საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

"ერთა ლი­გის" ფი­ნა­ლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მატ­ჩამ­დე ერთი დღით ადრე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა და ლე­ვან შენ­გე­ლი­ას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის პლეი-ოფის ფი­ნა­ლი­სა და უე­ფას ერთა ლი­გის დას­კვნით მატ­ჩებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მზა­დე­ბას გა­ნაგ­რძობს. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა უახ­ლო­ე­სი მატ­ჩე­ბის­თვის საწ­ვრთნე­ლი შეკ­რე­ბა 29 ფეხ­ბურ­თე­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით თბი­ლის­ში, 9 ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყო.

საწ­ვრთნელ შეკ­რე­ბამ­დე, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის ჩა­ტა­რე­ბულ­მა COVID19-ის ტეს­ტებ­მა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა და გუნ­დმა ვარ­ჯი­ში პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­ი­წყო. უე­ფას პრო­ტო­კო­ლის თა­ნახ­მად, ოფი­ცი­ა­ლურ მატ­ჩამ­დე ორი დღით ადრე (10 ნო­ემ­ბერს) რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის, ისე გუნდთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის სა­ვა­ლა­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბა მოხ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტეს­ტე­ბის შე­დე­გი, პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად, მი­ე­წო­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი ფეხ­ბურ­თის მმარ­თველ ორ­გა­ნოს.

10 ნო­ემ­ბრის ტეს­ტმა ორ ფეხ­ბურ­თელ­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას და ლე­ვან შენ­გე­ლი­ას გან­მე­ო­რე­ბი­თი ტეს­ტის შე­დე­გად ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად, იზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იქ­ნე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ამ ეტაპ­ზე, 12 ნო­ემ­ბერს ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან, 15 ნო­ემ­ბერს სომ­ხეთ­თან და 18 ნო­ემ­ბერს ეს­ტო­ნეთ­თან გა­სა­მარ­თი მატ­ჩე­ბის­თვის მზა­დე­ბას 27 ფეხ­ბურ­თე­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით გა­ნაგ­რძობს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gg
9

რა სისულელეა, აქამდე არ ქონდათ და თამაშის წინა დგეს დაუდგინდათ?

123
0

გაგვიჩალიჩეს ამის დედა ვატირე?!

ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

"ერთა ლიგის" ფინალის უმნიშვნელოვანეს მატჩამდე ერთი დღით ადრე ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში, 9 ნოემბრიდან დაიწყო.

საწვრთნელ შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო. უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალადებულო ტესტირება მოხდა. აღნიშნული ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს.

10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეიძლება თუ არა დავინფიცირდეთ კორონავირუსით საკვები პროდუქტებიდან - რას გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?

"სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ერთა ლიგის ფინალი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება - "ჩვენს ფეხბურთელებს "ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან"