სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ წესებს არ დავიცავით, ჩემსა და "სხვას" შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება... ყველა შემდგომი სიკვდილი ჩემი და შენი ბრალიცაა" - რას წერს პოეტი ექიმ მეგობარზე, რომელიც კოვიდპაციენტებს მკურნალობს
"თუ წესებს არ დავიცავით, ჩემსა და "სხვას" შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება... ყველა შემდგომი სიკვდილი ჩემი და შენი ბრალიცაა" - რას წერს პოეტი ექიმ მეგობარზე, რომელიც კოვიდპაციენტებს მკურნალობს

ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი კატო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ბოლო დრო­ის გაზ­რდილ ეპიდ-სტა­ტის­ტი­კას ეხ­მა­უ­რე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას წე­სე­ბის მე­ტად დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს:

"ჩემი მე­გო­ბა­რი ექი­მია. კო­ვი­დი­ა­ნებ­თან. მო­რი­გე­ო­ბი­დან - მო­რი­გე­ო­ბამ­დე სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას ერთ ცალ “გა­მარ­ჯო­ბას” თუ წა­გ­ლეჯს თა­ვი­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ერთ თავ­ზე ხე­ლის გა­დას­მას - შვი­ლის­თვის, და მე­ო­თხედ ძილს კვი­რა­ში ერთხელ - სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. კო­რო­ნა რომ და­ი­წყო, ცოტა არ იყოს არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი, ვფიქ­რობ­დი, ჩემ შო­რი­ახ­ლოს არა­ვის აქვს, არც იმათ შო­რი­ახ­ლოს, რა­ღაც ზღაპ­რულ ფრინ­ველს ჰგავ­და, არ­სა­ი­დან მოფ­რე­ნილს - სა­ლაყ­ბოდ, მსოფ­ლი­ოს გა­და­სა­ლა­გებ­ლად მოფ­რე­ნილს. მსოფ­ლი­ოს გა­და­ლა­გე­ბას კი ვერ ავუქ­ცევთ გვერდს, მაგ­რამ ამ მი­თი­ურ­მა ფრინ­ველ­მა ბოლო დროს ჩემს ნაც­ნობ-მე­გობ­რებ­საც გაჰ­კრა ფრთა და მივ­ხვდი, არაა სა­ხუ­მა­რო ამ­ბა­ვი, ბევ­რად ახ­ლო­საა, ვიდ­რე გვგო­ნია, ბევ­რად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია.

ჩემი მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, რომ ბევ­რი ავად­მყო­ფი ბევრ სიკ­ვდილს ნიშ­ნავს, ბევ­რი სიკ­ვდი­ლი კი სტა­ტის­ტი­კა არაა, ბევრ ის­ტო­რი­აა, ამ­ბა­ვია, ცხოვ­რე­ბაა. ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ არ­ჩევ­ნებ­ში, მი­ტინ­გებ­სა და ომში არ არი­ან სა­ჭი­რო. პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი არ არი­ან. ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უნდა იქ­მნე­ბო­დეს გა­რე­მოც და სა­ხელ­მწი­ფოც. ჩემი მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, რომ თუ წე­სებს არ და­ვი­ცა­ვით, ჩემ­სა და “სხვას” შო­რის მო­უ­წევს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა და ის აუ­ცი­ლებ­ლად “მე” ამირ­ჩევს. ასე­თია ადა­მი­ა­ნუ­რი ლო­გი­კა. ეს მე არ უნდა და­ვა­ყე­ნო ამ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე, რად­გან ყვე­ლა შემ­დგო­მი სიკ­ვდი­ლი ჩემი და შენი ბრა­ლი­ცაა. ჰოდა, ვზი­ვარ და იმა­ზე ვფიქ­რობ, რო­გორ და­ვიც­ვა ჩემი მე­გო­ბა­რი სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან, ხვალ რომ მისი გა­და­სარ­ჩე­ნი არ გავ­ხდე. ყო­ველ დღე - ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნით ნაკ­ლე­ბია ეს ქვე­ყა­ნა, ჩვენ რომ გა­და­სარ­ჩე­ნად ვე­ჯაჯ­გუ­რე­ბით".

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
o
10

ნუ აპანიკებ ხალხს!!!

მანანა ცაავა
0

ჭკვიანი კატო. თქვენ მხატვრულად ლამაზად თქვით ის რაც რეალურად არის და იმის იქითაც რა საშიშროებაც გველის. უფალმა ყველა მიიყვანოს ამ შეგნებამდე. შენ კი მადლობა რომ იფიქრე ამაზე.მიყვარხარ

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"თუ წესებს არ დავიცავით, ჩემსა და "სხვას" შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება... ყველა შემდგომი სიკვდილი ჩემი და შენი ბრალიცაა" - რას წერს პოეტი ექიმ მეგობარზე, რომელიც კოვიდპაციენტებს მკურნალობს

"თუ წესებს არ დავიცავით, ჩემსა და "სხვას" შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება... ყველა შემდგომი სიკვდილი ჩემი და შენი ბრალიცაა" - რას წერს პოეტი ექიმ მეგობარზე, რომელიც კოვიდპაციენტებს მკურნალობს

ქართველი პოეტი კატო ჯავახიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბოლო დროის გაზრდილ ეპიდ-სტატისტიკას ეხმაურება და საზოგადოებას წესების მეტად დაცვისკენ მოუწოდებს:

"ჩემი მეგობარი ექიმია. კოვიდიანებთან. მორიგეობიდან - მორიგეობამდე საკუთარ ცხოვრებას ერთ ცალ “გამარჯობას” თუ წაგლეჯს თავისი ადამიანებისთვის, ერთ თავზე ხელის გადასმას - შვილისთვის, და მეოთხედ ძილს კვირაში ერთხელ - საკუთარი თავისთვის. კორონა რომ დაიწყო, ცოტა არ იყოს არასერიოზულად ვუყურებდი, ვფიქრობდი, ჩემ შორიახლოს არავის აქვს, არც იმათ შორიახლოს, რაღაც ზღაპრულ ფრინველს ჰგავდა, არსაიდან მოფრენილს - სალაყბოდ, მსოფლიოს გადასალაგებლად მოფრენილს. მსოფლიოს გადალაგებას კი ვერ ავუქცევთ გვერდს, მაგრამ ამ მითიურმა ფრინველმა ბოლო დროს ჩემს ნაცნობ-მეგობრებსაც გაჰკრა ფრთა და მივხვდი, არაა სახუმარო ამბავი, ბევრად ახლოსაა, ვიდრე გვგონია, ბევრად დამაზიანებელი, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ბევრი ავადმყოფი ბევრ სიკვდილს ნიშნავს, ბევრი სიკვდილი კი სტატისტიკა არაა, ბევრ ისტორიაა, ამბავია, ცხოვრებაა. ადამიანები მხოლოდ არჩევნებში, მიტინგებსა და ომში არ არიან საჭირო. პირადობის მოწმობები არ არიან. ადამიანებისთვის უნდა იქმნებოდეს გარემოც და სახელმწიფოც. ჩემი მეგობარი ამბობს, რომ თუ წესებს არ დავიცავით, ჩემსა და “სხვას” შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება და ის აუცილებლად “მე” ამირჩევს. ასეთია ადამიანური ლოგიკა. ეს მე არ უნდა დავაყენო ამ არჩევანის წინაშე, რადგან ყველა შემდგომი სიკვდილი ჩემი და შენი ბრალიცაა. ჰოდა, ვზივარ და იმაზე ვფიქრობ, როგორ დავიცვა ჩემი მეგობარი საკუთარი თავისგან, ხვალ რომ მისი გადასარჩენი არ გავხდე. ყოველ დღე - ათეულობით ადამიანით ნაკლებია ეს ქვეყანა, ჩვენ რომ გადასარჩენად ვეჯაჯგურებით".

"მის ქველმოქმედებას აქვს ფასი, ეს მისი პირადი სულიერი და ფიზიკური კომფორტია. ეს საფასური მუდმივად ხმოვანდება კობახიძის მიერ" - რას წერს ხუხაშვილი ივანიშვილზე

"ვიღაცისგან წიხლი არ არისო საწყენი" - ამირან გამყრელიძე წყლის ჭავლით დარბევისა და "სამი ფსევდომუშკეტერის" შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს

"რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის ხარ, სად დგახარ, რას აკეთებ! დედასთვის მაინც სულ პატარა ხარ" - ელენე ხოშტარიას ფოტო გუშინდელი აქციიდან და დედის ემოციური კომენტარი