ავტორი:

სპეცრაზმმა ცესკოსთან მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო - წყლის ჭავლის გაშვებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ტელეკომპანია "პირველის“ ოპერატორი

სპეცრაზმმა ცესკოსთან მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო - წყლის ჭავლის გაშვებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ტელეკომპანია "პირველის“ ოპერატორი

ცესკოს ტერიტორიაზე განლაგებულმა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები უკვე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ძალის გამოყენებით გაჰყავთ.

პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, ოპოზიციის ლიდერებისა და აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებოდა. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ზურგით ერთგვარ წრეს კრავდნენ და წყლის ნაკადისგან ერთმანეთის დაცვას ამ ფორმით ცდილობდნენ.

მათ შორის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. წყლის ჭავლის გაშვებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ტელეკომპანია "პირველის“ ოპერატორი. წყლის ნაკადს აქციის მონაწილეები პერიოდულად ხელებ აწეულებიც ხვდებიან.

"ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება - თუ შეგცივდათ, ან მოგწყურდათ, ან სხვა აუცილებელი და საჭირო მიზეზი გქონდეთ" - გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს

"ფრაგმენტებად ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ  არაფერი მესმოდა." - როგორია აქციის დაშლისას დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ვის და რა შემთხვევაში ჩაუტარდება 3 სავალდებულო გამოკვლევა? - გამყრელიძე პაციენტების მკურნალობაზე, ანტიგენის სწრაფ ტესტებსა და საწოლების დეფიციტზე