სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გვიწევს პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა... სააკაშვილმა კი თავი დაანებოს პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას" - ბოკერია
"ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გვიწევს პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა... სააკაშვილმა კი თავი დაანებოს პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას" - ბოკერია

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ და პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­აა, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში ჩვენ გვი­წევს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პარ­ლა­მენ­ტში არ­შეს­ვლით ცუდი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, რომ მისი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ბევ­რად უა­რე­სი არის და ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნო. ამი­ტომ, ეს ფიქ­ტი­უ­რი მე­ო­რე ტური, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან გაპ­რო­ტესტდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგა ბო­კე­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მის­ვე გან­მარ­ტე­ბით, ოპო­ზი­ცია შა­ბათს, 14 ნო­ემ­ბერს აქ­ცი­ას გა­მარ­თავს.

„არა­ნა­ირ უპი­რა­ტე­სო­ბას იმი­სა, რომ რა­ღაც სა­ბო­ლოო თა­რი­ღე­ბი ვუ­თხრათ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმს, მათ შო­რის ამ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, არ მი­ვა­ნი­ჭებ. უახ­ლო­ე­სი გეგ­მა არის ის, რომ შა­ბათს გა­ი­მარ­თე­ბა აქ­ცია, შემ­დეგ გვაქვს ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვის გა­კე­თე­ბის იდეა. იცით, რომ მო­დის რამ­დე­ნი­მე თა­რი­ღი, მათ შო­რის ერთ-ერთი საკ­ვან­ძო თა­რი­ღია 21 ნო­ემ­ბე­რი, როცა უნდა გა­ი­მარ­თოს ფიქ­ტი­უ­რი მე­ო­რე ტური. პირ­ველ რიგ­ში, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ და პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­აა, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში ჩვენ გვი­წევს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პარ­ლა­მენ­ტში არ­შეს­ვლით ცუდი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, რომ მისი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ბევ­რად უა­რე­სი არის და ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნო. ამი­ტომ, ეს ფიქ­ტი­უ­რი მე­ო­რე ტური, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან გაპ­რო­ტესტდე­ბა. ამის შემ­დეგ სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ცე­სი სხვა­დას­ხვა ფორ­მით გაგ­რძელ­დე­ბა. ეს ვი­თა­რე­ბა ვერ იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, რო­გორც ნორ­მა­ლუ­რი, ვიდ­რე არ გა­უქ­მდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის ეს შე­დე­გე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

ბო­კე­რია სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად უნდა მი­ი­ღოს და "და­ა­ნე­ბოს თავი სა­კუ­თარ ნა­ბი­ჯებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სხვის­თვის გა­და­ბა­რე­ბას".

"მე, რო­გორ ვთვლი იცით?! ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნიც, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობს სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ზე თვი­თონ უნდა იღებ­დეს ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და სხვის­კენ თი­თის გაშ­ვე­რა, რომ სხვამ გა­და­მი­წყვი­ტოს, ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­და­ბა­რე­ბა. ასე, არა­თუ ლი­დე­რე­ბი, არა­მედ პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არ უნდა იქ­ცე­ოდ­ნენ, თვი­თონ გა­და­წყვი­ტოს. ჩემი პო­ზი­ცი­აა, რომ თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტოს, რო­დის უნდა ამ რის­კზე წას­ვლა სა­კუ­თარ თავ­თან და და­ა­ნე­ბოს თავი სა­კუ­თარ ნა­ბი­ჯებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სხვის­თვის გა­და­ბა­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გიგა ბი­კე­რი­ამ.

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ კი­დევ ერთი ლი­დე­რის, სერ­გი კა­პა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან ხში­რად კეთ­დე­ბა ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­ტა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

რო­გორც სერ­გი კა­პა­ნა­ძე გან­მარ­ტავს, დღეს ქვე­ყა­ნა­ში იმა­ზე დიდი პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს, ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რე­ბი. ამას­თან ის დას­ძენს, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბებს სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს.

„მე ვერ ვხე­დავ, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი რო­გორ უწყობს ხელს ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ჩა­მო­ვი­დეს და მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ, ჩა­მო­ვალ- არ ჩა­მო­ვალ ცოტა მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია. ჩვენ ახლა გა­ცი­ლე­ბით დიდი პრობ­ლე­მა გვაქვს მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რე­ბი, რო­მე­ლიც ხში­რად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად კეთ­დე­ბა, რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში რა­ღაც გან­ხეთ­ქი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნოს. ახლა არ არის ჩვენ­თვის მთა­ვა­რი სა­კი­თხი, მოგ­ვწონს თუ არ მოგ­ვწონს. ჩვენ არ ვართ მისი ჩა­მოს­ვლის წი­ნა­აღ­მდე­გი, პი­რი­ქით, მგო­ნია, რომ ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში იყოს. თუ ამ­ბობს რომ ჩა­მო­ვა, შე­ას­რუ­ლოს ეს, თუ ამ­ბობს რომ არ ჩა­მო­დის, შე­ას­რუ­ლოს“,-გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

კი­თხვა­ზე, რას შეც­ვლის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლა ოპო­ზი­ცი­ურ ერ­თი­ა­ნო­ბა­ში, ხელს ხომ არ შე­უშ­ლის ოპო­ზი­ცი­ის ერ­თო­ბას, სერ­გი კა­პა­ნა­ძე დას­ძენს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა კი მის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

„ჰი­პო­ტე­ტუ­რი ამ­ბა­ვია. მე არ მგო­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რებს ჩა­მოს­ვლას, რომ ჩა­მო­ვა მერე ვი­სა­უბ­როთ -ხელი შუ­ე­შა­ლა თუ არა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა აქვს აქ იყოს, ცუ­დია, რომ ასე­თი საქ­მე­ე­ბია მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი. მაგ­რამ, სა­ა­კაშ­ვილ­თან რა­ზეც გვაქვს პრობ­ლე­მა, არის მისი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბა“,-ამ­ბობს კა­პა­ნა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ­ლი­თაც მან ოპო­ზი­ცი­ას მი­მარ­თა.

„მე­გობ­რე­ბო, ჩემი სი­ცო­ცხლე ჩემს ქვე­ყა­ნას ეკუთ­ვნის, თუ ყვე­ლა ერ­თად გა­და­წყვეტთ, თუ ოპო­ზი­ცია გა­და­წყვეტს და ჩემი ჩა­მოს­ვლით ხელს არ შე­ვუშ­ლი, რა თქმა უნდა, სა­ნამ მათი პარ­ლა­მენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია იქ­ნე­ბა, რე­ი­სე­ბი არის, ლე­გა­ლუ­რი უფ­ლე­ბა მაქვს დაბ­რუ­ნე­ბის, ბი­ლეთს ავი­ღებ, მო­ვიწ­ვევ, ვი­საც ჩემ­თან ერ­თად უნდა წა­მოს­ვლა, მაგ­რამ მე თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ველი. არ მინ­და და­ვარ­ღვიო ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბა, ამა­ვე დროს ყვე­ლა ჩემი ინ­სტინ­ქტი და გული მე­უბ­ნე­ბა, რომ ეს უნდა გა­ვა­კე­თო. იმე­დია იმ დრო­ის­თვის საკ­მა­რი­სად ძლი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბით, რომ მათ ჩემ­თვის ხე­ლის შეშ­ლა ვერ შეძ­ლონ“, - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა ბოკერიას
2

გიგა, შენ მაინც მეგონე ჭკვიანი, ამდენ უტვინო ნაცებს შორის!!! სადაა შენი რაციონალური გათვლა? რატომ დაემსგავსე ამ უტვინოებს? ერთიღა მრჩება აზრად - შენც რაღაცით ჰყავხარ გამოჭერილი მიშას და იმით გაშანტაჟებს, სხვა შემთხვევაში, სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდი. ჩორგიმაც გაჯობა გიგა, გაცილებით საღ აზრებს დებს, სწორს და რაციონალურს.

არ დაბლოკოთ.

manana
4

ორი ნაძირალა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გვიწევს პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა... სააკაშვილმა კი თავი დაანებოს პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას" - ბოკერია

"ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გვიწევს პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა... სააკაშვილმა კი თავი დაანებოს პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას" - ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ და პოლიტიკური სპექტრის პრინციპული პოზიციაა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვიწევს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რომ მისი ალტერნატივა ბევრად უარესი არის და ქვეყნისთვის საზიანო. ამიტომ, ეს ფიქტიური მეორე ტური, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მხრიდან გაპროტესტდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისვე განმარტებით, ოპოზიცია შაბათს, 14 ნოემბერს აქციას გამართავს.

„არანაირ უპირატესობას იმისა, რომ რაღაც საბოლოო თარიღები ვუთხრათ ივანიშვილის რეჟიმს, მათ შორის ამ ფსიქოლოგიურ დაპირისპირებაში, არ მივანიჭებ. უახლოესი გეგმა არის ის, რომ შაბათს გაიმართება აქცია, შემდეგ გვაქვს ცოცხალი ჯაჭვის გაკეთების იდეა. იცით, რომ მოდის რამდენიმე თარიღი, მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო თარიღია 21 ნოემბერი, როცა უნდა გაიმართოს ფიქტიური მეორე ტური. პირველ რიგში, „ევროპული საქართველოს“ და პოლიტიკური სპექტრის პრინციპული პოზიციაა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვიწევს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რომ მისი ალტერნატივა ბევრად უარესი არის და ქვეყნისთვის საზიანო. ამიტომ, ეს ფიქტიური მეორე ტური, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მხრიდან გაპროტესტდება. ამის შემდეგ სამოქალაქო პროცესი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. ეს ვითარება ვერ იქნება შენარჩუნებული, როგორც ნორმალური, ვიდრე არ გაუქმდება არჩევნების ეს შედეგები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს და "დაანებოს თავი საკუთარ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას".

"მე, როგორ ვთვლი იცით?! ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი, უბრალოდ ადამიანიც, რომელიც პასუხისმგებლობას გრძნობს საკუთარ ქმედებებზე თვითონ უნდა იღებდეს ასეთ გადაწყვეტილებებს და სხვისკენ თითის გაშვერა, რომ სხვამ გადამიწყვიტოს, ეს არის პასუხისმგებლობის გადაბარება. ასე, არათუ ლიდერები, არამედ პასუხისმგებლიანი ადამიანები არ უნდა იქცეოდნენ, თვითონ გადაწყვიტოს. ჩემი პოზიციაა, რომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როდის უნდა ამ რისკზე წასვლა საკუთარ თავთან და დაანებოს თავი საკუთარ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას", - განაცხადა გიგა ბიკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ხშირად კეთდება ისეთი განცხადებები, რომელიც ოპოზიციის ერთიანობაში განხეთქილების შეტანას ემსახურება.

როგორც სერგი კაპანაძე განმარტავს, დღეს ქვეყანაში იმაზე დიდი პრობლემები არსებობს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის კომენტარები. ამასთან ის დასძენს, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს.

„მე ვერ ვხედავ, მისი განცხადებები როგორ უწყობს ხელს ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნებას. ჩამოვიდეს და მერე ვილაპარაკოთ, ჩამოვალ- არ ჩამოვალ ცოტა მომაბეზრებელია. ჩვენ ახლა გაცილებით დიდი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის კომენტარები, რომელიც ხშირად მიზანმიმართულად კეთდება, რომ ოპოზიციაში რაღაც განხეთქილება შეიტანოს. ახლა არ არის ჩვენთვის მთავარი საკითხი, მოგვწონს თუ არ მოგვწონს. ჩვენ არ ვართ მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი, პირიქით, მგონია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს უფლება ქვეყანაში იყოს. თუ ამბობს რომ ჩამოვა, შეასრულოს ეს, თუ ამბობს რომ არ ჩამოდის, შეასრულოს“,-განაცხადა კაპანაძემ.

კითხვაზე, რას შეცვლის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ოპოზიციურ ერთიანობაში, ხელს ხომ არ შეუშლის ოპოზიციის ერთობას, სერგი კაპანაძე დასძენს, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ჩვეულებრივი ამბავია, ერთადერთი პრობლემა კი მის პრემიერ-მინისტრობას უკავშირდება.

„ჰიპოტეტური ამბავია. მე არ მგონია, რომ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას, რომ ჩამოვა მერე ვისაუბროთ -ხელი შუეშალა თუ არა. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ჩვეულებრივი ამბავია. პრეზიდენტს უფლება აქვს აქ იყოს, ცუდია, რომ ასეთი საქმეებია მის წინააღმდეგ აღძრული. მაგრამ, სააკაშვილთან რაზეც გვაქვს პრობლემა, არის მისი პრემიერ-მინისტრობა“,-ამბობს კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა, რომლითაც მან ოპოზიციას მიმართა.

„მეგობრებო, ჩემი სიცოცხლე ჩემს ქვეყანას ეკუთვნის, თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა, სანამ მათი პარლამენტის ინაუგურაცია იქნება, რეისები არის, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ, მოვიწვევ, ვისაც ჩემთან ერთად უნდა წამოსვლა, მაგრამ მე თქვენს გადაწყვეტილებებს ველი. არ მინდა დავარღვიო ოპოზიციის ერთიანობა, ამავე დროს ყველა ჩემი ინსტინქტი და გული მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო. იმედია იმ დროისთვის საკმარისად ძლიერები იქნებით, რომ მათ ჩემთვის ხელის შეშლა ვერ შეძლონ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

შემოსავალი ძველი კონცერტებიდან და წილები რამდენიმე კომპანიაში - რა ქონებას ფლობს ბუბა კიკაბიძე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით?

"ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული" - ზალკალიანმა სომხეთს-აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებაზე

"ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით აზერბაიჯანმა კონფლიქტისას დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა" - მთავრობა