ავტორი:

"არავის ეხალისება ქუჩაში დგომა... ინფიცირების რისკი ჩვენი საფრთხეც არის და რას გვირჩევთ? დავთმოთ?" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"არავის ეხალისება ქუჩაში დგომა... ინფიცირების რისკი ჩვენი საფრთხეც არის და რას გვირჩევთ? დავთმოთ?" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟლიანი თვლის, რომ თუ ხელისუფლება ხალხმრავალ აქციებს საფრთხედ მიიჩნევს, ხელეხალი არჩევნები დანიშნოს და შეკრებები აღარ იქნება.

ამის შესახებ ჟორჟოლიანი "ფეიბსუქზე" წერს.

"მეგობრებო, მესმის თქვენი, ადამიანების რომლებსაც გეშინიათ კოვიდ სტატისტიკის მატების.

მაგრამ.. ოპოზიციას კი არ უნდა მოვთხოვოთ აქციები გადადოს, ან, რას ნიშნავს გადადება, ასე დგას საკითხი? ხელისუფლება უნდა აიძულოთ დააბრუნოს წართმეული არჩევნები.

არავის ეხალისება ქუჩაში დგომა, ჩვენც გვყავს შვილები, რისკი ინფიცირების ჩვენი საფრთხეც არის და ამიტომ რას გვირჩევთ? დავთმოთ? რა დავთმოთ, ქვეყანა ? გავჩუმდეთ? ხომ არ ფიქრობთ რომ თქვენი შიშებით ახლა ხელისუფლება სარგებლობს და საზოგადოების მეორე ნაწილს გაპირისპირებთ.

საფრთხეა ხალხმრავლობა? ჰოდა დანიშნონ ხელახალი არჩევნები და არანაირი შეკრებები აღარ იქნება. მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია პროცესების შეცვლა და მოუწოდეთ მათ, რომ ქუჩიდან პროცესები ისევ არჩევნებზე გადაიტანონ" - წერს ჟორჟოლიანი.

"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე

"მთელი ერი გააფთრებული ვჯიჯგნით ერთმანეთს, ბერები ტყვიით არკვევენ ქონების საკითხებს, ყოველდღე ღობეს სწევს ყველა მეზობელი..." - რას წერს ვაჟა-ფშაველას შთამომავალი

"დაგვიკავშირდნენ, თითქოს ჩვენი მონაცემები ნანუკას ფონდმა გადასცა და უნდოდათ დაგვხმარებოდნენ" - კარინა გრიგორიანის პოსტი თაღლითურ სქემაზე და ჟორჟოლიანის კომენტარი