ავტორი:

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელმაც ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ისროლა - შსს-ს განცხადება

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელმაც ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ისროლა - შსს-ს განცხადება

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან სროლის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ა.რ. თბილისში დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, თბილისში, სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ბიზნესცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილების დროს რამდენიმე გასროლა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ა.რ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს." - ნათქვამია ინფორმაციაში.

24 წლის ბიჭი, რომელმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურა, დააკავეს - ძალადობის მსხვერპლმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა

სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

"არაფერს ლაპარაკობდა, ალბათ, ის ბიჭი ემუქრებოდა, ვინც გააუპატიურა, ოჯახის მხრიდან ძალადობას გამოვრიცხავ" - რას ყვება ბაბუა 14 წლის გოგოზე, რომელიც ქობულეთში გარდაცვლილი ნახეს