აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი საარჩევნო შტაბი მომავალი კვირიდან აშშ-ის არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას დაიწყებს.
”ყველამ ვიცით, რატომ ჩქარობს ჯო ბაიდენი თვალთმაქცურად გამარჯვებულად მოგვაჩვენოს თავი და რატომ ცდილობენ მისი მედია მოკავშირეები მის დახმარებას: მათ არ სურთ სიმართლე გაამჟღავნონ.
მარტივი ფაქტია, რომ ამ არჩევნების დასრულებამდე შორია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
სააგენტოს ცნობით, ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 273 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია.