სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შეიძლება ჯანდაცვის სექტორი იყოს ყველაფერში დამნაშავე" - ხონში ცოლ-ქმრისა და ქუთაისში 27 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტებს ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება
"არ შეიძლება ჯანდაცვის სექტორი იყოს ყველაფერში დამნაშავე" - ხონში ცოლ-ქმრისა და ქუთაისში 27 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტებს ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება

ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კონ­ტუ­ა­თის სკო­ლის პე­და­გო­გი და მისი მე­უღ­ლე კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვალ­ნენ. 54 წლის ქალი და­წყე­ბი­თი კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი იყო.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი სა­ნო­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სკო­ლა­ში ბო­ლოს ორი კვი­რის წინ იყო, მას ტემ­პე­რა­ტუ­რა და­უ­ფიქ­სირ­და, მკურ­ნა­ლობ­და და წუ­ხელ გარ­და­იც­ვა­ლა, მისი მე­უღ­ლე კი დი­ლით და­ი­ღუ­პა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­დნენ. ცოლ-ქმრის ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათ­მა შვილ­მა და­წე­რა. რო­გორც მათი შვი­ლი წერს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მშობ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, მათ­თვის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ად­გი­ლი ვერც ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვერ იპო­ვეს.

ხონ­ში ცოლ-ქმრი­სა და ქუ­თა­ის­ში 27 წლის გო­გოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ასევე დაგაინტერესებთ
18:37 / 03-11-2020

"31 ოქტომბერს სასწრაფოს გამოძახების მოტივი სუნთქვის გაძნელება იყო..." - ამირან გოგიტიძე არ ადასტურებს, რომ 27 წლის პაციენტზე ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა

10:12 / 06-11-2020

გოგონას, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, დედის მერე, მამაც გარდაეცვალა

16:02 / 06-11-2020

"აუცილებელია, ეს აქციები ზოგადი წესების დაცვით მაინც წარიმართოს. თუ არა და, ისედაც მძიმე ეპიდსიტუაცია, კიდევ უფრო დამძიმდება" - რას ამბობენ ექიმები ოპოზიციის აქციებზე?

09:25 / 07-11-2020

"ზოგჯერ სიმპტომებს იტყუებიან და საავადმყოფოში კრიტიკული პაციენტების ადგილს იკავებენ" - გოგინავა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მატების ფაქტორებზე

11:42 / 07-11-2020

"მინდა მივმართო ჯანდაცვის მინისტრს, არ გაპატიებთ, იცოდეთ! მე დამღუპეთ" - რას წერს გოგონა, რომელმაც ინფიცირებული მშობლები დაკარგა

ტი­კა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი ყვე­ლა ფაქ­ტზე იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, თუმ­ცა ისეთ შემ­თხვე­ვებ­ზე, რო­დე­საც მდგო­მა­რე­ო­ბა რთულ­დე­ბა, პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ან გვი­ან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა რთუ­ლია.

"ის, რომ ვინ­მეს არ და­უ­დას­ტურ­და ვირუ­სი და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, ეს არ მე­ტყველბს, რომ რა­ი­მე ხარ­ვე­ზი იყო ტეს­ტი­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტში. ეს მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ჩვენ ნე­ბის­მი­ერ დღეს და წუთს ვდგა­ვართ იმ რის­კის წი­ნა­შე, რომ შე­იძ­ლე­ბა და­ვინ­ფი­ცირ­დეთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თავი და­ვიც­ვათ და დის­ტან­ცი­ის არ დაც­ვა გვა­ყე­ნებს ყვე­ლა­ზე დიდ ზი­ანს. ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი ყვე­ლა ამ ფაქ­ტზე იღებს პა­სუ­ხის­მგე­ლო­ბას, თუმ­ცა ისეთ შემ­თხვე­ვებ­ზე, რო­მე­ლიც რთულ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ან გვი­ან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­უ­ჭირ­დე­ბათ ექი­მებს პა­სუ­ხის გა­ცე­მა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა. ჩვენ 24 სა­ა­თი ვმუ­შა­ობთ იმი­სათ­ვის, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე იყოს დაყ­ვა­ნი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ქუ­თა­ის­ში გარ­დაც­ვლი­ლი 27 წლის გოგო მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლში გა­დი­ო­და და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გახ­და.

„რაც შე­ე­ხე­ბა 27 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბას, ეს არის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი. მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც შემ­თხვე­ვა შე­ვის­წავ­ლეთ, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა გა­დი­ო­და ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბას, რა­მაც გა­მო­იწ­ვია დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­აც, იქ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბაც იყო გვი­ა­ნი. მას ტეს­ტი­რე­ბის­თვი­საც კი არ მი­უ­მარ­თავს დრო­უ­ლად. არ მინ­და, რომ ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­და­ვი­დეს პა­ცი­ენ­ტე­ბის მხა­რეს და მინ­და, რომ ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი იყოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა შე­დეგ­ზე, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი. ჩვენ დღეს კლი­ნი­კურ ჯგუფ­თან გვაქვს და­მა­ტე­ბი­თი შეხ­ვედ­რა იმი­სათ­ვის, რომ მე­ტად ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი გავ­ხა­დოთ მკურ­ნა­ლო­ბის კომ­პო­ნენ­ტი. უნდა მოხ­დეს დრო­უ­ლი აღ­ქმა იმ პრობ­ლე­მე­ბის, რომ­ლე­ბიც პა­ცი­ენ­ტებს ექ­მნე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცით, ქუ­თა­ის­ში, COVID-19-ით 27 წლის ახალ­გაზ­რდა ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. მაგ­და ძო­წე­ნი­ძის ოჯა­ხი ამ­ბობს, რომ გა­დატ­ვირ­თუ­ლი კლი­ნი­კე­ბის გამო პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დრო­უ­ლად ვერ შეძ­ლეს.

ამას­თან, გო­გო­ნას, რო­მე­ლიც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის თხოვ­ნით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თავ­და, დედ-მამა გარ­და­ეც­ვა­ლა. მა­რი­ამ კა­კა­უ­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერ­და, რომ მის დედ-მა­მას მკურ­ნა­ლო­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სჭირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ად­გი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო მათი იქ მო­თავ­სე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
3
24

მართალი ბრძანდებით ყველაფერში ნაცები არიან დამნაშავეები..........ოღონდ ქვეყანა კია საქოცეთი თქვენი............ ან

-----------
2

უმზიმესი მდგომარეობააა უმძმესი, ტუ არ დაიცავტ წესებს იტალია მოგონილიიქნება ვერავის ვერ მიიღებს საავადმოყოფო სახლში კი რაც მოხდება უკეტ იციტ ამიტომ აზრზე მოდიტ დაჯექით სახლში და დაიცავიტ თავები პირბადით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"არ შეიძლება ჯანდაცვის სექტორი იყოს ყველაფერში დამნაშავე" - ხონში ცოლ-ქმრისა და ქუთაისში 27 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტებს ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება

"არ შეიძლება ჯანდაცვის სექტორი იყოს ყველაფერში დამნაშავე" - ხონში ცოლ-ქმრისა და ქუთაისში 27 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტებს ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის სკოლის პედაგოგი და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალნენ. 54 წლის ქალი დაწყებითი კლასის დამრიგებელი იყო.

სკოლის დირექტორის გიორგი სანოძის ინფორმაციით, ქალი სკოლაში ბოლოს ორი კვირის წინ იყო, მას ტემპერატურა დაუფიქსირდა, მკურნალობდა და წუხელ გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი დილით დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ისინი ქუთაისში ცხოვრობდნენ. ცოლ-ქმრის ინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში მათმა შვილმა დაწერა. როგორც მათი შვილი წერს, მიუხედავად იმისა, რომ მშობლების მდგომარეობა დამძიმდა, მათთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერც ერთ საავადმყოფოში ვერ იპოვეს.

ხონში ცოლ-ქმრისა და ქუთაისში 27 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა.

ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სექტორი ყველა ფაქტზე იღებს პასუხისმგებლობას, თუმცა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მდგომარეობა რთულდება, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ან გვიან დაფიქსირებული შემთხვევიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის აღება რთულია.

"ის, რომ ვინმეს არ დაუდასტურდა ვირუსი და რამდენიმე დღის შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა, ეს არ მეტყველბს, რომ რაიმე ხარვეზი იყო ტესტირების კომპონენტში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ნებისმიერ დღეს და წუთს ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ შეიძლება დავინფიცირდეთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თავი დავიცვათ და დისტანციის არ დაცვა გვაყენებს ყველაზე დიდ ზიანს. ჯანდაცვის სექტორი ყველა ამ ფაქტზე იღებს პასუხისმგელობას, თუმცა ისეთ შემთხვევებზე, რომელიც რთულდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ან გვიან დაფიქსირებული შემთხვევიდან გამომდინარე, გაუჭირდებათ ექიმებს პასუხის გაცემა და პასუხისმგებლობის აღება. ჩვენ 24 საათი ვმუშაობთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისში გარდაცვლილი 27 წლის გოგო მკურნალობას სახლში გადიოდა და მისი გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გახდა.

„რაც შეეხება 27 წლის გოგონას გარდაცვალებას, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. მაგრამ რამდენადაც შემთხვევა შევისწავლეთ, ახალგაზრდა გოგონა გადიოდა ბინაზე მკურნალობას, რამაც გამოიწვია დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაც, იქ დიაგნოსტირებაც იყო გვიანი. მას ტესტირებისთვისაც კი არ მიუმართავს დროულად. არ მინდა, რომ ბრალეულობა გადავიდეს პაციენტების მხარეს და მინდა, რომ ჯანდაცვის სექტორი იყოს პასუხისმგებელი ყველა შედეგზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში დამნაშავე შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორი. ჩვენ დღეს კლინიკურ ჯგუფთან გვაქვს დამატებითი შეხვედრა იმისათვის, რომ მეტად ინფორმატიული გავხადოთ მკურნალობის კომპონენტი. უნდა მოხდეს დროული აღქმა იმ პრობლემების, რომლებიც პაციენტებს ექმნებათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაცით, ქუთაისში, COVID-19-ით 27 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. მაგდა ძოწენიძის ოჯახი ამბობს, რომ გადატვირთული კლინიკების გამო პაციენტის მიღება საავადმყოფოში დროულად ვერ შეძლეს.

ამასთან, გოგონას, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენის თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავდა, დედ-მამა გარდაეცვალა. მარიამ კაკაურიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერდა, რომ მის დედ-მამას მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში სჭირდებოდა, თუმცა ადგილების არარსებობის გამო მათი იქ მოთავსება ვერ მოხერხდა.

კობა დავითაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება - "მძიმეა მისი მდგომარეობა, აქვს სეფსისი და სეპტიკური შოკი"

"დღეს ნებისმიერი ვირუსი უნდა ჩაითვალოს, როგორც კორონავირუსი და მართვა უნდა მოხდეს ისე, როგორც კორონავირუსის" - ექიმი ვახტანგ კალოიანი

ნადვილი შავი პარასკევი "AllWine.ge"-ზე!