ავტორი:

კორონავირუსის მართვაში იგეგმება სტომატოლოგების, მე-4 - მე-5 კურსის სტუდენტებისა და პენსიონერი ექიმების ჩართვა - რა განაცხადა გამყრელიძემ?

კორონავირუსის მართვაში იგეგმება სტომატოლოგების, მე-4 - მე-5 კურსის სტუდენტებისა და პენსიონერი ექიმების ჩართვა - რა განაცხადა გამყრელიძემ?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტომატოლოგებს შესაბამისი განათლება აქვთ და შეიძლება მიიღონ მონაწილეობა კორონავირუსის მართვის პროცესში.

"სტომატოლოგები, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში, აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება, მათ ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუში, კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და შეუძლიათ გამოყენებული იყოს კორონავირუსის მართვაში.

ასევე მე-4 დამე-5 კურსის სტუდენტებს, რომელთაც ძირითადი კლინიკური საგნები აქვთ გავლილი, შეიძლება ამ პერიოდში იმუშაონ. საჭიროა ქვეყანაში ამ ტიპის მოძრაობა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, სად შეიძლება მოხდეს პენსიონერი ექიმების დასაქმება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცხადია, რომ ასაკიანი ექიმები ვერ იმუშავენ რეანიმაციულ განყოფილებებსა და ჰოსპიტლებში, თუმცა მათი დახმარება სასარგებლო იქნება კოვიდცენტრებში, კოვიდსასტუმროებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.

ამასთანავე, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კვლავ მაღალი რჩება ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი, რომელმაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 183 შეადგინა.

"სამწუხაროდ, ისევ და ისევ ერთ დონეზე რჩება ჩემი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი და ეს ძალიან კრიტიკულია - 183 შემთხვევა იყო 24 საათის განმავლობაში, რაც ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ ეს კრიტიკული ადამიანური რესურსია, რომელიც საჭიროა სწორედ იმისთვის, რომ კოვიდიან ავადმყოფებს მოუროს. გარკვეული პერიოდი ისინი ჩამოცილებულები არიან თავიანთ ძირითად სამუშაოს. ამიტომ იყო მოწოდება მთლიანად ქვეყანაში მყოფი სამედიცინო პერსონალის მობილიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენს კოლეგებს, დღეს ვინც დასაქმებულები არ არიან ან პენსიაზე არიან, შეიძლება მოეძებნოთ საქმე. გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციებსა და ჰოსპიტლებში, მაგრამ ისინი კოვიდცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, კოვიდსასტუმროებში შეიძლება დასაქმდნენ. ამიტომ იყო სწორედ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს მოწოდება ამასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად იქნეს მობილიზებული ჩვენი სამედიცინო კორპუსი,“- განაცხადა გამყრელიძემ.

"მინდა მივმართო ჯანდაცვის მინისტრს, არ გაპატიებთ, იცოდეთ! მე დამღუპეთ" - რას წერს გოგონა, რომელმაც ინფიცირებული მშობლები დაკარგა

რეგიონები, სადაც ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევები დაფიქსირდა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობა?

საქართველოში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა