ავტორი:

ისნის საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა - რა განცხადებას ავრცელებს ცესკო?

ისნის საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა - რა განცხადებას ავრცელებს ცესკო?

ისნის საოქლო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეოდორე გობეჯიშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ცესკო ავრცელებს.

"ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო. თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 2006 წლიდან მუშაობდა; 2008 - 2016 წლებში საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2018 წლის თებერვლიდან დღემდე კი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თედორე გობეჯიშვილს ჰქონდა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება და გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით.

საარჩევნო ადმინისტრაცია უსამძიმრებს თედორე გობეჯიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს“, - ნათვქამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"1060 თბილისში, 461 აჭარაში და 340 იმერეთში" - საქართველოში კორონავირუსის 2901 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"მიუხედავად იმისა, რომ გადამდები ვარ, ღამე ახალქალაქის შუა ქუჩაში დავდივარ" - როგორ ებრძვის მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსს

პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა - "ჰქონდა თანმდევი დაავადებები"