მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარტიები შეცდომას უშვებენ პარლამენტში რომ არ შედიან, ეს მაინც ასე მოხდება, ნიშნები უკვე სახეზეა" - ლევან ბოძაშვილი
"პარტიები შეცდომას უშვებენ პარლამენტში რომ არ შედიან, ეს მაინც ასე მოხდება, ნიშნები უკვე სახეზეა" - ლევან ბოძაშვილი

ჩვენ 30-წლი­ა­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვერ მო­ვახ­დი­ნეთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის ისეთ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბა, რომ პრო­ცე­სე­ბი ყო­ველ 8 წე­ლი­წად­ში ერთხელ, ქუ­ჩა­ში არ გა­დი­ო­დეს , - ამის შე­სა­ხებ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყო­ფი­ლი მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ ლე­ვან ბო­ძაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტში სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც შევ­ლენ.

"წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 2003 წელს ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბით შე­იც­ვა­ლა, 2012 წელ­საც ბევ­რი ხალ­ხი გა­მო­ვი­და და ესეც იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი და ახ­ლაც იგი­ვე. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი ვერ გან­ვი­თარ­და. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის მთა­ვა­რი აზრი, მი­ზა­ნი, არსი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ქუ­ჩა­ში და პო­ლი­ტი­კურ ინ­სტი­ტუ­ცი­ებს ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბი მო­აგ­ვა­რონ ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის შიგ­ნით, მო­აგ­ვა­რონ ისეთ ად­გი­ლებ­ში, რო­გო­რი­ცაა პარ­ლა­მენ­ტი, სა­სა­მარ­თლო თუ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია. კი­დევ ერთხელ მივ­დი­ვართ იმ წრე­ზე, რო­მე­ლიც არის ჩვენ­თვის დამ­ღუპ­ვე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, მე მი­მაჩ­ნია, რომ ისი­ნი შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ პარ­ლა­მენ­ტში რომ არ შე­დი­ან. ეს მა­ინც ასე მოხ­დე­ბა, ამის ნიშ­ნე­ბი უკვე სა­ხე­ზეა", - გა­ნა­ცხა­და ბო­ძაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი არის არამ­ხო­ლოდ არას­რუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე, არა­მედ ნაკ­ლე­ბად სა­სურ­ვე­ლი და ცუდი შე­სა­ხე­დი, რო­გორც შიდა თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე სა­გა­რეო შე­ფა­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

"მე ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბა შე­ნარ­ჩუნ­დეს. არ მახ­სოვს სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს პო­ლი­ტი­კურ ის­ტო­რი­ა­ში, რომ პარ­ტი­ე­ბი ბო­ლომ­დე ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის დროს. რე­ა­ლუ­რად ჩვენ გვაქვს ორ­პარ­ტი­უ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა, ხოლო 2024 წლის­თვის 5 %-იან ბა­რი­ერს, რაც ახლა ხმე­ბი მი­ი­ღეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გარ­და, ვე­რა­ვინ ლა­ხავს, ორი­ვე პარ­ტი­ას აწყობს ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბო­ძაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იროდი
0

ra ician xazarazem, jafarizem, okriashvilma, chochelma, xabeishvolma da kidev mravalma pilitika raa? ასეთები პარლამენტში იქნებიან, თუ ჩაჯვის ბუნაგში, რა იცვლება? არ შევლენ და როგორც ცხონებული პოლიტიკოსი სანიკიძე იტყოდა, კინცხიც უტეხიათ

მიკა
1

უნდა შევიდნენ თუ გონება უმუშავებთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"პარტიები შეცდომას უშვებენ პარლამენტში რომ არ შედიან, ეს მაინც ასე მოხდება, ნიშნები უკვე სახეზეა" - ლევან ბოძაშვილი

"პარტიები შეცდომას უშვებენ პარლამენტში რომ არ შედიან, ეს მაინც ასე მოხდება, ნიშნები უკვე სახეზეა" - ლევან ბოძაშვილი

ჩვენ 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში, ვერ მოვახდინეთ სახელმწიფო ინსტიტუციების ისეთ დონეზე განვითარება, რომ პროცესები ყოველ 8 წელიწადში ერთხელ, ქუჩაში არ გადიოდეს , - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები პარლამენტში საბოლოოდ მაინც შევლენ.

"წინა ხელისუფლება 2003 წელს ქუჩის აქციებით შეიცვალა, 2012 წელსაც ბევრი ხალხი გამოვიდა და ესეც იყო ხელისუფლების შეცვლის გადამწყვეტი ფაქტორი და ახლაც იგივე. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები ვერ განვითარდა. სახელმწიფო ინსტიტუციების მთავარი აზრი, მიზანი, არსი მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკური პროცესები არ მიმდინარეობდეს ქუჩაში და პოლიტიკურ ინსტიტუციებს ჰქონდეთ საშუალება პრობლემები მოაგვარონ ინსტიტუციების შიგნით, მოაგვარონ ისეთ ადგილებში, როგორიცაა პარლამენტი, სასამართლო თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია. კიდევ ერთხელ მივდივართ იმ წრეზე, რომელიც არის ჩვენთვის დამღუპველი. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მე მიმაჩნია, რომ ისინი შეცდომას უშვებენ პარლამენტში რომ არ შედიან. ეს მაინც ასე მოხდება, ამის ნიშნები უკვე სახეზეა", - განაცხადა ბოძაშვილმა.

მისივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტი არის არამხოლოდ არასრული უფლებამოსილების მქონე, არამედ ნაკლებად სასურველი და ცუდი შესახედი, როგორც შიდა თვალსაზრისით, ასევე საგარეო შეფასებიდან გამომდინარე.

"მე ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდეს. არ მახსოვს საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში, რომ პარტიები ბოლომდე ერთად ყოფილიყვნენ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების დროს. რეალურად ჩვენ გვაქვს ორპარტიული მოცემულობა, ხოლო 2024 წლისთვის 5 %-იან ბარიერს, რაც ახლა ხმები მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა, ვერავინ ლახავს, ორივე პარტიას აწყობს ეს მოცემულობა“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

"ქართულ ოცნება“ - 23%, "ნაცმოძრაობა“  - 7% - NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა უმეტესობა პოლიტიკურ სპექტრს უარს უცხადებს

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"მაქვს ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ასოცირების დღის წესრიგის შეჩერებაზე დაიწყეს საუბარი" - ლევან ბოძაშვილის თქმით, თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, ასოცირების პროცესს პრობლემა შეექმნება