ავტორი:

"ვიქნებით ცესკოსთან მანამ, ვიდრე არ გადადგება თამარ ჟვანია...მივალთ იქ და დავბანაკდებით" - გიგი უგულავა

"ვიქნებით ცესკოსთან მანამ, ვიდრე არ გადადგება თამარ ჟვანია...მივალთ იქ და დავბანაკდებით" - გიგი უგულავა

არავის უნდა შერჩეს ხმების ქურდობა, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თამარ ჟვანია უნდა გადადგეს.

"უნდა გადავაყენოთ თამარ ჟვანია და მისი გამყალბებლების გუნდი, იმიტომ, რომ მასთან ერთად არ არსებობს თავისუფალი არჩევნები. ამიტომ მივალთ იქ და დავბანაკდებით. ადამიანმა, ვინც უნდა გააფორმოს ჩვენი ხმების ქურდობა, არ უნდა შერჩეს, არავის არ უნდა შერჩეს ხმების ქურდობა. ამიტომ მეგობრებო, ჩვენ ვიქნებით მტკიცე, დაუღალავი.

ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ის ქაჯეთის ციხე, სიყალბის ციხე აგურ-აგურ სიმბოლურად დაიშალოს. აღარასდროს ამ ქვეყანაში, არავის არ უნდა ჰქონდეს ცდუნება მოიპაროს ის, რაც ყველაზე სანუკვარია.

ჩვენი გეგმა ასეთია, ვიქნებით ცესკოსთან მანამ, სანამ არ გადადგება ჟვანია და მთელი შემადგენლობა. ამავე დროს ვნახავთ როგორ ჩაატარებთ მეორე ტურს, როცა ხალხი გამოვა პროსპექტებზე და იტყვის „არას!" ვნახავთ, როგორ ჩაატარებთ მეორე ტურს და როგორ დაწერს შემაჯამებელ ოქმს ქალბატონი ჟვანია. ვნახავთ აქ იმ 90 "პატიოსან გვამს“, „ქართული ოცნების" დეპუტატები რომ ჰქვია, როგორ შევლენ ამ შენობაში და თუ შევლენ, მათ მოუწევთ ცოცხალი ადამიანების გადაბიჯება, მათ მოუწევთ ცოცხალ ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, მათ მოუწევთ საკუთარი ქვეყნისთვის თვალებში ჩახედვა და მერე ვნახავთ როგორ შევლენ ამ შენობაში, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ამ სიყალბეს არ მიიღებს და არ გააფორმებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ეს გეგმა დღეს გადის ამ პროსპექტზე, გადის ცესკოსთან. ვინც არ უნდა ისროლოს და რაც არ უნდა ისროლოს, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ მეგობრებო", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"თუ პლებისციტის შედეგად ქართველმა საზოგადოებამ კვლავ უარი უთხრა ოპოზიციას, ამასაც არალეგიტიმურად გამოაცხადებენ?" - ექსპერტი

ოპოზიციის 4-პუნქტიანი მოთხოვნებიდან რას თანხმდება მმართველი გუნდი? - "ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება

"გირჩი" არც ჩემი არ არის, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის, ვერც ვერავინ წაიღებს და ვერც ვერავის მისცემს" - იაგო ხვიჩია