მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ ვინ აღარ მირეკავდა, მწერდა, - ექიმთან ვიზიტი არ დაგავიწყდესო" - ვინ არის მამაკაცი, რომლის, რევმატოლოგთან ვიზიტის დაგეგმვის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა
"გუშინ ვინ აღარ მირეკავდა, მწერდა, - ექიმთან ვიზიტი არ დაგავიწყდესო" - ვინ არის მამაკაცი, რომლის, რევმატოლოგთან ვიზიტის დაგეგმვის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა

ალ­ბათ ბევ­რს ჰქო­ნია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ამა თუ იმ ექიმ­თან ვი­ზი­ტის­თვის, ტე­ლე­ფო­ნით ჩა­წე­რი­სას, ეს შეხ­ვედ­რა სა­სურ­ველ დროს ვერ და­უ­გეგ­მავს, რა­საც, რო­გორც წესი, პა­ცი­ენ­ტის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყო­ლია. ამ ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა პა­ცი­ენ­ტი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ოპე­რა­ტო­რის მსგავ­სი ტი­პის დი­ა­ლო­გი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ექიმ­თან ვი­ზიტს აგ­ვის­ტო­ში გეგ­მავ­და, მხო­ლოდ 10 ნო­ემ­ბე­რის­თვის ჩა­წე­რეს, რა­საც მისი გუ­ლი­ა­ნი სი­ცი­ლი მოჰ­ყვა. ამა­ზე ასე­ვე გუ­ლი­ა­ნად იხარ­ხა­რა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მაც... ვი­ნა­ი­დან დღეს 10 ნო­ემ­ბე­რია, ჩა­ნა­წე­რი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მაც გა­იხ­სე­ნა და და­ინ­ტე­რეს­და, ის კაცი ბო­ლოს და ბო­ლოს მოხ­ვდა თუ არა რევ­მა­ტო­ლოგ­თან, ანუ ექიმ­თან, რო­მელ­თა­ნაც ვი­ზი­ტის და­გეგ­მვა­საც ცდი­ლობ­და.

ambebi.ge - მ იპო­ვა ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ასე­თი გულ­წრფე­ლი ემო­ცია და გუ­ლი­ა­ნი სი­ცი­ლი გა­მო­იწ­ვია. რო­გორც გა­ირ­კვა, ის კი­ნო­რე­ჟი­სო­რი შალ­ვა შენ­გე­ლია.

- ბა­ტო­ნო შალ­ვა, ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც რევ­მა­ტო­ლოგ­თან ჩა­წე­რას ოპე­რა­ტორ გო­გო­ნას სთხოვ­დით, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. ისე ჩან­და, რომ აგ­ვის­ტო­ში და­რე­კეთ და ექიმ­თან ნო­ემ­ბერ­ში ჩაგ­წე­რეს... მოგ­ვი­ყე­ვით, რა და რო­გორ მოხ­და?

- კი, აგ­ვის­ტო ეწე­რა, მაგ­რამ ჩა­ნა­წე­რის ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბი­სას, ვი­ღა­ცამ ცოტა გა­ა­ბუ­ქა. მე დავ­რე­კე არა აგ­ვის­ტო­ში, არა­მედ ოქ­ტომ­ბრის პირ­ველ რი­ცხვებ­ში. ვი­ნა­ი­დან ოჯა­ხის ექიმ­თან ვი­ყა­ვი ჩა­წე­რი­ლი, ვი­ფიქ­რე, იმა­ვე დღეს რევ­მა­ტო­ლოგ­საც მო­ვი­ნა­ხუ­ლებ-მეთ­ქი. რო­დე­საც ოპე­რა­ტორ­მა მი­თხრა, - 10 ნო­ემ­ბე­რამ­დე ვერ ჩაგ­წერ­თო, - ამი­ტომ მქონ­და ის სა­ო­ცა­რი რე­აქ­ცია... მერე ბევ­რმა კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რა, - რა მოხ­და, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, უცხო­ეთ­ში კი­დევ უა­რე­სა­დაა ამ მხრივ საქ­მე და ამა­ში გა­სა­ო­ცა­რი რა არის, ვერ ვხდე­ბი­თო?

- ბევ­რი თქვენს ად­გილ­ზე ოპე­რა­ტორს საყ­ვე­დუ­რე­ბით აავ­სებ­და, სის­ტე­მის და კლი­ნი­კის ლან­ძღვას მოჰ­ყვე­ბი­ო­და, თქვენ იუ­მორ­ში გა­და­ი­ტა­ნეთ ყვე­ლა­ფე­რი...

- ეს თა­ვის­თა­ვად, სპონ­ტა­ნუ­რად, ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და. კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო ის გო­გო­ნაც, სა­უ­ბარ­ში ამ­ყვა და მა­საც ეღი­მე­ბო­და. შინ ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც კარ­გად იხა­ლი­სა, იქ მისი ხმაც ის­მის, ბო­ლოს კი სა­მი­ვე ერ­თად ვი­ცი­ნით... ვინც იმ ჩა­ნა­წერ­ში ამო­მიც­ნო და გა­ი­გო, რომ მე ვი­ყა­ვი, რა­ტომ­ღაც უმე­ტე­სო­ბას 9 ნო­ემ­ბე­რი აქვს და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი, არა­და, ოპე­რა­ტო­რი 10 ნო­ემ­ბერს მწერს. მოკ­ლედ, გუ­შინ ყვე­ლა მი­რე­კავ­და, მწერ­და, - ვი­ზი­ტი არ და­გა­ვი­წყდე­სო. იმ­დენ­მა შე­მახ­სე­ნა, რომ მერე ერთს ვუ­თხა­რი, იმ­დე­ნი ხართ, ყვე­ლა­ნი ერ­თად რომ წა­ვი­დეთ რევ­მა­ტო­ლოგ­თან, კარ­გი სა­მი­ტინ­გე ხალ­ხი გა­მო­ვალთ-მეთ­ქი.

ხომ გე­უბ­ნე­ბით, ის გოგო კარ­გად ამ­ყვა, რო­დე­საც პი­რა­დო­ბის ნო­მე­რი ჩა­მა­წე­რი­ნე­თო, - მკი­თხა, ვუ­თხა­რი, - ისე შორს მწერთ, რომ მაგ დროს პი­რა­დო­ბა კი არა, უკვე ჩიპი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო-მეთ­ქი...

- ხალ­ხი ყვე­ლა­ზე მა­ტად იმ ეპი­ზოდ­ზე იცი­ნო­და, რო­დე­საც ეუბ­ნე­ბო­დით, რომ მე თუ ვერ მო­ვე­დი, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი მა­ინც მო­ვაო... რო­გორც ირ­კვე­ვა, უკომფლიქ­ტო, იუ­მო­რის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხართ... ისე, თქვე­ნი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­ნეტ­ში რო­გორ მოხ­ვდა?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი აღარც მახ­სოვ­და და ცხა­დია, არც ეგ სა­უ­ბა­რი. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ჩემ­მა დის­შვილ­მა, თა­მუ­ნამ და­მი­რე­კა, მო­მი­კი­თხა და მკი­თხა - რევ­მა­ტო­ლოგ­თან ხომ არ ჩა­წე­რილ­ხა­რო? კი ჩა­ვე­წე­რე-მეთ­ქი. "ფე­ის­ბუქ­ში“ ვრცელ­დე­ბა შენი ოპე­რა­ტორ­თან სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი, ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს ჩატ­ში უგ­ზავ­ნი­სო... ალ­ბათ ისევ თა­ვად კლი­ნი­კი­დან გავ­რცელ­და... სხვა­თა შო­რის, ოპე­რა­ტო­რი გო­გო­ნა, ვინც მე­სა­უბ­რა, მერე და­მი­კავ­შირ­და და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და იმის გამო, რომ თქვე­ნი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია ასე გა­სა­ჯა­როვ­დაო.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან რომ გა­ვი­გე, ჩემი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი ვრცელ­დებ­და, არ მე­სი­ა­მოვ­ნა, რად­გან არც მახ­სოვ­და ზუს­ტად, რა ვი­ლა­პა­რა­კეთ, მაგ­რამ ხალ­ხის რე­აქ­ცი­ას რომ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, ვხდე­ბო­დი, რომ სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი იყო და ამო­ვი­სუნ­თქე...

  • მოკ­ლედ, მათ ვი­საც ეს აინ­ტე­რე­სებს, ბა­ტო­ნი შალ­ვა რევ­მა­ტო­ლოგ­თან დღეს წა­ვი­და და ამის შე­სა­ხებ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვის სტა­ტუ­სით აც­ნო­ბა...

"და აი, დად­გა ის დღეც - 10 ნო­ემ­ბე­რი და ჩემ შთა­მო­მავ­ლო­ბას­თან ერ­თად მივ­დი­ვარ რევ­მა­ტო­ლოგ­თან აბა, ვინ რას დაგ­ვა­ბა­რებთ.

პ.ს. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ", - და­წე­რა მან "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

რო­გორც შალ­ვა შენ­გე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, ამ ეტაპ­ზე "პირ­ველ არხთან კონ­ტრაქ­ტით მუ­შა­ობს... სა­ერ­თოდ კი გა­და­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, ასე­ვე მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რიც. ისიც შე­ვი­ტყვეთ, რომ ბა­ტო­ნი შალ­ვა აფხა­ზე­თის ომის მო­ნა­წი­ლე ყო­ფი­ლა და ომი­დან ნაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის "პირ­ველ არხზე“ სამ­ხედ­რო-პატ­რი­ო­ტულ გა­და­ცე­მა "სპა­ზე“ მუ­შა­ობ­და. კი­დევ ბევრ სა­ინ­ტერ­სო პრო­ექტს ასა­ხე­ლებს. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რიც გახ­ლდათ. მის­თვის პრო­ფე­სია ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის ანა­ლი­ზი და იმ ემო­ცი­ე­ბის, გან­ცდე­ბის სხვაგ­ვა­რად გა­აზ­რე­ბა... ჰყავს მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლი - ორი ვაჟი და ორი გოგო. გვი­თხრა, - უფ­რო­სი ბიჭი სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე თე­მურ ჩხე­ი­ძის ჯგუფ­ში სწავ­ლობს, უმ­ცრო­სი - სა­ო­პე­რა­ტო­რო­ზე, - ორი­ვე "თე­ატ­რა­ლურ­შია“. მერე ამ საქ­მეს რო­გორ გა­აგ­რძე­ლე­ბენ, ჯერ არ ვიცი, დღეს ასე­აო...

შალ­ვა შენ­გე­ლი:

- ადრე იყო ასე­თი პრო­ექ­ტი "გა­აგ­რძე­ლე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია“, რო­მე­ლიც 2011 წელს მე და გუ­რამ ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა ერ­თად და­ვი­წყეთ, ეგ პრო­ექ­ტი ახა­ლი სი­ტყვა იყო ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში და მა­ყუ­რე­ბე­ლი ინ­ტე­რე­სით უყუ­რებ­და. იყო ასე­ვე პრო­ექ­ტი - "ვი­კინ­გე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში“ - დას­ტურ­დე­ბა, რომ ვი­კინ­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფი­ლან... ახლა ვმუ­შა­ობ მხატ­ვრულ სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილმზე, ტრა­გი­კო­მე­დი­ის ჟან­რი გახ­ლავთ და ამას­თა­ნა­ვე, მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან სუ­რათ­ზეც, რო­მე­ლიც მინ­და, ჩემი პე­და­გო­გის, რე­ჟი­სორ რეზო ესა­ძის ხსოვ­ნას მი­ვუ­ძღვნა. რეზო არ გვას­წავ­ლი­და რე­ჟი­სუ­რას, ამ­ბობ­და, - ამის შეს­წავ­ლა არ შე­იძ­ლე­ბა, უნდა შეძ­ლო ადა­მი­ა­ნი გახ­სნა, ას­წავ­ლო თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბა, ამით ბედ­ნი­ე­რი იყოს და ფილ­მი ასე შექ­მნა­სო. გე­ნი­ო­სი და უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო.

- რას ეტყო­დით ადა­მი­ა­ნებს, ვინც ამ ჩა­ნა­წე­რით გა­გიც­ნოთ და და­გი­მახ­სოვ­რათ?

- ვინც ამა­ზე იცი­ნა, ყვე­ლას შე­მო­ვევ­ლე და ყვე­ლა მიყ­ვარს. არ მოკ­ლე­ბო­დეთ გუ­ლი­ა­ნი სი­ცი­ლი, არას­დროს დას­ჭირ­ვე­ბო­დეთ ექი­მი და იყ­ვნენ ჯან­მრთე­ლე­ბი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შინაური
0
იცოცხლე გაიხარე რომ გავახალისე,თხოვნა ერთი იქნება გააგრძელოთ პროექტი "გააგრძელე საქართველოს ისტორია" ალბათ ამ პროექტს ბევრი ელოდება ისევე როგორც მე ,კიდევ ერთხელ მადლობა
მკითხველი
0

სახალისოა ნამდვილად..მაგრამ ფაქტია..მეც ვრეკავ ხოლმე ჩემს პირად ექიმთან, უამრავი პაციენტი ჰყავს და მეც მიწევს ლოდინი რამდენიმე დღე, ხან უცხოეთშია მივლინებით. აი უცხოეთში, უფრო ცუდადაა საქმე, პაციენტს, პირად ექიმთან შეხვედრაზე, 3-4 თვე უწევს ლოდინი...რაღაც-რაღაცეებში ჩვენ უფრო კარგად გვაქვს საქმე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"გუშინ ვინ აღარ მირეკავდა, მწერდა, - ექიმთან ვიზიტი არ დაგავიწყდესო" - ვინ არის მამაკაცი, რომლის, რევმატოლოგთან ვიზიტის დაგეგმვის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა

"გუშინ ვინ აღარ მირეკავდა, მწერდა, - ექიმთან ვიზიტი არ დაგავიწყდესო" - ვინ არის მამაკაცი, რომლის, რევმატოლოგთან ვიზიტის დაგეგმვის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა

ალბათ ბევრს ჰქონია შემთხვევა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში, ამა თუ იმ ექიმთან ვიზიტისთვის, ტელეფონით ჩაწერისას, ეს შეხვედრა სასურველ დროს ვერ დაუგეგმავს, რასაც, როგორც წესი, პაციენტის უკმაყოფილება მოჰყოლია. ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა პაციენტისა და სამედიცინო დაწესებულების ოპერატორის მსგავსი ტიპის დიალოგი, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

მოქალაქე, რომელიც ექიმთან ვიზიტს აგვისტოში გეგმავდა, მხოლოდ 10 ნოემბერისთვის ჩაწერეს, რასაც მისი გულიანი სიცილი მოჰყვა. ამაზე ასევე გულიანად იხარხარა ინტერნეტმომხმარებელმაც... ვინაიდან დღეს 10 ნოემბერია, ჩანაწერი ინტერნეტმომხმარებელმაც გაიხსენა და დაინტერესდა, ის კაცი ბოლოს და ბოლოს მოხვდა თუ არა რევმატოლოგთან, ანუ ექიმთან, რომელთანაც ვიზიტის დაგეგმვასაც ცდილობდა.

ambebi.ge - მ იპოვა ეს ადამიანი, რომელმაც ასეთი გულწრფელი ემოცია და გულიანი სიცილი გამოიწვია. როგორც გაირკვა, ის კინორეჟისორი შალვა შენგელია.

- ბატონო შალვა, ჩანაწერი, რომელშიც რევმატოლოგთან ჩაწერას ოპერატორ გოგონას სთხოვდით, ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა. ისე ჩანდა, რომ აგვისტოში დარეკეთ და ექიმთან ნოემბერში ჩაგწერეს... მოგვიყევით, რა და როგორ მოხდა?

- კი, აგვისტო ეწერა, მაგრამ ჩანაწერის ინტერნეტში გავრცელებისას, ვიღაცამ ცოტა გააბუქა. მე დავრეკე არა აგვისტოში, არამედ ოქტომბრის პირველ რიცხვებში. ვინაიდან ოჯახის ექიმთან ვიყავი ჩაწერილი, ვიფიქრე, იმავე დღეს რევმატოლოგსაც მოვინახულებ-მეთქი. როდესაც ოპერატორმა მითხრა, - 10 ნოემბერამდე ვერ ჩაგწერთო, - ამიტომ მქონდა ის საოცარი რეაქცია... მერე ბევრმა კომენტარებში დაწერა, - რა მოხდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, უცხოეთში კიდევ უარესადაა ამ მხრივ საქმე და ამაში გასაოცარი რა არის, ვერ ვხდებითო?

- ბევრი თქვენს ადგილზე ოპერატორს საყვედურებით აავსებდა, სისტემის და კლინიკის ლანძღვას მოჰყვებიოდა, თქვენ იუმორში გადაიტანეთ ყველაფერი...

- ეს თავისთავად, სპონტანურად, ბუნებრივად მოხდა. კარგი ადამიანი იყო ის გოგონაც, საუბარში ამყვა და მასაც ეღიმებოდა. შინ ჩემმა მეუღლემაც კარგად იხალისა, იქ მისი ხმაც ისმის, ბოლოს კი სამივე ერთად ვიცინით... ვინც იმ ჩანაწერში ამომიცნო და გაიგო, რომ მე ვიყავი, რატომღაც უმეტესობას 9 ნოემბერი აქვს დამახსოვრებული, არადა, ოპერატორი 10 ნოემბერს მწერს. მოკლედ, გუშინ ყველა მირეკავდა, მწერდა, - ვიზიტი არ დაგავიწყდესო. იმდენმა შემახსენა, რომ მერე ერთს ვუთხარი, იმდენი ხართ, ყველანი ერთად რომ წავიდეთ რევმატოლოგთან, კარგი სამიტინგე ხალხი გამოვალთ-მეთქი.

ხომ გეუბნებით, ის გოგო კარგად ამყვა, როდესაც პირადობის ნომერი ჩამაწერინეთო, - მკითხა, ვუთხარი, - ისე შორს მწერთ, რომ მაგ დროს პირადობა კი არა, უკვე ჩიპი იქნება საჭირო-მეთქი...

- ხალხი ყველაზე მატად იმ ეპიზოდზე იცინოდა, როდესაც ეუბნებოდით, რომ მე თუ ვერ მოვედი, ჩემი შვილიშვილი მაინც მოვაო... როგორც ირკვევა, უკომფლიქტო, იუმორის მოყვარული ადამიანი ხართ... ისე, თქვენი პირადი ინფორმაცია ინტერნეტში როგორ მოხვდა?

- სიმართლე გითხრათ, ეს სატელეფონო ზარი აღარც მახსოვდა და ცხადია, არც ეგ საუბარი. რაღაც პერიოდის შემდეგ, ჩემმა დისშვილმა, თამუნამ დამირეკა, მომიკითხა და მკითხა - რევმატოლოგთან ხომ არ ჩაწერილხარო? კი ჩავეწერე-მეთქი. "ფეისბუქში“ ვრცელდება შენი ოპერატორთან საუბრის ჩანაწერი, ხალხი ერთმანეთს ჩატში უგზავნისო... ალბათ ისევ თავად კლინიკიდან გავრცელდა... სხვათა შორის, ოპერატორი გოგონა, ვინც მესაუბრა, მერე დამიკავშირდა და ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია ასე გასაჯაროვდაო.

სიმართლე გითხრათ, თავიდან რომ გავიგე, ჩემი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ვრცელდებდა, არ მესიამოვნა, რადგან არც მახსოვდა ზუსტად, რა ვილაპარაკეთ, მაგრამ ხალხის რეაქციას რომ ვაკვირდებოდი, ვხდებოდი, რომ სანერვიულო არაფერი იყო და ამოვისუნთქე...

  • მოკლედ, მათ ვისაც ეს აინტერესებს, ბატონი შალვა რევმატოლოგთან დღეს წავიდა და ამის შესახებ, სოციალურ ქსელის საშუალებით, საზოგადოებას თავის სტატუსით აცნობა...

"და აი, დადგა ის დღეც - 10 ნოემბერი და ჩემ შთამომავლობასთან ერთად მივდივარ რევმატოლოგთან აბა, ვინ რას დაგვაბარებთ.

პ.ს. ძალიან ვნერვიულობ", - დაწერა მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

როგორც შალვა შენგელი გვეუბნება, ამ ეტაპზე "პირველ არხთან კონტრაქტით მუშაობს... საერთოდ კი გადაღებული აქვს არაერთი დოკუმენტური ფილმი, ასევე მხატვრულ-დოკუმენტურიც. ისიც შევიტყვეთ, რომ ბატონი შალვა აფხაზეთის ომის მონაწილე ყოფილა და ომიდან ნაბრუნებული ტელევიზიის "პირველ არხზე“ სამხედრო-პატრიოტულ გადაცემა "სპაზე“ მუშაობდა. კიდევ ბევრ საინტერსო პროექტს ასახელებს. ტელევიზიაში დოკუმენტური ფილმების მთავარი რეჟისორიც გახლდათ. მისთვის პროფესია ცხოვრების ნაწილია, განვლილი ცხოვრების ანალიზი და იმ ემოციების, განცდების სხვაგვარად გააზრება... ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი - ორი ვაჟი და ორი გოგო. გვითხრა, - უფროსი ბიჭი სამსახიობოზე თემურ ჩხეიძის ჯგუფში სწავლობს, უმცროსი - საოპერატოროზე, - ორივე "თეატრალურშია“. მერე ამ საქმეს როგორ გააგრძელებენ, ჯერ არ ვიცი, დღეს ასეაო...

შალვა შენგელი:

- ადრე იყო ასეთი პროექტი "გააგრძელე საქართველოს ისტორია“, რომელიც 2011 წელს მე და გურამ ქართველიშვილმა ერთად დავიწყეთ, ეგ პროექტი ახალი სიტყვა იყო ქართულ ტელესივრცეში და მაყურებელი ინტერესით უყურებდა. იყო ასევე პროექტი - "ვიკინგების მოგზაურობა საქართველოში“ - დასტურდება, რომ ვიკინგები საქართველოში ყოფილან... ახლა ვმუშაობ მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმზე, ტრაგიკომედიის ჟანრი გახლავთ და ამასთანავე, მოკლემეტრაჟიან სურათზეც, რომელიც მინდა, ჩემი პედაგოგის, რეჟისორ რეზო ესაძის ხსოვნას მივუძღვნა. რეზო არ გვასწავლიდა რეჟისურას, ამბობდა, - ამის შესწავლა არ შეიძლება, უნდა შეძლო ადამიანი გახსნა, ასწავლო თავისუფლება, თავისუფალი აზროვნება, ამით ბედნიერი იყოს და ფილმი ასე შექმნასო. გენიოსი და უსაყვარლესი ადამიანი იყო.

- რას ეტყოდით ადამიანებს, ვინც ამ ჩანაწერით გაგიცნოთ და დაგიმახსოვრათ?

- ვინც ამაზე იცინა, ყველას შემოვევლე და ყველა მიყვარს. არ მოკლებოდეთ გულიანი სიცილი, არასდროს დასჭირვებოდეთ ექიმი და იყვნენ ჯანმრთელები.

"საქართველოში ბინასა და კოვიდსასტუმროებში 15-16 პაციენტია გარდაცვლილი" - თენგიზ ცერცვაძე

"პროტექციონიზმი ყველგან არსებობს და სავარაუდოდ, საქართველოშიც არის მსგავსი შემთხვევები, როცა პაციენტები ნაცნობობით ხვდებიან კლინიკაში" - თენგიზ ცერცვაძე

"რატომ აღმოჩნდა "რემდესივირი" თენგიზისთვის და არა სხვებისთვის - მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ვის შეუძლია ეს შეზღუდოს?!" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკას პასუხობს