მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფრაგმენტებად ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ  არაფერი მესმოდა." - როგორია აქციის დაშლისას დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობა
"ფრაგმენტებად ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ  არაფერი მესმოდა." - როგორია აქციის დაშლისას დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობა

8 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში, ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­შავ­დნენ. წყლის ჭავ­ლის სა­ხე­ში მოხ­ვედ­რის შე­დე­გად თვა­ლის სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლის­ტმა ანა ბა­რა­თაშ­ვილ­მა და “TV პირ­ვე­ლის” ოპე­რა­ტორ­მა პავ­ლე ხა­ჩი­ძემ.

რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ტორ­მა ჭავ­ლის ძლი­ე­რი წნე­ვით გა­მო­ყე­ნე­ბის გამო გო­ნე­ბა და­კარ­გა.

გა­დამ­ღე­ბი ტექ­ნი­კა და­უ­ზი­ან­დათ რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა“ და "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებს: თორ­ნი­კე მან­და­რი­ას, გელა ბო­ჩი­კაშ­ვილს, დათო ქო­რი­ძეს, შიო ხი­და­შელს, მა­რი­ამ ნი­კუ­რა­ძეს, სა­ლო­მე ბო­კუ­ჩა­ვას.

რო­გორც ანა ბა­რა­თაშ­ვი­ლი ყვე­ბა, წყლის ჭავ­ლის წნე­ვა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ ის მან­ქა­ნი­დან გად­მო­აგ­დო. ჟურ­ნა­ლისტს თვა­ლის ბა­დუ­რა და­უ­ზი­ან­და, თუმ­ცა ექი­მე­ბი არ­წმუ­ნე­ბენ, რომ მის მხედ­ვე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"ცეს­კოს­თან მე­დი­ის­თვის გან­კუთ­ვნილ ავ­ტო­მო­ბილ­ზე ვი­დე­ქი, სა­დაც მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ოპე­რა­ტო­რე­ბი ვი­ყა­ვით. რო­დე­საც და­ი­წყეს აქ­ცი­ის დაშ­ლა, მომ­ხვდა წყლის ჭავ­ლის ნა­კა­დი, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მოვ­ვარ­დი. ძირს არ დავ­ცე­მულ­ვარ, რად­გან იქ მყო­ფებ­მა და­მი­ჭი­რეს. გუ­შინ­ვე გა­და­მიყ­ვა­ნეს "კავ­კა­სი­ის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში“, სა­დაც და­მიდ­გი­ნეს თვა­ლის ბა­დუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა. ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ დამ­ჭირ­ვე­ბია, წო­ლი­თი რე­ჟი­მი და­მი­ნიშ­ნეს და მკურ­ნა­ლო­ბა", - ამ­ბობს ანა ბა­რა­თაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, იყო თუ არა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი აქ­ცი­ის დაშ­ლა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ მისი აქ­ცი­ა­ზე ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა.

"სი­ტუ­ა­ცია იყო წყნა­რი, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­მა თქვეს, რომ დაშ­ლას არ აპი­რებ­დნენ. შემ­დეგ და­ი­წყო კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან, არ და­მი­ნა­ხავს, რომ ვინ­მე რა­მეს ის­რო­და. მარ­თა­ლია, მე ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვე­დი, და იმ პე­რი­ოდ­ში რაც მე იქ ვი­ყა­ვი, არა­ნა­ი­რი ქვე­ბის და­შე­ნა არ ყო­ფი­ლა“, - ამ­ბობს ანა ბა­რა­თაშ­ვი­ლი.

თვა­ლის არე­ში მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბა " TV პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორ­მა პავ­ლე ხა­ჩი­ძე­მაც. თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, პავ­ლეს თვალ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და და რო­გორც ექი­მე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, მალე ძვე­ლე­ბუ­რად შეძ­ლებს და­ნახ­ვას.

"ეს მოხ­და აქ­ცი­ის დაშ­ლის მე­ო­რე ეტაპ­ზე. შემ­ცვა­ლეს ბი­ჭებ­მა, და­ვის­ვე­ნე და ისევ მი­ვე­დი, რომ შე­მეც­ვა­ლა ჩემი კო­ლე­გე­ბი. შევ­ხე­დე, რომ ჩვე­ნი სტა­ჟი­ო­რი და ჟურ­ნა­ლის­ტი იჭყლი­ტე­ბოდ­ნენ ამ ჩოჩ­ქოლ­ში და გა­დავ­წყვი­ტე, შევშვე­ლე­ბო­დი. ამ დროს სა­მი­ვეს ერ­თდრო­უ­ლად მოგ­ვხვდა ჭავ­ლის ნა­კა­დი და ძირს დავცვივ­დით. შემ­დეგ მე წა­მოვ­დე­ქი ავი­ღე კა­მე­რა რომ არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო. ავ­წიე თუ არა თავი, უეც­რად მომ­ხვდა ჭავ­ლის ნა­კა­დი სა­ხე­ში. ეს იმ­დე­ნად ძლი­ე­რი დარ­ტყმა იყო, რომ გო­ნე­ბის და­კარ­გვამ­დე მი­ვე­დი. ძირს და­ვე­ცი და თვა­ლებ­ში და­მიბ­ნელ­და... შემ­დეგ ფრაგ­მენ­ტე­ბად, კად­რე­ბად ვხე­დავ­დი რა ხდე­ბო­და, მაგ­რამ არა­ფე­რი მეს­მო­და. ჩემ­მა მძღოლ­მა გა­მა­რი­და იქა­უ­რო­ბას. მა­ლე­ვე სას­წრა­ფოც მო­ვი­და. ჩა­მი­ტარ­და ოპე­რა­ცია, მაქვს სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი. მე­უ­ბე­ნე­ბი­ან, რომ მალე გა­ი­წოვს და ჩემს მხედ­ვე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა", - იხ­სე­ნებს პავ­ლე ხა­ჩი­ძე.

"ფორ­მუ­ლას“ ოპე­რა­ტორს ნიკა მა­თი­აშ­ვილს გუ­შინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გახ­სე­ნე­ბა უჭირს, რად­გან, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, გო­ნე­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი.

"აქ­ცი­ის დაშ­ლის მე­ო­რე ნა­კად­ში ვი­დე­ქი ჩემს ჟურ­ნა­ლის­ტთან, რატი წვე­რა­ვას­თან ერ­თად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან ახ­ლოს. ეს იმ­დე­ნად უეც­რად მოხ­და, არა­ფე­რი მახ­სოვს ... თა­ვის არე­ში მომ­ხვდა წყლის ჭავ­ლი და იმ­დე­ნად ძლი­ე­რი დარ­ტყმა იყო, რომ გო­ნე­ბა დავ­კარ­გე ვე­რა­ფერს გა­ვიხ­სე­ნებ, რად­გან არ მახ­სოვს უბ­რა­ლოდ. გონს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ვე­დი. წო­ლი­თი რე­ჟი­მი და­მი­ნიშ­ნეს, მი­თხრეს, რომ საფრ­თხე არ მე­მუქ­რე­ბა. " - გვე­უბ­ნე­ბა "ფორ­მუ­ლას“ ოპე­რა­ტო­რი.

8 ნო­ემ­ბე­რის აქ­ცი­ის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­მარ­თლებ­რივ და­ვის და­წყე­ბა­ზე ჯერ არ უფიქ­რი­ათ, თუმ­ცა არ გა­მო­რი­ცხა­ვენ.

მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში 8 ნო­ემ­ბრის აქ­ცია არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­უფრ­თხი­ლებ­ლად დაშ­ლის გამო ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს და ხელი შე­ე­შა­ლათ ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. 2019 წლის 20-21 ივ­ნი­სის, ე.წ. გავ­რი­ლო­ვის ღა­მის დროს მი­ტინ­გის დაშ­ლის შე­დე­გად სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ათე­უ­ლო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­ი­ღო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ჰქონ­დათ ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი - სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბე­ბი და სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს დას­კვნაც კი, სა­ხელ­მწი­ფომ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ ცნო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ ად­ვო­კა­ტი, დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე, რო­მე­ლიც 20-21 ივ­ნი­სის დროს და­შა­ვე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტებს იცავს, იმე­დოვ­ნებს რომ სი­მარ­თლეს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო და­ად­გენს, სა­დაც სა­ჩი­ვა­რი უკვე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია.

"ჟურ­ნა­ლისტს, რო­მელ­საც მე ვი­ცავ­დი, თავ­ში მოხ­ვდა რე­ზი­ნის ტყვია და ოთხი ნა­კე­რი და­ა­დეს, სხე­ულ­ზეც ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მას ჰქონ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც წა­რედ­გი­ნა. სამ­ხა­რა­უ­ლის დას­კვნაც დევს საქ­მე­ში, მაგ­რამ მა­ინც არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნი­ათ. მას შემ­დეგ, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ უარი თქვა მათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა­ზე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ვა­სა­ჩივ­რეთ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, იქაც უარი მი­ვი­ღეთ და შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ვა­სა­ჩივ­რეთ ერთჯე­რა­დად. არ ვიცი რა ლო­გი­კით, სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო და­უს­წრე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და იქაც უარი გვი­თხრეს. ამის შემ­დეგ მივ­მარ­თეთ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს. ჩვე­ნი სა­ჩი­ვა­რი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია და სა­ხელ­მწი­ფოს მი­ე­ცა ვადა მო­მა­ვა­ლი წლის იან­ვრამ­დე წარ­მო­ად­გი­ნოს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით " - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
74

ზოგიერთი კი ზის ბრონირებულ ბაჯაღლო მატარებელში და თქვენ რას დარბიხართ///

ninom
68

მესმის მაგრამ კაცია და პატარა ბავშვივიტ ღნავილა სახე რა არის მაშინ არც უნდა იყოს ოპერატორი რომელიც სამსახურებრივი სამუშაოს დროს ბევრჯერ მოყვება ექტრემალურ სიტუაციაში ან თამაშობს რაც უფრო დიჟრანება მით მეტ ხელფას აირებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ფრაგმენტებად ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ  არაფერი მესმოდა." - როგორია აქციის დაშლისას დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ფრაგმენტებად ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ  არაფერი მესმოდა." - როგორია აქციის დაშლისას დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობა

8 ნოემბერს, თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციის დაშლის დროს მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. წყლის ჭავლის სახეში მოხვედრის შედეგად თვალის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს ტელეკომპანია "ფორმულას“ ჟურნალისტმა ანა ბარათაშვილმა და “TV პირველის” ოპერატორმა პავლე ხაჩიძემ.

რამდენიმე ოპერატორმა ჭავლის ძლიერი წნევით გამოყენების გამო გონება დაკარგა.

გადამღები ტექნიკა დაუზიანდათ რადიო "თავისუფლებისა“ და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს: თორნიკე მანდარიას, გელა ბოჩიკაშვილს, დათო ქორიძეს, შიო ხიდაშელს, მარიამ ნიკურაძეს, სალომე ბოკუჩავას.

როგორც ანა ბარათაშვილი ყვება, წყლის ჭავლის წნევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მანქანიდან გადმოაგდო. ჟურნალისტს თვალის ბადურა დაუზიანდა, თუმცა ექიმები არწმუნებენ, რომ მის მხედველობას საფრთხე არ ემუქრება.

"ცესკოსთან მედიისთვის განკუთვნილ ავტომობილზე ვიდექი, სადაც მხოლოდ ჟურნალისტები და ოპერატორები ვიყავით. როდესაც დაიწყეს აქციის დაშლა, მომხვდა წყლის ჭავლის ნაკადი, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილიდან გადმოვვარდი. ძირს არ დავცემულვარ, რადგან იქ მყოფებმა დამიჭირეს. გუშინვე გადამიყვანეს "კავკასიის სამედიცინო ცენტრში“, სადაც დამიდგინეს თვალის ბადურის დაზიანება. ქირურგიული ჩარევა არ დამჭირვებია, წოლითი რეჟიმი დამინიშნეს და მკურნალობა", - ამბობს ანა ბარათაშვილი.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა განპირობებული აქციის დაშლა მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებებით, ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი აქციაზე ყოფნის პერიოდში მსგავსი რამ არ მომხდარა.

"სიტუაცია იყო წყნარი, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თქვეს, რომ დაშლას არ აპირებდნენ. შემდეგ დაიწყო კონკრეტული პირების დაპირისპირება სამართალდამცავებთან, არ დამინახავს, რომ ვინმე რამეს ისროდა. მართალია, მე ცოტა დაგვიანებით მივედი, და იმ პერიოდში რაც მე იქ ვიყავი, არანაირი ქვების დაშენა არ ყოფილა“, - ამბობს ანა ბარათაშვილი.

თვალის არეში მიიღო დაზიანება " TV პირველის“ ოპერატორმა პავლე ხაჩიძემაც. თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, პავლეს თვალზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და როგორც ექიმები ეუბნებიან, მალე ძველებურად შეძლებს დანახვას.

"ეს მოხდა აქციის დაშლის მეორე ეტაპზე. შემცვალეს ბიჭებმა, დავისვენე და ისევ მივედი, რომ შემეცვალა ჩემი კოლეგები. შევხედე, რომ ჩვენი სტაჟიორი და ჟურნალისტი იჭყლიტებოდნენ ამ ჩოჩქოლში და გადავწყვიტე, შევშველებოდი. ამ დროს სამივეს ერთდროულად მოგვხვდა ჭავლის ნაკადი და ძირს დავცვივდით. შემდეგ მე წამოვდექი ავიღე კამერა რომ არ დაზიანებულიყო. ავწიე თუ არა თავი, უეცრად მომხვდა ჭავლის ნაკადი სახეში. ეს იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, რომ გონების დაკარგვამდე მივედი. ძირს დავეცი და თვალებში დამიბნელდა... შემდეგ ფრაგმენტებად, კადრებად ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ არაფერი მესმოდა. ჩემმა მძღოლმა გამარიდა იქაურობას. მალევე სასწრაფოც მოვიდა. ჩამიტარდა ოპერაცია, მაქვს სისხლნაჟღენთები. მეუბენებიან, რომ მალე გაიწოვს და ჩემს მხედველობას საფრთხე არ ემუქრება", - იხსენებს პავლე ხაჩიძე.

"ფორმულას“ ოპერატორს ნიკა მათიაშვილს გუშინდელი მოვლენების გახსენება უჭირს, რადგან, როგორც თავად ამბობს, გონება დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული.

"აქციის დაშლის მეორე ნაკადში ვიდექი ჩემს ჟურნალისტთან, რატი წვერავასთან ერთად სამართალდამცავებთან ახლოს. ეს იმდენად უეცრად მოხდა, არაფერი მახსოვს ... თავის არეში მომხვდა წყლის ჭავლი და იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, რომ გონება დავკარგე ვერაფერს გავიხსენებ, რადგან არ მახსოვს უბრალოდ. გონს საავადმყოფოში მოვედი. წოლითი რეჟიმი დამინიშნეს, მითხრეს, რომ საფრთხე არ მემუქრება. " - გვეუბნება "ფორმულას“ ოპერატორი.

8 ნოემბერის აქციის დროს დაშავებული მედიის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ სამართალდამცავების წინააღმდეგ, სამართლებრივ დავის დაწყებაზე ჯერ არ უფიქრიათ, თუმცა არ გამორიცხავენ.

მოქმედი ხელისუფლების პირობებში 8 ნოემბრის აქცია არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპროტესტო აქციების გაუფრთხილებლად დაშლის გამო ჟურნალისტებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს და ხელი შეეშალათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. 2019 წლის 20-21 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის დროს მიტინგის დაშლის შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები ათეულობით ჟურნალისტმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები - სამედიცინო ცნობები და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც კი, სახელმწიფომ არცერთი მათგანი არ ცნო დაზარალებულად.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე, რომელიც 20-21 ივნისის დროს დაშავებულ ჟურნალისტებს იცავს, იმედოვნებს რომ სიმართლეს სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, სადაც საჩივარი უკვე დარეგისტრირებულია.

"ჟურნალისტს, რომელსაც მე ვიცავდი, თავში მოხვდა რეზინის ტყვია და ოთხი ნაკერი დაადეს, სხეულზეც ჰქონდა დაზიანებები, მას ჰქონდა შესაბამისი სამედიცინო ცნობები, რომლებიც პროკურატურასაც წარედგინა. სამხარაულის დასკვნაც დევს საქმეში, მაგრამ მაინც არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ უარი თქვა მათ დაზარალებულად ცნობაზე, გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ გენერალურ პროკურატურაში, იქაც უარი მივიღეთ და შემდეგ სასამართლოში გავასაჩივრეთ ერთჯერადად. არ ვიცი რა ლოგიკით, სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იქაც უარი გვითხრეს. ამის შემდეგ მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს. ჩვენი საჩივარი დარეგისტრირებულია და სახელმწიფოს მიეცა ვადა მომავალი წლის იანვრამდე წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია საქმესთან დაკავშირებით " - ამბობს ადვოკატი.

გავრილოვის მედლები და მავთულხლართები - რა ხდება პარლამენტის გარეთ, სანამ დეპუტატები ნიკა მელიას საკითხზე მსჯელობენ

კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში

კაცი, რომელიც თბილისის უნიკალურ სიძველეებს ფოტოებზე აგროვებს - ნოდარ სუმბაძის "თბილისური ჰერბარიუმი"