მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შექმნას - "ყველაფერს ცივილიზებული სახე მიეცემა"
გია ხუხაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შექმნას - "ყველაფერს ცივილიზებული სახე მიეცემა"

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს, ოპო­ზი­ცი­ას მო­უ­წო­დოს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­კენ და არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია შექ­მნან.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, თუ კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად დამ­ტკიც­დე­ბა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი იმ დო­ზით გა­ყალბ­და, რომ შე­დე­გე­ბი არ­სე­ბი­თად შე­იც­ვა­ლა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს უნდა და­თან­ხმდეს, იმ შემ­თხვე­ვა­ში კი თუ ოპო­ზი­ცია ამას ვერ და­ამ­ტკი­ცებს, „ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა“.

„მაქვს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი წი­ნა­და­დე­ბა, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც ამ­ბობს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ში და ამ­ბობს, რომ ოპო­ზი­ცია რა­ღა­ცებ­ზე სპე­კუ­ლი­რებს, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა, რომ ოპო­ზი­ცი­ას მო­უ­წო­დონ, შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში, და­თან­ხმდე­ნენ იმა­ზე, რომ შე­იქ­მნე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია შე­ის­წავ­ლის ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბას. და­კი­თხავს თა­მარ ჟვა­ნი­ას და სხვებს, ამ ყვე­ლა­ფერს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სახე მი­ე­ცე­მა და პარ­ლა­მენ­ტის კედ­ლებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­დოს პი­რო­ბა, რომ თუ კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და იმ დო­ზით, რა­მაც არ­სე­ბი­თად შეც­ვა­ლა შე­დე­გი, ამ შემ­თხვე­ვა­ში და­თან­ხმდე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
3

100% ვეთანხმები

ხუხა
3

ეხლა კარგი დროაკიდევ ერთი თვე მიეცით და დანაშაულის კვალს კიარა სპილოს აღმოაჩენთ ცეესკოში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

გია ხუხაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შექმნას - "ყველაფერს ცივილიზებული სახე მიეცემა"

გია ხუხაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შექმნას - "ყველაფერს ცივილიზებული სახე მიეცემა"

ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლებას სთავაზობს, ოპოზიციას მოუწოდოს პარლამენტში შესვლისკენ და არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შექმნან.

როგორც ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, თუ კომისიის მუშაობის შედეგად დამტკიცდება, რომ არჩევნები იმ დოზით გაყალბდა, რომ შედეგები არსებითად შეიცვალა, ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს უნდა დათანხმდეს, იმ შემთხვევაში კი თუ ოპოზიცია ამას ვერ დაამტკიცებს, „ყველაფერი დასრულდება“.

„მაქვს რაციონალური წინადადება, თუ ხელისუფლება, როგორც ამბობს, დარწმუნებულია არჩევნების შედეგებში და ამბობს, რომ ოპოზიცია რაღაცებზე სპეკულირებს, მაშინ შეიძლება ასეთი ხელშეკრულების დადება, რომ ოპოზიციას მოუწოდონ, შევიდნენ პარლამენტში, დათანხმდენენ იმაზე, რომ შეიქმნება საგამოძიებო კომისია არჩევნებთან დაკავშირებით. საგამოძიებო კომისია შეისწავლის ყველა გარემოებას. დაკითხავს თამარ ჟვანიას და სხვებს, ამ ყველაფერს ცივილიზებული სახე მიეცემა და პარლამენტის კედლებში გადაინაცვლებს და ხელისუფლებამ დადოს პირობა, რომ თუ კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდა, რომ არჩევნები გაყალბდა იმ დოზით, რამაც არსებითად შეცვალა შედეგი, ამ შემთხვევაში დათანხმდება რიგგარეშე არჩევნებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - "გირჩი - მეტი თავისუფლება" დააფუძნა - "ძველისგან ბევრი რამით განსხვავდება..."

ჯანმო-ს დირექტორსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

"ანაქრონული "ბელადის" კონცეფციიდან თანამედროვე "ლიდერების" კონცეფციაზე გადასვლა" - ხუხაშვილი მელიას ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევაზე