ავტორი:

"დიდი ძმა გვისმენს " - როგორ გამოეხმაურა სალომე სამადაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს

"დიდი ძმა გვისმენს " - როგორ გამოეხმაურა სალომე სამადაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს

უკრაინული ვებ-გვერდი obozrevatel.com აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც მათი ინფორმაციით, ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ.

ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში განიხილება სამოქმედო გეგმა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ძალადობრივი გზით ჩამორთმევის მიზნით.

obozrevatel - ის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ჩანაწერში,მათივე ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს, თუმცა ვის ესაუბრება, იდენტიფიცირებული არ არის.

"რომანიც მაგას იძახის, მორჩა. ეს პარტია დაინგრევაო მიშა მოყვება მაგის ნანგრევების ქვეშ. ახლა არის ბოლო დღეები ნაც.მოძრაობის, ოღონდ ამაზე მთლიანად თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს, რომელსაც ქვია მიხეილ სააკაშვილი, სხვა არავის", - ისმის ასეთი ფრაზაც ჩანაწერში.

ავთენტურია თუ არა ჩანაწერები, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მათ უკვე გამოეხმაურა სალომე სამადაშვილი, რომელიც "ფეისბუქის" გვერდზე წერს:

"დიდი ძმა გვისმენს - ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა. იმედის უნიჭო "კგბშნიკ" დირექტორს თუ მიაჩნია, რომ ვინმე დააზიანა, გარდა საკუთარი პოლიტიკური პატრონისა, ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერების უნიჭო კომპილაციის გასაჯაროვებით, ძალიან ცდება. ეს მახინჯი სისტემა დაინგრევა, გპირდებით! (უკანონო მიყურადებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც, ვისაც ეკუთვნის)".

"ვხუმრობდი, ანდერძიც კი დავწერე-მეთქი... ყველანაირი საკუთრება ჩემს ძმაზე გადავაფორმე" - სალომე სამადაშვილის აპოლიტიკური პორტრეტი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"პასუხი იმ დამყვედრებლების მიმართ, რომლებიც "თბილ" პარლამენტში ყოფნას წამოგვაძახებენ" - რას წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქზე"