სამართალდამცველებსა და "სირცხვილიას" აქტივისტს ალექსანდრე მაჭავარიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
მაჭავარიანის თქმით, მას პარლამენტის მიმდებარედ შეშის შეტანა სურდა, თუმცა სამართალდამცველებმა გადაადგილების საშუალება შეუზუღუდეს.
"თქვენ ასრულებთ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს", - მიმართა ალექსი მაჭავარიანმა სამართალდამცველებს.
ადგილზე მივიდა პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, რომელმაც განმარტა, რომ შეშა აალებადია და არსებობს გამოცდილება, როდესაც აქციის მონაწილეები შეშას სამართალდამცველებს ესროდნენ და მათ წინააღმდეგ იყენებდნენ.
საბოლოოდ მაჭავარიანი პოლიციელებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.