მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედი ნამდვილად არსებობს" - რას ყვება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელმაც ჯერჯერობით ყველა გამოცდას გაუძლო
"იმედი ნამდვილად არსებობს" - რას ყვება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელმაც ჯერჯერობით ყველა გამოცდას გაუძლო

COVID-19-ის მე­ო­რე ტალ­ღა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით საკ­მა­ოდ აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვი­და და მდგო­მა­რე­ო­ბაც არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა. ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ გა­მო­ა­ცხა­და ე.წ. ლოკ­და­უ­ნი და წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბიც ბევ­რგან, მათ შო­რის - სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­წეს­და. მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნი­სა და მისი სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბის მო­ლო­დინ­შია. 9 ნო­ემ­ბერს კომ­პა­ნი­ე­ბის Pfizer-ისა და BioNTech-ის გან­ცხა­დე­ბი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მათ მიერ შექ­მნილ ვაქ­ცი­ნა­ზე მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვის წი­ნას­წარ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მის გა­მოც­და­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბაა. ამ სა­კი­თხზე გვე­სა­უბ­რე­ბა გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ შტუტ­გარ­ტის კლი­ნი­კის ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის ექი­მი ნინო ნაც­ვა­ლა­ძე.

- ეს გახ­ლავთ BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქ­ცი­ნა - BNT162b2. წელს ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში და­ი­წყეს ბევ­რი და სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 200 პრო­ექ­ტი­დან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბამ შეძ­ლო კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დის მე­სა­მე ფა­ზა­ში გა­დას­ვლა. მათ შო­რის იყო გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია BioNTech და ამე­რი­კუ­ლი Pfizer.

ყვე­ლამ ვი­ცით, რომ, ზო­გა­დად, ვაქ­ცი­ნა შექ­მნი­სას სხვა­დას­ხვა ფა­ზას გა­დის. ვაქ­ცი­ნა BNT162b2 შე­იქ­მნა და გა­მო­ი­ცა­და BioNTech-ისა და Pfizer-ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დის მე­სა­მე ფაზა და­ი­წყო 27 ივ­ლისს. კვლე­ვა­ში მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 154 ცენ­ტრი და ყვე­ლა ასა­კი­სა და სქე­სის 44 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო, ასე­ვე - შიდსით და B და C ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბიც. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ბავ­შვე­ბი და ორ­სუ­ლე­ბი კვლე­ვა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

- დაწ­ვრი­ლე­ბით შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, რა ტი­პის კვლე­ვა გა­ი­ა­რეს ამ ადა­მი­ა­ნებ­მა?

- კვლე­ვა იყო რან­დო­მი­ზი­რე­ბუ­ლი, აცრა - 2-ეტა­პი­ა­ნი, 21 დღის შუ­ა­ლე­დით. მე­სა­მე ფაზა დას­რულ­და და ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი მი­ი­ღეს, რად­გან ვაქ­ცი­ნამ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვას გა­უძ­ლო: უჩ­ვე­ნა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბა, შექ­მნა იმუ­ნი­ტე­ტი, და­ა­დას­ტუ­რა ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, ორ­გა­ნიზ­მის მიერ ამ­ტა­ნო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა, ანუ ეს უკა­ნას­კნე­ლი ნიშ­ნავს, რომ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. მწარ­მო­ე­ბელს სურს, გა­აგ­რძე­ლოს ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და 164 კო­ვიდ­და­დას­ტუ­რე­ბულ ანუ დას­ნე­ბოვ­ნე­ბულ პა­ცი­ენ­ტში, რად­გან და­სად­გე­ნია, შეძ­ლებს თუ არა ვაქ­ცი­ნა ინ­ფექ­ცი­ის­გან დაც­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე ფორ­მე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას.

ვაქ­ცი­ნა BNT162b2 არის ე.წ. გენ­ბა­ზი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა.

- ეს რას ნიშ­ნავს?

- ეს ნიშ­ნავს, რომ იგი შე­ი­ცავს კო­რო­ნა­ვირუ­სის, SARS-CoV 2-ის გე­ნო­მის (რნმ-ის) იმ ფრაგ­მენტს, რო­მე­ლიც სპა­იკ-პრო­ტე­ი­ნის წარ­მოქ­მნა­ზე არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. აც­რის დროს სწო­რედ ამ ცი­ლით წარ­მო­იქ­მნე­ბა ორ­გა­ნიზ­მში ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რაც იმუ­ნი­ტეტს კო­რო­ნა­ინ­ფექ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ამ­ზა­დებს.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც მუ­შა­ო­ბენ ვაქ­ცი­ნა­ზე. მათ­ზე რას იტყვით?

- BioNTech-Pfizer კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევს ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ე­ბელ სხვა კომ­პა­ნი­ებს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი გახ­ლავთ აც­რებ­სა და ბი­ო­სა­მე­დი­ცი­ნო წამ­ლებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი გერ­მა­ნი­ის Bundesinstitut PEI. ჯან­მო - ს მო­ნა­ცე­მე­ბით, 47 ვაქ­ცი­ნა გა­დის კლი­ნი­კურ გა­მოც­დას, მათ­გან 10 - მე­სა­მე ფა­ზა­შია. მი­ღე­ბულ სა­ი­მე­დო შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით, BioNTech-Pfizer უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ელო­დე­ბა დამ­ტკი­ცე­ბას და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბას. რო­გორც გერ­მა­ნი­ის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი აცხა­დებს, მთა­ვა­რი ის კი არ არის, პირ­ვე­ლე­ბი ვი­ყოთ, მთა­ვა­რია, ვაქ­ცი­ნა იყოს სა­ი­მე­დო, უსაფრ­თხო და ამის შემ­დეგ და­ვი­წყოთ მისი სწრა­ფი რე­ა­ლი­ზე­ბაო. ჯერ მა­ინც უც­ნო­ბია, რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნა მი­ი­ღებს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დას­ტურს. სა­ბო­ლო­ოდ, ბა­ზარ­ზე გას­ვლის უფ­ლე­ბას იძ­ლე­ვა ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტო - EMA.

იმე­დი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. გუ­შინ გერ­მა­ნი­ა­ში შედ­გა ეთი­კუ­რი კო­მი­სი­ის სხდო­მა, სა­დაც გა­ნი­ხი­ლეს Fair Priority-ის პროგ­რა­მა და ვაქ­ცი­ნის გა­ნა­წი­ლე­ბის 3-ფა­ზი­ა­ნი გეგ­მა. ვაქ­ცი­ნა დამ­ტკი­ცე­ბის­თა­ნა­ვე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­უ­კეთ­დე­ბა მა­ღა­ლი რის­კის პა­ცი­ენ­ტებს, შემ­დეგ - სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს. წლის ბო­ლომ­დე ვა­რა­უ­დო­ბენ 50 მლნ ვაქ­ცი­ნას და მო­მა­ვალ წელს - 1,3 მი­ლი­არ­დი ვაქ­ცი­ნით იმუ­ნი­ტე­ტის მიღ­წე­ვას.

ასე­ვე, ინ­ტენ­სი­უ­რად გა­დის გა­მოც­დას ან­ტი­ვირუ­სუ­ლი წამ­ლე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად. მა­ნამ­დე კი მთა­ვარ რე­კო­მენ­და­ცი­ად რჩე­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბით გა­მოც­დი­ლი ნორ­მე­ბი, რაც თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა უკვე კარ­გად ვი­ცით - ეს არის ჰი­გი­ე­ნა, პირ­ბა­დე და დის­ტან­ცია! ასე რომ, ვიდ­რე მეც­ნი­ე­რე­ბი და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ო­ბენ, ხოლო ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვი­ან, ადა­მი­ა­ნებს სწო­რედ ამ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვა და ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რამ გვე­ვა­ლე­ბა - გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს!

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
60

შენ გაიკეთე ეგ ვაქცინა.

დავით 67
4

უცხოეთში მოღვაწე ჩვენი ექიმებიდან ყველაზე მეტად ეს ქალბატონი მომწონს .პროფესიონალიც არის და თან ერთი სიტყვაც არ დასცდენია პოლიტიკაზე. ასე ვინც პროფესიონალია მას ნაცი და ქოცი არ აინტერესებს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"იმედი ნამდვილად არსებობს" - რას ყვება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელმაც ჯერჯერობით ყველა გამოცდას გაუძლო

"იმედი ნამდვილად არსებობს" - რას ყვება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელმაც ჯერჯერობით ყველა გამოცდას გაუძლო

COVID-19-ის მეორე ტალღა მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ აქტიურ ფაზაში შევიდა და მდგომარეობაც არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად მძიმდება. ერთმანეთის მიყოლებით ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა ე.წ. ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვებიც ბევრგან, მათ შორის - საქართველოშიც დაწესდა. მსოფლიოს მოსახლეობა ახალი კორონავირუსის ვაქცინისა და მისი სამკურნალო პრეპარატების მოლოდინშია. 9 ნოემბერს კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ მის გამოცდაში მნიშვნელოვანი წარმატებაა. ამ საკითხზე გვესაუბრება გერმანიის ქალაქ შტუტგარტის კლინიკის ანესთეზიოლოგი და ინტენსიური თერაპიის ექიმი ნინო ნაცვალაძე.

- ეს გახლავთ BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინა - BNT162b2. წელს ექსტრემალურ პირობებში დაიწყეს ბევრი და სხვადასხვაგვარი ვაქცინის შექმნა. მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 200 პროექტიდან მცირე რაოდენობამ შეძლო კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაში გადასვლა. მათ შორის იყო გერმანული კომპანია BioNTech და ამერიკული Pfizer.

ყველამ ვიცით, რომ, ზოგადად, ვაქცინა შექმნისას სხვადასხვა ფაზას გადის. ვაქცინა BNT162b2 შეიქმნა და გამოიცადა BioNTech-ისა და Pfizer-ის თანამშრომლობით. კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა დაიწყო 27 ივლისს. კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით 154 ცენტრი და ყველა ასაკისა და სქესის 44 ათასი ადამიანი ჩაერთო, ასევე - შიდსით და B და C ჰეპატიტით დაავადებულებიც. რამდენადაც ვიცი, ბავშვები და ორსულები კვლევაში არ მონაწილეობდნენ.

- დაწვრილებით შეგიძლიათ გვითხრათ, რა ტიპის კვლევა გაიარეს ამ ადამიანებმა?

- კვლევა იყო რანდომიზირებული, აცრა - 2-ეტაპიანი, 21 დღის შუალედით. მესამე ფაზა დასრულდა და ექსპერტები ამბობენ, რომ დადებითი შედეგები მიიღეს, რადგან ვაქცინამ მთავარ გამოწვევას გაუძლო: უჩვენა მიზანმიმართული მოქმედება, შექმნა იმუნიტეტი, დაადასტურა ეფექტიანობა, ორგანიზმის მიერ ამტანობა და უსაფრთხოება, ანუ ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ სიცოცხლისთვის საშიში გართულებები არ გამოვლენილა. მწარმოებელს სურს, გააგრძელოს ვაქცინის გამოცდა 164 კოვიდდადასტურებულ ანუ დასნებოვნებულ პაციენტში, რადგან დასადგენია, შეძლებს თუ არა ვაქცინა ინფექციისგან დაცვის პარალელურად, დაავადების მძიმე ფორმების შემსუბუქებას.

ვაქცინა BNT162b2 არის ე.წ. გენბაზირებული ვაქცინა.

- ეს რას ნიშნავს?

- ეს ნიშნავს, რომ იგი შეიცავს კორონავირუსის, SARS-CoV 2-ის გენომის (რნმ-ის) იმ ფრაგმენტს, რომელიც სპაიკ-პროტეინის წარმოქმნაზე არის პასუხისმგებელი. აცრის დროს სწორედ ამ ცილით წარმოიქმნება ორგანიზმში ანტისხეულები, რაც იმუნიტეტს კორონაინფექციის საწინააღმდეგოდ ამზადებს.

- როგორც ცნობილია, სხვა კომპანიებიც მუშაობენ ვაქცინაზე. მათზე რას იტყვით?

- BioNTech-Pfizer კონკურენციას უწევს ვაქცინის მწარმოებელ სხვა კომპანიებს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ აცრებსა და ბიოსამედიცინო წამლებზე პასუხისმგებელი გერმანიის Bundesinstitut PEI. ჯანმო - ს მონაცემებით, 47 ვაქცინა გადის კლინიკურ გამოცდას, მათგან 10 - მესამე ფაზაშია. მიღებულ საიმედო შედეგებზე დაყრდნობით, BioNTech-Pfizer უახლოეს დღეებში ელოდება დამტკიცებას და რეალიზაციის უფლებას. როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, მთავარი ის კი არ არის, პირველები ვიყოთ, მთავარია, ვაქცინა იყოს საიმედო, უსაფრთხო და ამის შემდეგ დავიწყოთ მისი სწრაფი რეალიზებაო. ჯერ მაინც უცნობია, რომელი ვაქცინა მიიღებს კომპეტენტური ორგანიზაციების დასტურს. საბოლოოდ, ბაზარზე გასვლის უფლებას იძლევა ევროპის წამლის სააგენტო - EMA.

იმედი ნამდვილად არსებობს. გუშინ გერმანიაში შედგა ეთიკური კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს Fair Priority-ის პროგრამა და ვაქცინის განაწილების 3-ფაზიანი გეგმა. ვაქცინა დამტკიცებისთანავე ნებაყოფლობით გაუკეთდება მაღალი რისკის პაციენტებს, შემდეგ - სამედიცინო პერსონალს. წლის ბოლომდე ვარაუდობენ 50 მლნ ვაქცინას და მომავალ წელს - 1,3 მილიარდი ვაქცინით იმუნიტეტის მიღწევას.

ასევე, ინტენსიურად გადის გამოცდას ანტივირუსული წამლები, რომელიც აუცილებელია ვაქცინასთან ერთად. მანამდე კი მთავარ რეკომენდაციად რჩება საუკუნეებით გამოცდილი ნორმები, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უკვე კარგად ვიცით - ეს არის ჰიგიენა, პირბადე და დისტანცია! ასე რომ, ვიდრე მეცნიერები დაუღალავად მუშაობენ, ხოლო ექიმები პაციენტების გადარჩენისთვის იბრძვიან, ადამიანებს სწორედ ამ რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა და ერთი უმნიშვნელოვანესი რამ გვევალება - გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება, როგორც თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორები" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი -

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)

ვოგის, ვაშინგტონ პოსტისა და მაგნუმ ფოტოს ხელმძღვანელები ქართული ფოტოკონკურსის ჟიურიში არიან