მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც რუსეთმა გააკეთა, რაღაც კონტექსტში არის 1920 წლის მოცემულობა და ამას მოჰყვა 1921 წელი..." - როგორ შეიცვალა კავკასიაში ბალანსი და არის თუ არა საქართველო ამისთვის მზად
"რაც რუსეთმა გააკეთა, რაღაც კონტექსტში არის 1920 წლის მოცემულობა და ამას მოჰყვა 1921 წელი..." - როგორ შეიცვალა კავკასიაში ბალანსი და არის თუ არა საქართველო ამისთვის მზად

ყა­რა­ბაღ­ში ხუთკვი­რი­ა­ნი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი დას­რულ­და. სომ­ხე­თის პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა რუ­სე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტებ­თან - ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან და ილ­ჰამ ალი­ევ­თან ერ­თად, ხელი მო­ა­წე­რა შე­თან­ხმე­ბას მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, აზერ­ბა­ი­ჯანს აღ­და­მის რა­ი­ო­ნი 20 ნო­ემ­ბრის­თვის, ქალ­ბა­ჯა­რი - 15 ნო­ემ­ბრის­თვის, ლა­ჩი­ნი კი 1-ელი დე­კემ­ბრის­თვის უნდა და­უბ­რუნ­დეს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის “სამ­შვი­დო­ბო” მი­სია ბრუნ­დე­ბა, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას კი­დევ უფრო პრო­აქ­ტი­ურს გახ­დის აქ­ტო­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რუ­სეთს-თურ­ქეთს შო­რის ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბა რა გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ზე და მთელს რე­გი­ონ­ზე, რა ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფომ სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის კუ­თხით, ამ სა­კი­თხებ­ზე ambebi.ge-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სპე­ცი­ა­ლის­ტი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- ასე­თი შე­დე­გი რე­ა­ლუ­რად ნიშ­ნავს ერთს, რომ ის ვა­რა­უ­დე­ბი, რომ რუ­სე­თი შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­დეს რე­გი­ო­ნი­დან და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და­კარ­გოს პო­ზი­ცი­ე­ბი, იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად მცდა­რი ვა­რა­უ­დი. რუ­სეთ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­კუ­თა­რი დიდი ხნის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სურ­ვი­ლი და ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა - სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ყოფ­ნით გავ­ლე­ნე­ბი გა­ეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა. რუ­სე­თი ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბი­დან, ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის პე­რი­ოდ­ში ცდი­ლობ­და, რომ ყა­რა­ბაღ­ში რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი, მათი სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტი ყო­ფი­ლი­ყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი (სამ­შვი­დო­ბოს და­ვარ­ქმევთ თუ არა, ეს არის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, სამ­ხედ­რო ბაზა და პრაქ­ტი­კუ­ლად, ყა­რა­ბაღ­ში ჰქო­ნო­და სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი).

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მან ეს მი­ი­ღო, თან მი­ი­ღო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სვლე­ბით - რუ­სეთს კონ­ფლიქ­ტში არა­ნა­ი­რად არ ჩარ­თუ­ლა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ზე მეტი მან წა­მო­ი­ღო, რაც ნიშ­ნავს: სომ­ხე­თის­გან რუ­სეთ­მა შექ­მნა პრე­ცე­დენ­ტი იმი­სა, რა მო­უ­ვა რუ­სე­თის მო­კავ­ში­რეს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ორ­ბი­ტის მიღ­მა გა­ი­ხე­დავს. ეს პრე­ცე­დენ­ტი არის ასე­ვე რის­კის შემ­ცვე­ლიც იმი­ტომ, რომ ერ­თია, რომ სომ­ხე­თი ამით და­სა­ჯა რუ­სეთ­მა, მაგ­რამ მე­ო­რეა, რა სიგ­ნალს უგ­ზავ­ნის თა­ვის მო­კავ­ში­რე­ებს - რომ რუ­სე­თი ძა­ლი­ან სა­ში­შია რო­გორც მო­კავ­ში­რე და რო­გორც - მტე­რი. რო­გორც მტე­რი, რუ­სე­თი რომ სა­ში­შია, სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლით­ზე ყვე­ლამ იცო­და, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ რო­გორც მო­კავ­ში­რეც სა­ში­შია. ამ სიგ­ნალს გა­აჩ­ნია ორი აღ­ნიშ­ნუ­ლი დატ­ვირ­თვა: ეს მო­უ­ვა ყვე­ლას, ვინც ეც­დე­ბა გა­ი­ხე­დოს ჩემი ორ­ბი­ტის მიღ­მა იმი­ტომ, რომ ჩემს გარ­და მათ ვე­რა­ვინ და­ეხ­მა­რე­ბა და მე­ო­რე - რუ­სეთს სჭირ­დე­ბო­და აზერ­ბა­ი­ჯან­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნის ბერ­კე­ტის ქონა და ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია, რომ რო­გორც თა­ვის დრო­ზე სომ­ხე­თი გა­და­იქ­ცა ყა­რა­ბაღ­ში გა­მარ­ჯვე­ბის მძევ­ლად, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ყა­რა­ბაღ­ში სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის მძევ­ლად იქ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ყოფ­ნით. ამ ყვე­ლაფ­რი­დან მხო­ლოდ რუ­სეთ­მა იხე­ი­რა. აზერ­ბა­ი­ჯან­მა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იმის­თვის გა­წი­რა, რომ რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნა? ამას ჰე­ი­დარ ალი­ე­ვიც არ აკე­თებ­და.

ილ­ჰამ ალი­ე­ვი გვი­ან გა­აც­ნო­ბი­ე­რებს ამის შე­დე­გებს. შე­იძ­ლე­ბა მას ბევ­რი არ­ჩე­ვა­ნი არც ჰქონ­და იმი­ტომ, რომ რუ­სე­თი მზად იყო სამ­ხედ­რო ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის - რო­გორც იკ­ვე­თე­ბა, ხელ­მო­წე­რი­დან 15 წუთ­ში თვითმფრი­ნა­ვე­ბი ლა­მის ჰა­ერ­ში იყო. დიდ ძა­ლებს ის ახა­სი­ა­თებთ, რომ გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი გა­ი­ყონ, და­ახ­ლო­ე­ბით ეს გა­ა­კე­თეს რუ­სეთ­მა და თურ­ქეთ­მა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში.

ასევე დაგაინტერესებთ
15:53 / 10-11-2020

"რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების ხელმოწერილ განცხადებაში თურქი სამშვიდობოების ყარაბაღში განლაგებაზე საუბარი არ არის" - დმიტრი პესკოვი

15:58 / 10-11-2020

"მოგებული დარჩა რუსეთი, კავკასიის ქვეყნებმა კი ჭკუა ვერასდროს ვისწავლეთ" - სომხების ნაწილი სოცქსელებში წერს, რომ რუსეთმა მათ უღალატა

19:12 / 11-11-2020

"საქართველოსთვის ბრძოლა აქტუალური გახდება - გამორიცხული არაა, მოსკოვმა თბილისს სომხეთის მიმართულებით დერეფანი მოსთხოვოს" - რა ვერსიებია რუსეთში?

15:18 / 12-11-2020

"რუსეთის გამარჯვება მთიან ყარაბაღში ევროკავშირის დამარცხებას ნიშნავს... ბაქოსთვის კი ეს არა იმდენად გამარჯვებაა, რამდენადაც ეშმაკთან გარიგება" - "Politico"

12:19 / 13-11-2020

"რუსები იქნებიან "სამშვიდობო მისიით" ყარაბაღის ტერიტორიაზე, დერეფანსაც ისინი გააკონტროლებენ... თურქი სამხედროები კი დამკვირვებლები იქნებიან" - ექსპერტი

10:37 / 17-11-2020

"კავკასიის მთების მიღმა, რუსეთის ე.წ. "ახლო საზღვარგარეთში“ პუტინი ერთადერთი "მეფე" აღარ არის. რუსულ ჰეგემონიას თურქეთმა საფრთხე შეუქმნა" - რას წერს შვედური გამოცემა?

- ეს შე­დე­გი ალ­ბათ რე­გი­ონ­ში ძალ­თა ბა­ლანსსა და გან­ლა­გე­ბა­საც ცვლის...

- ეს რე­გი­ო­ნის­თვის სა­ბო­ლო­ოდ ცვლის ყვე­ლა­ფერს - ძალ­თა ბა­ლანსსა და გან­ლა­გე­ბას იმი­ტომ, რომ ეს ამ­ბა­ვი არც ქარ­თულ-სომ­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩა­ივ­ლის მარ­ტი­ვად. ვხე­დავთ უკვე, რომ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გან­წყო­ბე­ბი მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე სომ­ხე­ბის­გან და იმა­ვე სომ­ხეთ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს როლს სხვა­ნა­ი­რად ხე­დავ­დნენ, თუმ­ცა პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ ეს “სხვა­ნა­ი­რი ხედ­ვა” არის სა­ფუძ­ველ­ში­ვე მცდა­რი და მთე­ლი ეს ბრალ­დე­ბე­ბი - ვი­თომ ჩვენ რო­მე­ლი­მე მხა­რეს ვეხ­მა­რე­ბო­დით, არის სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი.

ძნე­ლია ემო­ცი­ე­ბის ქვეშ მოქ­ცე­ულ და შოკ­ში მყოფ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს და­უმ­ტკი­ცო, ამი­ტომ ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გვექ­ნე­ბა ბევ­რი სა­მუ­შაო.

- ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში სა­უ­ბა­რია დე­რეფ­ნის გახ­სნა­ზე, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს თურ­ქეთ­თან და­ა­კავ­ში­რებს. ეს სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­ზი­ტო ღი­რე­ბუ­ლე­ბას შე­ამ­ცი­რებს?

- 1. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ი­ის რე­გი­ონ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და თურ­ქე­თის პო­ზი­ცი­ე­ბი, თუმ­ცა ეს არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, იმი­ტომ, რომ მილ­სა­დე­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას იქ ვერ გა­და­ი­ტან.

2. ეს ტე­რი­ტო­რია აზერ­ბა­ი­ჯანს ხომ არ გა­დას­ცე­მია, ის არის სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რია, უბ­რა­ლოდ, სომ­ხე­თი იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი ტრან­ზი­ტი და დე­რე­ფა­ნი უზ­რუნ­ველ­ყოს სახ­მე­ლე­თო გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე. ეს რა თქმა უნდა, კარ­გია ნა­ხ­ჭე­ვა­ნის ლო­ჯის­ტი­კის­თვის, კარ­გია ცალ­კე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის­თვის, მაგ­რამ ეს ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სატ­რან­ზი­ტო პარტნი­ორს იმი­ტომ, რომ ასე­თი დე­რეფ­ნის არ­სე­ბო­ბა ყო­ველ­თვის არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­ულ რის­კებ­თან, მით უმე­ტეს, რო­დე­საც ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ტრან­ზი­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო სა­სა­ზღვრო ძა­ლე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­ზი­ტო ღი­რე­ბუ­ლე­ბას ეს ამ ეტაპ­ზე ვერ შე­ამ­ცი­რებს, მაგ­რამ ად­გილ­ზე გა­აძ­ლი­ე­რებს აზერ­ბა­ი­ჯან­სა და თურ­ქეთს.

პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენ მი­ვი­ღეთ ძალ­თა ახა­ლი ბა­ლან­სი. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ჩვენ ამ სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი ვართ, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ფი­ზი­კუ­რად არ გვცა­ლია იმა­ზე სა­ფიქ­რა­ლად, რომ სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კა გვქონ­დეს, არც იმის­თვის, მრა­ვალ­მხრი­ვი დიპ­ლო­მა­ტია ვა­წარ­მო­ოთ.

- რა არის ამ ეტაპ­ზე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა, რა ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­და­ი­დას, რომ გა­დავ­რჩეთ?

- ახლა, წე­სით, ჩვენ უნდა ვა­ტა­რებ­დეთ სა­ნი­მუ­შო არ­ჩევ­ნებს და უნდა და­ვა­ნა­ხოთ მსოფ­ლი­ოს, რომ ჩვენ ამ ტურ­ბუ­ლენ­ტურ რე­გი­ონ­ში დავ­რჩით დე­მოკ­რა­ტი­ის უკა­ნას­კნე­ლი ბას­ტი­ო­ნი. ფა­ში­ნი­ა­ნის პო­ზი­ცი­ე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ირ­ყა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, სომ­ხე­თი ვე­ღარ შეძ­ლებს იმა­ვე ტემ­პე­ბით დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ას. სომ­ხე­თის დას­ჯის გარ­და, რუ­სე­თის მცდე­ლო­ბაც ხომ ისაა, რომ შე­ჩერ­დეს სომ­ხე­თის დე­მოკ­რა­ტი­ის ტრანსფორ­მა­ცია. ამ დროს ჩვენს პარტნი­ო­რებს უნდა ვა­ნა­ხოთ, რომ ვართ დე­მოკ­რა­ტი­ის უკა­ნას­კნე­ლი შუ­ქუ­რა და და­ვა­ნა­ხოთ პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბა. ახლა კე­თი­ლი ინე­ბონ და დას­ხდნენ რო­გორც მმარ­თვე­ლი კლა­სი, ისე ოპო­ზი­ცია და ერ­თად, სი­ნერ­გი­ით იმუ­შა­ონ ამ პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ერ­თოდ ვერ ვხე­დავ, რა ხედ­ვე­ბი არ­სე­ბობს სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რუ­სე­თის და­მა­ტე­ბი­თი გაძ­ლი­ე­რე­ბა კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში მას კი­დევ უფრო პრო­აქ­ტი­ურს გახ­დის აქ­ტო­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ძა­ლი­ან ცუდი პა­რა­ლე­ლია, მაგ­რამ რაც რუ­სეთ­მა ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­კე­თა, რა­ღაც კონ­ტექ­სტში არის 1920 წლის მო­ცე­მუ­ლო­ბა და ამას მოჰ­ყვა 1921. მარ­თა­ლია, დღეს ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბაა, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამის პრე­ვენ­ცი­ის­თვის არა­ფერს აკე­თებს. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მერე - ოპო­ზი­ცი­ის და აშ­კა­რაა, რომ ყვე­ლა მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია და ამ პრობ­ლე­მა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი პარტნი­ო­რებს სთა­ვა­ზობს ისეთ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს, რომ თუ რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რი აპ­რი­ო­რი არ გა­ი­მარ­ჯვებს, მერე ქვე­ყა­ნა ნურც დარ­ჩე­ნი­ლა.

ეს სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის დროს სა­მო­ქა­ლა­ქო ომის პი­რას მი­დის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ­დენს ვერ ფიქ­რობს, რომ არის მო­მენ­ტე­ბი, როცა უნდა იფიქ­რო ძა­ლა­უფ­ლე­ბის დათ­მო­ბა­ზე, ან მის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე და არა, სკამს გა­და­ა­ყო­ლო ქვე­ყა­ნა. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი სა­ხელ­მწი­ფოს მსა­ხუ­რე­ბის ნაც­ვლად იმა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ან მი­აღ­წი­ოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კურ სი­კე­თე­ებ­ზე წვდო­მის ბერ­კე­ტებს. დღეს წინ არის წა­მო­წე­უ­ლი მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბი­სა და ლი­დე­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და ამ დროს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი გვრჩე­ბა გვერ­დზე... ჩვენ ამ შემ­თხვე­ვა­ში ერთი ვა­რი­ან­ტი გვაქვს - ან შევ­დგე­ბით რო­გორც ევ­რო­პუ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სტა­ბი­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო და ამის­თვის მთავ­რო­ბაც და ოპო­ზი­ცი­აც ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს - დაჯ­დე­ბა და შე­თან­ხმდე­ბა რა­ღა­ცა­ზე, ან გა­და­ვიქ­ცე­ვით ჩე­ვე­უ­ლებ­რივ კო­ლო­ნი­ად. გან­ვი­თა­რე­ბის სხვა გზა არ გაგ­ვაჩ­ნია - ან და­ვამ­თავ­რებთ ისე, რო­გორც და­ვამ­თავ­რეთ 1921 წელს, ან შევ­დგე­ბით რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი. სხვა ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­სა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ფორ­მა­ლი­ზე­ბას და ფურ­ცელ­ზე და­ტო­ვე­ბას ნიშ­ნავს.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
7

მართლაც შაევსო რუსეთმა ჯარებით ისე კავკასია ძან სახიფათო მდგომარეობაა ზუსატად ვერ დავდებ თავს მარა ეს რაღიცისთვის მზადებას ნიშნავს ეს ახლა იქნება თუ რამდენიმე თვის თუ წლის მერე კაცმა არ იცის ფაქტია იქედან ის რუსული ჯარი გამსვლელი არაა რადგან თურქეთის ჯარებმა ვერ გაბედეს იქ ან არ მისცეს უფლება ეს უკვე დიდი ხიფათის შემცველია რაც შეეხება საქართველოს საფიქრებელი ბევრია რადგან ცენტრალურ მაგისტრალთან 300 მეტრში რუსის ჯარი დგას და ზუგდიდთან ფაქტობრივად კარსაა მომდგარი .ასევე გზას ჭრიან კახეთის მიმართულებით .

წმინდა გაგა
78

მეგრანტეები და ლიბერასტები გულზე სკდებიან მაგრამ ფაქტია რუსეთმა შეძლო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. დიახაც რუსის ჯარი უნდა იდგეს კავკასიაში და არა ოსმალების!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"რაც რუსეთმა გააკეთა, რაღაც კონტექსტში არის 1920 წლის მოცემულობა და ამას მოჰყვა 1921 წელი..." - როგორ შეიცვალა კავკასიაში ბალანსი და არის თუ არა საქართველო ამისთვის მზად

"რაც რუსეთმა გააკეთა, რაღაც კონტექსტში არის 1920 წლის მოცემულობა და ამას მოჰყვა 1921 წელი..." - როგორ შეიცვალა კავკასიაში ბალანსი და არის თუ არა საქართველო ამისთვის მზად

ყარაბაღში ხუთკვირიანი საომარი მოქმედებები დასრულდა. სომხეთის პრემიერ - მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან - ვლადიმირ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად, ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანს აღდამის რაიონი 20 ნოემბრისთვის, ქალბაჯარი - 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1-ელი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს. ხელშეკრულების თანახმად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის “სამშვიდობო” მისია ბრუნდება, რაც, სავარაუდოდ, მას კიდევ უფრო პროაქტიურს გახდის აქტორებთან მიმართებაში. რუსეთს-თურქეთს შორის ახალი ტერიტორიული გადანაწილება რა გავლენას იქონიებს საქართველოზე და მთელს რეგიონზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს სახელმწიფომ სამეზობლო პოლიტიკის კუთხით, ამ საკითხებზე ambebi.ge-ს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ესაუბრება:

- ასეთი შედეგი რეალურად ნიშნავს ერთს, რომ ის ვარაუდები, რომ რუსეთი შეიძლება გავიდეს რეგიონიდან და სამხრეთ კავკასიაში დაკარგოს პოზიციები, იყო აბსოლუტურად მცდარი ვარაუდი. რუსეთმა, პრაქტიკულად, საკუთარი დიდი ხნის გეოპოლიტიკური სურვილი და ოცნება აისრულა - სამხედრო ძალების ყოფნით გავლენები გაეძლიერებინა. რუსეთი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, ჰეიდარ ალიევის პერიოდში ცდილობდა, რომ ყარაბაღში რუსული სამშვიდობოები, მათი სამხედრო კონტიგენტი ყოფილიყო წარმოდგენილი (სამშვიდობოს დავარქმევთ თუ არა, ეს არის შეიარაღებული ძალები, სამხედრო ბაზა და პრაქტიკულად, ყარაბაღში ჰქონოდა სიტუაციის მართვის ყველანაირი ბერკეტი).

საბოლოო ჯამში, მან ეს მიიღო, თან მიიღო ძალიან საინტერესო სვლებით - რუსეთს კონფლიქტში არანაირად არ ჩართულა და საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტი მან წამოიღო, რაც ნიშნავს: სომხეთისგან რუსეთმა შექმნა პრეცედენტი იმისა, რა მოუვა რუსეთის მოკავშირეს, რომელიც რუსეთის ორბიტის მიღმა გაიხედავს. ეს პრეცედენტი არის ასევე რისკის შემცველიც იმიტომ, რომ ერთია, რომ სომხეთი ამით დასაჯა რუსეთმა, მაგრამ მეორეა, რა სიგნალს უგზავნის თავის მოკავშირეებს - რომ რუსეთი ძალიან საშიშია როგორც მოკავშირე და როგორც - მტერი. როგორც მტერი, რუსეთი რომ საშიშია, საქართველოს მაგალითზე ყველამ იცოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ როგორც მოკავშირეც საშიშია. ამ სიგნალს გააჩნია ორი აღნიშნული დატვირთვა: ეს მოუვა ყველას, ვინც ეცდება გაიხედოს ჩემი ორბიტის მიღმა იმიტომ, რომ ჩემს გარდა მათ ვერავინ დაეხმარება და მეორე - რუსეთს სჭირდებოდა აზერბაიჯანზე სერიოზული გავლენის ბერკეტის ქონა და ამ შემთხვევაში, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ როგორც თავის დროზე სომხეთი გადაიქცა ყარაბაღში გამარჯვების მძევლად, ასევე აზერბაიჯანი შეიძლება ჩამოყალიბდეს ყარაბაღში საკუთარი წარმატების მძევლად იქ რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნით. ამ ყველაფრიდან მხოლოდ რუსეთმა იხეირა. აზერბაიჯანმა ამდენი ადამიანი იმისთვის გაწირა, რომ რუსული სამშვიდობოები ჩაეყენებინა? ამას ჰეიდარ ალიევიც არ აკეთებდა.

ილჰამ ალიევი გვიან გააცნობიერებს ამის შედეგებს. შეიძლება მას ბევრი არჩევანი არც ჰქონდა იმიტომ, რომ რუსეთი მზად იყო სამხედრო ჩართულობისთვის - როგორც იკვეთება, ხელმოწერიდან 15 წუთში თვითმფრინავები ლამის ჰაერში იყო. დიდ ძალებს ის ახასიათებთ, რომ გავლენის სფეროები გაიყონ, დაახლოებით ეს გააკეთეს რუსეთმა და თურქეთმა სამხრეთ კავკასიაში.

- ეს შედეგი ალბათ რეგიონში ძალთა ბალანსსა და განლაგებასაც ცვლის...

- ეს რეგიონისთვის საბოლოოდ ცვლის ყველაფერს - ძალთა ბალანსსა და განლაგებას იმიტომ, რომ ეს ამბავი არც ქართულ-სომხურ ურთიერთობებთან მიმართებაში ჩაივლის მარტივად. ვხედავთ უკვე, რომ არაერთგვაროვანი განწყობები მოდის საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქე სომხებისგან და იმავე სომხეთში არსებული საზოგადოებისგან. ისინი საქართველოს როლს სხვანაირად ხედავდნენ, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს “სხვანაირი ხედვა” არის საფუძველშივე მცდარი და მთელი ეს ბრალდებები - ვითომ ჩვენ რომელიმე მხარეს ვეხმარებოდით, არის საფუძველს მოკლებული.

ძნელია ემოციების ქვეშ მოქცეულ და შოკში მყოფ საზოგადოებას ეს დაუმტკიცო, ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება ბევრი სამუშაო.

- ხელშეკრულებაში საუბარია დერეფნის გახსნაზე, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს თურქეთთან დააკავშირებს. ეს საქართველოს სატრანზიტო ღირებულებას შეამცირებს?

- 1. სამხრეთ კავკასიიის რეგიონში მნიშვნელოვნად შეიცვალა აზერბაიჯანისა და თურქეთის პოზიციები, თუმცა ეს არ არის სერიოზული ალტერნატივა, იმიტომ, რომ მილსადენის ინფრასტრუქტურას იქ ვერ გადაიტან.

2. ეს ტერიტორია აზერბაიჯანს ხომ არ გადასცემია, ის არის სომხეთის ტერიტორია, უბრალოდ, სომხეთი იღებს ვალდებულებას თავისუფალი ტრანზიტი და დერეფანი უზრუნველყოს სახმელეთო გადაადგილებაზე. ეს რა თქმა უნდა, კარგია ნახჭევანის ლოჯისტიკისთვის, კარგია ცალკეული მიმართულებებისთვის, მაგრამ ეს ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო პარტნიორს იმიტომ, რომ ასეთი დერეფნის არსებობა ყოველთვის არის დაკავშირებული გარკვეულ რისკებთან, მით უმეტეს, როდესაც ამ ხელშეკრულების თანახმად, ტრანზიტი ხორციელდება რუსული სამხედრო სასაზღვრო ძალების მეთვალყურეობისა და მონიტორინგის ქვეშ. შესაბამისად, საქართველოს სატრანზიტო ღირებულებას ეს ამ ეტაპზე ვერ შეამცირებს, მაგრამ ადგილზე გააძლიერებს აზერბაიჯანსა და თურქეთს.

პრაქტიკულად, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ძალთა ახალი ბალანსი. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ამ სიტუაციისთვის აბსოლუტურად მოუმზადებლები ვართ, გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკურად არ გვცალია იმაზე საფიქრალად, რომ სამეზობლო პოლიტიკა გვქონდეს, არც იმისთვის, მრავალმხრივი დიპლომატია ვაწარმოოთ.

- რა არის ამ ეტაპზე ქართული სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდას, რომ გადავრჩეთ?

- ახლა, წესით, ჩვენ უნდა ვატარებდეთ სანიმუშო არჩევნებს და უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ამ ტურბულენტურ რეგიონში დავრჩით დემოკრატიის უკანასკნელი ბასტიონი. ფაშინიანის პოზიციები სერიოზულად შეირყა, ნებისმიერ შემთხვევაში, სომხეთი ვეღარ შეძლებს იმავე ტემპებით დემოკრატიზაციას. სომხეთის დასჯის გარდა, რუსეთის მცდელობაც ხომ ისაა, რომ შეჩერდეს სომხეთის დემოკრატიის ტრანსფორმაცია. ამ დროს ჩვენს პარტნიორებს უნდა ვანახოთ, რომ ვართ დემოკრატიის უკანასკნელი შუქურა და დავანახოთ პოლიტიკური ერთიანობა. ახლა კეთილი ინებონ და დასხდნენ როგორც მმართველი კლასი, ისე ოპოზიცია და ერთად, სინერგიით იმუშაონ ამ პრობლემების წინააღმდეგ. საერთოდ ვერ ვხედავ, რა ხედვები არსებობს სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით. რუსეთის დამატებითი გაძლიერება კავკასიის რეგიონში მას კიდევ უფრო პროაქტიურს გახდის აქტორებთან მიმართებაში. ძალიან ცუდი პარალელია, მაგრამ რაც რუსეთმა ამ შემთხვევაში გააკეთა, რაღაც კონტექსტში არის 1920 წლის მოცემულობა და ამას მოჰყვა 1921. მართალია, დღეს ცოტა განსხვავებული რეალობაა, მაგრამ ქართული საზოგადოება ამის პრევენციისთვის არაფერს აკეთებს. პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მერე - ოპოზიციის და აშკარაა, რომ ყველა მოუმზადებელია და ამ პრობლემაზე არავინ ფიქრობს. ჩვენი პოლიტიკური კლასი პარტნიორებს სთავაზობს ისეთ პოლიტიკურ პროცესს, რომ თუ რომელიმე პოლიტიკური აქტორი აპრიორი არ გაიმარჯვებს, მერე ქვეყანა ნურც დარჩენილა.

ეს სახელმწიფო ყველა არჩევნების დროს სამოქალაქო ომის პირას მიდის, ხელისუფლება იმდენს ვერ ფიქრობს, რომ არის მომენტები, როცა უნდა იფიქრო ძალაუფლების დათმობაზე, ან მის განაწილებაზე და არა, სკამს გადააყოლო ქვეყანა. ქართული პოლიტიკური კლასი სახელმწიფოს მსახურების ნაცვლად იმაზეა ორიენტირებული, რომ შეინარჩუნოს, ან მიაღწიოს ძალაუფლებასა და ეკონომიკურ სიკეთეებზე წვდომის ბერკეტებს. დღეს წინ არის წამოწეული მხოლოდ კონკრეტული პარტიებისა და ლიდერების ინტერესები და ამ დროს სახელმწიფო ინტერესები გვრჩება გვერდზე... ჩვენ ამ შემთხვევაში ერთი ვარიანტი გვაქვს - ან შევდგებით როგორც ევროპული, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფო და ამისთვის მთავრობაც და ოპოზიციაც ყველაფერს გააკეთებს - დაჯდება და შეთანხმდება რაღაცაზე, ან გადავიქცევით ჩევეულებრივ კოლონიად. განვითარების სხვა გზა არ გაგვაჩნია - ან დავამთავრებთ ისე, როგორც დავამთავრეთ 1921 წელს, ან შევდგებით როგორც დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც იქნება დასავლური სამყაროს ნაწილი. სხვა ნებისმიერი გამოსავალი ქართული სუვერენიტეტის ფორმალიზებას და ფურცელზე დატოვებას ნიშნავს.

ნანა ფიცხელაური

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ ყველას შეგვეცოდება..." - ვახტანგ მეგრელიშვილი ნიკა მელიაზე

"მეგრელიშვილი და ხვიჩია დაბოლილები მოვიდნენ... ნათელაშვილმა ზრდილობიანად თხოვა, დაეტოვებინათ იქაურობა" - კუკავა ოპოზიციის შეხვედრის დეტალებზე