ავტორი:

გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას 14 ნოემბერს გამართავს - "რუსთაველზე შეკრებილ ხალხს ვერავინ უკან ვერ დაახევინებს"

გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას 14 ნოემბერს გამართავს - "რუსთაველზე შეკრებილ ხალხს ვერავინ უკან ვერ დაახევინებს"

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ აქციას, შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე გამართავს.

ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპორტესტო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

“შეუძლებელია, რუსთაველზე შეკრებილ ხალხს ვერავინ უკან ვერ დაახევინებს. რეჟიმი ყველა ზღვარს გადავიდა - რა ბერკეტებს არ იყენებენ. გული მოგიკვდებოდა "რობოკოპებს" რომ ვუყურებდი, რომელთა დიდ ნაწილს იქ დგომა არ უნდოდა. თუ ვინმე გასათავისუფლებელია ის ხალხია, ვინც ძალოვანებში იმყოფებიან. ისინი ტყვეობაში არიან. სამართალდამცავები პირად დაცვად, სამართალდამრღვევებად გადააქცია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, პირადად მისთვის პატივია, რომ ივანიშვილი საკუთარ მოწინააღმდეგედ თვლის, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას.

“თქვენი ციხის არავის ეშინია. ბრძოლა არა თუ არ შეწყდება, არ შენელდება. ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს მუხტი ჩაკლას - ისტორია ვწერთ, აქ ახალი საქართველო იწრთობა“, - მიმართა მომიტინგეებს ნიკა მელიამ.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, პარლამენტის შენობასთან პოლიტიკური გამოსვლები სრულდება, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი არ აპირებს 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას დაემორჩილოს.

რა მიზნით ეწვევა პომპეო თბილისს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი, გახარიას განცხადება და ოპოზიციის კრიტიკა

"რაც რუსეთმა გააკეთა, რაღაც კონტექსტში არის 1920 წლის მოცემულობა და ამას მოჰყვა 1921 წელი..." - როგორ შეიცვალა კავკასიაში ბალანსი და არის თუ არა საქართველო ამისთვის მზად

გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა