ავტორი:

ოპოზიცია აქციის მონაწილეებს დაშლისკენ, 9 ნოემბერს კი კვლავ რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს

ოპოზიცია აქციის მონაწილეებს დაშლისკენ, 9 ნოემბერს კი კვლავ რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, ცესკოსთან შეკრებილ მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.

როგორც ისინი აცხადებენ, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე, საზოგადოება რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბება.

„იმისთვის, რომ არ დაიწყოს აქციის მონაწილეების დაკავება და ცემა, მოვუწოდებთ, რომ დღეს დატოვონ ცესკოს ტერიტორია. ხვალ შევიკრიბებით ისევ რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ნიკა მელიას თქმით კი, ბრძოლა გრძელდება და ის არცერთი წამით არ შეწყდება.

ალეკო ელისშვილმა კი აქციის მონაწილეებს პერიმეტრის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ისინი რომ დაუნდობლები და უღმერთოები არიან და ყველაფერს იზამენ, რომ დაიცვან თამარ ჟვანია - ხმების ქურდი, რომ დაიცვან ნაქურდალი ხმები, ეს დავინახეთ. გვინდა, რომ ხალხი არ დაშავდეს, მაქსიმალურად გამოვარიდოთ ხალხი, იმიტომ, რომ ხედავთ, სადამდე გამოვარდნენ სპეცრაზმელები და დაერივნენ ხალხს, გვინდა ვითარება განვმუხტოთ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დავზიანდით იმ ჯოჯოხეთური წყლის ჭავლისგან. გვინდა ყველას მოვუწოდოთ, რომ ნელ-ნელა იქნებ ეს პერიმეტრი გავათავისუფლოთ,“- განაცხადა ელისაშვილმა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის შედეგები - რა მოლოდინი აქვთ ექსპერტებს და რას ურჩევენ მხარეებს

"მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ... არ ვაპირებ არავისთვის კაბინეტის წართმევას" - სააკაშვილი ოპოზიციას მიმართავს

"მოვრჩეთ ამ მიშაზე ლაპარაკს! ამ ბრძოლაში ის რა შუაშია?!" - სააკაშვილის თემამ ოპოზიციის წევრებს შორის ცხარე კამათი გამოიწვია