მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოლ-ქმარი, რომელთა მიერ შექმნილმა ვაქცინამაც, შესაძლოა, პანდემიისგან გვიხსნას, წყვილი კი მსოფლიოს გმირად მოევლინოს - თურქი მიგრანტების წარმატება
ცოლ-ქმარი, რომელთა მიერ შექმნილმა ვაქცინამაც, შესაძლოა, პანდემიისგან გვიხსნას, წყვილი კი მსოფლიოს გმირად მოევლინოს - თურქი მიგრანტების წარმატება

2019 წლის მი­წუ­რულს, ჩი­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში მსოფ­ლიო ახა­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. 2020 წლის 11 მარტს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პან­დე­მია გა­მო­ა­ცხა­და.

ვაქ­ცი­ნა არა­ერ­თმა ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ შექ­მნა და ამ ეტაპ­ზე მათი გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ შო­რის პი­ო­ნე­რად კომ­პა­ნია Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა მოგ­ვევ­ლი­ნა, რო­მელ­მაც მეც­ნი­ერ­თა გან­მარ­ტე­ბით 90%-იანი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. ვაქ­ცი­ნა ეფუძ­ნე­ბა სრუ­ლი­ად ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ას, რო­მე­ლიც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის „გა­საწ­ვრთნე­ლად“ ვირუ­სის გე­ნე­ტი­კურ კოდს იყე­ნებს.

კო­ვიდ 19-სგან და­სა­ცა­ვად სა­ჭი­როა ორი დოზა, სამი კვი­რის ინ­ტერ­ვა­ლით. 90%-იანი დაც­ვა კი მე­ო­რე დო­ზის მი­ღე­ბი­დან 7 დღე­ში მი­იღ­წე­ვა. საც­დე­ლი კვლე­ვე­ბი აშშ – ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში, არ­გენ­ტი­ნა­ში, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­სა და თურ­ქეთ­ში ჩა­ტარ­და. Pfizer-ში აცხა­დე­ბენ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს­თვის ვაქ­ცი­ნის 50 მი­ლი­ო­ნი დო­ზის მი­წო­დე­ბა, 2021 წლის ბო­ლოს­თვის კი ამ რა­ო­დე­ნო­ბის 1.3 მი­ლი­არ­დამ­დე გაზ­რდა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

კომ­პა­ნია BioNTech-ი 2008 წელს მეც­ნი­ერ­მა თურ­ქმა ცოლ-ქმარ­მა, ოზ­ლემ ტუ­რე­ჯიმ და უგურ შა­ჰინ­მა დაა­ფუძნა. თავ­და­პირ­ვე­ლად, კომ­პა­ნია კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ახა­ლი ტი­პის იმუ­ნო­თე­რა­პი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებს ამ­ზა­დებ­და, ახ­დენ­და პა­ცი­ენ­ტთა T-ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბას, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ მი­ზან­ში იღებ­დნენ და ებ­რძოდ­ნენ კი­ბოს ან­ტი­გე­ნებს. იგი იყე­ნებ­და უჯრე­დულ თე­რა­პი­ას, ახალ ან­ტის­ხე­უ­ლებს და მცი­რე მო­ლე­კუ­ლის იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რებს, რო­გორც კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის ვა­რი­ან­ტებს. თავ­და­პირ­ვე­ლად ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმარ­მა სა­თაო ოფი­სი ქა­ლაქ მა­ინცში, გოლდგრუ­ბეს ქუ­ჩა­ზე გახ­სნა. მა­შინ ისი­ნი ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­იდ­გენ­დნენ, რომ წლე­ბის შემ­დეგ მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი კომ­პა­ნი­ის ის­ტო­რი­ის ფუ­ძემ­დებ­ლე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ.

ცოლ-ქმრის სა­მეც­ნი­ე­რო ტან­დე­მი

ტუ­რე­ჯი და შა­ჰი­ნი, მიგ­რა­ტე­ბი თურ­ქე­თი­დან, გერ­მა­ნი­ა­ში 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს ჩა­ვიდ­ნენ. უგურ შა­ჰი­ნი სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ თურ­ქეთ­ში და­ი­ბა­და, იგი ოთხი წლის იყო, რო­დე­საც ქა­ლაქ კელნში წა­იყ­ვა­ნეს. მისი მე­უღ­ლე, კომ­პა­ნი­ის სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­მძღვა­ნე­ლი ოზ­ლამ ტუ­რე­ჯი ქვე­მო საქ­სო­ნი­ა­ში და­ი­ბა­და.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი ზა­არ­ლან­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იც­ნო და 2002 წელს და­ქორ­წინ­დნენ. ჰყავთ თი­ნე­ი­ჯე­რი ქა­ლიშ­ვი­ლი. ამ­ჟა­მად კომ­პა­ნია Pfizer -თან ერ­თად SARS-CoV-2 წი­ნა­აღ­მდეგ BNT162 ვაქ­ცი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე მუ­შა­ობს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქონდარა
5

თურქული წარმოშობის ანუ თურქი

ucnobi
10

ეგ კაცი ქართული წარმოშობის თურქია!ასიანი ვიცი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ცოლ-ქმარი, რომელთა მიერ შექმნილმა ვაქცინამაც, შესაძლოა, პანდემიისგან გვიხსნას, წყვილი კი მსოფლიოს გმირად მოევლინოს - თურქი მიგრანტების წარმატება

ცოლ-ქმარი, რომელთა მიერ შექმნილმა ვაქცინამაც, შესაძლოა, პანდემიისგან გვიხსნას, წყვილი კი მსოფლიოს გმირად მოევლინოს - თურქი მიგრანტების წარმატება

2019 წლის მიწურულს, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.

ვაქცინა არაერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ შექმნა და ამ ეტაპზე მათი გამოცდა მიმდინარეობს. მათ შორის პიონერად კომპანია Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა მოგვევლინა, რომელმაც მეცნიერთა განმარტებით 90%-იანი შედეგი აჩვენა. ვაქცინა ეფუძნება სრულიად ახალ ტექნოლოგიას, რომელიც იმუნური სისტემის „გასაწვრთნელად“ ვირუსის გენეტიკურ კოდს იყენებს.

კოვიდ 19-სგან დასაცავად საჭიროა ორი დოზა, სამი კვირის ინტერვალით. 90%-იანი დაცვა კი მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში მიიღწევა. საცდელი კვლევები აშშ – ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში ჩატარდა. Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.

კომპანია BioNTech-ი 2008 წელს მეცნიერმა თურქმა ცოლ-ქმარმა, ოზლემ ტურეჯიმ და უგურ შაჰინმა დააფუძნა. თავდაპირველად, კომპანია კიბოს საწინააღმდეგო ახალი ტიპის იმუნოთერაპიულ საშუალებებს ამზადებდა, ახდენდა პაციენტთა T-ლიმფოციტების მოდიფიცირებას, რომლებიც შემდეგ მიზანში იღებდნენ და ებრძოდნენ კიბოს ანტიგენებს. იგი იყენებდა უჯრედულ თერაპიას, ახალ ანტისხეულებს და მცირე მოლეკულის იმუნომოდულატორებს, როგორც კიბოს მკურნალობის ვარიანტებს. თავდაპირველად ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა სათაო ოფისი ქალაქ მაინცში, გოლდგრუბეს ქუჩაზე გახსნა. მაშინ ისინი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ, რომ წლების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი კომპანიის ისტორიის ფუძემდებლები გახდებოდნენ.

ცოლ-ქმრის სამეცნიერო ტანდემი

ტურეჯი და შაჰინი, მიგრატები თურქეთიდან, გერმანიაში 1960-იანი წლების ბოლოს ჩავიდნენ. უგურ შაჰინი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში დაიბადა, იგი ოთხი წლის იყო, როდესაც ქალაქ კელნში წაიყვანეს. მისი მეუღლე, კომპანიის სამედიცინო ხელმძღვანელი ოზლამ ტურეჯი ქვემო საქსონიაში დაიბადა.

წყვილმა ერთმანეთი ზაარლანდის უნივერსიტეტში გაიცნო და 2002 წელს დაქორწინდნენ. ჰყავთ თინეიჯერი ქალიშვილი. ამჟამად კომპანია Pfizer -თან ერთად SARS-CoV-2 წინააღმდეგ BNT162 ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობს. განაგრძეთ კითხვა

"ახალ პანდემიაში ვართ, ბრიტანული მუტაცია დომინანტური გახდა" - გერმანიაში აღდგომის დღესასწაულის წინ შეზღუდვები მკაცრდება

"პუტინი მკვლელია. ის ტირანია, რომლის სამიზნეც თავისუფლების მოყვარე ხალხია" - ადამ კინზინგერი პუტინზე

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდეთ