პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაფორმდა
რა წერია ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაფორმდა

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხელი მო­ა­წე­რეს შე­თან­ხმე­ბას ყა­რა­ბაღ­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ

შე­თან­ხმე­ბის ტექ­სტი კი ასე­თია:

"ჩვენ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი ი.გ. ალი­ე­ვი, სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნ.ვ. ფა­ში­ნი­ა­ნი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ვ.ვ. პუ­ტი­ნი, შევ­თან­ხმდით შემ­დეგ­ზე:

1. 2020 წლის 10 ნო­ემ­ბრის მოს­კო­ვის დრო­ით 00:00 სა­ა­თი­დან ცე­ცხლის სრუ­ლად შე­წყვე­ტა­ზე და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ზე მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ზო­ნა­ში. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა და სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა, შემ­დგომ­ში – მხა­რე­ე­ბი, მათ მიერ და­კა­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე დარ­ჩე­ბი­ან.

2. აღ­და­მის რა­ი­ო­ნი და სომ­ხე­თის მიერ ყა­ზა­ხის რა­ი­ონ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­უბ­რუნ­დე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რეს 2020 წლის 20 ნო­ემ­ბრამ­დე.

3. მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის გამ­ყო­ფი ხა­ზი­სა და ლა­ჩი­ნის დე­რეფ­ნის გას­წვრივ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტი მცი­რე ზო­მის ია­რა­ღით აღ­ჭურ­ვი­ლი 1 960 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რით, 90 ჯავ­შან­ტექ­ნი­კი­თა და 380 ერ­თე­უ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით გან­ლაგ­დე­ბა.

4. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტი სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლის გაყ­ვა­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ლაგ­დე­ბა. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტის ად­გილ­ზე ყოფ­ნის ვადა 5 წლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, შემ­დე­გი 5 წლის პე­რი­ო­დით ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­ნახ­ლე­ბის პი­რო­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არც ერთი მხა­რე არ გა­ნა­ცხა­დებს ამ დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე ექ­ვსი თვით ადრე.

5. კონ­ფლიქ­ტის მხა­რე­ე­ბის მიერ შე­თან­ხმე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე კონ­ტრო­ლის ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, სამ­შვი­დო­ბო ცენ­ტრი შე­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც ცე­ცხლის შე­წყვე­ტას გა­ა­კონ­ტრო­ლებს.

6. სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა 2020 წლის 15 ნო­ემ­ბრამ­დე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კას ქალ­ბა­ჯა­რის რა­ი­ონს, 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე კი ლა­ჩი­ნის რა­ი­ონს გა­დას­ცემს, თუმ­ცა და­ი­ტო­ვებს ლა­ჩი­ნის დე­რე­ფანს, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს კავ­შირს მთი­ან ყა­რა­ბაღ­სა და სომ­ხეთს შო­რის და ამავდრო­უ­ლად არ შე­ე­ხე­ბა ქა­ლაქ შუ­შას. მხა­რე­ე­ბის შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, უახ­ლო­ეს სამ წე­ლი­წად­ში გა­ნი­სა­ზღვრე­ბა გეგ­მა ლა­ჩი­ნის დე­რე­ფან­ში მოძ­რა­ო­ბის მარ­შრუტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც სტე­ფა­ნა­კერტსა და სომ­ხეთს შო­რის კავ­შირს უზ­რუნ­ველ­ყოფს, სა­დაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტი ამ მარ­შრუ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად გან­ლაგ­დე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა ლა­ჩი­ნის კო­რი­დორ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მან­ქა­ნე­ბი­სა და ტვირ­თის უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

7. იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი და ლტოლ­ვი­ლე­ბი ბრუნ­დე­ბი­ან მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის ოფი­სის კონ­ტრო­ლით.

8. მხა­რე­ებს შო­რის სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის, სხვა და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სა და გარ­დაც­ვლილ­თა ცხედ­რე­ბის გაც­ვლა მოხ­დე­ბა.

9. რე­გი­ონ­ში ყვე­ლა ეკო­ნო­მი­კუ­რი და სატ­რან­სპორ­ტო კავ­ში­რი გა­ნიბ­ლო­კე­ბა. სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა უზ­რუნ­ველ­ყოფს სატ­რან­სპორ­ტო კავ­შირს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის და­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებ­სა და ნა­ხი­ჩე­ვა­ნის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კას შო­რის, რათა ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­ე­წი­ოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მან­ქა­ნე­ბი­სა და ტვირ­თე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბას ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით. სატ­რან­სპორ­ტო კონ­ტროლს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ორ­გა­ნო­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. მხა­რე­ე­ბის შე­თან­ხმე­ბით, ახა­ლი სატ­რან­სპორ­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც ნა­ხი­ჩე­ვა­ნის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებ­თან და­ა­კავ­ში­რებს“, – ნათ­ქვა­მია შე­თან­ხმე­ბის ტექ­სტში, რო­მელ­საც ხელს აწე­რენ სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბი" - წე­რია შე­თან­ხმე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 88 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
18

გაუმარჯოს მშვიდობას კავკასიაში, გლოვა მოსკოვს თავის გლობალურ პოლიტიკაში! ცალი ფეხით გლობალური პოლიტიკის გაკეთება უნდა, ხოლო ცალი ხელით ფულის კეთება. გაუმარჯოს მშვიდობას კავკასიაში! დიდება უფალს!

რა გინდა რო ქნა?!
12

კი მარა სად,რომელ დასახლებულ პუნქტში მოეწერა ხელი ამ აქტს?თუ სკაიპით მოილაპარაკეს, ნოტარიუსის თანდასწრებით?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა წერია ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაფორმდა

რა წერია ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაფორმდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

შეთანხმების ტექსტი კი ასეთია:

"ჩვენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ი.გ. ალიევი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნ.ვ. ფაშინიანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი, შევთანხმდით შემდეგზე:

1. 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე და საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე მთიანი ყარაბაღის ზონაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში – მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან.

2. აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები დაუბრუნდება აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

3. მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი 1 960 სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება.

4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის სამხედრო ძალის გაყვანის პარალელურად განლაგდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადა 5 წლით განისაზღვრება, შემდეგი 5 წლის პერიოდით ავტომატურად განახლების პირობით, იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს ამ დებულების გამოყენების შეწყვეტის შესახებ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე.

5. კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს.

6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ქალბაჯარის რაიონს, 1-ელ დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს გადასცემს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და ამავდროულად არ შეეხება ქალაქ შუშას. მხარეების შეთანხმების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფანში მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც სტეფანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოების დასაცავად განლაგდება. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს.

7. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის კონტროლით.

8. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა მოხდება.

9. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ. მხარეების შეთანხმებით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა განხორციელდება, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ სომხეთის პრემიერი, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები" - წერია შეთანხმებაში.

"ღირსეული სოხუმელი გვეგონა და თურმე ნებისმიერ მოწინააღდეგეს იარაღს დაახლის" - აფხაზი ბიზნესმენის მკვლელობაში სოხუმის ყოფილ "მერს" სდებენ ბრალს

გაგრასა და გუდაუთაში ტყის მასივები იწვის - "სპეციალური აღჭურვილობის არ ქონის გამო, ხანძარი მაღალმთიან რაიონში გავრცელდა"

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების გაცვლის პროცესი დაიწყო