სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ მცოდნოდა, რა დამემართებოდა, მაინც წავიდოდი მისიაში" - როგორ შეიცვალა 29 წლის კაპრალის ცხოვრება, რომელმაც ავღანეთში აფეთქებისას კიდურები დაკარგა
"რომ მცოდნოდა, რა დამემართებოდა, მაინც წავიდოდი მისიაში" - როგორ შეიცვალა 29 წლის კაპრალის ცხოვრება, რომელმაც ავღანეთში აფეთქებისას კიდურები დაკარგა

ფა­რი­კა­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი, მკლავ­ჭიდ­ში სამ­გზის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი, ევ­რო­პის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი, გი­ნე­სის ორგზის რე­კორდსმე­ნი აზიდ­ვებ­ში - ეს თე­მურ და­დი­ა­ნის მიღ­წე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბას 29 წლის კაპ­რალ­მა 2011 წელს ნაღ­მზე აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ მი­აღ­წია. ავ­ღა­ნეთ­ში თე­მუ­რი თვით­ნა­კეთ ნაღ­მზე აფეთ­ქდა და ორი­ვე ქვე­და კი­დუ­რი და­კარ­გა.

- 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომმა ჩემ­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია, პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი, სის­ხლი მი­დუღ­და და მსურ­და მეც მემ­სა­ხუ­რა ჩემი ქვეყ­ნის­თვის. ყო­ველ­თვის მომ­წონ­და სამ­ხედ­რო ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნე­სის მარ­თვის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ეს ჩემი საქ­მე არ იყო და კრწა­ნი­სის სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხურ­ში შე­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი. იქ მივ­ხვდი, რომ ოჯახ­ში ვი­ყა­ვი, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი. გა­ვა­ფორ­მე კონ­ტრაქ­ტი და ჩვე­ნი და­ნა­ყო­ფი "ჩარ­ლის ასე­უ­ლი" 2011 წელს ავ­ღა­ნე­თის ჰილ­მენ­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში გა­და­ის­რო­ლეს. ბაზა ბო­ლომ­დე აშე­ნე­ბუ­ლი არ იყო, თან ვიბ­რძო­დით, თან ბა­ზას ვა­შე­ნებ­დით. ის მი­სია ჩემ­თვის გა­მოწ­ვე­ვა იყო, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იმ დროს რთულ ოპე­რა­ცი­ებს ას­რუ­ლებ­და ავ­ღა­ნეთ­ში.

ჩვე­ნი და­ნა­ყო­ფი ერთ-ერთ სახ­ლში წმენ­დას ატა­რებ­და. მე­თა­ურ­მა მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია სო­ფელ­ში უცხო პი­რე­ბის ყოფ­ნის შე­სა­ხებ. სახ­ლს გა­ლა­ვა­ნი ჰქონ­და. მე პე­რი­მეტრს ვზვე­რავ­დი, ეზო­ში პირ­ვე­ლი მე­თა­უ­რი უნდა შე­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ რა­ცი­ა­ზე ბრძა­ნე­ბა გად­მოს­ცეს და ფეხი პირ­ველ­მა მე შევ­დგი. შე­ვე­დი თუ არა, რა­ღა­ცამ და­იწ­რი­პი­ნა და წამ­ში სი­ჩუ­მემ და ნისლმა და­ი­სად­გუ­რა. ყუ­რე­ბი და­მი­გუბ­და, აფეთ­ქე­ბამ ჰა­ერ­ში ამის­რო­ლა და შემ­დგომ აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს. რომ გა­მოვ­ფხიზ­ლდი, უკვე გერ­მა­ნი­ა­ში, ლან­შტუ­ნის ჰოს­პი­ტალ­ში ვი­წე­ქი. ჩემი მე­ცხრა­მე­ტე და­ბა­დე­ბის დღე ჰოს­პი­ტალ­ში აღ­ვნიშ­ნე.

ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი იმის­თვის, რომ ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლში ჩავ­მჯდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბას ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი, ვე­ღარ მი­ვაღ­წევ­დი იმას, რისი მიღ­წე­ვაც სამ­ხედ­რო საქ­მე­ში მინ­დო­და. გერ­მა­ნი­ა­ში თვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 26 ოპე­რა­ცია გა­მი­კეთ­და, ყვე­ლა­ზე ხან­მოკ­ლე რვა სა­ათს გაგ­რძელ­და.

ძა­ლი­ან ძნე­ლი ასა­ტა­ნი იყო ფან­ტო­მუ­რი ტკი­ვი­ლი, ღა­მით მეღ­ვი­ძე­ბო­და და ტერ­ფე­ბი მე­ქა­ვე­ბო­და, რომ­ლე­ბიც აღარ მქონ­და.ინ­ტენ­სი­უ­რი ვარ­ჯი­ში ჰოს­პი­ტალ­ში­ვე და­ვი­წყე. თა­ვი­დან­ვე ვცდი­ლობ­დი მძი­მე რე­ა­ლო­ბის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბას, რათა დეპ­რე­სია არ მომ­რე­ო­და. იმ დროს და­შა­ვე­ბულ ჯა­რის­კა­ცებს ამე­რი­კა­ში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სი უტარ­დე­ბო­დათ და 2012 წელს მეც გამ­გზავ­ნეს. რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლებ­საც ჩემ­სა­ვით და­კარ­გუ­ლი ჰქონ­დათ კი­დუ­რე­ბი, მაგ­რამ მა­ინც ვარ­ჯი­შობ­დნენ, მეც მო­მე­ცა სტი­მუ­ლი და ვი­ფიქ­რე, რა­ტო­მაც არა, თუ მათ შე­უძ­ლი­ათ, მეც შევ­ძლებ-მეთ­ქი.

თე­მურ და­დი­ა­ნი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, კვი­რა­ში ხუთ დღეს ვვარ­ჯი­შობ­დი. უკვე ექ­ვსი თვის შემ­დეგ ვე­ლორ­ბო­ლა­ში, ფა­რი­კა­ო­ბა­ში, ცურ­ვა­სა და სერ­ფინ­გში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას წე­ლი­წა­დი და ორი თვე დას­ჭირ­და და ეს დრო ტყუ­ი­ლად არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ზი­კუ­რად უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჩა­მო­ვე­დი.....წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mari
0

საამაყო ქართველი!

გიორგა
0

კარგი, მაგარი კაცი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"რომ მცოდნოდა, რა დამემართებოდა, მაინც წავიდოდი მისიაში" - როგორ შეიცვალა 29 წლის კაპრალის ცხოვრება, რომელმაც ავღანეთში აფეთქებისას კიდურები დაკარგა

"რომ მცოდნოდა, რა დამემართებოდა, მაინც წავიდოდი მისიაში" - როგორ შეიცვალა 29 წლის კაპრალის ცხოვრება, რომელმაც ავღანეთში აფეთქებისას კიდურები დაკარგა

ფარიკაობაში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, მკლავჭიდში სამგზის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი, გინესის ორგზის რეკორდსმენი აზიდვებში - ეს თემურ დადიანის მიღწევების ჩამონათვალია. ყველა გამარჯვებას 29 წლის კაპრალმა 2011 წელს ნაღმზე აფეთქების შემდეგ მიაღწია. ავღანეთში თემური თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა.

- 2008 წლის აგვისტოს ომმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია, პატარა ბიჭი ვიყავი, სისხლი მიდუღდა და მსურდა მეც მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. ყოველთვის მომწონდა სამხედრო ცხოვრება, მაგრამ უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და კრწანისის საკონტრაქტო სამსახურში შევიტანე საბუთები. იქ მივხვდი, რომ ოჯახში ვიყავი, თავს კომფორტულად ვგრძნობდი. გავაფორმე კონტრაქტი და ჩვენი დანაყოფი "ჩარლის ასეული" 2011 წელს ავღანეთის ჰილმენდის პროვინციაში გადაისროლეს. ბაზა ბოლომდე აშენებული არ იყო, თან ვიბრძოდით, თან ბაზას ვაშენებდით. ის მისია ჩემთვის გამოწვევა იყო, ჩვენი ქვეყანა იმ დროს რთულ ოპერაციებს ასრულებდა ავღანეთში.

ჩვენი დანაყოფი ერთ-ერთ სახლში წმენდას ატარებდა. მეთაურმა მიიღო ინფორმაცია სოფელში უცხო პირების ყოფნის შესახებ. სახლს გალავანი ჰქონდა. მე პერიმეტრს ვზვერავდი, ეზოში პირველი მეთაური უნდა შესულიყო, მაგრამ რაციაზე ბრძანება გადმოსცეს და ფეხი პირველმა მე შევდგი. შევედი თუ არა, რაღაცამ დაიწრიპინა და წამში სიჩუმემ და ნისლმა დაისადგურა. ყურები დამიგუბდა, აფეთქებამ ჰაერში ამისროლა და შემდგომ აღარაფერი მახსოვს. რომ გამოვფხიზლდი, უკვე გერმანიაში, ლანშტუნის ჰოსპიტალში ვიწექი. ჩემი მეცხრამეტე დაბადების დღე ჰოსპიტალში აღვნიშნე.

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის, რომ ინვალიდის ეტლში ჩავმჯდარიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ ძველებურად ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი, ვეღარ მივაღწევდი იმას, რისი მიღწევაც სამხედრო საქმეში მინდოდა. გერმანიაში თვე-ნახევრის განმავლობაში 26 ოპერაცია გამიკეთდა, ყველაზე ხანმოკლე რვა საათს გაგრძელდა.

ძალიან ძნელი ასატანი იყო ფანტომური ტკივილი, ღამით მეღვიძებოდა და ტერფები მექავებოდა, რომლებიც აღარ მქონდა.ინტენსიური ვარჯიში ჰოსპიტალშივე დავიწყე. თავიდანვე ვცდილობდი მძიმე რეალობისთვის თვალის გასწორებას, რათა დეპრესია არ მომრეოდა. იმ დროს დაშავებულ ჯარისკაცებს ამერიკაში სარეაბილიტაციო კურსი უტარდებოდათ და 2012 წელს მეც გამგზავნეს. როდესაც დავინახე ამერიკელი სამხედროები, რომლებსაც ჩემსავით დაკარგული ჰქონდათ კიდურები, მაგრამ მაინც ვარჯიშობდნენ, მეც მომეცა სტიმული და ვიფიქრე, რატომაც არა, თუ მათ შეუძლიათ, მეც შევძლებ-მეთქი.

თემურ დადიანი მეუღლესთან ერთად

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დასუსტებული ვიყავი, კვირაში ხუთ დღეს ვვარჯიშობდი. უკვე ექვსი თვის შემდეგ ველორბოლაში, ფარიკაობაში, ცურვასა და სერფინგში ვმონაწილეობდი. რეაბილიტაციას წელიწადი და ორი თვე დასჭირდა და ეს დრო ტყუილად არ გამომიყენებია, საქართველოში ფიზიკურად უფრო მომზადებული ჩამოვედი.....წაიკითეთ სრულად

"სააგენტოს ქმედებებში მთავარი ხარვეზი გამოიკვეთა - საშემსრულებლო პროცესის არასაკმარისი მეთვალყურეობა" - რატომ გახდა საჭირო გელათის დროებითი ცინკით გადახურვა?

"1060 თბილისში, 461 აჭარაში და 340 იმერეთში" - საქართველოში კორონავირუსის 2901 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"მიუხედავად იმისა, რომ გადამდები ვარ, ღამე ახალქალაქის შუა ქუჩაში დავდივარ" - როგორ ებრძვის მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსს