ავტორი:

"სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა......" - უკრაინული ვებ-გვერდი ავრცელებს ჩანაწერს, სადაც მათი ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ

"სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა......" - უკრაინული ვებ-გვერდი ავრცელებს ჩანაწერს, სადაც მათი ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ

უკრაინული ვებ-გვერდი obozrevatel.com აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც მათი ინფორმაციით, ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ.

ვებ-გვერდის თანახმად, ჩანაწერში განიხილება სამოქმედო გეგმა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ძალადობრივი გზით ჩამორთმევის მიზნით. ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ამ ეტაპზე უცნობია.

გუბაზ სანიკიძე: ბატონო თემურ, ყველა შევა პარლამენტში... მე იქ არ შევალ

თემურ ალასანია: ხოდა პირველი, არავითარი ლეგიტიმაცია ამ მთავრობას. მეორე, სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა... მესამე, არავითარი დიალოგი, არავითარი თანამშრომლობა. მეოთხე, დროებითი მთავრობის შექმნა, სასწრაფოდ... უნდა გამოცხადდეს, რომ ეროვნული გადარჩენისთვის მთავრობა იქმნება, პარალელური მთავრობა, რომელიც ხალხის წინაშე აიღებს პასუხისმგებლობას. მეხუთე, უნდა მივმართოთ მსოფლიოს ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ არ გთხოვთ მხარდაჭერას, უბრალოდ გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო გადარჩენის კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლეობა და დღეიდან პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე

3 ლარი საბანკო ანგარიშზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული 50 000 - რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე?

"დამიჯექი პირდაპირ ეთერში და შენი სრული ლუსტრაცია მოხდება" - მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას

"ამერიკა რუსეთს ომს არ დაუწყებს“ - რას ამბობს ცნობილი ამერიკელი ექსპერტი უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე