პანდემიის ირგვლივ მუდამ ტრიალებს კითხვები საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით. სტატიაში წარმოგიდგენთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე.
- შეიძლება კორონავირუსი ხილიდან ან ბოსტნეულიდან გადაგვედოს?
ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს COVID-19 ით საკვებიდან, მათ შორის, ხილიდან ან ბოსტნეულიდან. ახალი ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების ნაწილია და მათი მიღება ორგანიზმისთვის აუცილებელია.
- როგორ გავრეცხოთ საკვები პროდუქტები პანდემიის დროს?
გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული ისევე, როგორც ამას ადრე აკეთებდით: სანამ მათ გარეცხავთ, დაიბანეთ ხელები წყლით და საპნით. შემდეგ ხილი და ბოსტნეული საგულდაგულოდ გარეცხეთ სუფთა წყლით, განსაკუთრებით, თუ უმად მიირთმევთ. გააგრძელეთ სტატიის კითხვა