სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ ცრემლსადენი გაზი გამოყენებული არ ყოფილა, იმ დანაყოფის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, ე.წ. წიწაკის სპრეია" - კახა საბანაძის ბრიფინგის დეტალები
"გუშინ ცრემლსადენი გაზი გამოყენებული არ ყოფილა, იმ დანაყოფის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, ე.წ. წიწაკის სპრეია" - კახა საბანაძის ბრიფინგის დეტალები

გუ­შინ თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა პრო­ტეს­ტი გაც­და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებს და მი­ი­ღო ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ კახა სა­ბა­ნა­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, აქ­ცი­ა­ზე გუ­შინ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 19 პირი და­ა­კა­ვეს.

„დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პო­ლი­ცია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო და უზ­რუნ­ველ­ყოფ­და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მშვი­დო­ბი­ა­ნი ფორ­მით ჩა­ტა­რე­ბას. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან აქ­ცი­ის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­და­ი­ნაც­ვლეს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მი­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ძა­ლა­დობ­რი­ვად მო­ან­გრი­ეს ჯე­ბი­რი, ის­როდ­ნენ ქვებს, ბლაგვ სა­აგ­ნებს და სცა­დეს უკა­ნო­ნოდ შეჭ­რი­ლიყ­ვნენ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და სა­ბა­ნა­ძემ.

რო­გორც სა­ბა­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზი­ან­და სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ავ­ტო­მან­ქა­ნა და დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ავ­ტო­მო­ბი­ლი.

„აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ნაგ­რძობ­დნენ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს, არ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ პო­ლი­ცი­ის მი­თი­თე­ბებს, რის შემ­დე­გაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მის­თვის კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა - წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნა. ამის შემ­დგომ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და­ეც­ვათ მარ­თლწეს­რი­გი და და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს, შეკ­რე­ბი­ლებ­მა გა­ნაგ­რძეს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ შეჭ­რის მცდე­ლო­ბა. ისი­ნი სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით - რკი­ნის ხელ­კე­ტე­ბით, ქვე­ბით, ბლაგ­ვი და ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი საგ­ნე­ბით ჯგუ­ფუ­რად თავს ეს­ხმოდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­დნენ და არ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ მათ კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებს გას­ტა­ცეს სპე­ცა­ღ­ჭურ­ვი­ლო­ბა - ფარი. პო­ლი­ცი­ის მხრი­დან არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი შე­ე­წყვი­ტათ, შეკ­რე­ბი­ლე­ბი მა­ინც აგ­რძე­ლებ­დნენ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს, რის აღ­საკ­ვე­თა­დაც პო­ლი­ცი­ამ კვლავ გა­მო­ი­ყე­ნა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა - წყლის ჭავ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კახა სა­ბა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო 14-მდე სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა, მე­დი­ის 3-მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და აქ­ცი­ის 10-მდე მო­ნა­წი­ლემ. და­შა­ვე­ბულ­თა ნა­წილს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე გა­ე­წია, ნა­წი­ლი კი მკურ­ნა­ლო­ბას სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში გა­ნაგ­რძობს.

„პო­ლი­ცი­ამ 8 ნო­ემ­ბერს, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვი­სა და პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნე­ბი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით, ჯამ­ში 19 პირი და­ა­კა­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ნაგ­რძობს მომ­ხდარ ფაქ­ტებ­ზე სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­გი­რე­ბას. სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა და ცეს­კოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის 1-ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­გორც მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა, კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს, და­იც­ვან მარ­თლწეს­რი­გი და და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს. აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ფაქტს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან მოჰ­ყვე­ბა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ბერ სა­ბა­ნა­ძემ.

კახა სა­ბა­ნა­ძე უარ­ყოფს, რომ ცეს­კოს­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბა ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს. რო­გორც სა­ბა­ნა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ში, ე.წ. წი­წა­კის სპრე­ია, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს.

„ჩვე­ნი მხრი­დან ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქტს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ვყოფთ. ცრემლსა­დე­ნი გაზი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. იმ და­ნა­ყო­ფის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც მარ­თავს მა­სებს, არის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ე.წ. წი­წა­კის სპრეი, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას. ეს არ არის ცრემლსა­დე­ნი გაზი. სხვა­ო­ბა დი­დია ესაა აე­რო­ზო­ლი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ბა­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბრავო ! იმედი.ჯე-დაიბადა !
27

გილოცავთ-ამხანაგებო !

რუსეთი-გუბერნიის ჩრდილოეთ-კორეის-ვარიაცა !

ვაშა-ვაშა-ვაშა ! მქუხარე-აპლოდისმენტები-ამხანაგებო !

ტაში-ტაში-ტაში !

სიმართლე
27
პოლიციას როდემდე ეყოფა მოთმინება.?ასე კარგად პოლიცია არსად არ იქცევა.როდემდე უნდა აიტანოს პოლიციამ ოპოზიციონერების და მათ მიერ მართული,მოსყიდული ახალგაზრდების უკანონო ქმედებები?ყველა დამნაშავე სასტიკად რომ დაისჯება,მერე ყველაფერი დაწყნარდება და ხალხიც დაისვენებს.დავიღალეთ.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"გუშინ ცრემლსადენი გაზი გამოყენებული არ ყოფილა, იმ დანაყოფის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, ე.წ. წიწაკის სპრეია" - კახა საბანაძის ბრიფინგის დეტალები

"გუშინ ცრემლსადენი გაზი გამოყენებული არ ყოფილა, იმ დანაყოფის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, ე.წ. წიწაკის სპრეია" - კახა საბანაძის ბრიფინგის დეტალები

გუშინ თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გაცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აქციაზე გუშინ სამართალდამცავებმა 19 პირი დააკავეს.

„დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე პოლიცია მობილიზებული იყო და უზრუნველყოფდა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მშვიდობიანი ფორმით ჩატარებას. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის შემდეგ მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოანგრიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ სააგნებს და სცადეს უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში“, - განაცხადა საბანაძემ.

როგორც საბანაძემ აღნიშნა, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტომობილი.

„აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი გამოიყენა. ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს დაეცვათ მართლწესრიგი და დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, შეკრებილებმა განაგრძეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის მცდელობა. ისინი სხვადასხვა საშუალებით - რკინის ხელკეტებით, ქვებით, ბლაგვი და ცეცხლმოკიდებული საგნებით ჯგუფურად თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს გასტაცეს სპეცაღჭურვილობა - ფარი. პოლიციის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები შეეწყვიტათ, შეკრებილები მაინც აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რის აღსაკვეთადაც პოლიციამ კვლავ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი“, - განაცხადა კახა საბანაძემ.

მისივე თქმით, აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს.

„პოლიციამ 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 19 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე სამართლებრივ რეაგირებას. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

კახა საბანაძე უარყოფს, რომ ცესკოსთან გამართული აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცველება ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. როგორც საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი დანაყოფის აღჭურვილობაში, ე.წ. წიწაკის სპრეია, რომელიც, შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იყოს.

„ჩვენი მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარვყოფთ. ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული არ ყოფილა. იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, არის სპეციალური საშუალება ე.წ. წიწაკის სპრეი, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებული იქნას. ეს არ არის ცრემლსადენი გაზი. სხვაობა დიდია ესაა აეროზოლი, რომელიც საჭიროების მიხედვით შეიძლება გამოიყენონ“, - განაცხადა საბანაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ოპოზიციამ დაგეგმილი საპროტესტო აქციები გადადო