ამაყი ვარ, რომ თქვენი თანამემამულე ვარ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, საქართველოს აქციაზე მდგომი ახალგაზრდების მსგავსი თაობა სჭირდება.
"ერთი საათია ტელევიზორთან ვზივარ და სულ მეგონა, რომ ხალხი სახლში წასვლას დაიწყებდა. ამაყი ვარ, რომ თქვენი თანამემამულე ვარ. ჩვენ სამშობლოს ასეთი ბიჭები და გოგოები სჭირდება თქვენ რომ ხართ“, - განაცხადა კიკაბიძემ.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებს ბუბა კიკაბიძემ საკუთარი რეპერტუარიდან ორი სიმღერა შეუსრულა.
როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იმ ადამიანების ოდენობა, ვინც არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, უფრო გაიზრდება.
"ამ აქციაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოსთვის არაფერი არაა. მოლოდინი მაქვს კარგი. ხალხი სულ მეტი და მეტი იქნება",- განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.
ბუბა კიკაბიძის ანეკდოტი: