მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნების შედეგად ვინ რა ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს და აპირებენ თუ არა ის პარტიები ამაზე უარის თქმას, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ?
არჩევნების შედეგად ვინ რა ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს და აპირებენ თუ არა ის პარტიები ამაზე უარის თქმას, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ?

2020-ის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, და­წე­სე­ბუ­ლი 1%-იანი ბა­რი­ე­რი 9 პარ­ტი­ამ გა­და­ლა­ხა, თუმ­ცა რვა მათ­გა­ნი, გარ­და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სა, პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე უარს ამ­ბობს. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტში შე­მა­ვალ პარ­ტი­ებს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი აფი­ნან­სებს. ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენტს ბო­ი­კოტს უცხა­დე­ბენ და მან­და­ტებ­ზე უარს ამ­ბო­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტით ემუქ­რე­ბა. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მუ­ქა­რის სის­რუ­ლე­ში მო­საყ­ვა­ნად, "ოც­ნე­ბას” სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა დას­ჭირ­დე­ბა. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას შან­ტა­ჟად აღიქ­ვა­მენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭი­რა სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მცირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბად და­წე­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რი, ხოლო და­ფი­ნან­სე­ბის ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრის ფორ­მუ­ლა გა­მარ­ტივ­და:

და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღებს პარ­ტია, რო­მელ­მაც პარ­ლა­მენ­ტის ბოლო არ­ჩევ­ნებ­ში ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 1% (ნაც­ვლად 3%-სა), ან მეტი მი­ი­ღო; პირ­ველ 50 000 მი­ღე­ბუ­ლი ხმის­თვის თი­თო­ე­ულ­ზე - 15 ლარი; 50 000-ის შემ­დეგ მი­ღე­ბულ თი­თო­ე­ულ ხმა­ზე კი - 5 ლარი და­წეს­და. ამას­თა­ნა­ვე, პარ­ტია სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღებს მხო­ლოდ წი­ნას­წა­რი წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც უნდა წა­რედ­გი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას ყო­ველ­წლი­უ­რად, არა­უგ­ვი­ა­ნეს 25 ნო­ემ­ბრი­სა. თუ პარ­ტი­ამ კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში არ წა­რად­გი­ნა წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა მო­მა­ვა­ლი წლის სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე, ამ ვა­დის გას­ვლი­დან მე­ო­რე დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია წე­რი­ლო­ბით აც­ნო­ბებს პარ­ტი­ას ამის შე­სა­ხებ. პარ­ტი­ას უფ­ლე­ბა აქვს, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წე­რი­ლო­ბი­თი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­ღე­ბი­დან 3 დღის ვა­და­ში წა­რად­გი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი თან­ხმო­ბა. თუ პარ­ტი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ დად­გე­ნილ ვა­და­ში კვლავ არ წა­რად­გი­ნა შე­სა­ბა­მი­სი თან­ხმო­ბა, იგი კარ­გავს მო­მა­ვა­ლი წლის სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბას, რის შე­სა­ხე­ბაც მას სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია წე­რი­ლო­ბით აც­ნო­ბებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია ვალ­დე­ბუ­ლია, პარ­ტი­ის მიერ მო­მა­ვა­ლი წლის სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის და­კარ­გვი­დან 5 დღე­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა და­აბ­რუ­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში.

"სა­ერ­თა­სო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს” სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან ნატ­როშ­ვი­ლი გვიხ­სნის, ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, რა სქე­მით და­ფი­ნანსდე­ბი­ან პარ­ლა­მენ­ტში შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბი:

"ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი პარ­ტი­ე­ბი გან­ცხა­დე­ბით თუ არ მი­მარ­თა­ვენ ცეს­კო-ს, ავ­ტო­მა­ტუ­რად არ და­ფი­ნანსდე­ბი­ან. და­ფი­ნან­სე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლი 50 000 ხმა 15 ლა­რით ფას­დე­ბა. და­ვუშ­ვათ, ვი­ღა­ცამ მი­ი­ღო 100 000 ხმა, ის პირ­ვე­ლი 50 ათა­სის­თვის მი­ი­ღებს (50 000X15) 750 000 ლარს, და­ნარ­ჩე­ნი 50 ათა­სი თითო ხმა 5 ლა­რით ფას­დე­ბა (50 000X5=250 000-ს), ჯამ­ში ის მი­ი­ღებს 1 მი­ლი­ონ ლარს. 2 ივ­ლი­სის "მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში” ეს იყო ერთ-ერთი ცვლი­ლე­ბა. ჯერ სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი არაა დად­გე­ნი­ლი, როცა დად­გინ­დე­ბა, შედ­გე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორმ­დე­ბა, ვინ რამ­დე­ნი ხმა მი­ი­ღო და 1%-იან ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხულ პარ­ტი­ებს ამის შემ­დეგ აქვთ უფ­ლე­ბა, გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თონ ცეს­კოს სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ. ეს გახ­ლავთ წლი­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბა და პარ­ტი­ე­ბი თან­ხას ყო­ველ­თვი­უ­რად მი­ი­ღე­ბენ. ძლი­ე­რი პარ­ტი­ე­ბი რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ­ზე ავ­ლენ, მათ ისე­დაც ჰქონ­დათ ამ­დე­ნი პირ­და­პი­რი და არა­პირ­და­პი­რი და­ფი­ნან­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით - მათ ხარ­ჯებს უნა­ზღა­უ­რებ­დნენ, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ჰქონ­დათ უფა­სო სა­რეკ­ლა­მო დრო და ა.შ. ახლა, უბ­რა­ლოდ გა­მარ­ტივ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბა რომ მი­ე­ღოთ, ადრე 3% უნდა გა­და­ე­ლა­ხათ, ახლა 1%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა.”

ვი­ნი­ა­დან ჯერ არჩვე­ნე­ბის სა­ბო­ლოო შედ­გე­ბი არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა, ambebi.ge-მ წი­ნა­სა­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნა­ხა­მად, გა­მოთ­ვა­ლა, და­ახ­ლო­ე­ბით რა ოდე­ნო­ბის თან­ხით და­ფი­ნანსდე­ბა. ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი 9 პარ­ტი­ის ყო­ველ­წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” (928.835 ხმა) - 5.144.175 ლარი.
  • "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” (523.646 ხმა) - 3.118.230 ლარი.
  • "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო-მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის” (72.938 ხმა) - 864.690 ლარი.
  • "ლელო - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე” (60.785 ხმა) - 803.925 ლარი.
  • "გი­ორ­გი ვა­შა­ძე - სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი” (60.645 ხმა) - 803.225 ლარი.
  • "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი” (60.457 ხმა) - 802.205 ლარი.
  • "გირ­ჩი” (55.655 ხმა) - 778.275 ლარი.
  • "ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი-მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი” (25.592 ხმა) - 383.880 ლარი.
  • "სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია” (19. 297 ხმა) - 289.445 ლარი.

ამის შემ­დეგ შე­ვე­ცა­დეთ დაგ­ვედ­გი­ნა, ბო­ი­კო­ტის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის პარ­ტი­ე­ბი­დან რო­მე­ლი და­თან­ხმდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბას და რო­მე­ლი - არა. რო­გორც გა­ირ­კვა, რამ­დე­ნი­მე მათ­განს აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ცია და და­ფი­ნან­სე­ბა­ზე უარს იტყვის, რამ­დე­ნი­მეს კი ჯერ არ გა­და­უ­წყვე­ტია და ამ­ბობს, რომ ამ ეტაპ­ზე ეს სა­კი­თხი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის რიგ­ში არ დგას.

ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა":

"პირ­ვე­ლი, რაც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შეც­ვა­ლა და პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა, გახ­ლავთ ის, რომ ადრე თუ პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, ახლა ის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლია მი­ღე­ბულ ხმებ­თან. ჩვენ სწო­რედ იმას ვაპ­რო­ტეს­ტებთ, რომ "ოც­ნე­ბამ” მო­ი­პა­რა ამომ­რჩევ­ლის ხმე­ბი. კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში ხდე­ბა ამ სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა, უბ­რა­ლოდ ჩვენ­თვის ეს სა­კი­თხი ამ ეტაპ­ზე არ არის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის რიგ­ში და მთა­ვა­რი ახლა არის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნა. ცეს­კო ავ­ტო­მა­ტუ­რად გად­მო­რი­ცხავს თან­ხას და ჩვენ მი­ვი­ღებთ ამას თუ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში გა­ვუშ­ვებთ, ეს ჩვე­ნი საქ­მეა. ამ სა­კი­თხზე ჯერ არ გვიმ­სჯე­ლია, და­ფი­ნან­სე­ბა ამ ეტაპ­ზე მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნია”.

იაგო ხვი­ჩია, "გირ­ჩი”:

"ჩვენ ისე­დაც არ ვა­პი­რებ­დით ბი­უ­ჯე­ტი­დან ფუ­ლის აღე­ბას. გვინ­დო­და ამ ფუ­ლით გვე­ყი­და ტეს­ლე­ბი და ლა­ტა­რი­ის პრინ­ცი­პით გაგ­ვე­თა­მა­შე­ბი­ნა ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­ზე, გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლებ­ზე, რად­გან მათ­გან წარ­თმე­უ­ლი ფუ­ლის ბი­უ­ჯეტ­ში დაბ­რუ­ნე­ბა აბ­სურ­დი გვგო­ნია. ახ­ლაც თუ მოგ­ვცე­მენ, ავი­ღებთ და ტეს­ლებს გა­ვა­თა­მა­შებთ, თუ არ მოგ­ვცე­მენ, არც ამის გამო მო­ვიკ­ლავთ თავს, ამის გამო "გირ­ჩი” არა­ნა­ირ შან­ტაჟს არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა."

გი­ორ­გი გუ­გა­ვა, ”ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია”:

"რა სი­სუ­ლე­ლე­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს არის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ექ­სპერ­ტე­ბის, ტრო­ლე­ბის და ბო­ტე­ბის აწე­უ­ლი პი­ა­რი. ახლა ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, უარი ვთქვათ ოლი­გარ­ქი­ა­ზე და ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ვაგ­დოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, ამა­ზე ვართ პრინ­ცი­პუ­ლე­ბი, შე­უ­ვა­ლე­ბი და ამას გა­ვა­კე­თებთ. ეს არის დღეს მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ქვე­ყა­ნა­ში? ეს არის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პი­ა­რის გაგ­რძე­ლე­ბა”.

გოჩა თევ­დო­რა­ძე, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი”:

"ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცეს­კო­ში არა­ნა­ირ გა­ნა­ცხადს არ შე­ვი­ტანთ. ჩვენ ვი­თხოვთ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას, გან­მე­ო­რე­ბით არ­ჩევ­ნებს და ამის შემ­დეგ რაც მოგ­ვე­ნი­ჭე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­გან, მო­ვი­თხოვთ და მი­ვი­ღებთ იმას”.

ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლი, "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი:

"ჯერ არა­ფერ­ზე არ­სად მიგ­ვი­მარ­თავს, პარ­ლა­მენ­ტში თუ არ შე­ვალთ, არც ფულს ავი­ღებთ, რა თქმა უნდა”.

თაკო ჩარ­კვი­ა­ნი, "სტრა­ტე­გია-აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი”:

"გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, ამა­თი არა­ფე­რი მჭირ­დე­ბა. მე ჩემი ხალ­ხის ხმე­ბი მინ­და, რო­მე­ლიც მომ­პა­რეს. შე­დე­გებს თუ არ ვა­ღი­ა­რებთ, და­ფი­ნან­სე­ბა რა­ტომ უნდა ვა­ღი­ა­როთ? მიც­ნობთ, რაზე ვარ წამ­სვლე­ლი, ეს პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის. პარ­ლა­მენ­ტში იმი­ტომ შევ­დი­ო­დი, რომ რე­ფორ­მე­ბი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა და ხალ­ხს მოვმსა­ხუ­რე­ბო­დი, არა - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. შე­სა­ბა­მი­სად, რა­ტომ უნდა შე­ვი­დე პარ­ლა­მენ­ტში და თუ არ შევ­დი­ვარ, რა­ტომ უნდა მო­ვი­თხო­ვო და­ფი­ნან­სე­ბა, რა ლო­გი­კაა?”

ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, "ლელო”:

"ამა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი არ გვაქვს ჯერ, მაგ­რამ ახლა იმ­დე­ნად მძი­მე კრი­ზის­შია ქვე­ყა­ნა, პი­რა­დად ჩემ­თვის, ეს მეშ­ვი­დე­ხა­რის­ხო­ვა­ნი სა­კი­თხია. რა დროს პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის თე­მაა. ამა­ზე არც კი ვფიქ­რობთ, უმ­ძი­მეს პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში ვართ, რო­მელ­საც აუ­ცი­ლე­ლად მოჰ­ყვე­ბა უმ­ძი­მე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი, ასე­ვე კრი­ზი­სი სა­მე­დი­ცი­ნო ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში. სა­მარ­ცხვი­ნოა, ეს თემა რომ შე­მო­ი­ტა­ნეს, ეს კო­ბა­ხი­ძის ჟან­რია - ქვე­ყა­ნა როცა იქ­ცე­ვა, ამ დროს ის ლა­პა­რა­კობს იმა­ზე, რომ პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის კა­ნონს შეც­ვლის. კო­ბა­ხი­ძემ იფიქ­როს მა­გა­ზე, ჩვენ უფრო მწვა­ვე გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი გვაქვს გა­და­საჭ­რე­ლი”.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
153

ამ ბრბოსათვის სახ.ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება წყალში გადაყრილი ფულია სასურველია სახელმწიფომ სხვა მიმართულებით გამოიყენოს

რობერტი
135

ჯამში 13 მილიონი გამოდის, არც ისე ბევრია ერთ მოსახლეზე თუ გადაიანგარიშებ სადღაც 3,5 ლარი გამოდის, ჰოდა მოდი გავუათმაგოთ ეს თანხა ერთხელ 35-35 ლარი შევაგროვოთ მივცეთ ამ ფულის მონებს იმ პირობით თუ სამუდამოდ მოშორდებიან პოლიტიკიდან და ამ ქვეყნიდან, ნაცებიც, ქოცებიც და მაგათი ფილიალებიც. დავისვენებთ ჩვენც და ეგენიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

არჩევნების შედეგად ვინ რა ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს და აპირებენ თუ არა ის პარტიები ამაზე უარის თქმას, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ?

არჩევნების შედეგად ვინ რა ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს და აპირებენ თუ არა ის პარტიები ამაზე უარის თქმას, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ?

2020-ის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად, დაწესებული 1%-იანი ბარიერი 9 პარტიამ გადალახა, თუმცა რვა მათგანი, გარდა მმართველი პარტიისა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტში შემავალ პარტიებს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და მანდატებზე უარს ამბობენ, ხელისუფლება საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება. ირაკლი კობახიძის მუქარის სისრულეში მოსაყვანად, "ოცნებას” სავარაუდოდ, საკანონმდებლო ცვლილება დასჭირდება. ოპოზიციური პარტიები კობახიძის განცხადებას შანტაჟად აღიქვამენ.

როგორც ცნობილია, 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, რომლის თანახმადაც, მცირდება სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად დაწესებული ბარიერი, ხოლო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის ფორმულა გამარტივდა:

დაფინანსებას მიიღებს პარტია, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 1% (ნაცვლად 3%-სა), ან მეტი მიიღო; პირველ 50 000 მიღებული ხმისთვის თითოეულზე - 15 ლარი; 50 000-ის შემდეგ მიღებულ თითოეულ ხმაზე კი - 5 ლარი დაწესდა. ამასთანავე, პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყოველწლიურად, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილობით აცნობებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია, პარტიის მიერ მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა დააბრუნოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

"საერთასორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი გვიხსნის, ახალი კანონმდებლობით, რა სქემით დაფინანსდებიან პარლამენტში შემავალი პარტიები:

"ბარიერგადალახული პარტიები განცხადებით თუ არ მიმართავენ ცესკო-ს, ავტომატურად არ დაფინანსდებიან. დაფინანსება დამოკიდებულია ხმების რაოდენობაზე, მაგალითად, პირველი 50 000 ხმა 15 ლარით ფასდება. დავუშვათ, ვიღაცამ მიიღო 100 000 ხმა, ის პირველი 50 ათასისთვის მიიღებს (50 000X15) 750 000 ლარს, დანარჩენი 50 ათასი თითო ხმა 5 ლარით ფასდება (50 000X5=250 000-ს), ჯამში ის მიიღებს 1 მილიონ ლარს. 2 ივლისის "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში” ეს იყო ერთ-ერთი ცვლილება. ჯერ საბოლოო შედეგები არაა დადგენილი, როცა დადგინდება, შედგება შემაჯამებელი ოქმები, ოფიციალურად გაფორმდება, ვინ რამდენი ხმა მიიღო და 1%-იან ბარიერგადალახულ პარტიებს ამის შემდეგ აქვთ უფლება, განცხადებით მიმართონ ცესკოს სახელმწიფო დაფინანსების შესახებ. ეს გახლავთ წლიური დაფინანსება და პარტიები თანხას ყოველთვიურად მიიღებენ. ძლიერი პარტიები რამდენიმე მილიონზე ავლენ, მათ ისედაც ჰქონდათ ამდენი პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსების მეშვეობით - მათ ხარჯებს უნაზღაურებდნენ, ტელევიზიებში ჰქონდათ უფასო სარეკლამო დრო და ა.შ. ახლა, უბრალოდ გამარტივდა ეს ყველაფერი. განსხვავება ის არის, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსება რომ მიეღოთ, ადრე 3% უნდა გადაელახათ, ახლა 1%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ხდება.”

ვინიადან ჯერ არჩვენების საბოლოო შედგები არ გამოცხადებულა, ambebi.ge-მ წინასაწარი მონაცემების თანახამად, გამოთვალა, დაახლოებით რა ოდენობის თანხით დაფინანსდება. ბარიერგადალახული 9 პარტიის ყოველწლიური შემოსავალი ასე გამოიყურება:

  • "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” (928.835 ხმა) - 5.144.175 ლარი.
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (523.646 ხმა) - 3.118.230 ლარი.
  • "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” (72.938 ხმა) - 864.690 ლარი.
  • "ლელო - მამუკა ხაზარაძე” (60.785 ხმა) - 803.925 ლარი.
  • "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი” (60.645 ხმა) - 803.225 ლარი.
  • "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” (60.457 ხმა) - 802.205 ლარი.
  • "გირჩი” (55.655 ხმა) - 778.275 ლარი.
  • "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები” (25.592 ხმა) - 383.880 ლარი.
  • "საქართველოს ლეიბორისტული პარტია” (19. 297 ხმა) - 289.445 ლარი.

ამის შემდეგ შევეცადეთ დაგვედგინა, ბოიკოტის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიციის პარტიებიდან რომელი დათანხმდება სახელმწიფო დაფინანსებას და რომელი - არა. როგორც გაირკვა, რამდენიმე მათგანს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და დაფინანსებაზე უარს იტყვის, რამდენიმეს კი ჯერ არ გადაუწყვეტია და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი პრიორიტეტების რიგში არ დგას.

ლევან ბეჟაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა":

"პირველი, რაც "ქართულმა ოცნებამ” არჩევნებთან დაკავშირებით შეცვალა და პარტიების დაფინანსების კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა, გახლავთ ის, რომ ადრე თუ პარტიების დაფინანსება დამოკიდებული იყო მანდატების რაოდენობაზე, ახლა ის პირდაპირპროპორციულია მიღებულ ხმებთან. ჩვენ სწორედ იმას ვაპროტესტებთ, რომ "ოცნებამ” მოიპარა ამომრჩევლის ხმები. კანონმდებლობით, ავტომატურ რეჟიმში ხდება ამ საკითხების გადაწყვეტა, უბრალოდ ჩვენთვის ეს საკითხი ამ ეტაპზე არ არის პრიორიტეტების რიგში და მთავარი ახლა არის არჩევნების შედეგების ობიექტურობის დადგენა. ცესკო ავტომატურად გადმორიცხავს თანხას და ჩვენ მივიღებთ ამას თუ საქველმოქმედო ფონდში გავუშვებთ, ეს ჩვენი საქმეა. ამ საკითხზე ჯერ არ გვიმსჯელია, დაფინანსება ამ ეტაპზე მეასეხარისხოვანია”.

იაგო ხვიჩია, "გირჩი”:

"ჩვენ ისედაც არ ვაპირებდით ბიუჯეტიდან ფულის აღებას. გვინდოდა ამ ფულით გვეყიდა ტესლები და ლატარიის პრინციპით გაგვეთამაშებინა ჩვეულებრივ ადამიანებზე, გადასახადის გადამხდელებზე, რადგან მათგან წართმეული ფულის ბიუჯეტში დაბრუნება აბსურდი გვგონია. ახლაც თუ მოგვცემენ, ავიღებთ და ტესლებს გავათამაშებთ, თუ არ მოგვცემენ, არც ამის გამო მოვიკლავთ თავს, ამის გამო "გირჩი” არანაირ შანტაჟს არ დაექვემდებარება."

გიორგი გუგავა, ”ლეიბორისტული პარტია”:

"რა სისულელეზე ვსაუბრობთ, ეს არის სახელისუფლებო ექსპერტების, ტროლების და ბოტების აწეული პიარი. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, უარი ვთქვათ ოლიგარქიაზე და ივანიშვილი გავაგდოთ ხელისუფლებიდან, ამაზე ვართ პრინციპულები, შეუვალები და ამას გავაკეთებთ. ეს არის დღეს მთავარი ამოცანა ქვეყანაში? ეს არის სახელისუფლებო პიარის გაგრძელება”.

გოჩა თევდორაძე, "პატრიოტთა ალიანსი”:

"ამ არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, ცესკოში არანაირ განაცხადს არ შევიტანთ. ჩვენ ვითხოვთ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას, განმეორებით არჩევნებს და ამის შემდეგ რაც მოგვენიჭება სახელმწიფოსგან, მოვითხოვთ და მივიღებთ იმას”.

ალექსანდრე ელისაშვილი, "მოქალაქეები:

"ჯერ არაფერზე არსად მიგვიმართავს, პარლამენტში თუ არ შევალთ, არც ფულს ავიღებთ, რა თქმა უნდა”.

თაკო ჩარკვიანი, "სტრატეგია-აღმაშენებელი”:

"გაყალბებული არჩევნების პირობებში, ამათი არაფერი მჭირდება. მე ჩემი ხალხის ხმები მინდა, რომელიც მომპარეს. შედეგებს თუ არ ვაღიარებთ, დაფინანსება რატომ უნდა ვაღიაროთ? მიცნობთ, რაზე ვარ წამსვლელი, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩემთვის. პარლამენტში იმიტომ შევდიოდი, რომ რეფორმები ჩამეტარებინა და ხალხს მოვმსახურებოდი, არა - ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, რატომ უნდა შევიდე პარლამენტში და თუ არ შევდივარ, რატომ უნდა მოვითხოვო დაფინანსება, რა ლოგიკაა?”

ანა ნაცვლიშვილი, "ლელო”:

"ამაზე ოფიციალური პასუხი არ გვაქვს ჯერ, მაგრამ ახლა იმდენად მძიმე კრიზისშია ქვეყანა, პირადად ჩემთვის, ეს მეშვიდეხარისხოვანი საკითხია. რა დროს პარტიების დაფინანსების თემაა. ამაზე არც კი ვფიქრობთ, უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში ვართ, რომელსაც აუცილელად მოჰყვება უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, ასევე კრიზისი სამედიცინო ჯანდაცვის სექტორში. სამარცხვინოა, ეს თემა რომ შემოიტანეს, ეს კობახიძის ჟანრია - ქვეყანა როცა იქცევა, ამ დროს ის ლაპარაკობს იმაზე, რომ პარტიების დაფინანსების კანონს შეცვლის. კობახიძემ იფიქროს მაგაზე, ჩვენ უფრო მწვავე გლობალური საკითხები გვაქვს გადასაჭრელი”.

"სახლში მზეთუნახავი ჰყავს რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?!" - თეა წულუკიანი ნიკა გვარამიაზე

"ჰგონიათ, რომ კელი დეგნანს გააგდებენ და იმას მოიყვანენ, ვინც "ნაცმოძრაობას" ჩაეხუტება და მიშას დააბრუნებს?"- რას ემსახურება დასავლელ პარტნიორებზე ბოლოდროინდელი თავდასხმები?

"რაღაც სექტანტიზმი ჩამოყალიბდა, თუ არ იწონებ იმას, რასაც ბოკერია გეუბნება, ესე იგი ივანიშვილის მოსყიდული ხარ" - ალეკო ელისაშვილი