სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ სახლში დარჩენილებმა, Covid 19-ის სწორი მკურნალობისთვის - დეტალური ინსტრუქცია აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმისგან
ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ სახლში დარჩენილებმა, Covid 19-ის სწორი მკურნალობისთვის - დეტალური ინსტრუქცია აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმისგან

აშშ-ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი (ბრუკ­ლინ­ში მდე­ბა­რე Maimonides-ის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი) სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმ ინ­სტრუქ­ცი­ას გვი­ზი­ა­რებს, რო­მე­ლიც უნდა ვი­ცო­დეთ სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლებ­მა, კო­ვი­დის მშვი­დად და ადექ­ვა­ტუ­რად სა­მარ­თა­ვად:

"რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ დავ­ბრუნ­დი "ფე­ის­ბუკ­ზე", რათა მცი­რე­დით შევ­წე­ო­დი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც სახ­ლში მო­უ­წევს კო­ვიდ­თან ბრძო­ლა. მე და Zurab Guruli - მა ვცა­დეთ სხვა­დას­ხვა ფორ­მით მიგ­ვეწვდი­ნა ხმა მათ­თვის, ვი­საც ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ზე მეტი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მო­ვიდ­გენ­დით.

ჩვენ­მა პოს­ტებ­მა, ვირ­ტუ­ა­ლურ­მა ლექ­ცი­ებ­მა, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლე­ბის მიერ ანი­მა­ცი­ე­ბად თუ სტა­ტი­ე­ბად აკინ­ძულ­მა რე­კო­მენ­და­ცი­ებ­მა ნახ­ვე­ბით და გა­ზი­ა­რე­ბე­ბით თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი მნახ­ვე­ლი მო­იც­ვა. უწყვე­ტად ვპა­სუ­ხობთ პი­რად ფოს­ტა­ში გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს ყო­ველ­დღი­უ­რად, მაგ­რამ წე­რი­ლე­ბი არ წყდე­ბა...

სამ­წუ­ხა­როდ არც ერთს არ გვაქვს იმის ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ვუ­წი­ოთ კონ­სულ­ტა­ცია ყვე­ლა მსურ­ველს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­დავ­წყვი­ტეთ, გან­ვა­ახ­ლოთ პირ­ვე­ლი ინ­სტრუქ­ცია იმ კი­თხვებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რომ­ლებ­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად გვის­ვამთ.

ასევე დაგაინტერესებთ
22:53 / 19-10-2020

თუ კორონავირუსი დაგიდასტურდებათ: როგორ უნდა იმკურნალოთ სახლის პირობებში - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორის, ექიმ მამუკა მაჩაიძის რეკომენდაციები

18:38 / 23-10-2020

"ინფიცირებული უნდა მოერიდოს ზურგზე წოლას..." - რა წერია მთავრობის შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომელიც COVID-19-ბინაზე მკურნალობას ეხება

18:01 / 26-10-2020

როგორ უნდა იკვებოთ და იმკურნალოთ - თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში რჩებიან

15:49 / 01-11-2020

"პანდემია მძვინვარებს, კლინიკები გადატენილია, არ არსებობს გაყინულ ქუჩებში დიდხანს დგომის არავითარი რესურსი..." - ექიმი ზურაბ გურული ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს

ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­ვა, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბით მო­ვიც­ვათ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი, რაც უნდა ვი­ცო­დეთ სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლებ­მა, კო­ვი­დის მშვი­დად და ადექ­ვა­ტუ­რად სა­მარ­თა­ვად.

უამ­რა­ვი წე­რი­ლი მოგ­ვდის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­და­ნაც. დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ­ნი შვე­ლას ითხო­ვენ ყველ­გან, სა­დაც ხელი მი­უწ­ვდე­ბათ. სამ­წუ­ხა­როდ, არ წყდე­ბა ღვარ­ძლი­ა­ნი, ბო­რო­ტი თავ­დას­ხმე­ბი და პი­რა­დი შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი და პი­რა­დი მი­ზე­ზე­ბით ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­დან, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რე­თუ­ლი დი­ას­პო­რე­ბი­დან, მაგ­რამ მათი და­უ­ღა­ლა­ვი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ პრო­ფე­სი­უ­ლი და ადა­მი­ა­ნუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც ქვე­მოთ ვი­სა­უბ­რებთ, ეყ­რდნო­ბა ამ დრო­ი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბით გამ­ყა­რე­ბულ ფაქ­ტებს და ჩვენს პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­გორც ექი­მე­ბი­სას და რო­გორც კო­ვიდ გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­სას (მათ შო­რის ნიღ­ბის ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი).

მეც და ზუ­რაც ვი­ყა­ვით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ორი­ვემ გა­და­ვი­ტა­ნეთ კო­ვი­დი საკ­მა­ოდ რთუ­ლი ფორ­მით

ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა, და­ვეხ­მა­როთ სახ­ლში დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს, არა­ნა­ი­რად არ აკ­ნი­ნებს ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის თავ­და­დე­ბულ მუ­შა­ო­ბას; მხო­ლოდ მცდე­ლო­ბაა უმ­ძი­მეს დატ­ვირ­თვა­ში ხე­ლის შეშ­ვე­ლე­ბი­სა.

სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­მოც­დი­ლი ექი­მე­ბის სა­ხით. სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მათ იმე­დად გვე­გუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ფე­ის­ბუ­ქის ეს ჩა­ნა­წე­რი არ წარ­მო­ად­გენს პრო­ფე­სი­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვის, დი­აგ­ნო­ზის ან მკურ­ნა­ლო­ბის შემ­ცვლელს. ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ამ პოს­ტშია მო­ცე­მუ­ლი, არის მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის

თუ თქვენ გაქვთ რა­ი­მე სა­ხის გა­და­უ­დე­ბე­ლი ან ქრო­ნი­კუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მა, და­უ­კავ­შირ­დით სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას, ან თქვენს პი­რად ექიმს!

პრე­ვენ­ცია

  • ნი­ღა­ბი, დის­ტან­ცია, ჰი­გი­ე­ნა. კო­ვი­დი გა­და­ე­ცე­მა ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით, რაც გუ­ლის­ხმობს მის გავ­რცე­ლე­ბას რო­გორც ვირუ­სის შემ­ცვე­ლი წვე­თე­ბის პირ­და­პი­რი მოხ­ვედ­რით ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე, ასე­ვე ჰა­ერ­ში გაბ­ნე­უ­ლი აე­რო­ზო­ლე­ბის შე­სუნ­თქვას. თუ თქვენ სწო­რად ხმა­რობთ ნი­ღაბს, და­ი­ცავთ თავს ვირუ­სი­ა­ნი აე­რო­ზო­ლე­ბის შე­სუნ­თქვის­გან ან სა­სუნ­თქ გზებ­ში მათი პირ­და­პი­რი მოხ­ვედ­რის­გან. კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია (სა­ვალ­დე­ბუ­ლოა!) ნი­ღა­ბის ტა­რე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. მხო­ლოდ ამ გზით და დის­ტან­ცი­ის შეგ­ნე­ბუ­ლი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით და­ი­ცავთ გარ­შე­მომ­ყო­ფებს თქვენს მიერ გა­მო­ტყორ­ცნი­ლი წვე­თე­ბის შე­სუნ­თქვი­სა­გან.
  • კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნი­ღა­ბის სწო­რი ტა­რე­ბა; იგი უნდა ფა­რავ­დეს ცხვირ­საც და პი­რის ღრუ­საც; მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყო­ველ­თვის იყოს სუფ­თა. ნი­ღა­ბი შე­გიძ­ლი­ათ და­ამ­ზა­დოთ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, რამ­დე­ნი­მე ფე­ნად გა­კე­ცი­ლი მარ­ლის ან მიტკლის­გან. იქო­ნი­ეთ რამ­დე­ნი­მე ნი­ღა­ბი და ყო­ველ­დღე რე­ცხეთ საპ­ნით ან სხვა სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბით. თუ ნი­ღაბს ჩან­თა­ში ან ჯი­ბე­ში ინა­ხავთ, მას­თან ერ­თად ინა­ხავთ ვირუ­სებ­საც. და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნიღ­ბის მრა­ვალ­ჯე­რა­დად, გა­უ­რე­ცხა­ვად ტა­რე­ბა აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია. მე­ტიც, ის შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს კი­დეც თქვე­ნი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო. სა­სურ­ვე­ლია ქა­ღალ­დის პარკში იქო­ნი­ოთ რამ­დე­ნი­მე ნი­ღა­ბი და იც­ვა­ლოთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ღა­მოს კი გა­რე­ცხოთ და მე­ო­რე დღის­თვის მო­ამ­ზა­დოთ.
  • დის­ტან­ცია - მხო­ლოდ ნი­ღა­ბი ვერ და­გი­ცავთ და­ვირუ­სე­ბუ­ლი წვე­თე­ბის სა­ხე­ზე ან თვალ­ში მოხ­ვედ­რის­გან; ამი­ტომ ნი­ღა­ბის ტა­რე­ბას­თან ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნეს და­ცუ­ლი მი­ნი­მუმ 2 მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია.
  • ჰი­გი­ე­ნა - და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ზე­და­პი­რე­ბი­და­ნაც. ვირუ­სის ამ გზით თვალ­ში ან სა­სუნ­თქ გზებ­ში მოხ­ვედ­რის­გან და­გი­ცავთ ხე­ლე­ბის ხში­რი ბანა საპ­ნით და გამ­დი­ნა­რე წყლით, ან გას­ტე­რი­ლე­ბა სპირ­ტის ბა­ზა­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.
  • პრე­ვენ­ცი­ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ასე­ვე დრო­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ტა­რე­ბა ღია სივ­რცე­ებ­ში. და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ვირუ­სის შემ­ცვე­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი რჩე­ბი­ან აე­რო­ზო­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ზრდი­ან გა­და­ცე­მის შანსს. თუ არ გაქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა ღია სივ­რცე­ში გა­ა­ტა­როთ დღის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, სახ­ლი მუდ­მი­ვად ანი­ა­ვეთ. ასე­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ რომ კონ­დი­ცი­რე­ბულ, მშრალ გა­რე­მო­ში წვე­თე­ბი ად­ვი­ლად შრე­ბა, რაც აად­ვი­ლებს მათ აე­რო­ზო­ლი­ზა­ცი­ას. ტე­ნი­ა­ნი გა­რე­მო წვე­თებს ას­ვე­ლებს, ამ­ძი­მებს და ისი­ნი უფრო ნაკ­ლებ დის­ტან­ცი­ა­ზე გა­ი­ტყორ­ცნე­ბი­ან.
  • თუ ოჯახ­ში ან გა­რე­მო­ში, სა­დაც დიდ დროს ატა­რებთ, გი­წევთ სა­რის­კო ჯგუ­ფე­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი, ეცა­დეთ მკაც­რად და­იც­ვათ ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი ყვე­ლა წესი. სამ­წუ­ხა­როდ, დრო­ე­ბით ოჯა­ხის წევ­რებ­თა­ნაც დის­ტან­ცი­ის დაც­ვა მოგ­ვი­წევს.
  • მოკ­ლედ, თა­ვის და­სა­ცა­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რად მორ­გე­ბუ­ლი, სუფ­თა ნი­ღა­ბი, დის­ტან­ცია მი­ნი­მუმ 2 მეტ­რი, პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა, დრო­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი ნა­წი­ლის ღია სივ­რცე­ში გა­ტა­რე­ბა, და­ხუ­რუ­ლი სივ­რცის ხში­რად გა­ნი­ა­ვე­ბა და ადექ­ვა­ტუ­რი და­ტე­ნი­ა­ნე­ბა.

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ კო­ვიდ-ინ­ფექ­ცია?

  • კო­ვიდ-ინ­ფექ­ცი­ის ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვია და მო­ი­ცავს 14 დღეს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი­დან. უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში პა­ცი­ენ­ტი სიმპტო­მა­ტუ­რი ხდე­ბა მე­ხუ­თე, მე­ექ­ვსე დღეს.
  • ყვე­ლა­ზე ხში­რად კო­ვი­დი პნევ­მო­ნი­ის­თვის (ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა) და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბით იწყე­ბა: ცხე­ლე­ბა, ხვე­ლა, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, ორ­მხრი­ვი ინ­ფილტრა­ტე­ბი რენტგენ­სა თუ კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ა­ზე. თუმ­ცა აქვე უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ არა­ნაკ­ლე­ბი სიხ­ში­რით გვხვდე­ბა ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ა­ა­ვა­დე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი: გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმ­შრა­ლე ზედა სა­სუნ­თქ გზებ­ში, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, უსი­ა­მოვ­ნო წვის შეგ­რძნე­ბა გულ­მკერ­დის არე­ში, კუნ­თე­ბი­სა და სახ­სრე­ბის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი მთელ სხე­ულ­ზე; დი­ა­რეა, ტკი­ვი­ლი მუც­ლის არე­ში, ყნოს­ვის და გე­მოს სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი და­კარ­გვა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ღე­ბი­ნე­ბა, გუ­ლის­რე­ვა, იშ­ვი­ა­თად სურ­დო და ცრემ­ლდე­ნა, თავ­ბრუს­ხვე­ვა, წო­ნას­წო­რო­ბის მოშ­ლა სი­ა­რუ­ლი­სას, ძი­ლის სხვა­დას­ხვა ტი­პის დარ­ღვე­ვე­ბი, შფოთ­ვა და გა­მო­ხა­ტუ­ლი ში­შე­ბი, გო­ნე­ბის და­ბინ­დვა, პა­რეს­თე­ზი­ე­ბი (და­ბუ­ჟე­ბის ან ჩხვლე­ტის შეგ­რძნე­ბა სხე­ულ­ზე), ზო­გა­დი სი­სუს­ტე, კო­ნი­უქ­ტი­ვი­ტი (თვა­ლის თეთ­რი გარ­სის ან­თე­ბა), კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი; კერ­ძოდ სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­მო­ნა­ყა­რი. გან­სა­კუთ­რე­ბით სპე­ცი­ფი­უ­რია მო­წი­თა­ლო-მო­ი­ის­ფრო გა­მო­ნა­ყა­რი ფე­ხის და ხე­ლის თი­თებ­ზე.
  • ხში­რად კო­ვი­დის მა­ნი­ფეს­ტა­ცია შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს უკვე არ­სე­ბუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბით. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სიმპტო­მი ერ­თდრო­უ­ლად აღი­ნიშ­ნე­ბო­დეს. შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბა და­ი­წყოს მხო­ლოდ ერთი სიმპტო­მით. სიმ­ძი­მის ხა­რის­ხი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სიმპტო­მე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ით, ან მათი სიმ­ძი­მის ხა­რის­ხით.
  • და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლოდ 14 დღეს მო­ი­ცავს. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ერ­თე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი კვი­რე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნარ­ჩუნ­დე­ბა.
  • კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სწრა­ფი დი­ნა­მი­კა, მძიმ­დე­ბა ძა­ლი­ან მოკ­ლე ვა­დებ­ში და მკვეთ­რად. შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ხში­რად კრი­ტი­კუ­ლია მეშ­ვი­დე-მე­ა­თე დღე­ე­ბის შუ­ა­ლე­დი. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს ვა­დე­ბი გა­სა­შუ­ა­ლო­ე­ბუ­ლია, ანუ, არი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, ვი­საც პირ­და­პირ მძი­მე ფორ­მით გა­მო­უვ­ლინ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა ან და­უმ­ძიმ­დე­ბა მე­ა­თე დღე­ზე გვი­ან.

გრი­პი თუ კო­ვი­დი?

სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პე­რი­ო­დი და­ი­წყო. ხში­რად გა­გი­ჭირ­დე­ბათ გარ­ჩე­ვა - რო­მელ ვირუ­სულ და­ა­ვა­დე­ბას­თან გაქვთ საქ­მე. თუ რო­მე­ლი­მე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბი აღ­გე­ნიშ­ნე­ბათ, ოქ­როს წე­სია მო­იქ­ცეთ ისე, თით­ქოს საქ­მე გაქვთ კო­ვიდ-ინ­ფექ­ცი­ას­თან, სა­ნამ კვლე­ვე­ბით გა­მო­რი­ცხავთ. ტეს­ტი­რე­ბით ამის დამ­ტკი­ცე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში. არც ამის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს ყვე­ლას. ასეთ დროს იზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის სრუ­ლად დაც­ვა კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მხო­ლოდ ასე და­ი­ცავთ გარ­შე­მომ­ყო­ფებს ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან.

რო­გორ ვიქ­ცე­ვით, თუ კო­ვიდ-ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბი გა­მოგ­ვივ­ლინ­და?

პირ­ველ რიგ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბას ან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას არ სა­ჭი­რო­ებს! ტეს­ტი­რე­ბა კრი­ტი­კუ­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ის არ­სე­ბი­თად ცვლის მკურ­ნა­ლო­ბის ან ქცე­ვის ტაქ­ტი­კას. მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბას სახ­ლის პი­რო­ბებ­ში სპე­ცი­ფი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლე­ბის ტეს­ტი­რე­ბა მხო­ლოდ გამ­ცნობთ, რომ თქვენ ნამ­დვი­ლად კო­ვიდ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხართ და მეტს არა­ფერს ცვლის.

კი­დევ ერთხელ, მსუ­ბუ­ქად ან სუ­ლაც ასიმპტო­მა­ტუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი არ სა­ჭი­რო­ებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას ან სპე­ცი­ფი­ურ მკურ­ნა­ლო­ბას! ასე და­ი­ცავთ თავს ახა­ლი ინ­ფექ­ცი­ის­გან და და­ი­ცავთ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას გა­დატ­ვირ­თვის­გან! ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის არა­მიზ­ნობ­რი­ვი გა­დატ­ვირ­თვა გაზ­რდის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას კრი­ტი­კულ პა­ცი­ენ­ტებ­ში, გა­მო­იწ­ვევს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გა­მო­ფიტ­ვას და და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს.

ცხა­დია ეს არ გუ­ლის­ხმობს, რომ თავი უნდა მო­ა­რი­დოთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბებს და არ ითხო­ვოთ დახ­მა­რე­ბა მა­შინ, როცა ის აუ­ცი­ლე­ბე­ლია!

თუ თქვენ არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბით მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს და და­ა­ვა­დე­ბა მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, სპე­ცი­ა­ლურ მკურ­ნა­ლო­ბას არ სა­ჭი­რო­ებთ. კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია გვეს­მო­დეს, რომ არა­სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად და­გა­ზი­ა­ნოთ.

უსიმპტო­მო და მსუ­ბუქ ფორ­მებს, რის­კე­ბის არ­ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, არ სჭირ­დე­ბა არც ან­ტი­ბი­ო­ტი­კი და არც ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "სის­ხლის გა­მა­თხე­ლებ­ლე­ბი"

აუ­ცი­ლე­ბე­ლია იზო­ლა­ცია მი­ნი­მუმ 10 დღით, ან მა­ნამ, სა­ნამ ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მა­ლურს აღე­მა­ტე­ბა. ამე­რი­კუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ნორ­მა­ლურ ტემ­პე­რა­ტუ­რად კო­ვიდ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის­თვის ით­ვლე­ბა < 37C.

მკურ­ნა­ლო­ბა კი მხო­ლოდ სიმპტო­მა­ტი­უ­რი გჭირ­დე­ბათ.

რას გუ­ლის­ხმობს სიმპტო­მა­ტი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა?

  • სი­ცხის დამ­წე­ვი, ტკი­ვილ­და­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი (ასე­თად შე­იძ­ლე­ბა პა­რა­ცე­ტა­მო­ლის, ტა­ლი­ნო­ლის, იბუპრო­ფე­ნის, ნურო­ფე­ნის ან ამ ჯგუ­ფე­ბი­დან სხვა და­სა­ხე­ლე­ბის პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა), საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით ნე­ბის­მი­ე­რი, არატ­კბი­ლი სი­თხე (თბი­ლი, ცივი ორი­ვე სა­სარ­გებ­ლოა; არ არის სა­ჭი­რო ქაფ­ქა­ფა ცხე­ლი).
  • და­ი­წყეთ სიმპტო­მე­ბის აღ­რი­ცხვა. დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ზო­მეთ სი­ცხე, თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, გუ­ლის­ცე­მის და სუნ­თქვის სიხ­ში­რე. სა­სურ­ვე­ლია იქო­ნი­ოთ პულ­სოქ­სი­მეტ­რი. თუ ხელი არ მი­გიწ­ვდე­ბათ, არ იდარ­დოთ, ამის გა­რე­შეც გახ­ვალთ ფონს.
  • ავარ­ჯი­შეთ სა­სუნ­თქი სის­ტე­მა. უმარ­ტი­ვე­სია ბუშ­ტის გა­ბერ­ვა დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე. თუ სპი­რო­მეტრზე მი­გიწ­ვდე­ბათ ხელი, ეს ვარ­ჯი­ში უფრო სა­ხა­ლი­სო ხდე­ბა. სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მათ­თვის, ვი­საც სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ვარ­ჯი­შის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი მო­ცუ­ლო­ბის ჰა­ე­რის ჩა­სუნ­თქვა და და ნელი, გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ამო­სუნ­თქვა, მო­კუ­მუ­ლი ტუ­ჩე­ბით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შექ­მნით. ეს და­ეხ­მა­რე­ბა თქვენს ფილ­ტვებს, რომ ყვე­ლა ალ­ვე­ო­ლა საკ­მა­რი­სად გა­ი­შა­ლოს და მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის ჟანგბა­დი გა­იც­ვა­ლოს კა­პი­ლა­რულ ქსელ­ში.
  • თუ და­ა­ვა­დე­ბა სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­სარ­გებ­ლოა პირ­ჩაღ­მა (მუ­ცელ­ზე) ძილი/წოლა. ცხა­დია, ეს წესი არ ეხე­ბათ ჭარ­ბწო­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს, რად­გან მათ­ში პირ­ჩაღ­მა წოლა დი­აფ­რაგ­მის (მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­სუნ­თქი კუნ­თის) მაღ­ლა დგო­მას უწყობს ხელს და ამ­ცი­რებს გულ­მკერ­დის ღრუს მო­ცუ­ლო­ბას; შე­სა­ბა­მი­სად აუ­ა­რე­სებს ფოლტვე­ბის გაშ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.
  • იმოძ­რა­ვეთ რამ­დენ­საც შეძ­ლებთ. ბევ­რს არც ეზო აქვს და არც სო­ფე­ლი, ამი­ტომ ოთახ­ში მო­უ­წევს სი­ა­რუ­ლი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მოძ­რა­ო­ბა და­გი­ცავთ ქვე­მო კი­დუ­რე­ბის ვე­ნუ­რი თრომ­ბო­ზე­ბის­გან, ასე­ვე გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სუნ­თქვას და ზო­გად გან­წყო­ბას. მოძ­რა­ო­ბა და­გი­ცავთ ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­თხვე­ვა­ში დე­კონ­დი­ცი­რე­ბის­გან, რაც კუნ­თე­ბის ზედ­მე­ტი მო­დუ­ნე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა და ისე­დაც მძი­მე ზო­გა­დი სი­სუს­ტე უფრო გა­მო­ხა­ტუ­ლი ხდე­ბა. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნებს ხში­რად უჭირთ მოძ­რა­ო­ბა სხვა­დას­ხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უბ­რა­ლოდ სა­ვარ­ძელ­ში ჯდო­მაც კი სა­სარ­გებ­ლოა. თუ ოთახ­ში სი­ა­რულს ვერ ახერ­ხებთ, სცა­დეთ მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­შე­ბი ად­გილ­ზე.
  • იძი­ნეთ საკ­მა­რი­სად, ეს და­გეხ­მა­რე­ბათ სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.
  • ეცა­დეთ იკ­ვე­ბოთ სრულ­ფა­სოვ­ნად. სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა გუ­ლის­ხმობს ვი­ტა­მი­ნე­ბით და ცი­ლე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ი­ღეთ ნახ­შირ­წყლე­ბის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც დი­ა­ბე­ტი გაქვთ.
  • ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის. პრე­ვენ­ცი­ის წე­სე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბა ოჯა­ხის შიგ­ნი­თაც კი არ გა­და­დის. საკ­ვე­ბი და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი შე­გიძ­ლი­ათ კარ­თან და­უ­ტო­ვოთ ერ­თმა­ნეთს.
  • ვინც არ ხართ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რეთ თქვე­ნი ნორ­მა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. იგუ­ლის­ხმე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი, ჩვე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ და­ავ­დე­ბის სიმპტო­მე­ბის ად­ვი­ლად ამოც­ნო­ბა­ში. ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დით ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ნი­მა­ლურ ცვლი­ლე­ბა­საც კი. და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­კუ­თარ თავ­ზე მუდ­მი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ სწო­რად ამო­იც­ნოთ კრი­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი და დრო­უ­ლად ითხო­ვოთ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. თუ ხვდე­ბით, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად უა­რეს­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს.

რა იგუ­ლის­ხმე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ში?

  • უკი­დუ­რე­სი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა არ გაძ­ლევთ მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას
  • გო­ნე­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი და­ბინ­დვა, უჩ­ვე­უ­ლო აგ­ზნე­ბა, გა­მო­ხა­ტუ­ლი მო­უს­ვენ­რო­ბა სხვა სიმპტო­მებ­თან ერ­თად.
  • მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა არ ემორ­ჩი­ლე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას
  • გა­მო­ხა­ტუ­ლი სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა
  • ტკი­ვი­ლი, უჩ­ვე­უ­ლო სიმ­ძი­მის ან მო­ჭე­რის შეგ­რძნე­ბა გულ­მკერ­დის არე­ში. (ტკი­ვი­ლის ხა­სი­ა­თი არ იც­ვლე­ბა სუნ­თქვის ფა­ზებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მოძ­რა­ო­ბი­სას. ტკი­ვი­ლის გა­მოწ­ვე­ვა ან და­ყუ­ჩე­ბა ან ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია შე­ხე­ბით. ტკი­ვი­ლი გა­და­ე­ცე­მა ყვე­და ყბას, კი­სერს, ზემო კი­დუ­რებს, ბე­ჭის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას ან მუც­ლის ზედა კვად­რანტს)
  • უჩ­ვე­უ­ლო ტა­ქი­კარ­დია (აჩ­ქა­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ცე­მა), ნორ­მა­ლუ­რი გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 100-ს წუთ­ში მცი­რე­დი დატ­ვირ­თვი­სას
  • საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვებს და სი­თხეს ვერ ღე­ბუ­ლობთ კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის სიმპტო­მე­ბის გამო
  • დი­ა­რე­ის და ღე­ბი­ნე­ბის ხში­რი ეპი­ზო­დე­ბი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ჰიდ­რა­ტა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს•
  • ქვე­მო კი­დუ­რე­ბის ასი­მეტ­რი­უ­ლი შე­შუ­პე­ბა (ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ქვე­და კი­დუ­რე­ბის ღრმა ვე­ნე­ბის თრომ­ბო­ზი უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს)
  • სუნ­თქვის გა­მო­ხა­ტუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა

რო­გორ შე­ვა­ფა­სოთ სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა?

  • ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხდე­ბა უჩ­ვე­უ­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბის გამო
  • სუნ­თქავთ უფრო ჩქა­რა და მძი­მედ, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ (სუნ­თქვის სიხ­ში­რე მოზ­რდი­ლებ­ში ნორ­მა­ში არ აღე­მა­ტე­ბა 18-20-ს წუთ­ში)
  • ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბა იწ­ვევს თავ­ბრუს­ხვე­ვას
  • ვი­საც პულ­სოქ­სი­მეტრზე მი­გიწ­ვდე­ბათ ხელი, სა­ტუ­რა­ცია ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 95%. თუ სა­ტუ­რა­ცია <92%-ზე, ოთა­ხის ჰა­ერ­ზე ყოფ­ნი­სას, პა­ცი­ენტს ესა­ჭი­რო­ე­ბა სას­წრა­ფო ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია
  • პრო­დუქ­ტი­უ­ლი ხვე­ლა, იგუ­ლის­ხმე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნახ­ვე­ლი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს თან­დარ­თუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი პნევ­მო­ნია. კო­ვიდს უმე­ტე­სად მშრა­ლი ხვე­ლა ახა­სი­ა­თებს
  • ქო­ში­ნი მი­ნი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვი­სას
  • სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის (დისპნეა) ხა­რის­ხე­ბი: მსუ­ბუ­ქი დისპნეა - სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა არ იწ­ვევს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ყო­ველ­დღი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­ზღუდ­ვას და ის გა­მო­ხა­ტუ­ლია მხო­ლოდ უჩ­ვე­უ­ლო დატ­ვირ­თვი­სას, მა­გა­ლი­თად სწრა­ფი სი­ა­რუ­ლის ან ერთი ან ორი სარ­თუ­ლით კი­ბე­ზე ას­ვლი­სას
  • სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის დისპნეა - სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა გი­ზღუ­დავთ ჩვე­უ­ლებ­რივ აქ­ტი­ვო­ბებს (გა­მო­ხა­ტუ­ლია საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას, ვერ ადი­ხართ კი­ბე­ებ­ზე შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შე, ვერ ალა­გებთ სახ­ლს)
  • მძი­მე დისპნეა - სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლია დას­ვე­ნე­ბის დრო­საც, ვერ ახერ­ხებთ მარ­ტივ მოძ­რა­ო­ბებს, მა­გა­ლი­თად ტან­საც­მლის ჩაც­მას

და­ა­ვა­დე­ბის დი­ნა­მი­კის შე­ფა­სე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმის­თვის, გა­ვი­გოთ შეგ­ვიძ­ლია თუ არა მკურ­ნა­ლო­ბის სახ­ლში გაგ­რძე­ლე­ბა, თუ დროა მივ­მარ­თოთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას.

ვინ უნდა მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს ან პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრებს?

  • პა­ცი­ენ­ტებ­მა, რომ­ლებ­საც აღე­ნიშ­ნე­ბათ და­ა­ვა­დე­ბის სწრა­ფი და დრა­მა­ტუ­ლი პროგ­რე­სი­რე­ბა (ზე­მოთ აღ­წე­რი­ლია);
  • პა­ცი­ენ­ტებ­მა, რომ­ლებ­საც თა­ვი­დან­ვე აღე­ნიშ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა ან მენ­ტა­ლუ­რი სტა­ტუ­სის საგ­რძნო­ბი ცვლი­ლე­ბა;
  • პა­ცი­ენ­ტებ­მა, რო­მელ­თა სის­ხლში ჟანგბა­დის შემ­ცვე­ლო­ბა თა­ვი­დან­ვე არ აღე­მა­ტე­ბა 94%-ს (ეს მათ­თვის, ვი­საც ასე­თი მო­ნი­ტო­რინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს);
  • პა­ცი­ენ­ტებ­მა მა­ღა­ლი რის­კის ფაქ­ტო­რე­ბით.

ვინ უნდა მი­მარ­თოს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრებს („ემერ­ჯენ­სი“)?

  • პა­ცი­ენ­ტებ­მა სუნ­თქვის მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბით (მკვეთ­რად გაზ­რდი­ლი სუნ­თქვის სიხ­ში­რე და მძი­მე, ზე­და­პი­რუ­ლი სუნ­თქვა, დე­ტა­ლე­ბი იხი­ლეთ ზე­მოთ)
  • ლე­თარ­გია, ძი­ლად მი­ვარ­დნა, გო­ნე­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი და­ბინ­დვა
  • გა­მო­ხა­ტუ­ლი მწვა­ვე კო­რო­ნა­რუ­ლი ან გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, თუნ­დაც მსუ­ბუ­ქი კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­სურ­ვე­ლია მი­მარ­თოთ თქვენს პი­რად ექიმს. მას, ვინც პა­ცი­ენ­ტის ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას კარ­გად იც­ნობს, სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს ად­ვი­ლად ამო­იც­ნოს სა­ში­ში სიმპტო­მე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ვი­ნა­ი­დან და­ა­ვა­დე­ბის­გან სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის დაც­ვა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პან­დე­მი­ის ეფექ­ტუ­რი მარ­თვი­სათ­ვის, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ან სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ასეთ დროს მთელს მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია.

მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა:

ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცია და ან­ტით­რომ­ბო­ტუ­ლი თე­რა­პია: არაჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ას ან ან­ტით­რომ­ბო­ცი­ტულ მკურ­ნა­ლო­ბას არ სა­ჭი­რო­ე­ბენ!!! ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ა­სა და ან­ტით­რომ­ბო­ცი­ტულ მკურ­ნა­ლო­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ას­პი­რი­ნი (იგი­ვე კარ­დი­ო­მაგ­ნი­ლი), აპიქ­სა­ბა­ნი, ქსა­რელ­ტო, კუ­მა­დი­ნი, და­ბალ­მო­ლე­კუ­ლუ­რი ჰე­პა­რი­ნი (სა­ვა­რა­უ­დო და­სა­ხე­ლე­ბე­ბია: კლექ­სა­ნი, ლო­ვე­ნოქ­სი, ენოქ­სი­პა­რი­ნი, ფონ­და­პა­რი­ნუქ­სი... სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა უამ­რა­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს).

გთხოვთ ნუ მი­ი­ღებთ ამ პრე­პა­რა­ტებს ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე, გან­სა­კუთ­რე­ბით სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლე­ბი! ასე შე­იძ­ლე­ბა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოთ, რაც ისე­დაც ურ­თუ­ლეს კო­ვიდ-ინ­ფექ­ცი­ის კლი­ნი­კურ კურსს გან­სა­კუთ­რე­ბით და­ამ­ძი­მებს.

არა­მიზ­ნობ­რი­ვი ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ის სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბია: თა­ვის ტვი­ნის ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ინ­სულ­ტი, სის­ხლდე­ნე­ბი ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია სის­ხლდე­ნა კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მი­დან. ეს პრე­პა­რა­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია მათ­თვის, ვი­საც სპე­ცი­ფი­უ­რი სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. თუ თქვენ ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით უკვე იღებთ რო­მე­ლი­მე ამ ჯგუ­ფის პრე­პა­რატს, მათი შე­წყვე­ტა ექი­მის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბა! კო­ვიდ-ინ­ფექ­ცი­ი­სას მათი შე­წყვე­ტა არ შე­იძ­ლე­ბა, თუ ამის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს სის­ხლდე­ნის რის­კის გამო. კო­ვიდ-ინ­ფექ­ცია თა­ვის­თა­ვად არ ზრდის სის­ხლდე­ნის რისკს, თუ თქვენ ქრო­ნი­კუ­ლად არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბით რა­ი­მე სპე­ცი­ფი­კურ ჯგუფს. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის თრომ­ბომ­ბო­ფი­ლი­ებ­სა თუ სის­ხლის შე­დე­დე­ბის თან­და­ყო­ლილ ან შე­ძე­ნილ პრობ­ლე­მებს, სამ­წუ­ხა­როდ, არ არ­სე­ბობს სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვე­ბი ამ რისკ-ჯგუ­ფებ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ზუს­ტი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც. ყო­ველ ამ­გვარ შემ­თხვე­ვას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა და ის უნდა გა­და­წყდეს ექი­მის და პა­ცი­ენ­ტის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით.

სტე­რო­ი­დე­ბი: ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი და ჰიდ­რო­კორ­ტი­ზო­ნი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, და­დე­ბი­თი შე­დე­გი ამ პრე­პა­რა­ტე­ბით მი­ღე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ მძი­მე, ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ, ჟანგბად­ზე და­მო­კი­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში. ცი­ვი­ლი­ზი­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, ისი­ნი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბი­ან მსუ­ბუ­ქი და­ა­ვა­დე­ბის სა­მარ­თა­ვად, მი­თუ­მე­ტეს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. მე­ტიც, არ­სე­ბობს ლო­გი­კუ­რი ეჭვი, რომ სტე­რო­ი­დე­ბის ნა­ად­რევ­მა, არა­მიზ­ნობ­რივ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­უ­ა­რე­სოს და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. ასე­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, სტე­რო­ი­დე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ­მა და არას­წო­რი დო­ზე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­უ­წყოს კუჭ­ნაწ­ლა­ვის სის­ხლდე­ნის გან­ვი­თა­რე­ბას.

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი: ნუ მი­ი­ღებთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე! კო­ვი­დი არ არის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია. ის ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და მას­ზე ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი გავ­ლე­ნას ვერ ახ­დე­ნენ. ან­ტი­ბი­ო­ტი­კი გვჭირ­დე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კო­ვიდ და­ა­ვა­დე­ბა რთულ­დე­ბა თან­დარ­თუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი პნევ­მო­ნი­ით ან სხვა სის­ტე­მის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით. მსგავ­სი გარ­თუ­ლე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას კლი­ნი­კურ­თან ერ­თად ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი სჭირ­დე­ბა. იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში, ექიმს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ჩარ­თვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე, კლი­ნი­კურ სუ­რათ­ზე და პა­ცი­ენ­ტის წარ­სუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თქვე­ნით მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მი­ი­ღოთ!

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლო­ბი­სას და­ცუ­ლი იყოს ადექ­ვა­ტუ­რი დო­ზე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბის სწო­რი ხან­გრძლი­ვო­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ხელს შე­უ­წობთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი შტა­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ეს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას შე­უქ­მნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იცო­დეთ, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მა­ღა­ლი ალერ­გი­უ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს თან­დარ­თუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა­ზე; მე­ტიც, შე­უძ­ლია და­ამ­ძი­მოს ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბით.

რემ­დე­სე­ვი­რი, პლაზ­მა, მო­ნოკ­ლო­ნა­ლუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი: არც ერთი მათ­გა­ნი არაჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ, მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ვი­ტა­მი­ნე­ბი: არ არ­სე­ბობს კვლე­ვა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ‘’ც’’ ვი­ტა­მი­ნის ან მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას კო­ვიდ-ინ­ფექ­ცი­ის მკურ­ნა­ლო­ბა­ში. არ­სე­ბობს შე­და­რე­ბით სუს­ტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ‘’დ’’ ვი­ტა­მი­ნის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი კო­ვიდ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 80%-ს აღე­ნიშ­ნე­ბო­და ‘’დ’’ ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი. თუმ­ცა, ამ პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბის კავ­შირ­ზე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას­თან ან სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას­თან ამ­ჟა­მა­დაც არა­ფე­რი ვი­ცით. ცხა­დია, თუ თქვენ უკვე იღებთ „დ“ ვი­ტა­მინს ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ, უნდა გა­აგ­რძე­ლოთ. იგი­ვე ეხე­ბა ნე­ბის­მი­ერ სხვა ვი­ტა­მინ­საც.

მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი: არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა თუ­თი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლ­ზე კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის მარ­თვა­ში. ამ­დე­ნად, თუ­თი­ის მი­ღე­ბას თქვენ­თვის მხო­ლოდ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სარ­გებ­ლო­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია.

მა­რი­ხუ­ა­ნა: არ არ­სე­ბობს და­მა­ჯე­რე­ბე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ი­სას. ექ­სპე­რი­მენ­ტებს ნუ ჩა­ი­ტა­რებთ სა­კუ­თარ თავ­ზე. მე­ტიც, ფსი­ქი­კუ­რი სტა­ტუ­სის ზუს­ტი, ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ფა­სე­ბა აბ­სო­ლი­ტუ­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბამ კი შე­იძ­ლე­ბა ეს გა­არ­თუ­ლოს.

რის­კის ჯგუ­ფე­ბის შე­ფა­სე­ბა

მა­ღა­ლი რის­კი არ გუ­ლის­ხმობს, რომ თქვენ უფრო ად­ვი­ლად მიმ­ღე­ბი ხართ კო­ვიდ-ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ. ის მხო­ლოდ და­ა­ვა­დე­ბის უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პროგ­ნო­ზულ ფაქ­ტო­რად ით­ვლე­ბა.

მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფის პა­ცი­ენ­ტე­ბი თა­ვი­დან­ვე მეტ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ. პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე, ასეთ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თონ ექიმს. შე­საძ­ლე­ბე­ლია მათი ად­რე­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­აც მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყოს, რად­გან მა­ღა­ლი რის­კის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც და­ა­ვა­დე­ბის შე­და­რე­ბით მძი­მე ფორ­მა აღე­ნიშ­ნე­ბათ, დი­ნა­მი­კა­ში ყუ­რა­დღე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ.

რის­კის კრი­ტე­რი­უ­მე­ბია:

  • ასა­კი >65 წელ­ზე
  • მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი
  • იმუ­ნო­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა შიდსი, სტე­რო­ი­დე­ბით ქრო­ნი­კუ­ლი თე­რა­პია, თან­და­ყო­ლი­ლი იმო­ნო­დე­ფი­ცი­ტე­ბი
  • ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ას­თმა, ფილ­ტვის ფიბ­რო­ზი, ცის­ტი­კუ­რი ფიბ­რო­ზი
  • კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ჰი­პერ­ტენ­ზია გან­სა­კუთ­რე­ბით
  • ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი
  • სიმ­სუქ­ნე (სიმ­სუქ­ნის ხა­რის­ხი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მუ­ლით იან­გა­რი­შე­ბა სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი = წონა კი­ლოგ­რა­მებ­ში/სი­მაღ­ლე სან­ტი­მეტ­რებ­ში აყ­ვა­ნი­ლი კვად­რატ­ში. ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის ინ­დექ­სი მერ­ყე­ობს 18.5 - 24.9, 25 - 29.9 ით­ვე­ლე­ბა ზედ­მეტ წო­ნად, 30 - 34.9 პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის სიმ­სუქ­ნე, 35 - 39.9 მე­ო­რე ხა­რის­ხის სიმ­სუქ­ნე, >40 მე­სა­მე ხა­რის­ხის სიმ­სუქ­ნე)
  • შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი
  • თირკმლის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა
  • ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა
  • ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი
  • ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­მენ­ცია
  • სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა თა­ლა­სე­მია (up-to-date ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პლატ­ფორ­მა­ზე დაყ­რდნო­ბით ის ით­ვლე­ბა რის­კის ფაქ­ტო­რად), ნამ­გლი­სე­ბუ­რი ანე­მია

ვის სჭირ­დე­ბა გუმ­კერ­დის რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი ან კომ­პი­უ­ტე­რულ-ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვა?

სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნეს, თვით ასიმპტო­მა­ტუ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბიც რომ გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მათ ნა­ხე­ვარ­ზე მეტს ფილ­ტვე­ბის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. თუმ­ცა, ეს რა­ი­მე ტი­პის სპე­ცი­ფი­ურ მკურ­ნა­ლო­ბას არ სა­ჭი­რო­ებს. მკურ­ნა­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას კლი­ნი­კუ­რი, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და კვლე­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ჯა­მე­ბის შე­დე­გად გან­ვსა­ზღვრავთ. რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა სა­წყის ეტაპ­ზე, მსუ­ბუ­ქად და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს არ სჭირ­დე­ბათ! თუ და­ა­ვა­დე­ბა მძიმ­დე­ბა და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მხო­ლოდ მა­შინ ხდე­ბა სა­ჭი­რო - გა­ნი­სა­ზღვროს და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხი. რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო არ არის; ის მცი­რედ დას­ხი­ვე­ბას იწ­ვევს, ამი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე.1

ვის სჭირ­დე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ბი­ნა­ზე ჩა­ტა­რე­ბა?

ასე­თი კვლე­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ ექიმ­მა უნდა გა­და­წყვი­ტოს. პა­ცი­ენ­ტმა თუნ­დაც ჩა­ი­ტა­როს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ტეს­ტე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მიერ შე­დე­გე­ბის სწო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის გა­რე­შე მათ კლი­ნი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ვერ ექ­ნე­ბათ. არა­მიზ­ნობ­რი­ვი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბით მხო­ლოდ გა­არ­თუ­ლებთ იმ ადა­მი­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ვი­საც მარ­თლა სჭირ­დე­ბა მათი დრო­უ­ლი ჩა­ტა­რე­ბა და ვერ ახერ­ხე­ბენ რი­გე­ბის გამო.

პოსტ-კო­ვიდ პე­რი­ო­დის სირ­თუ­ლე­ე­ბი

გვახ­სოვ­დეს, კო­ვი­დი ხანგძლი­ვად მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბაა და სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას კვი­რე­ბი, ზოგ­ჯერ თვე­ე­ბიც სჭირ­დე­ბა.

პოსტ-კო­ვიდ პე­რი­ო­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ძლი­ე­რი სი­სუს­ტე, დეპ­რე­სია, ში­შე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შიში; სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა (იმის მი­ხედ­ვით რა სიმ­ძი­მის და­ა­ვა­დე­ბას­თან გვქონ­და საქ­მე), მსუ­ბუ­ქი ტკი­ვი­ლე­ბი გულ­მკერ­დის არე­ში. თუ ეს სიმპტო­მე­ბი პოსტ-კო­ვიდ პე­რი­ოდ­ში არ ღრმავ­დე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბულ დის­კომ­ფორ­ტს არ გიქ­მნით, არ უნდა გახ­დნენ პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი.

ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტ­მში დაბ­რუ­ნე­ბა ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. გა­ა­ტა­რეთ მეტი დრო მზე­ზე, ღია სივ­რცე­ში (აი­ვა­ნი, პარ­კი, სო­ფე­ლი, უბ­რა­ლოდ ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბა). ეცა­დეთ იმოძ­რა­ოთ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. მოძ­რა­ო­ბა, ვარ­ჯი­ში, სე­ირ­ნო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზო­მი­ე­რად, ისე, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულ დის­კომ­ფორ­ტს არ გიქ­მნი­დეთ. თან­და­თან გა­ზარ­დეთ დატ­ვირ­თვა და სა­ბო­ლო­ოდ აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებთ ძა­ლე­ბის სრულ აღ­დგე­ნას.

პოსტ-კო­ვიდ სინ­დრო­მის სა­მარ­თა­ვად სპე­ცი­ფი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სა­ჭი­რო არ არის, თუ სიმპტო­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ დის­კომ­ფორ­ტს არ შე­ი­ცავს. მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის დეპ­რე­სია მა­ლე­ვე გა­ივ­ლის, რო­გორც კი ფი­ზი­კუ­რად გა­ჯან­საღ­დე­ბით. მსუ­ბუ­ქი ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ან იოგა ამის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

  • ამა­ვე დროს, გახ­სოვ­დეთკო­ვიდს ახა­სი­ა­თებს სხვა­დას­ხვა მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი და არ აგე­რი­ოთ ისი­ნი პოსტ-კო­ვიდ სინ­დრომ­ში. მათი ამოც­ნო­ბა ხში­რად ად­ვი­ლი არ არის და მცი­რე­დი გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი მი­მარ­თეთ პი­რად ექიმს.
  • გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან 4 კვი­რის ვა­და­ში სა­სურ­ვე­ლია გა­ი­ა­როთ ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია გა­ურ­თუ­ლე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში. მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბი­სას ექიმ­თან ვი­ზი­ტი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან 2 კვი­რის ფარ­გლებ­ში.

იზო­ლა­ცი­ი­დან გა­მოს­ვლის წე­სე­ბი:

  • მი­ნი­მუმ 10 დღე პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან უნდა იმ­ყო­ფე­ბო­დეთ იზო­ლა­ცი­ა­ში.
  • იზო­ლა­ცი­ის მო­სახ­სნე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბოლო 48 სა­ა­თი იყოს უსიმპტო­მო, ყო­ველ­გვა­რი სი­ცხის დამ­წე­ვის მოხ­მა­რე­ბის გა­რე­შე. იგუ­ლის­ხმე­ბა მე­ა­თე დღემ­დე ბოლო 48 სა­ა­თი. თუ ცხე­ლე­ბა უფრო ხან­გრძლი­ვად გრძელ­დე­ბა, იზო­ლა­ცი­ა­ში რჩე­ბით მა­ნამ, სა­ნამ უსი­ცხო 48 სა­ა­თი­ან პე­რი­ოდს არ გა­და­ლა­ხავთ.
  • გან­მე­ო­რე­ბი­თი ტეს­ტი იზო­ლა­ცი­ის მო­სახ­სნე­ლად სა­ჭი­რო არ არის. ტეს­ტი შე­იძ­ლე­ბა დიდი ხნით დარ­ჩეს და­დე­ბი­თი, პა­ცი­ენ­ტი კი გა­დამ­დე­ბი აღარ იყოს. ტეს­ტის და­დე­ბი­თო­ბას ვირუ­სის რნმ-ის ნარ­ჩე­ნე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ და ასე­თი ნარ­ჩე­ნე­ბი და­ა­ვა­დე­ბას ვერ გა­მო­იწ­ვე­ვენ. გან­მე­ო­რე­ბით ტეს­ტი­რე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ მხო­ლოდ ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, ვინც ჰოს­პიტ­ლი­დან სპე­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ში ეწე­რე­ბი­ან, მა­გა­ლი­თად, მო­ხუც­თა სახ­ლებ­ში ან სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრებ­ში.

იმუ­ნუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ ჯე­რაც არ ვფლობთ ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში 3-6 თვე ნარ­ჩუნ­დე­ბა. ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტში არც გა­მო­მუ­შავ­დე­ბა. თუმ­ცა იმუ­ნი­ტეტს ამ შემ­თხვე­ვა­ში სხვა კომ­პო­ნენ­ტიც გა­ნა­პი­რო­ბებს "T" ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის სა­ხით. ამ­გვა­რი იმუ­ნი­ტე­ტიც პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით იგი­ვე ხანგძლი­ვო­ბი­საა. უკვე გვქო­და რე­ინ­პი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. ხე­ლა­ხა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბა აღ­წე­რი­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც და ის და­ფიქ­სირ­და მა­ი­მო­ნი­დის ჰოს­პი­ტალ­შიც. ამ­დე­ნად, და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნა, სამ­წუ­ხა­როდ, არ ნიშ­ნავს უსაფრ­თხო­ე­ბას.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი:

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ მი­ე­ცეთ სა­სო­წარ­კვე­თას. კო­ვი­დი რთუ­ლი, კომ­პლექ­სუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, ად­ვი­ლად გავ­რცე­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლით, თუმ­ცა სწო­რი მარ­თვის პი­რო­ბებ­ში გა­მო­სა­ვა­ლი სა­ი­მე­დოა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 80%-ს და­ა­ვა­დე­ბა უსიმპტო­მოდ ან ძა­ლი­ან მსუ­ბუქ ფორ­მა­ში გა­და­აქვს. და­ნარ­ჩე­ნი 20%-დან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მხო­ლოდ მცი­რე ნა­წილს სჭირ­დე­ბა და იმ მცი­რე ნა­წი­ლის მხო­ლოდ 5%-ში მიმ­დი­ნა­რე­ობს კო­ვი­დი კრი­ტი­კუ­ლად. უმ­ძი­მე­სი პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნაც ხში­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია. წარ­მა­ტე­ბის­თვის ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვიშ­რო­მოთ და ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად მივსდი­ოთ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა რჩე­ვებს. მხო­ლოდ ექი­მე­ბი პან­დე­მი­ას ვერ მარ­თა­ვენ. პან­დე­მი­ის მარ­თვის მთა­ვა­რი ბერ­კე­ტე­ბი თქვენს ხელ­შია, ჩვე­ნო ძვირ­ფა­სო ადა­მი­ა­ნე­ბო. მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ე­ცა­ნით პრო­ფე­სი­უ­ლი წყა­რო­ე­ბით მო­წო­დე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

ეცა­დეთ არ ენ­დოთ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს. ცოდ­ნა ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ია­რა­ღია ნე­ბის­მი­ერ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბის­თვის. იყა­ვით მშვი­დად. სულ რამ­დე­ნი­მე თვით ყვე­ლას ერ­თად მოგ­ვი­წევს ახალ რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა. თუ ყვე­ლა­ნი და­ვი­ცავთ პრე­ვენ­ცი­ის წე­სებს, აღარ დაგ­ვჭირ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის გა­ჩე­რე­ბა. წე­სე­ბის დაც­ვით სამ­სა­ხუ­რებ­შიც ვივ­ლით, სკო­ლა­შიც და ერ­თმა­ნეთ­თა­ნაც. ჯან­მრთე­ლო­ბას და სიმ­შვი­დეს გი­სურ­ვებთ.

გვი­გუ­ლეთ თქვენს გვერ­დით ამ რთულ დროს. პა­ტი­ვის­ცე­მით Nana Gegetchkori და Zurab Guruli".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
x
0

დიდი მადლობა, ქალბატონო ნანა. ყველა რომ ქვენსავით ზრუბნავდეს თავის თანამემამულეებზე

ვახო
0

უღრმესი მადლობა.

ყველასთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და რაც მთავარია სრულყოფილად და მარტივად აღსაქმელი ფორმით არის გადმოცემული.

ღირსეული ადამიანების გულიანი ნამუშევარია.

ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ სახლში დარჩენილებმა, Covid 19-ის სწორი მკურნალობისთვის - დეტალური ინსტრუქცია აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმისგან

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ სახლში დარჩენილებმა, Covid 19-ის სწორი მკურნალობისთვის - დეტალური ინსტრუქცია აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმისგან

აშშ-ში მომუშავე ქართვლი ექიმი ნანა გეგეჭკორი (ბრუკლინში მდებარე Maimonides-ის სამედიცინო ცენტრი) სოციალურ ქსელში იმ ინსტრუქციას გვიზიარებს, რომელიც უნდა ვიცოდეთ სახლში დარჩენილებმა, კოვიდის მშვიდად და ადექვატურად სამართავად:

"რამდენიმე კვირის წინ დავბრუნდი "ფეისბუკზე", რათა მცირედით შევწეოდი იმ ადამიანებს, ვისაც სახლში მოუწევს კოვიდთან ბრძოლა. მე და Zurab Guruli - მა ვცადეთ სხვადასხვა ფორმით მიგვეწვდინა ხმა მათთვის, ვისაც ექიმის კონსულტაციაზე ხელი არ მიუწვდება. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი შემთხვევები იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით.

ჩვენმა პოსტებმა, ვირტუალურმა ლექციებმა, ტელევიზიებისა და ჟურნალების მიერ ანიმაციებად თუ სტატიებად აკინძულმა რეკომენდაციებმა ნახვებით და გაზიარებებით თითქმის ნახევარი მილიონი მნახველი მოიცვა. უწყვეტად ვპასუხობთ პირად ფოსტაში გამოგზავნილ შეკითხვებს ყოველდღიურად, მაგრამ წერილები არ წყდება...

სამწუხაროდ არც ერთს არ გვაქვს იმის ფიზიკური შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გავუწიოთ კონსულტაცია ყველა მსურველს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, განვაახლოთ პირველი ინსტრუქცია იმ კითხვებზე დაყრდნობით, რომლებსაც ყველაზე ხშირად გვისვამთ.

ვრცელი პოსტი გამოვა, მაგრამ შევეცდებით მოვიცვათ თითქმის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ სახლში დარჩენილებმა, კოვიდის მშვიდად და ადექვატურად სამართავად.

უამრავი წერილი მოგვდის ოკუპირებული აფხაზეთიდანაც. დახმარების გარეშე დარჩენილნი შველას ითხოვენ ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ. სამწუხაროდ, არ წყდება ღვარძლიანი, ბოროტი თავდასხმები და პირადი შეურაცხყოფები პოლიტიკური და პირადი მიზეზებით ანგაჟირებული ადამიანებისაგან, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთული დიასპორებიდან, მაგრამ მათი დაუღალავი ძალისხმევის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ პროფესიული და ადამიანური მოვალეობის შესრულებას.

ყველაფერი, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, ეყრდნობა ამ დროისათვის ხელმისაწვდომი, მეცნიერული კვლევებით გამყარებულ ფაქტებს და ჩვენს პირად გამოცდილებას, როგორც ექიმებისას და როგორც კოვიდ გადატანილი პაციენტებისას (მათ შორის ნიღბის ტარების აუცილებლობაც სამეცნიერო კვლევებით არის გამყარებული).

მეც და ზურაც ვიყავით ინფიცირებული და ორივემ გადავიტანეთ კოვიდი საკმაოდ რთული ფორმით

ჩვენი ძალისხმევა, დავეხმაროთ სახლში დარჩენილ ადამიანებს, არანაირად არ აკნინებს ქართველი ექიმების თავდადებულ მუშაობას; მხოლოდ მცდელობაა უმძიმეს დატვირთვაში ხელის შეშველებისა.

საქართველოს ჰყავს არაჩვეულებრივი ინტელექტუალური პოტენციალი გამოცდილი ექიმების სახით. საკუთარი ოჯახის წევრები მათ იმედად გვეგულება საქართველოში.

ფეისბუქის ეს ჩანაწერი არ წარმოადგენს პროფესიული სამედიცინო რჩევის, დიაგნოზის ან მკურნალობის შემცვლელს. ინფორმაცია, რომელიც ამ პოსტშია მოცემული, არის მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათის

თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის გადაუდებელი ან ქრონიკული სამედიცინო პრობლემა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, ან თქვენს პირად ექიმს!

პრევენცია

  • ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა. კოვიდი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, რაც გულისხმობს მის გავრცელებას როგორც ვირუსის შემცველი წვეთების პირდაპირი მოხვედრით ადამიანიდან ადამიანზე, ასევე ჰაერში გაბნეული აეროზოლების შესუნთქვას. თუ თქვენ სწორად ხმარობთ ნიღაბს, დაიცავთ თავს ვირუსიანი აეროზოლების შესუნთქვისგან ან სასუნთქ გზებში მათი პირდაპირი მოხვედრისგან. კრიტიკულად აუცილებელია (სავალდებულოა!) ნიღაბის ტარება ინფიცირებული ადამიანისთვის. მხოლოდ ამ გზით და დისტანციის შეგნებული შენარჩუნებით დაიცავთ გარშემომყოფებს თქვენს მიერ გამოტყორცნილი წვეთების შესუნთქვისაგან.
  • კრიტიკულად აუცილებელია ნიღაბის სწორი ტარება; იგი უნდა ფარავდეს ცხვირსაც და პირის ღრუსაც; მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის იყოს სუფთა. ნიღაბი შეგიძლიათ დაამზადოთ სახლის პირობებში, რამდენიმე ფენად გაკეცილი მარლის ან მიტკლისგან. იქონიეთ რამდენიმე ნიღაბი და ყოველდღე რეცხეთ საპნით ან სხვა სარეცხი საშუალებით. თუ ნიღაბს ჩანთაში ან ჯიბეში ინახავთ, მასთან ერთად ინახავთ ვირუსებსაც. დაინფიცირებული ნიღბის მრავალჯერადად, გაურეცხავად ტარება აზრს მოკლებულია. მეტიც, ის შეიძლება გახდეს კიდეც თქვენი დაინფიცირების წყარო. სასურველია ქაღალდის პარკში იქონიოთ რამდენიმე ნიღაბი და იცვალოთ დღის განმავლობაში, საღამოს კი გარეცხოთ და მეორე დღისთვის მოამზადოთ.
  • დისტანცია - მხოლოდ ნიღაბი ვერ დაგიცავთ დავირუსებული წვეთების სახეზე ან თვალში მოხვედრისგან; ამიტომ ნიღაბის ტარებასთან ერთად აუცილებლად უნდა იქნეს დაცული მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია.
  • ჰიგიენა - დაავადების გადატანა შესაძლებელია დაბინძურებული ზედაპირებიდანაც. ვირუსის ამ გზით თვალში ან სასუნთქ გზებში მოხვედრისგან დაგიცავთ ხელების ხშირი ბანა საპნით და გამდინარე წყლით, ან გასტერილება სპირტის ბაზაზე დამზადებული საშუალებებით.
  • პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ასევე დროის მაქსიმალურად გატარება ღია სივრცეებში. დახურულ სივრცეში ვირუსის შემცველი ნაწილაკები რამდენიმე საათი რჩებიან აეროზოლების მდგომარეობაში და ზრდიან გადაცემის შანსს. თუ არ გაქვთ საშუალება ღია სივრცეში გაატაროთ დღის უმეტესი ნაწილი, სახლი მუდმივად ანიავეთ. ასევე გაითვალისწინეთ რომ კონდიცირებულ, მშრალ გარემოში წვეთები ადვილად შრება, რაც აადვილებს მათ აეროზოლიზაციას. ტენიანი გარემო წვეთებს ასველებს, ამძიმებს და ისინი უფრო ნაკლებ დისტანციაზე გაიტყორცნებიან.
  • თუ ოჯახში ან გარემოში, სადაც დიდ დროს ატარებთ, გიწევთ სარისკო ჯგუფების ადამიანებთან კონტაქტი, ეცადეთ მკაცრად დაიცვათ ზემოთ მოყვანილი ყველა წესი. სამწუხაროდ, დროებით ოჯახის წევრებთანაც დისტანციის დაცვა მოგვიწევს.
  • მოკლედ, თავის დასაცავად აუცილებელია სწორად მორგებული, სუფთა ნიღაბი, დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი, პირადი ჰიგიენა, დროის მაქსიმალური ნაწილის ღია სივრცეში გატარება, დახურული სივრცის ხშირად განიავება და ადექვატური დატენიანება.

როგორ ამოვიცნოთ კოვიდ-ინფექცია?

  • კოვიდ-ინფექციის ინკუბაციური პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და მოიცავს 14 დღეს ინფიცირებულთან კონტაქტიდან. უმეტეს შემთხვევებში პაციენტი სიმპტომატური ხდება მეხუთე, მეექვსე დღეს.
  • ყველაზე ხშირად კოვიდი პნევმონიისთვის (ფილტვების ანთება) დამახასიათებელი სიმპტომებით იწყება: ცხელება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ორმხრივი ინფილტრატები რენტგენსა თუ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ არანაკლები სიხშირით გვხვდება ზედა სასუნთქი გზების დააავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: გამოხატული სიმშრალე ზედა სასუნთქ გზებში, ყელის ტკივილი, უსიამოვნო წვის შეგრძნება გულმკერდის არეში, კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილი მთელ სხეულზე; დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ყნოსვის და გემოს სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა, თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, იშვიათად სურდო და ცრემლდენა, თავბრუსხვევა, წონასწორობის მოშლა სიარულისას, ძილის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, შფოთვა და გამოხატული შიშები, გონების დაბინდვა, პარესთეზიები (დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება სხეულზე), ზოგადი სისუსტე, კონიუქტივიტი (თვალის თეთრი გარსის ანთება), კანის დაზიანებები; კერძოდ სხვადასხვა ტიპის გამონაყარი. განსაკუთრებით სპეციფიურია მოწითალო-მოიისფრო გამონაყარი ფეხის და ხელის თითებზე.
  • ხშირად კოვიდის მანიფესტაცია შეიძლება დაიწყოს უკვე არსებული ქრონიკული დაავადების გამწვავებით. არ არის აუცილებელი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ერთდროულად აღინიშნებოდეს. შეიძლება დაავადება დაიწყოს მხოლოდ ერთი სიმპტომით. სიმძიმის ხარისხი განისაზღვრება სიმპტომების კომბინაციით, ან მათი სიმძიმის ხარისხით.
  • დაავადების მიმდინარეობა საშუალოდ 14 დღეს მოიცავს. არის შემთხვევები, როცა ერთეული სიმპტომები კვირეების განმავლობაში ნარჩუნდება.
  • კოვიდ ინფექციისთვის დამახასიათებელია სწრაფი დინამიკა, მძიმდება ძალიან მოკლე ვადებში და მკვეთრად. შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისას, ხშირად კრიტიკულია მეშვიდე-მეათე დღეების შუალედი. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ვადები გასაშუალოებულია, ანუ, არიან პაციენტები, ვისაც პირდაპირ მძიმე ფორმით გამოუვლინდება დაავადება ან დაუმძიმდება მეათე დღეზე გვიან.

გრიპი თუ კოვიდი?

სეზონური ვირუსული ინფექციების პერიოდი დაიწყო. ხშირად გაგიჭირდებათ გარჩევა - რომელ ვირუსულ დაავადებასთან გაქვთ საქმე. თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომები აღგენიშნებათ, ოქროს წესია მოიქცეთ ისე, თითქოს საქმე გაქვთ კოვიდ-ინფექციასთან, სანამ კვლევებით გამორიცხავთ. ტესტირებით ამის დამტკიცების აუცილებლობა არ არის აუცილებელი ყველა შემთხვევაში. არც ამის მატერიალური საშუალება აქვს ყველას. ასეთ დროს იზოლაციის წესების სრულად დაცვა კრიტიკულად აუცილებელია. მხოლოდ ასე დაიცავთ გარშემომყოფებს ინფიცირებისგან.

როგორ ვიქცევით, თუ კოვიდ-ინფექციის სიმპტომები გამოგვივლინდა?

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ყველა დაავადებული ტესტირებას ან ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს! ტესტირება კრიტიკულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის არსებითად ცვლის მკურნალობის ან ქცევის ტაქტიკას. მსუბუქად მიმდინარე დაავადებას სახლის პირობებში სპეციფიური მკურნალობა არ სჭირდება. შესაბამისად, სახლში დარჩენილების ტესტირება მხოლოდ გამცნობთ, რომ თქვენ ნამდვილად კოვიდ-ინფიცირებული ხართ და მეტს არაფერს ცვლის.

კიდევ ერთხელ, მსუბუქად ან სულაც ასიმპტომატურად დაავადებული არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან სპეციფიურ მკურნალობას! ასე დაიცავთ თავს ახალი ინფექციისგან და დაიცავთ ჯანდაცვის სისტემას გადატვირთვისგან! ჯანდაცვის სისტემის არამიზნობრივი გადატვირთვა გაზრდის სიკვდილიანობას კრიტიკულ პაციენტებში, გამოიწვევს სამედიცინო პერსონალის გამოფიტვას და დაინფიცირების მაღალ მაჩვენებელს.

ცხადია ეს არ გულისხმობს, რომ თავი უნდა მოარიდოთ სამედიცინო დაწესებულებებებს და არ ითხოვოთ დახმარება მაშინ, როცა ის აუცილებელია!

თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ. კრიტიკულად აუცილებელია გვესმოდეს, რომ არასათანადო მკურნალობამ შეიძლება სერიოზულად დაგაზიანოთ.

უსიმპტომო და მსუბუქ ფორმებს, რისკების არქონის შემთხვევაში, არ სჭირდება არც ანტიბიოტიკი და არც ეგრეთ წოდებული "სისხლის გამათხელებლები"

აუცილებელია იზოლაცია მინიმუმ 10 დღით, ან მანამ, სანამ ტემპერატურა ნორმალურს აღემატება. ამერიკული სტანდარტების მიხედვით, ნორმალურ ტემპერატურად კოვიდ-ინფიცირებულისთვის ითვლება < 37C.

მკურნალობა კი მხოლოდ სიმპტომატიური გჭირდებათ.

რას გულისხმობს სიმპტომატიური მკურნალობა?

  • სიცხის დამწევი, ტკივილდამაყუჩებელი (ასეთად შეიძლება პარაცეტამოლის, ტალინოლის, იბუპროფენის, ნუროფენის ან ამ ჯგუფებიდან სხვა დასახელების პრეპარატების გამოყენება), საკმარისი რაოდენობით ნებისმიერი, არატკბილი სითხე (თბილი, ცივი ორივე სასარგებლოა; არ არის საჭირო ქაფქაფა ცხელი).
  • დაიწყეთ სიმპტომების აღრიცხვა. დღეში რამდენჯერმე გაიზომეთ სიცხე, თუ საშუალება გაქვთ არტერიული წნევა, გულისცემის და სუნთქვის სიხშირე. სასურველია იქონიოთ პულსოქსიმეტრი. თუ ხელი არ მიგიწვდებათ, არ იდარდოთ, ამის გარეშეც გახვალთ ფონს.
  • ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა. უმარტივესია ბუშტის გაბერვა დღეში რამდენჯერმე. თუ სპირომეტრზე მიგიწვდებათ ხელი, ეს ვარჯიში უფრო სახალისო ხდება. სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება. ვარჯიშის მთავარი პრინციპია მაქსიმალურად დიდი მოცულობის ჰაერის ჩასუნთქვა და და ნელი, გახანგრძლივებული ამოსუნთქვა, მოკუმული ტუჩებით წინააღმდეგობის შექმნით. ეს დაეხმარება თქვენს ფილტვებს, რომ ყველა ალვეოლა საკმარისად გაიშალოს და მაქსიმალური რაოდენობის ჟანგბადი გაიცვალოს კაპილარულ ქსელში.
  • თუ დაავადება სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობს, სასარგებლოა პირჩაღმა (მუცელზე) ძილი/წოლა. ცხადია, ეს წესი არ ეხებათ ჭარბწონიან ადამიანებს, რადგან მათში პირჩაღმა წოლა დიაფრაგმის (მნიშვნელოვანი სასუნთქი კუნთის) მაღლა დგომას უწყობს ხელს და ამცირებს გულმკერდის ღრუს მოცულობას; შესაბამისად აუარესებს ფოლტვების გაშლის შესაძლებლობას.
  • იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ. ბევრს არც ეზო აქვს და არც სოფელი, ამიტომ ოთახში მოუწევს სიარული. გაითვალისწინეთ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან, ასევე გააუმჯობესებს სუნთქვას და ზოგად განწყობას. მოძრაობა დაგიცავთ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემთხვევაში დეკონდიცირებისგან, რაც კუნთების ზედმეტი მოდუნებით ხასიათდება და ისედაც მძიმე ზოგადი სისუსტე უფრო გამოხატული ხდება. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანებს ხშირად უჭირთ მოძრაობა სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების გამო, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ სავარძელში ჯდომაც კი სასარგებლოა. თუ ოთახში სიარულს ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე.
  • იძინეთ საკმარისად, ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში.
  • ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად. სრულფასოვანი კვება გულისხმობს ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვების გამოყენებას. კვების რაციონიდან ამოიღეთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით მათ, ვისაც დიაბეტი გაქვთ.
  • ნუ შეგეშინდებათ ინფიცირებული ადამიანების. პრევენციის წესების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში დაავადება ოჯახის შიგნითაც კი არ გადადის. საკვები და პირველადი დახმარების ნივთები შეგიძლიათ კართან დაუტოვოთ ერთმანეთს.
  • ვინც არ ხართ ინფიცირებული, ზედმიწევნით კარგად დაიმახსოვრეთ თქვენი ნორმალური მდგომარეობა. იგულისხმება ყოველდღიური, ჩვეული მდგომარეობა. ეს დაგეხმარებათ დაავდების სიმპტომების ადვილად ამოცნობაში. ყურადღებით დააკვირდით ზოგადი მდგომარეობის მინიმალურ ცვლილებასაც კი. დაავადების შემთხვევაში, საკუთარ თავზე მუდმივი დაკვირვება საშუალებას მოგცემთ სწორად ამოიცნოთ კრიტიკული პერიოდები და დროულად ითხოვოთ სამედიცინო დახმარება. თუ ხვდებით, რომ მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში?

  • უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას
  • გონების ნაწილობრივი ან სრული დაბინდვა, უჩვეულო აგზნება, გამოხატული მოუსვენრობა სხვა სიმპტომებთან ერთად.
  • მაღალი ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას
  • გამოხატული სუნთქვის უკმარისობა
  • ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში. (ტკივილის ხასიათი არ იცვლება სუნთქვის ფაზებთან მიმართებაში, მოძრაობისას. ტკივილის გამოწვევა ან დაყუჩება ან ხასიათის ცვლილება შეუძლებელია შეხებით. ტკივილი გადაეცემა ყვედა ყბას, კისერს, ზემო კიდურებს, ბეჭის მიმდებარე ტერიტორიას ან მუცლის ზედა კვადრანტს)
  • უჩვეულო ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში მცირედი დატვირთვისას
  • საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ ღებულობთ კუჭნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო
  • დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს•
  • ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს)
  • სუნთქვის გამოხატული უკმარისობა

როგორ შევაფასოთ სუნთქვის უკმარისობა?

  • ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი სუნთქვის გაძნელების გამო
  • სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ, ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმაში არ აღემატება 18-20-ს წუთში)
  • ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას
  • ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნორმალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია <92%-ზე, ოთახის ჰაერზე ყოფნისას, პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია
  • პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს
  • ქოშინი მინიმალური დატვირთვისას
  • სუნთქვის უკმარისობის (დისპნეა) ხარისხები: მსუბუქი დისპნეა - სუნთქვის უკმარისობა არ იწვევს ჩვეულებრივი, ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვას და ის გამოხატულია მხოლოდ უჩვეულო დატვირთვისას, მაგალითად სწრაფი სიარულის ან ერთი ან ორი სართულით კიბეზე ასვლისას
  • საშუალო სიმძიმის დისპნეა - სუნთქვის უკმარისობა გიზღუდავთ ჩვეულებრივ აქტივობებს (გამოხატულია საკვების მომზადებისას, ვერ ადიხართ კიბეებზე შესვენების გარეშე, ვერ ალაგებთ სახლს)
  • მძიმე დისპნეა - სუნთქვის უკმარისობა გამოხატულია დასვენების დროსაც, ვერ ახერხებთ მარტივ მოძრაობებს, მაგალითად ტანსაცმლის ჩაცმას

დაავადების დინამიკის შეფასებას მნიშვნელობა აქვს იმისთვის, გავიგოთ შეგვიძლია თუ არა მკურნალობის სახლში გაგრძელება, თუ დროა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.

ვინ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს?

  • პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების სწრაფი და დრამატული პროგრესირება (ზემოთ აღწერილია);
  • პაციენტებმა, რომლებსაც თავიდანვე აღენიშნებათ საშუალო სიმძიმის სუნთქვის უკმარისობა ან მენტალური სტატუსის საგრძნობი ცვლილება;
  • პაციენტებმა, რომელთა სისხლში ჟანგბადის შემცველობა თავიდანვე არ აღემატება 94%-ს (ეს მათთვის, ვისაც ასეთი მონიტორინგის საშუალება აქვს);
  • პაციენტებმა მაღალი რისკის ფაქტორებით.

ვინ უნდა მიმართოს გადაუდებელი დახმარების ცენტრებს („ემერჯენსი“)?

  • პაციენტებმა სუნთქვის მძიმე უკმარისობით (მკვეთრად გაზრდილი სუნთქვის სიხშირე და მძიმე, ზედაპირული სუნთქვა, დეტალები იხილეთ ზემოთ)
  • ლეთარგია, ძილად მივარდნა, გონების ნაწილობრივი ან სრული დაბინდვა
  • გამოხატული მწვავე კორონარული ან გულის უკმარისობა, თუნდაც მსუბუქი კოვიდ ინფექციის მიმდინარეობისას, სასურველია მიმართოთ თქვენს პირად ექიმს. მას, ვინც პაციენტის ზოგად მდგომარეობას კარგად იცნობს, საშუალება აქვს ადვილად ამოიცნოს საშიში სიმპტომები. სამწუხაროდ, ვინაიდან დაავადებისგან სამედიცინო პერსონალის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიის ეფექტური მართვისათვის, ვირტუალური ან სატელეფონო კონსულტაციები ასეთ დროს მთელს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

მედიკამენტოზური მკურნალობა:

ანტიკოაგულაცია და ანტითრომბოტული თერაპია: არაჰოსპიტალიზირებული პაციენტები ანტიკოაგულაციას ან ანტითრომბოციტულ მკურნალობას არ საჭიროებენ!!! ანტიკოაგულაციასა და ანტითრომბოციტულ მკურნალობაში იგულისხმება ასპირინი (იგივე კარდიომაგნილი), აპიქსაბანი, ქსარელტო, კუმადინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი (სავარაუდო დასახელებებია: კლექსანი, ლოვენოქსი, ენოქსიპარინი, ფონდაპარინუქსი... სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება უამრავი განსხვავებული დასახელებით გამოიყენებოდეს).

გთხოვთ ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე, განსაკუთრებით სახლში დარჩენილები! ასე შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულებები გამოიწვიოთ, რაც ისედაც ურთულეს კოვიდ-ინფექციის კლინიკურ კურსს განსაკუთრებით დაამძიმებს.

არამიზნობრივი ანტიკოაგულაციის საშიში გართულებებია: თავის ტვინის ჰემორაგიული ინსულტი, სისხლდენები შინაგანი ორგანოებიდან, განსაკუთრებით ხშირია სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან. ეს პრეპარატები განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც სპეციფიური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება. თუ თქვენ ექიმის დანიშნულებით უკვე იღებთ რომელიმე ამ ჯგუფის პრეპარატს, მათი შეწყვეტა ექიმის ნებართვის გარეშე არ შეიძლება! კოვიდ-ინფექციისას მათი შეწყვეტა არ შეიძლება, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს სისხლდენის რისკის გამო. კოვიდ-ინფექცია თავისთავად არ ზრდის სისხლდენის რისკს, თუ თქვენ ქრონიკულად არ განეკუთვნებით რაიმე სპეციფიკურ ჯგუფს. რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის თრომბომბოფილიებსა თუ სისხლის შედედების თანდაყოლილ ან შეძენილ პრობლემებს, სამწუხაროდ, არ არსებობს სერიოზული კვლევები ამ რისკ-ჯგუფებში და შესაბამისად, ზუსტი რეკომენდაციებიც. ყოველ ამგვარ შემთხვევას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ის უნდა გადაწყდეს ექიმის და პაციენტის ერთობლივი ძალისხმევით.

სტეროიდები: ეგრეთ წოდებული დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი. გაითვალისწინეთ, დადებითი შედეგი ამ პრეპარატებით მიღებული იყო მხოლოდ მძიმე, ჰოსპიტალიზირებულ, ჟანგბადზე დამოკიდებულ პაციენტებში. ცივილიზირებულ ქვეყნებში, ისინი არ გამოიყენებიან მსუბუქი დაავადების სამართავად, მითუმეტეს სახლის პირობებში. მეტიც, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ სტეროიდების ნაადრევმა, არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა. ასევე გაითვალისწინეთ, სტეროიდების არამიზნობრივმა და არასწორი დოზებით გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭნაწლავის სისხლდენის განვითარებას.

ანტიბიოტიკები: ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე! კოვიდი არ არის ბაქტერიული ინფექცია. ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკები გავლენას ვერ ახდენენ. ანტიბიოტიკი გვჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ დაავადება რთულდება თანდართული ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით. მსგავსი გართულებების დიაგნოსტირებას კლინიკურთან ერთად ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები სჭირდება. იშვიათ შემთხვევებში, ექიმს შეუძლია მიიღოს ანტიბიოტიკების ჩართვის გადაწყვეტილება სპეციალური კვლევების გარეშე, კლინიკურ სურათზე და პაციენტის წარსული სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით. თქვენით მსგავსი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ!

ასევე მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკებით მკურნალობისას დაცული იყოს ადექვატური დოზები და მედიკამენტის მიღების სწორი ხანგრძლივობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელს შეუწობთ ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული ბაქტერიული შტამების ჩამოყალიბებას. ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის საზოგადოებას მოგვიანებით. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ანტიბიოტიკები ზოგ შემთხვევაში მაღალი ალერგიული პოტენციალით გამოირჩევიან. არასწორად შერჩეული ანტიბიოტიკი გავლენას ვერ ახდენს თანდართული ბაქტერიული პროცესების მართვაზე; მეტიც, შეუძლია დაამძიმოს ზოგადი მდგომარეობა გვერდითი ეფექტებით.

რემდესევირი, პლაზმა, მონოკლონალური ანტისხეულები: არც ერთი მათგანი არაჰოსპიტალიზირებულ, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტების სამკურნალოდ არ გამოიყენება.

ვიტამინები: არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს ‘’ც’’ ვიტამინის ან მულტივიტამინების ეფექტურობას კოვიდ-ინფექციის მკურნალობაში. არსებობს შედარებით სუსტი მტკიცებულება ‘’დ’’ ვიტამინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით. კვლევების თანახმად, ჰოსპიტალიზირებული კოვიდ-ინფიცირებულების დაახლოებით 80%-ს აღენიშნებოდა ‘’დ’’ ვიტამინის დეფიციტი. თუმცა, ამ პრეპარატის მიღების კავშირზე გამოჯანმრთელებასთან ან სიკვდილიანობასთან ამჟამადაც არაფერი ვიცით. ცხადია, თუ თქვენ უკვე იღებთ „დ“ ვიტამინს ექიმის დანიშნულებისამებრ, უნდა გააგრძელოთ. იგივე ეხება ნებისმიერ სხვა ვიტამინსაც.

მიკროელემენტები: არ არსებობს მტკიცებულება თუთიის განსაკუთრებულ როლზე კოვიდ ინფექციის მართვაში. ამდენად, თუთიის მიღებას თქვენთვის მხოლოდ ფსიქოლოგიური სარგებლობის მოტანა შეუძლია.

მარიხუანა: არ არსებობს დამაჯერებელი სამეცნიერო მტკიცებულება მარიხუანის ეფექტურობაზე კოვიდ ინფექციისას. ექსპერიმენტებს ნუ ჩაიტარებთ საკუთარ თავზე. მეტიც, ფსიქიკური სტატუსის ზუსტი, ყოველდღიური შეფასება აბსოლიტურად აუცილებელია, მარიხუანას მოხმარებამ კი შეიძლება ეს გაართულოს.

რისკის ჯგუფების შეფასება

მაღალი რისკი არ გულისხმობს, რომ თქვენ უფრო ადვილად მიმღები ხართ კოვიდ-ინფექციის მიმართ. ის მხოლოდ დაავადების უფრო მძიმედ მიმდინარეობის პროგნოზულ ფაქტორად ითვლება.

მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები თავიდანვე მეტ ყურადღებას საჭიროებენ. პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ასეთმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. შესაძლებელია მათი ადრეული ჰოსპიტალიზაციაც მიზანშეწონილი იყოს, რადგან მაღალი რისკის პაციენტები, რომელთაც დაავადების შედარებით მძიმე ფორმა აღენიშნებათ, დინამიკაში ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებენ.

რისკის კრიტერიუმებია:

  • ასაკი >65 წელზე
  • მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარები
  • იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობები, როგორიცაა შიდსი, სტეროიდებით ქრონიკული თერაპია, თანდაყოლილი იმონოდეფიციტები
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა: ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ფილტვის ფიბროზი, ცისტიკური ფიბროზი
  • კარდიოვასკულარული დაავადებები, ჰიპერტენზია განსაკუთრებით
  • ონკოლოგიური დაავადებები
  • სიმსუქნე (სიმსუქნის ხარისხი სპეციალური ფორმულით იანგარიშება სხეულის მასის ინდექსი = წონა კილოგრამებში/სიმაღლე სანტიმეტრებში აყვანილი კვადრატში. ნორმალური წონის ინდექსი მერყეობს 18.5 - 24.9, 25 - 29.9 ითველება ზედმეტ წონად, 30 - 34.9 პირველი ხარისხის სიმსუქნე, 35 - 39.9 მეორე ხარისხის სიმსუქნე, >40 მესამე ხარისხის სიმსუქნე)
  • შაქრიანი დიაბეტი
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა
  • ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები
  • ნევროლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით დემენცია
  • სისხლის დაავადებები, როგორიცაა თალასემია (up-to-date ყველაზე პოპულარული ამერიკული სამედიცინო პლატფორმაზე დაყრდნობით ის ითვლება რისკის ფაქტორად), ნამგლისებური ანემია

ვის სჭირდება გუმკერდის რენტგენოლოგიური ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა?

სამეცნიერო კვლევებმა აჩვენეს, თვით ასიმპტომატური პაციენტებიც რომ გამოვიკვლიოთ კომპიუტერული ტომოგრაფიით, აღმოვაჩენთ, რომ მათ ნახევარზე მეტს ფილტვების სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნება. თუმცა, ეს რაიმე ტიპის სპეციფიურ მკურნალობას არ საჭიროებს. მკურნალობის აუცილებლობას კლინიკური, ლაბორატორიული და კვლევებით მიღებული მონაცემების დაჯამების შედეგად განვსაზღვრავთ. რადიოლოგიური კვლევა საწყის ეტაპზე, მსუბუქად დაავადებულებს არ სჭირდებათ! თუ დაავადება მძიმდება და სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობს, მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო - განისაზღვროს დაზიანების ხარისხი. რადიოლოგიური კვლევა სრულიად უსაფრთხო არ არის; ის მცირედ დასხივებას იწვევს, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება სპეციალური დანიშნულების გარეშე.1

ვის სჭირდება ლაბორატორიული კვლევების ბინაზე ჩატარება?

ასეთი კვლევების აუცილებლობა მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. პაციენტმა თუნდაც ჩაიტაროს აუცილებელი ტესტები, პროფესიონალის მიერ შედეგების სწორი ინტერპრეტაციის გარეშე მათ კლინიკური ღირებულება ვერ ექნებათ. არამიზნობრივი კვლევების ჩატარებით მხოლოდ გაართულებთ იმ ადამინების მდგომარეობას, ვისაც მართლა სჭირდება მათი დროული ჩატარება და ვერ ახერხებენ რიგების გამო.

პოსტ-კოვიდ პერიოდის სირთულეები

გვახსოვდეს, კოვიდი ხანგძლივად მიმდინარე დაავადებაა და სრულ გამოჯანმრთელებას კვირები, ზოგჯერ თვეებიც სჭირდება.

პოსტ-კოვიდ პერიოდისთვის დამახასიათებელია ძლიერი სისუსტე, დეპრესია, შიშები, განსაკუთრებით რეინფიცირების შიში; სუნთქვის უკმარისობა (იმის მიხედვით რა სიმძიმის დაავადებასთან გვქონდა საქმე), მსუბუქი ტკივილები გულმკერდის არეში. თუ ეს სიმპტომები პოსტ-კოვიდ პერიოდში არ ღრმავდება და განსაკუთრებულ დისკომფორტს არ გიქმნით, არ უნდა გახდნენ პანიკის საფუძველი.

ჩვეული ცხოვრების რიტმში დაბრუნება ძალისხმევას მოითხოვს. გაატარეთ მეტი დრო მზეზე, ღია სივრცეში (აივანი, პარკი, სოფელი, უბრალოდ ქუჩაში სეირნობა). ეცადეთ იმოძრაოთ შეძლებისდაგვარად. მოძრაობა, ვარჯიში, სეირნობა აუცილებელია ზომიერად, ისე, რომ განსაკუთრებულ დისკომფორტს არ გიქმნიდეთ. თანდათან გაზარდეთ დატვირთვა და საბოლოოდ აუცილებლად შეძლებთ ძალების სრულ აღდგენას.

პოსტ-კოვიდ სინდრომის სამართავად სპეციფიური მკურნალობა საჭირო არ არის, თუ სიმპტომები განსაკუთრებულ დისკომფორტს არ შეიცავს. მსუბუქი ხარისხის დეპრესია მალევე გაივლის, როგორც კი ფიზიკურად გაჯანსაღდებით. მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში ან იოგა ამის საუკეთესო საშუალებაა.

  • ამავე დროს, გახსოვდეთ კოვიდს ახასიათებს სხვადასხვა მძიმე გართულებები და არ აგერიოთ ისინი პოსტ-კოვიდ სინდრომში. მათი ამოცნობა ხშირად ადვილი არ არის და მცირედი გაუარესების შემთხვევაშიც კი მიმართეთ პირად ექიმს.
  • გამოჯანმრთელებიდან 4 კვირის ვადაში სასურველია გაიაროთ ექიმის კონსულტაცია. ვირტუალური კონტაქტი სრულიად საკმარისია გაურთულებელ შემთხვევებში. მძიმედ მიმდინარე დაავადებისას ექიმთან ვიზიტი სავალდებულოა გამოჯანმრთელებიდან 2 კვირის ფარგლებში.

იზოლაციიდან გამოსვლის წესები:

  • მინიმუმ 10 დღე პირველი სიმპტომების დაწყებიდან უნდა იმყოფებოდეთ იზოლაციაში.
  • იზოლაციის მოსახსნელად აუცილებელია ბოლო 48 საათი იყოს უსიმპტომო, ყოველგვარი სიცხის დამწევის მოხმარების გარეშე. იგულისხმება მეათე დღემდე ბოლო 48 საათი. თუ ცხელება უფრო ხანგრძლივად გრძელდება, იზოლაციაში რჩებით მანამ, სანამ უსიცხო 48 საათიან პერიოდს არ გადალახავთ.
  • განმეორებითი ტესტი იზოლაციის მოსახსნელად საჭირო არ არის. ტესტი შეიძლება დიდი ხნით დარჩეს დადებითი, პაციენტი კი გადამდები აღარ იყოს. ტესტის დადებითობას ვირუსის რნმ-ის ნარჩენები განაპირობებენ და ასეთი ნარჩენები დაავადებას ვერ გამოიწვევენ. განმეორებით ტესტირებას საჭიროებენ მხოლოდ ის პაციენტები, ვინც ჰოსპიტლიდან სპეციალურ დაწესებულებეში ეწერებიან, მაგალითად, მოხუცთა სახლებში ან სარეაბილიტაციო ცენტრებში.

იმუნური მეხსიერების შესახებ ჯერაც არ ვფლობთ ამომწურავ ინფორმაციას. ანტისხეულები უმეტეს შემთხვევაში 3-6 თვე ნარჩუნდება. ანტისხეულები, გაურკვეველი მიზეზით ყველა პაციენტში არც გამომუშავდება. თუმცა იმუნიტეტს ამ შემთხვევაში სხვა კომპონენტიც განაპირობებს ''T'' ლიმფოციტების სახით. ამგვარი იმუნიტეტიც პირველადი მონაცემებით იგივე ხანგძლივობისაა. უკვე გვქოდა რეინპიცირების შემთხვევებიც. ხელახალი ინფიცირება აღწერილია ლიტერატურაშიც და ის დაფიქსირდა მაიმონიდის ჰოსპიტალშიც. ამდენად, დაავადების გადატანა, სამწუხაროდ, არ ნიშნავს უსაფრთხოებას.

ყველაზე მთავარი:

მნიშვნელოვანია არ მიეცეთ სასოწარკვეთას. კოვიდი რთული, კომპლექსური დაავადებაა, ადვილად გავრცელების პოტენციალით, თუმცა სწორი მართვის პირობებში გამოსავალი საიმედოა. ინფიცირებულთა დაახლოებით 80%-ს დაავადება უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქ ფორმაში გადააქვს. დანარჩენი 20%-დან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ მცირე ნაწილს სჭირდება და იმ მცირე ნაწილის მხოლოდ 5%-ში მიმდინარეობს კოვიდი კრიტიკულად. უმძიმესი პაციენტის გადარჩენაც ხშირად შესაძლებელია. წარმატებისთვის ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ და ზედმიწევნით ზუსტად მივსდიოთ პროფესიონალთა რჩევებს. მხოლოდ ექიმები პანდემიას ვერ მართავენ. პანდემიის მართვის მთავარი ბერკეტები თქვენს ხელშია, ჩვენო ძვირფასო ადამიანებო. მაქსიმალურად გაეცანით პროფესიული წყაროებით მოწოდებულ რეკომენდაციებს.

ეცადეთ არ ენდოთ შეთქმულების თეორიებს. ცოდნა ყველაზე მძლავრი იარაღია ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებისთვის. იყავით მშვიდად. სულ რამდენიმე თვით ყველას ერთად მოგვიწევს ახალ რეალობაში ცხოვრება. თუ ყველანი დავიცავთ პრევენციის წესებს, აღარ დაგვჭირდება ცხოვრების გაჩერება. წესების დაცვით სამსახურებშიც ვივლით, სკოლაშიც და ერთმანეთთანაც. ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ.

გვიგულეთ თქვენს გვერდით ამ რთულ დროს. პატივისცემით Nana Gegetchkori და Zurab Guruli".

"ზურა, დღეს განსაკუთრებული დაბადების დღე გაქვს! დედაც გვერდში გყავს და მამაც!" - გოგლა ჟვანიას ემოციური პოსტი

"5 დღის წინ მოგვამაგრეს ოჯახის ექიმი, რომელმაც პირველ დღეს დარეკა და მას მერე ვეძებთ" - რას წერს ლევან სუხიტაშვილი ინფიცირებული დედის მკურნალობის თაობაზე

"რესპუბლიკა გაქვს მაშინ ... ბანანის!" - ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოში არსებულ ვითარებას ლექსი მიუძღვნა