ავტორი:

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად "სირცხვილიას" აქტივისტები სასამართლოსთან აქციას გააგრძელებენ

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად "სირცხვილიას" აქტივისტები სასამართლოსთან აქციას გააგრძელებენ

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე რჩებიან. ისინი რუსთაველის გამზირზე, გუშინ დაკავებულ პირებს სოლიდარობას უცხადებენ.

"რუსთაველის გამზირზე", პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 4 პირიდან ერთ-ერთს ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ 1000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, პარლამენტთან 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

სოფელ კაბალში მამაკაცი საკუთარი რესტორნის მიმდებარედ დაჭრეს

ფონიჭალაში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს

"გვაპატიეთ, ხალხნო, თუკი შეგიძლიათ...ერთი დღე არ გაგვიხარია..." - რუსუდან კერვალიშვილი