადგინონ საბოლოო დასკვნები,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ხალხს შორის დიალოგში კონსტრუქციული როლი შეასრულონ.

„გვწამს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს იურიდიულ საშუალებებს დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რაც საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ააშენა, არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრებისა და მტკიცებულებების შესაფასებლად და ოპოზიციასა და ხალხთან ინკლუზიური დიალოგის გასამართად, რომლებიც ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავენ.

ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და განვახორციელოთ კონსტრუქციული როლი ამ დიალოგში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეზღუდონ პოლიციის ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და არ განახორციელონ ქუჩებში ძალადობის პროვოცირება.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მდგრადობა და ერთიანობა, რათა განახორციელოს ამბიციური ევროპული დღის წესრიგი. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველომ მოახდინოს საკუთარი ძალისხმევის კონცენტრირება ევროინტეგრაციის მიზნით და ჰყავდეს პარლამენტი, რომელსაც ექნება ფართო ლეგიტიმაცია და გაუმკლავდება გამოწვევებს," - აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

"ასე ვერ გაგრძელდება: საქართველო ან საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის" - ანდრიუს კუბილიუსი

"7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტას ეხება" - ევროპარლამენტარი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"