სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზომები რომ გავამკაცრე მერე დავინფიცირდი... ორი დღე ავყევი ნერვებს და ბევრს ვტიროდი" - ინფექციურის შემდეგ ნათია დუმბაძე მკურნალობას სახლში აგრძელებს
"ზომები რომ გავამკაცრე მერე დავინფიცირდი... ორი დღე ავყევი ნერვებს და ბევრს ვტიროდი" - ინფექციურის შემდეგ ნათია დუმბაძე მკურნალობას სახლში აგრძელებს

მეშ­ვი­დე დღეა, რაც ნა­თია დუმ­ბა­ძე კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის. მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ სწო­რედ მა­შინ და­ინ­ფი­ცირ­და, რო­დე­საც სახ­ლში ჩა­ი­კე­ტა და მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­დი­ო­და გა­რეთ. უხა­რია, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი მა­ინც გა­დარ­ჩნენ. თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე რთუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლში აგ­რძე­ლებს, რად­გან ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი გა­და­ლა­ხა... და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა, ლიმ­ნი­ა­ნი წყა­ლი და ახ­ლობ­ლებ­თან სა­უ­ბა­რი, ეს არის მისი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია მათ­თვის, ვი­საც მა­სა­ვით სახ­ლში უწევს მკურ­ნა­ლო­ბა...

- ნა­თია, რო­გორ და­ინ­ფი­ცირ­დით კო­რო­ნა­ვირუ­სით?

- არ ვიცი, მარ­თლა ყვე­ლა­ნა­ირ წესს ვი­ცავ­დი. ბოლო ერთი კვი­რა სახ­ლში ჩავ­ჯე­ქი და მე­გობ­რებ­თან ერ­თა­დაც კი არ­სად არ წავ­სულ­ვარ. და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბიც კი გა­ვაც­დი­ნე. თუნ­დაც ორი და სამი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა­საც კი არ დავ­სწრე­ბი­ვარ. ზო­მე­ბი რომ გა­ვამ­კაც­რე, მერე და­ვინ­ფი­ცირ­დი. და­ნარ­ჩე­ნი, რო­გორც ყვე­ლა, მეც დავ­დი­ო­დი აფ­თი­აქ­სა და მა­ღა­ზი­ა­ში. ერ­თა­დერ­თი - ბავ­შვი გა­ვიყ­ვა­ნე სა­სე­ირ­ნოდ ჰა­ერ­ზე. ორ­ბე­ლი­ან­ზე ვი­სე­ირ­ნეთ, იქაც არა­ფერს შევ­ხე­ბი­ვართ.

- სიმპტო­მე­ბი რო­გორ გა­მო­გივ­ლინ­დათ?

- თა­ვის ტკი­ვი­ლი და­მე­წყო და წნე­ვა რომ გა­ვი­ზო­მე, მა­ღა­ლი მქონ­და. ღამე სი­ცხე რომ მომ­ცა, ეგ­რე­ვე გან­ვმარ­ტოვ­დი, იზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვე­დი და შემ­დეგ ტეს­ტიც გა­ვი­კე­თე და და­მი­დას­ტურ­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან სა­ბედ­ნი­ე­როდ არა­ვინ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლა.

- თქვე­ნი ფოტო ვნა­ხე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ინ­ფექ­ცი­ურ­ში გა­დი­ო­დით მკურ­ნა­ლო­ბას?

- არა, ერთი დღე ვი­ყა­ვი მარ­ტო. უჰა­ე­რო­ბამ შე­მა­წუ­ხა და ნერ­ვებს ავ­ყე­ვი, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. დი­ლას ჰა­ე­რი რომ არ მეყო, ვი­ფიქ­რე ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა არ ყო­ფი­ლი­ყო და ჩე­მით მი­ვე­დი ინ­ფექ­ცი­ურ­ში. კატე გა­და­მი­ღეს და არ მაქვს ან­თე­ბა. მე­ო­რე დღეს­ვე გა­მომ­წე­რეს. ერ­თა­დერ­თი დაღ­ლი­ლო­ბა მა­წუ­ხებს, ძალა არ მაქვს. ახლა სი­ცხეც აღარ მაქვს და აღარც თავი, ძვლე­ბი და კუნ­თე­ბი მტკი­ვა. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ა­რე, ახლა მეშ­ვი­დე დღე მაქვს. სახ­ლში გავ­დი­ვარ მკურ­ნა­ლო­ბას, მარ­ტო ვუვ­ლი თავს.

- სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან რამ­დე­ნად გრძნობთ ყუ­რა­დღე­ბას? მიმ­დი­ნა­რე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ად­გი­ლე­ბიც აღარ არის...

- ად­გი­ლე­ბი მარ­თლა არ­სად არ არის. მე გა­მო­მიშ­ვეს იმი­ტომ, რომ მძი­მე პა­ცი­ენ­ტი არ ვი­ყა­ვი, იქ ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იწ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი. არ ვი­ყა­ვი მე ისე­თი მძი­მე რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, თან მეც სახ­ლში მინ­დო­და. დიახ, ყუ­რა­დღე­ბას მაქ­ცე­ვენ, ოჯა­ხის ექი­მი მი­რე­კავს, ასე­ვე ინ­ფექ­ცი­უ­რი­დან მი­კავ­შირ­დე­ბა ექი­მი, რო­მელ­მაც იქ მომ­ხე­და, მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის.

- რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს მის­ცემთ იმ ადა­მი­ა­ნებს ვინც სახ­ლში მკურ­ნა­ლობს...

- ნაკ­ლე­ბი ინერ­ვი­უ­ლონ, მე ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ, ორი დღე ავ­ყე­ვი ნერ­ვებს და ბევ­რს ვტი­რო­დი. მუ­სი­კა ჩარ­თონ და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ელა­პა­რა­კონ ახ­ლობ­ლებს. მე სულ ტე­ლე­ფონ­ზე ვარ, სა­უ­ბა­რი მი­ჭირს, მაგ­რამ მათ ვუს­მენ. ასე­ვე მი­ი­ღონ ბევ­რი სი­თხე­ე­ბი, გაზ­გა­სუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, ასე­ვე ლიმ­ნი­ა­ნი წყა­ლი, რათა სის­ხლი გა­თხელ­დეს და თრომ­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა არ წარ­მო­იქ­მნას.

ცო­მე­ულს არ ვე­ძა­ლე­ბი, ამ დროს ორ­გა­ნიზ­მის დამ­ძი­მე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, უფრო სუ­პებს მი­ვირ­თმევ. დღეს უფრო ნორ­მა­ლუ­რად ვგრძნობ თავს. რაც მთა­ვა­რია, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბია აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მარ­თა­ლია, რთუ­ლია მარ­ტომ ეს მო­ვა­ხერ­ხო, სახ­ლში დამ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლიც არ მყავს, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით სულ ტე­ლე­ფონ­ზე ვკი­დი­ვარ. იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა და­ვა­მარ­ცხებთ, გან­წყო­ბა არის მთა­ვა­რი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ზომები რომ გავამკაცრე მერე დავინფიცირდი... ორი დღე ავყევი ნერვებს და ბევრს ვტიროდი" - ინფექციურის შემდეგ ნათია დუმბაძე მკურნალობას სახლში აგრძელებს

"ზომები რომ გავამკაცრე მერე დავინფიცირდი... ორი დღე ავყევი ნერვებს და ბევრს ვტიროდი" - ინფექციურის შემდეგ ნათია დუმბაძე მკურნალობას სახლში აგრძელებს

მეშვიდე დღეა, რაც ნათია დუმბაძე კორონავირუსს ებრძვის. მომღერალი ამბობს, რომ სწორედ მაშინ დაინფიცირდა, როდესაც სახლში ჩაიკეტა და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადიოდა გარეთ. უხარია, რომ ოჯახის წევრები მაინც გადარჩნენ. თუმცა მიმდინარე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალობას სახლში აგრძელებს, რადგან ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე პერიოდი გადალახა... დადებითი განწყობა, ლიმნიანი წყალი და ახლობლებთან საუბარი, ეს არის მისი მთავარი რეკომენდაცია მათთვის, ვისაც მასავით სახლში უწევს მკურნალობა...

- ნათია, როგორ დაინფიცირდით კორონავირუსით?

- არ ვიცი, მართლა ყველანაირ წესს ვიცავდი. ბოლო ერთი კვირა სახლში ჩავჯექი და მეგობრებთან ერთადაც კი არსად არ წავსულვარ. დაბადების დღეებიც კი გავაცდინე. თუნდაც ორი და სამი ადამიანის შეკრებასაც კი არ დავსწრებივარ. ზომები რომ გავამკაცრე, მერე დავინფიცირდი. დანარჩენი, როგორც ყველა, მეც დავდიოდი აფთიაქსა და მაღაზიაში. ერთადერთი - ბავშვი გავიყვანე სასეირნოდ ჰაერზე. ორბელიანზე ვისეირნეთ, იქაც არაფერს შევხებივართ.

- სიმპტომები როგორ გამოგივლინდათ?

- თავის ტკივილი დამეწყო და წნევა რომ გავიზომე, მაღალი მქონდა. ღამე სიცხე რომ მომცა, ეგრევე განვმარტოვდი, იზოლაციაში გადავედი და შემდეგ ტესტიც გავიკეთე და დამიდასტურდა. ოჯახის წევრებიდან საბედნიეროდ არავინ დაინფიცირებულა.

- თქვენი ფოტო ვნახე სოციალურ ქსელში და ინფექციურში გადიოდით მკურნალობას?

- არა, ერთი დღე ვიყავი მარტო. უჰაერობამ შემაწუხა და ნერვებს ავყევი, ძალიან შემეშინდა. დილას ჰაერი რომ არ მეყო, ვიფიქრე ფილტვების ანთება არ ყოფილიყო და ჩემით მივედი ინფექციურში. კატე გადამიღეს და არ მაქვს ანთება. მეორე დღესვე გამომწერეს. ერთადერთი დაღლილობა მაწუხებს, ძალა არ მაქვს. ახლა სიცხეც აღარ მაქვს და აღარც თავი, ძვლები და კუნთები მტკივა. ყველაფერი გავიარე, ახლა მეშვიდე დღე მაქვს. სახლში გავდივარ მკურნალობას, მარტო ვუვლი თავს.

- სახელმწიფოს მხრიდან რამდენად გრძნობთ ყურადღებას? მიმდინარე მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, საავადმყოფოებში ადგილებიც აღარ არის...

- ადგილები მართლა არსად არ არის. მე გამომიშვეს იმიტომ, რომ მძიმე პაციენტი არ ვიყავი, იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იწვნენ ადამიანები. არ ვიყავი მე ისეთი მძიმე რომ დავრჩენილიყავი, თან მეც სახლში მინდოდა. დიახ, ყურადღებას მაქცევენ, ოჯახის ექიმი მირეკავს, ასევე ინფექციურიდან მიკავშირდება ექიმი, რომელმაც იქ მომხედა, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

- რა რეკომენდაციებს მისცემთ იმ ადამიანებს ვინც სახლში მკურნალობს...

- ნაკლები ინერვიულონ, მე ძალიან ემოციური ვარ, ორი დღე ავყევი ნერვებს და ბევრს ვტიროდი. მუსიკა ჩართონ და რაც შეიძლება მეტი ელაპარაკონ ახლობლებს. მე სულ ტელეფონზე ვარ, საუბარი მიჭირს, მაგრამ მათ ვუსმენ. ასევე მიიღონ ბევრი სითხეები, გაზგასული მინერალური წყალი, ასევე ლიმნიანი წყალი, რათა სისხლი გათხელდეს და თრომბის საშიშროება არ წარმოიქმნას.

ცომეულს არ ვეძალები, ამ დროს ორგანიზმის დამძიმება არ შეიძლება, უფრო სუპებს მივირთმევ. დღეს უფრო ნორმალურად ვგრძნობ თავს. რაც მთავარია, დადებითი ემოციებია აუცილებელი. მართალია, რთულია მარტომ ეს მოვახერხო, სახლში დამლაპარაკებელიც არ მყავს, მაგრამ როგორც გითხარით სულ ტელეფონზე ვკიდივარ. იმედი მაქვს, რომ ყველა დავამარცხებთ, განწყობა არის მთავარი...

რეგიონები, სადაც ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევები დაფიქსირდა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობა?

საქართველოში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2859 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - გამოჯანმრთელდა 2754 პირი