საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრის ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტებ­თან ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და ილ­ჰამ ალი­ევ­თან ერ­თად ხელი მო­ა­წე­რა შე­თან­ხმე­ბას მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ.

"პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, ძმე­ბო და დებო, პი­რა­დად ჩემ­თვის და ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის უკი­დუ­რე­სად მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. რუ­სე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტებ­თან ერ­თად ხელი მო­ვა­წე­რე გან­ცხა­დე­ბას ყა­რა­ბა­ღის ომის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ 01:00 სა­ა­თი­დან“, - და­წე­რა ფა­ში­ნი­ან­მა „ფე­ის­ბუ­კის“ გვერ­დზე.

მისი თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია სა­ო­მა­რი სი­ტუ­ა­ცი­ის ღრმა ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე. მან ამ ნა­ბიჯს სა­უ­კე­თე­სო უწო­და შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტას უწო­და არა გა­მარ­ჯვე­ბა, მაგ­რამ არც და­მარ­ცხე­ბა.

"ეს უნდა იქ­ცეს ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის და­სა­წყი­სად. მუხლს ვიდ­რეკ ყვე­ლა ჩვე­ნი გარ­დაც­ვლი­ლის წი­ნა­შე. ქედს ვიხ­რი ყვე­ლა სამ­ხედ­როს, ოფიც­რის, გე­ნერ­ლე­ბის, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის ფა­სად იცავ­დნენ სამ­შობ­ლოს. მათ თა­ვი­სი თავ­გან­წირ­ვით გა­და­არ­ჩი­ნეს არ­ცა­ხე­ლი სომ­ხე­ბი. ჩვენ ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­დით და ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ. არ­ცა­ხი დგას. გა­უ­მარ­ჯოს სომ­ხეთს, გა­უ­მარ­ჯოს არ­ცახს“ , - წერს ფა­ში­ნი­ა­ნი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
7

რუსეთმა ორი კურდღელი დაიჭირა, თან მოპროდასავლურო ფაშინიანი დააბრუნა რუსულ ორბიტაზე და თან აზერბაიჯანი მოიმადლიერა ტერიტორიების დაბრუნებით.

beso
1

ამ რუსეთს რა უნდა ამიერკავკასიაში? რა უნდა საქართველოში? რატომ არავინ არ საუბრობს ეხლა რუსეთის აჩუზე? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა

სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

"პატივცემულო მოქალაქეებო, ძმებო და დებო, პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ 01:00 საათიდან“, - დაწერა ფაშინიანმა „ფეისბუკის“ გვერდზე.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია საომარი სიტუაციის ღრმა ანალიზის საფუძველზე. მან ამ ნაბიჯს საუკეთესო უწოდა შექმნილ ვითარებაში და საომარი მოქმედებების შეწყვეტას უწოდა არა გამარჯვება, მაგრამ არც დამარცხება.

"ეს უნდა იქცეს ჩვენი ეროვნული ერთიანობის დასაწყისად. მუხლს ვიდრეკ ყველა ჩვენი გარდაცვლილის წინაშე. ქედს ვიხრი ყველა სამხედროს, ოფიცრის, გენერლების, მოხალისეების წინაშე, რომლებიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს. მათ თავისი თავგანწირვით გადაარჩინეს არცახელი სომხები. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით და ჩვენ გავიმარჯვებთ. არცახი დგას. გაუმარჯოს სომხეთს, გაუმარჯოს არცახს“ , - წერს ფაშინიანი.

CNN  - აშშ "ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა

კორონავირუსის სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატი - აშშ-ში "ანტისხეულების კოქტეილის" გამოყენებაზე ნებართვა გასცეს

რას გულისხმობს "კოვიდ პასპორტი", რომლის შემოღებაზეც უკვე დიდ ბრიტანეთში მსჯელობენ