პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ყველა ერთნაირად იქცევა, ვინაიდან ეს არის ღარიბი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ფული პოლიტიკაში იშოვება" - როგორ აფასებენ ექსპერტები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას
"საქართველოში ყველა ერთნაირად იქცევა, ვინაიდან ეს არის ღარიბი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ფული პოლიტიკაში იშოვება" - როგორ აფასებენ ექსპერტები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას

8 ნო­ემ­ბერს, ოპო­ზი­ცი­ი­სა და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის დე­მონ­სტრა­ცია ცეს­კოს­თან ღა­მის 3 სა­ათ­ზე დას­რულ­და. აქ­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­ი­წყო, მას შემ­დეგ კი, რაც მო­თხოვ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ვადა ამო­ი­წუ­რა, მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ცეს­კოს­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც ვი­თა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა და­საშ­ლე­ლად წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნეს, არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც. 8 ნო­ემ­ბრის ღა­მეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ambebi.ge-სთან პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი აფა­სე­ბენ.

  • "ყვე­ლას გვინ­და, რომ მოხ­დეს მო­რი­გე­ბა, მაგ­რამ არ იქ­ნე­ბა ეს მო­რი­გე­ბა ასე მარ­ტი­ვი"

თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე:

- იყო 7, მერე გახ­და 8 ნო­ემ­ბე­რი. წყლის ჭავ­ლი ყველ­გან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­ნამ­დე გაფრ­თხი­ლე­ბა. მე­ო­რე - ყვე­ლას გვინ­და, რომ მოხ­დეს მო­რი­გე­ბა, მაგ­რამ არ იქ­ნე­ბა ეს მო­რი­გე­ბა ასე მარ­ტი­ვი იმი­ტომ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით და სამ­წუ­ხა­როდ, არც ერთი მხა­რე არ ამ­ჟღავ­ნებს დათ­მო­ბა­ზე წას­ვლის სურ­ვილს. ოპო­ზი­ცი­ას, და­ი­ნა­ხა რა, რომ მას მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ჩანს, უნდა ბო­ლომ­დე წა­ვი­დეს. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­მოჰ­ყავს არც თუ ისე სე­რი­ო­ზუ­ლი ლი­დე­რე­ბი, გვა­რებს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, რომ­ლე­ბიც ხალ­ხში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვე­ვენ, ან სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში, ხალ­ხს მათ და­ნახ­ვა­ზე ეცი­ნე­ბა, ეს რა თქმა უნდა, არ მუ­შა­ობს. ჯო­ბია, ასეთ დროს გა­მო­ვი­დეს თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იმი­ტომ, რომ იცი­ან, ის წყვეტს ყვე­ლა­ფერს, მე­ო­რე - და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ ის სე­რი­ო­ზუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი და არ უშ­ვებს სა­ლა­პა­რა­კოდ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჯერ ერთი, არც არა­ფერს წყვე­ტენ და მე­ო­რეც - რო­მელ­თაც ხალ­ხში არა­ნა­ი­რი ნდო­ბა აღარ აქვთ. ეს იქ­ნე­ბა სიგ­ნა­ლი იმის­თვის, რომ "ოც­ნე­ბის” ლი­დე­რი სე­რი­ო­ზუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის.

სამ­წუ­ხა­როდ, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია ქა­ო­სი მი­ვი­ღოთ. დღეს კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი შე­დის ძა­ლა­ში, ოპო­ზი­ცი­ამ თუ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ აღას­რუ­ლა კა­ნო­ნი, კო­მან­დან­ტის სა­ა­თით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, რე­ა­ლუ­რად, არის იმის შან­სი, რომ დიდი პრობ­ლე­მე­ბის­კენ წა­ვი­დეთ - როცა მთავ­რო­ბა ვერ ას­რუ­ლებს სი­ტყვას, ვერ აღას­რუ­ლებს კა­ნონს, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა და ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის ჩა­მოშ­ლა­ზე მი­უ­თი­თებს. ასე რომ, ძა­ლი­ან ნაჩ­ქა­რე­ვი იყო კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის შე­მო­ღე­ბა, როცა ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა ქვე­ყა­ნა­ში. ოპო­ზი­ცია შე­ეც­დე­ბა ეს "სა­ჩუ­ქა­რი” სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს.მო­დით, ასე შევ­ხე­დოთ სა­კითხს - ვინ არის დღეს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ვინც იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან არ იყო ახ­ლოს? რომ გა­მო­დი­ან და კი­ვი­ან, არ თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან? ან წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვინ იყო ისე­თი, ვინც არ თა­ნამ­შრომ­ლობ­და შე­ვარ­დნა­ძეს­თან? ასე რომ, როცა პო­ლი­ტი­კურ ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა­ზე დე­ბენ თავს, რო­გორც ჩანს, ამ დროს იმის იმე­დი აქვთ, რომ ჩვენ არა­ფე­რი გვახ­სოვს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად იქ­ცე­ვა, ვი­ნა­ი­დან ეს არის ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი ფული პო­ლი­ტი­კა­ში იშო­ვე­ბა, სხვა მხრივ ფუ­ლის შოვ­ნა ძნე­ლია. ჩემი აზ­რით, ამი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მე­ბი და მე­ო­რე - სამ­წუ­ხა­როდ, ვერც ერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ გა­მო­ი­ტა­ნა ერთი დას­კვნა, რომ თუ გინ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ უსა­მარ­თლოდ ხელი არ გახ­ლონ, უნდა მო­ახ­დი­ნო სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა. ამას არა­ვინ აკე­თებს, ყვე­ლა ცდი­ლობს სა­სა­მარ­თლო და­ი­მო­ნოს და იმას ვე­რა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ისევ თვი­თონ მო­უბ­რუნ­დე­ბათ კო­ლექ­ტი­უ­რი მუ­რუ­სი­ძე­ე­ბი, მერე სხვის ბრძა­ნე­ბას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­ას­რუ­ლე­ბენ. ამ დას­კვნას არა­ვინ აკე­თებს და ვერ გა­მოვ­დი­ვართ მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრი­დან. გა­მო­სა­ვა­ლი იმა­შია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­და­ა­ბი­ჯოს თა­ვის სი­ჯი­უ­ტეს, სი­ა­მა­ყე-პრინ­ცი­პუ­ლო­ბას და და­ი­ნა­ხოს, როცა ამ­დე­ნი ხალ­ხია ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი, ეს პირ­ველ რიგ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის კარ­გად არ მთავ­რდე­ბა. ეს დღე­ე­ბი რა­მე­ნა­ი­რად რომც გა­და­ა­გო­რონ, უკ­ვა­ლოდ არა­ნა­ი­რად ჩა­ივ­ლის - ადრე თუ გვი­ან უფრო მძი­მედ მო­უბ­რუნ­დე­ბათ. წე­სით, დათ­მო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში უნდა იყოს".

  • "მი­შას ერ­თთა­ვად რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა­კენ მიჰ­ყავს საქ­მე და სულ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს ხალ­ხს"

რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე:

- თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მიკ­ვირ­და და მე­გო­ნა, შეც­დო­მა და­უშ­ვეს, როცა წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნეს, მაგ­რამ მერე ნელ-ნელა წა­მო­ვი­და ვი­დეო მა­სა­ლა, ჯე­ბი­რის ნგრე­ვის და ქვე­ბის სრო­ლის კად­რე­ბი და ეს სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რი იყო. ძა­ლა­დო­ბა თუ და­უშ­ვა ოპო­ზი­ცი­ამ, მერე უკვე ძა­ლა­დო­ბას სა­პა­სუ­ხოდ ძა­ლა­დო­ბა მოჰ­ყვე­ბა. არის მე­ო­რე მო­მენ­ტი - ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ემო­ცი­ე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას უწყობს ხელს და ამი­ტომ ოპო­ზი­ცი­აც ცდი­ლობ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ე­ხა­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძალა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, ვი­ნა­ი­დან ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ჩაგ­რულს, რო­გორც წესი, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი უჭერს მხარს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ზე უვ­ნე­ბე­ლი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი ძალა - წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნა.

ის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რაც გავ­რცელ­და, მთლად ყუ­რით მოთ­რე­უ­ლი არ არის, ანუ და­მა­ჯე­რე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ მი­შას ერ­თთა­ვად რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა­კენ მიჰ­ყავს საქ­მე და სულ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს. ოპო­ზი­ცია ასეთ მო­წო­დე­ბებს თუ მიჰ­ყვე­ბა და გა­საკ­ვი­რია, რომ მიჰ­ყვე­ბა, მა­შინ მათ­თან დაჯ­დო­მას და მო­ლა­პა­რა­კე­ბას რა აზრი აქვს? ჯერ­ჯე­რო­ბით ისე სჩანს, რომ მთე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი მი­შას დღის წეს­რიგს მიჰ­ყვე­ბა და მის თა­მაშს თა­მა­შობს, რაც ჩემი აზ­რით, სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მაა იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა ვარ­დე­ბა ცუდ დღე­ში. ამ მო­ჯა­დო­ე­ბულ წრეს ახა­ლი ელე­მენ­ტე­ბი აქვს - პან­დე­მია და ეკო­ნო­მი­კა. რო­მე­ლი ინ­ვეს­ტო­რი ჩა­დებს ფულს იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ქვებს ის­ვრი­ან?

"კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრის” სი­ტუ­ა­ცი­აა - ბავ­შვს ორი­ვე მხა­რე რომ ექა­ჩე­ბა და რო­მე­ლი­ღა­ცა გა­უშ­ვებს ხელს, მაგ­რამ ეს ხე­ლის გაშ­ვე­ბა რომ ღირ­სე­უ­ლად შე­ა­ფა­სოს, ამის­თვის აზ­და­კია სა­ჭი­რო, ვი­ღაც შემ­ფა­სე­ბე­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში აზ­და­კის როლ­ში იქ­ნე­ბი­ან უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ორი­ვე მხა­რის­თვის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ასე რომ, ახლა ამ კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის ყვე­ლა­ზე მეტი რე­სურ­სი ჩვენს პარტნი­ო­რებს აქვთ.

ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნებ­ში ლო­გი­კუ­რო­ბა დარ­ღვე­უ­ლია. და­ვუშ­ვათ, გა­დად­გა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია და დად­გა ახა­ლი, ეს პარ­ლა­მენ­ტმა უნდა გა­ა­კე­თოს. და რო­მელ­მა პარ­ლა­მენ­ტმა? და თუ არ გა­დად­გა და თუ პარ­ლა­მენ­ტი შე­იქ­მნა, მა­შინ მა­ნამ­დე რჩე­ბა ეს კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე. ამ­ბო­ბენ, ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ვა­ტა­როთ ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­შიო. ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შექ­მნას და იმ ახალ პი­რო­ბებს ისევ დი­ა­ლო­გი არ სჭირ­დე­ბა? ჟვა­ნი­ას და­ნიშ­ვნა, თა­ვის­თა­ვად, დი­ა­ლო­გით მოხ­და, შე­თან­ხმდნენ მხა­რე­ე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი და ა.შ საკ­მა­ოდ გრძე­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სი იყო. ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის და­ნიშ­ვნა ანა­ლო­გი­უ­რი და კი­დევ უფრო მძი­მე პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა ამ ფონ­ზე და რო­გორ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეს პრო­ცე­სი, როცა მორღვე­უ­ლია პარ­ლა­მენ­ტი და ვინ უნდა და­ამ­ტკი­ცოს ის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე?

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხალხს...
59

ხალხო, მოგიწოდებთ კარგად დაფიქრდით და ისე შეაფასეთ დღევანდელი სიტუაცია. დღევანდელი სიტუაციას ხალხი, ოპოზიცია არ აკონტროლებს, დღევანდელ სიტუაციას ნაც-სექტა აკონტროლებს, ნაც-სექტის თამაშს თამაშობს ვაი-ოპოზიცია, ისე თამაშობს რომ თვითონაც არ იციან რას თამაშობენ ეგრეთწოდებული ოპოზიცია. დაუშვათ (ღმერთმა ნუ ქნას) ნაც-ხროვამ გაიმარჯვა, ამ ეგრეთწოდებულ ოპოზიციას ხომ არ გონია რომ სრულუფლებიანები იქნებიან ნაც-ხროვასთან სრულუფლებიანები იქნებიან?.. თუ მეამიტები არ იქნებით მიხვდებით რომ არა, ამის გამოცდილება უკვე მივიღეთ 9 წელი! ისე რომ დაფიქრებაა საჭირო, თუ ოცნება არ მოგწონთ და ამისგულისთვის აძლევთ ნაცებს ხმას დიდი შეცდომაა და უვიცობა, კარგად დაფიქრდით. თუ არ მოგწონთ ოცნება, ჯერ ნაც-ხროვა უნდა გავუშვათ რომ ისევ მათ არ ჩაუვარდეთ ხელში, ხელისუფლება, რაც შეიძლება უნდა შევავიწროვოთ ნაც-სექტანტები, იმ დორბლიანს ჭკუა უნდა ვასწავლოთ და შემდეგ შეიძლება ოცნების მოშორება, თუ რა თქმა უნდა არ გინდათ ოცნება, ჩემი აზრით ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება ეს არის, თუარადა ამას მხოლოდ ნაცების დაკრულზე თამაში ქვია!

###
82

ხელახალი არჩევანით ოპოზიციას ეს მანდატებიც საოცნებო გაუხდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"საქართველოში ყველა ერთნაირად იქცევა, ვინაიდან ეს არის ღარიბი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ფული პოლიტიკაში იშოვება" - როგორ აფასებენ ექსპერტები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას

"საქართველოში ყველა ერთნაირად იქცევა, ვინაიდან ეს არის ღარიბი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ფული პოლიტიკაში იშოვება" - როგორ აფასებენ ექსპერტები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას

8 ნოემბერს, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების დემონსტრაცია ცესკოსთან ღამის 3 საათზე დასრულდა. აქცია თავდაპირველად რუსთაველის გამზირზე დაიწყო, მას შემდეგ კი, რაც მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, მომიტინგეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, არიან დაშავებულებიც. 8 ნოემბრის ღამეს განვითარებულ მოვლენებს ambebi.ge-სთან პოლიტოლოგები აფასებენ.

  • "ყველას გვინდა, რომ მოხდეს მორიგება, მაგრამ არ იქნება ეს მორიგება ასე მარტივი"

თორნიკე შარაშენიძე:

- იყო 7, მერე გახდა 8 ნოემბერი. წყლის ჭავლი ყველგან გამოიყენება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მანამდე გაფრთხილება. მეორე - ყველას გვინდა, რომ მოხდეს მორიგება, მაგრამ არ იქნება ეს მორიგება ასე მარტივი იმიტომ, რომ ჯერჯერობით და სამწუხაროდ, არც ერთი მხარე არ ამჟღავნებს დათმობაზე წასვლის სურვილს. ოპოზიციას, დაინახა რა, რომ მას მორალური პასუხისმგებლობა აქვს და ეს მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს, უნდა ბოლომდე წავიდეს. ასეთ სიტუაციაში, როცა ხელისუფლებას გამოჰყავს არც თუ ისე სერიოზული ლიდერები, გვარებს არ დავასახელებ, რომლებიც ხალხში გაღიზიანებას იწვევენ, ან საუკეთესო შემთხვევაში, ხალხს მათ დანახვაზე ეცინება, ეს რა თქმა უნდა, არ მუშაობს. ჯობია, ასეთ დროს გამოვიდეს თავად ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ იციან, ის წყვეტს ყველაფერს, მეორე - დაინახავენ, რომ ის სერიოზულად არის განწყობილი და არ უშვებს სალაპარაკოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ ერთი, არც არაფერს წყვეტენ და მეორეც - რომელთაც ხალხში არანაირი ნდობა აღარ აქვთ. ეს იქნება სიგნალი იმისთვის, რომ "ოცნების” ლიდერი სერიოზულად არის განწყობილი მოლაპარაკებისთვის.

სამწუხაროდ, ადვილი შესაძლებელია ქაოსი მივიღოთ. დღეს კომენდანტის საათი შედის ძალაში, ოპოზიციამ თუ დაუმორჩილებლობა გამოიჩინა და ხელისუფლებამ ვერ აღასრულა კანონი, კომანდანტის საათით დაწესებული შეზღუდვები, რეალურად, არის იმის შანსი, რომ დიდი პრობლემებისკენ წავიდეთ - როცა მთავრობა ვერ ასრულებს სიტყვას, ვერ აღასრულებს კანონს, ეს სერიოზული პრობლემაა და ინსტიტუციების ჩამოშლაზე მიუთითებს. ასე რომ, ძალიან ნაჩქარევი იყო კომენდანტის საათის შემოღება, როცა ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში. ოპოზიცია შეეცდება ეს "საჩუქარი” სათავისოდ გამოიყენოს.მოდით, ასე შევხედოთ საკითხს - ვინ არის დღეს ამ ხელისუფლებაში, ვინც იმ ხელისუფლებასთან არ იყო ახლოს? რომ გამოდიან და კივიან, არ თანამშრომლობდნენ წინა ხელისუფლებასთან? ან წინა ხელისუფლებაში ვინ იყო ისეთი, ვინც არ თანამშრომლობდა შევარდნაძესთან? ასე რომ, როცა პოლიტიკურ ქალიშვილობაზე დებენ თავს, როგორც ჩანს, ამ დროს იმის იმედი აქვთ, რომ ჩვენ არაფერი გვახსოვს.

საქართველოში ყველა ერთნაირად იქცევა, ვინაიდან ეს არის ღარიბი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ფული პოლიტიკაში იშოვება, სხვა მხრივ ფულის შოვნა ძნელია. ჩემი აზრით, ამითაა გამოწვეული მთავარი პრობლემები და მეორე - სამწუხაროდ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა ერთი დასკვნა, რომ თუ გინდა, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ უსამართლოდ ხელი არ გახლონ, უნდა მოახდინო სასამართლო რეფორმა. ამას არავინ აკეთებს, ყველა ცდილობს სასამართლო დაიმონოს და იმას ვერავინ ითვალისწინებს, რომ ისევ თვითონ მოუბრუნდებათ კოლექტიური მურუსიძეები, მერე სხვის ბრძანებას ძალიან მარტივად შეასრულებენ. ამ დასკვნას არავინ აკეთებს და ვერ გამოვდივართ მოჯადოებული წრიდან. გამოსავალი იმაშია, ხელისუფლებამ უნდა გადააბიჯოს თავის სიჯიუტეს, სიამაყე-პრინციპულობას და დაინახოს, როცა ამდენი ხალხია ქუჩაში გამოსული, ეს პირველ რიგში ხელისუფლებისთვის კარგად არ მთავრდება. ეს დღეები რამენაირად რომც გადააგორონ, უკვალოდ არანაირად ჩაივლის - ადრე თუ გვიან უფრო მძიმედ მოუბრუნდებათ. წესით, დათმობა ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს".

  • "მიშას ერთთავად რევოლუციისაკენ მიჰყავს საქმე და სულ დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს ხალხს"

რამაზ საყვარელიძე:

- თავდაპირველად გამიკვირდა და მეგონა, შეცდომა დაუშვეს, როცა წყლის ჭავლი გამოიყენეს, მაგრამ მერე ნელ-ნელა წამოვიდა ვიდეო მასალა, ჯებირის ნგრევის და ქვების სროლის კადრები და ეს სრულიად ადეკვატური იყო. ძალადობა თუ დაუშვა ოპოზიციამ, მერე უკვე ძალადობას საპასუხოდ ძალადობა მოჰყვება. არის მეორე მომენტი - ძალის გამოყენება ემოციების გაღვივებას უწყობს ხელს და ამიტომ ოპოზიციაც ცდილობდა, იძულებული გაეხადა ხელისუფლება ძალა გამოეყენებინა, ვინაიდან ამ შემთხვევაში დაჩაგრულს, როგორც წესი, მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ყველაზე უვნებელი დემონსტრაციული ძალა - წყლის ჭავლი გამოიყენა.

ის ჩანაწერები, რაც გავრცელდა, მთლად ყურით მოთრეული არ არის, ანუ დამაჯერებელია იმიტომ, რომ მიშას ერთთავად რევოლუციისაკენ მიჰყავს საქმე და სულ დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს. ოპოზიცია ასეთ მოწოდებებს თუ მიჰყვება და გასაკვირია, რომ მიჰყვება, მაშინ მათთან დაჯდომას და მოლაპარაკებას რა აზრი აქვს? ჯერჯერობით ისე სჩანს, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი მიშას დღის წესრიგს მიჰყვება და მის თამაშს თამაშობს, რაც ჩემი აზრით, სერიოზული შეცდომაა იმიტომ, რომ ქვეყანა ვარდება ცუდ დღეში. ამ მოჯადოებულ წრეს ახალი ელემენტები აქვს - პანდემია და ეკონომიკა. რომელი ინვესტორი ჩადებს ფულს იმ ქვეყანაში, სადაც ქვებს ისვრიან?

"კავკასიური ცარცის წრის” სიტუაციაა - ბავშვს ორივე მხარე რომ ექაჩება და რომელიღაცა გაუშვებს ხელს, მაგრამ ეს ხელის გაშვება რომ ღირსეულად შეაფასოს, ამისთვის აზდაკია საჭირო, ვიღაც შემფასებელი. ამ შემთხვევაში აზდაკის როლში იქნებიან უცხოელი პარტნიორები, რომლებიც ორივე მხარისთვის დამაჯერებელი იქნება. ასე რომ, ახლა ამ კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე მეტი რესურსი ჩვენს პარტნიორებს აქვთ.

ოპოზიციის მოთხოვნებში ლოგიკურობა დარღვეულია. დავუშვათ, გადადგა საარჩევნო კომისია და დადგა ახალი, ეს პარლამენტმა უნდა გააკეთოს. და რომელმა პარლამენტმა? და თუ არ გადადგა და თუ პარლამენტი შეიქმნა, მაშინ მანამდე რჩება ეს კომისიის თავმჯდომარე. ამბობენ, ხელახალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ ახალი ადმინისტრაციის პირობებშიო. ახალი ადმინისტრაციის შექმნას და იმ ახალ პირობებს ისევ დიალოგი არ სჭირდება? ჟვანიას დანიშვნა, თავისთავად, დიალოგით მოხდა, შეთანხმდნენ მხარეები, არასამთავრობოები და ა.შ საკმაოდ გრძელი და შრომატევადი პროცესი იყო. ახალი თავმჯდომარის დანიშვნა ანალოგიური და კიდევ უფრო მძიმე პროცესი იქნება ამ ფონზე და როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროცესი, როცა მორღვეულია პარლამენტი და ვინ უნდა დაამტკიცოს ის ახალი თავმჯდომარე?

"ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს" - გიგი უგულავა

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ფარული ჩანაწერების სამიზნე ღარიბაშვილი იყო და ივანიშვილის ოჯახი საშუალებად გამოიყენეს" - რამაზ საყვარელიძე