მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
„გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი „გირ­ჩი“, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო,“ „ლელო“ და „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ, სა­დაც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ არ აპი­რე­ბენ „გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბას, მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და არა­ლე­გი­ტი­მურ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას“.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი მზად არი­ან გრძელ­ვა­დი­ა­ნი და მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის­თვის.

„ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა უკვე ბევ­რჯერ გვაჩ­ვე­ნა, რომ აპი­რებს უკა­ნო­ნო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ცეს­კოს წინ მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბის დარ­ბე­ვა წყლის ჭავ­ლით და გუ­შინ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა წარ­მო­ად­გენს ამ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი რე­ჟი­მის ქვეყ­ნის­თვის სა­ხი­ფა­თო რე­აქ­ცი­ას მშვი­დო­ბი­ან პო­ლი­ტი­კურ და სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტესტზე.

ჩვენ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებთ ჩვენს მყარ პო­ზი­ცი­ას, რომ არ ვა­პი­რებთ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბას, მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და არა­ლე­გი­ტი­მურ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას.

ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მშვი­დო­ბი­ან პრო­ტესტს გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი უც­ვლე­ლია - არ­ჩევ­ნე­ბის ხე­ლახ­ლა ჩა­ტა­რე­ბა, ცეს­კოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შეც­ვლა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სწო­რედ ამ სა­კი­თხზე უნდა გა­ი­მარ­თოს დი­ა­ლო­გი ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­თან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით.

მო­ვი­თხოვთ შსს-სგან არ და­უშ­ვან პო­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის ახლო კონ­ტაქ­ტი მო­მი­ტინ­გე­ებ­თან, რად­გან მათი კომ­პე­ტენ­ცია და გა­მოც­დი­ლე­ბა არაა საკ­მა­რი­სი ამ ტი­პის ვი­თა­რე­ბის ეფექ­ტუ­რად და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში სა­მარ­თა­ვად.

მო­ვუ­წო­დებთ მშვი­დო­ბი­ან მა­ნი­ფეს­ტან­ტებს, მათ შო­რის ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თლი­ა­ნად არი­ან აღ­შფო­თე­ბუ­ლი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის გამო, არ შე­ვიდ­ნენ ფი­ზი­კურ კონფრონ­ტა­ცი­ა­ში პო­ლი­ცი­ას­თან. ნე­ბის­მი­ე­რი ვინც ასე არ მო­იქ­ცე­ვა, თა­ვად გა­ე­მიჯ­ნე­ბა მშვი­დო­ბი­ან პრო­ტესტს.

ჩვენ მზად ვართ გრძელ­ვა­დი­ა­ნი და მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის­თვის. ჩვე­ნი პრო­ტეს­ტის ძალა მშვი­დო­ბი­ან ქმე­დე­ბებ­შია. ოპო­ზი­ცი­ის სა­ერ­თო შე­თან­ხმე­ბით პრო­ტეს­ტის შემ­დგო­მი ად­გი­ლი იქ­ნე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია 14 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში, ხოლო 21 ნო­ემ­ბერს, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ფიქ­ტი­უ­რი ტუ­რე­ბის დროს, მშვი­დო­ბი­ა­ნი, ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი“,-ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
10

ar SexvalT da, ai dardi.

tngh
18

ყველა მონაცემებით (წინასწარი კვლევებით, ეგზიტპოლებით, ცესკოს მონაცემებით, პარალელური დათვლით...) ოპოზიციას წაგებული აქვს არჩევნენები. ხმების გადათვლაც იგივეს ადასტურებს. სასამართლოები გრძელდება. უსუსური დემაგოგია გაყალბების შესახებ "ნაც-ოპოზიციამ" მხოლოდ იმას დააჯეროს, ვინც ელემენტარული არითმეტიკა არ იცის... და ერთმანეთს.

ავტორი:

„გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პოლიტიკური პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ „გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას“.

განცხადების თანახმად, აღნიშნული პოლიტიკური პარტიები მზად არიან გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის.

„ივანიშვილის რეჟიმმა უკვე ბევრჯერ გვაჩვენა, რომ აპირებს უკანონო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნებას. ცესკოს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას.

ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით.

მოვითხოვთ შსს-სგან არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად.

მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს.

ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია. ოპოზიციის საერთო შეთანხმებით პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს თბილისში, ხოლო 21 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურების დროს, მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

"ვერ გავიგე რას ნიშნავს ზურა ჯაფარიძის განცხადება - მიდის, თუ  ჩვენ გვაგდებს?" - სანდრო რაქვიაშვილი

"ერთმანეთს დიდი ხანია ვეღარ უგებდნენ" - რა განმარტებას აკეთებენ "გირჩის" პრესსამსახურში ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი