ავტორი:

ხატია დეკანოიძე თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო, 2000 ლარით დააჯარიმეს

ხატია დეკანოიძე თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო, 2000 ლარით დააჯარიმეს

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოლიციამ თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო ჯარიმა გამოუწერა.

როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, მას არ დაურღვევია არანაირი წესი.

"რა კანონით მაჯარიმებენ, კანონსაც ვერ მითითებენ. თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის წესი დავარღვიე. არავითარი კარანტინის და თვითიზოლაციის წესი არ დამირღვევია. არც კოვიდი მაქვს. წავედი, თბილად ჩავიცვი და უკან მოვდივარ. ამიტომ, ეს არის უკანონო დადგენილება. ჯარიმა კი გამოწერეს, მაგრამ წარმოუდგენელია, აბსურდში ვცხოვრობთ. ეს არაკონსტიტუციურია, რაზეც ვლაპარაკობთ. 9 ეკიპაჟი მოვიდა იმისთვის, რომ გავეჩერებინე. მე არ ვაპირებ ამათ წესებს დავემორჩილო, თვითიზოლაცია და კარანტინი არ დამირღვევია. ვერ შემიზღუდავენ გადაადგილების უფლებას“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარი თქვა.

როგორც ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა განმარტა, საჯარიმო ქვითარი დეკანოიძეს საცხოვრებელ მისამართზე მიუვა.

"42-ე მუხლის მეათე ნაწილით ვაჯარიმებთ, ეს არის 2000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი“,- განაცხადა ადგილზე სამართალდამცველმა.

გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 4 წლით პატიმრობა შეეფარდა

უზნაძის ქუჩაზე, სკვერში გაყინული მამაკაცი იპოვეს

შსს-მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო - უწყების განცხადება