კომპანია „ფეისბუქმა“ ოქტომბერში მედიაორგანიზაცია „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული 50 ანგარიში, 39 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 „ინსტაგრამ“-ანგარიში გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„ფეისბუქის“ განმარტებით, კომპანიამ აღნიშნული ქსელი რეგიონში „კოორდინებული არაავთენტური ქცევის“ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წაშალა.
კომპანიამ ასევე წაშალა პოლიტიკურ პარტიებთან - “პატრიოტთა ალიანსთან” და “ქართულ არჩევანთან” - დაკავშირებული 54 ანგარიში, 14 გვერდი, და 21 „ინსტაგრამ“-ანგარიში. „ფეისბუქის“ მიერ გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გვერდების აქტივობის სამიზნე საქართველოს შიდა აუდიტორია იყო.
კომპანია ასევე განმარტავს, რომ ორივე ქსელს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მიერ გავრცელებული საჯარო ინფორმაციის გაანალიზების გზით მიაკვლია.
ჰოდა , ძაანაც მიჰქარა...
აკი პატრიოტებს ოდნიკლასნიკზე აქვთო...