სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის და რა შემთხვევაში ჩაუტარდება 3 სავალდებულო გამოკვლევა? - გამყრელიძე პაციენტების მკურნალობაზე, ანტიგენის სწრაფ ტესტებსა და საწოლების დეფიციტზე
ვის და რა შემთხვევაში ჩაუტარდება 3 სავალდებულო გამოკვლევა? - გამყრელიძე პაციენტების მკურნალობაზე, ანტიგენის სწრაფ ტესტებსა და საწოლების დეფიციტზე

არ თქმუ­ლა, რომ სამი სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოკ­ვლე­ვა ყვე­ლას უნდა გა­უ­კეთ­დეს - ეს მხო­ლოდ ექი­მის და ოჯა­ხის ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა, - ასე უპა­სუ­ხა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ კი­თხვას, კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზის, D დი­მე­რი­სა და სა­ტუ­რა­ცი­ის გან­სა­ზღვრის თა­ო­ბა­ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ.

„ეს ანა­ლი­ზე­ბი კეთ­დე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით რო­გორც ბი­ნა­ზე, ასე­ვე კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში. სა­დაც ექი­მი ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ, ეს ანა­ლი­ზი იქ გა­კეთ­დე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 6 ნო­ემ­ბერს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში მყოფ ყვე­ლა და ბი­ნა­ზე მყოფ პა­ცი­ენ­ტთა ნა­წილს სამი სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ცერ­ცვა­ძემ გან­მარ­ტა, სამი სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოკ­ვლე­ვი­დან ერთი იქ­ნე­ბა სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი, მე­ო­რე - D დი­მე­რი და მე­სა­მე - სა­ტუ­რა­ცი­ის გან­სა­ზღვრა.

ამას­თან, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ტეს­ტი­რე­ბი­სათ­ვის სწრა­ფი ტეს­ტე­ბის ჩარ­თვას თან­და­თან ააქ­ტი­უ­რე­ბენ. რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ქვე­ყა­ნა­ში 991 000, ანუ თით­ქმის უკვე მი­ლი­ო­ნამ­დე PCR ტეს­ტია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ასე­ვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 500 000-მდე სწრა­ფი ტეს­ტი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ან­ტი­გე­ნის სწრა­ფი ტეს­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა უკვე და­ი­წყეს კლი­ნი­კებ­ში, „ცხე­ლე­ბის ცენ­ტრებ­ში“, ასე­ვე ამ ეტაპ­ზე, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად და­შო­რე­ბულ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც PCR ტეს­ტის­ტის ნი­მუ­შის თბი­ლის­ში ან უახ­ლო­ეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­ნას დიდი დრო სჭირ­დე­ბა.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ ზო­გა­დად, ევ­რო­პის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ორ­მაგ­დე­ბა. ანუ, ჩვენც უნდა ვე­ლო­დოთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა გვექ­ნე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ერთი მხრივ, იმ პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას, რა­ზეც მუდ­მი­ვად ვსა­უბ­რობთ. ეს არის ის ხუთი მიდ­გო­მა: პირ­ბა­დე, დის­ტან­ცია, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა, დიდ თავ­შეყ­რებს არა და ყვე­ლაფ­რის გა­რეთ გა­კე­თე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მის თქმით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით გა­ნა­წი­ლე­ბის მხრივ მო­ცე­მუ­ლო­ბა ასე­თია - 15 000 პა­ცი­ენ­ტი­დან 4 500 არის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ბი­ნა­ზე და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ.

გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ქვე­ყა­ნა­ში 4500 და­კა­ვე­ბუ­ლი და 250-მდე თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­წო­ლი იყო, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე უმარ­თა­ვი სი­ტუ­ა­ცია არ არის, არ­სე­ბობს რიგი, მაგ­რამ შემ­დგომ­ში ყვე­ლა თავ­სდე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

„დღე­ის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო 250-მდე სა­წო­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და და­კა­ვე­ბუ­ლი იყო 4500. ზო­გა­დად, კო­ვი­დის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­კეთ­დეს 8000-მდე სა­წო­ლის ქვე­ყა­ნა­ში. დღეს და ხვალ რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, 600-700 სა­წო­ლის მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­კეთ­დე­ბა.

ამ ეტაპ­ზე უმარ­თა­ვი სი­ტუ­ა­ცია არ არის, მეს­მის, რომ რი­გია, მაგ­რამ შემ­დგომ­ში ყვე­ლა თავ­სდე­ბა. ამის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს სა­ხელ­მწი­ფო, ამი­ტომ შე­მო­ვი­და ბი­ნა­ზე და­ტო­ვე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და შემ­დგომ შე­მო­ვი­და შუ­ა­ლე­დუ­რი კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ე­ბი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ნიტ­ვირ­თოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ზე ზე­წო­ლა“, - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ვის და რა შემთხვევაში ჩაუტარდება 3 სავალდებულო გამოკვლევა? - გამყრელიძე პაციენტების მკურნალობაზე, ანტიგენის სწრაფ ტესტებსა და საწოლების დეფიციტზე

ვის და რა შემთხვევაში ჩაუტარდება 3 სავალდებულო გამოკვლევა? - გამყრელიძე პაციენტების მკურნალობაზე, ანტიგენის სწრაფ ტესტებსა და საწოლების დეფიციტზე

არ თქმულა, რომ სამი სავალდებულო გამოკვლევა ყველას უნდა გაუკეთდეს - ეს მხოლოდ ექიმის და ოჯახის ექიმის დანიშნულების მიხედვით მოხდება, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კითხვას, კოვიდპაციენტებისათვის სისხლის საერთო ანალიზის, D დიმერისა და სატურაციის განსაზღვრის თაობაზე სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შესახებ.

„ეს ანალიზები კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით როგორც ბინაზე, ასევე კოვიდსასტუმროში. სადაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ, ეს ანალიზი იქ გაკეთდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 6 ნოემბერს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კოვიდ სასტუმროში მყოფ ყველა და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ცერცვაძემ განმარტა, სამი სავალდებულო გამოკვლევიდან ერთი იქნება სისხლის საერთო ანალიზი, მეორე - D დიმერი და მესამე - სატურაციის განსაზღვრა.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ტესტირებისათვის სწრაფი ტესტების ჩართვას თანდათან ააქტიურებენ. როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში 991 000, ანუ თითქმის უკვე მილიონამდე PCR ტესტია ჩატარებული, ასევე ჩატარებულია დაახლოებით 500 000-მდე სწრაფი ტესტი.

მისივე განმარტებით, ახალი დადგენილების მიხედვით, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენება უკვე დაიწყეს კლინიკებში, „ცხელების ცენტრებში“, ასევე ამ ეტაპზე, გეოგრაფიულად დაშორებულ იმ ადგილებში, სადაც PCR ტესტისტის ნიმუშის თბილისში ან უახლოეს ლაბორატორიაში ჩატანას დიდი დრო სჭირდება.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზოგადად, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობა ორმაგდება. ანუ, ჩვენც უნდა ველოდოთ, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების ზრდა გვექნება, აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, იმ პრევენციულ ღონისძიებების გატარებას, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ. ეს არის ის ხუთი მიდგომა: პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, დიდ თავშეყრებს არა და ყველაფრის გარეთ გაკეთება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მის თქმით, დღეის მდგომარეობით განაწილების მხრივ მოცემულობა ასეთია - 15 000 პაციენტიდან 4 500 არის საავადმყოფოებში, დანარჩენები კი ბინაზე და კოვიდსასტუმროებში მკურნალობენ.

გამყრელიძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 4500 დაკავებული და 250-მდე თავისუფალი საწოლი იყო, თუმცა ამ ეტაპზე უმართავი სიტუაცია არ არის, არსებობს რიგი, მაგრამ შემდგომში ყველა თავსდება საავადმყოფოში.

„დღეისთვის თავისუფალი იყო 250-მდე საწოლი საქართველოს მასშტაბით და დაკავებული იყო 4500. ზოგადად, კოვიდისთვის განსაზღვრულია, რომ მობილიზაცია გაკეთდეს 8000-მდე საწოლის ქვეყანაში. დღეს და ხვალ როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, 600-700 საწოლის მობილიზაცია გაკეთდება.

ამ ეტაპზე უმართავი სიტუაცია არ არის, მესმის, რომ რიგია, მაგრამ შემდგომში ყველა თავსდება. ამისთვის ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო, ამიტომ შემოვიდა ბინაზე დატოვების კრიტერიუმები და შემდგომ შემოვიდა შუალედური კოვიდსასტუმროები, რომ მაქსიმალურად განიტვირთოს საავადმყოფოებზე ზეწოლა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ქალაქები, სადაც სკოლებში პირველი სემესტრის დასრულებამდე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება

"თუ მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ" - მეუფე იაკობი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე

"კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან"