მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონას, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, დედის მერე, მამაც გარდაეცვალა
გოგონას, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, დედის მერე, მამაც გარდაეცვალა

გო­გო­ნას, რო­მე­ლიც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის თხოვ­ნით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თავ­და, მა­მაც გარ­და­ეც­ვა­ლა.

მა­რი­ამ კა­კა­უ­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერ­და, რომ მის დედ-მა­მას მკურ­ნა­ლო­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სჭირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ად­გი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო მათი იქ მო­თავ­სე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

მა­რი­ამ კა­კა­უ­რი­ძეს დედა 5 ნო­ემ­ბერს გარ­და­ეც­ვა­ლა, ხოლო მამა - დღეს დი­ლით.

Covid-19-ით გარ­დაც­ვლი­ლი ცოლ-ქმა­რი ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კონ­ტუ­ათ­ში ცხოვ­რობ­და.

"ჩემი მშობ­ლე­ბი სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­დნენ! გახ­დნენ შე­უძ­ლოდ მა­მას გა­უ­კე­თეს პსრ ტეს­ტი და და­აწ­ვი­ნეს კლი­ნი­კა ბო­მონდში. 3 დღის შემ­დეგ მო­ვი­და უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი და გა­მო­წე­რეს სახ­ლში! თბი­ლი­სი­დან ჩა­სულს მამა დამ­ხვდა ცუ­დად, ვრე­კავ 112-ში და ვე­ლო­დე­ბი მათ 2 სა­ა­თი არა­ვინ მო­დის, ჩე­მით მიმ­ყავს გორ­მე­დის კლი­ნი­კა­ში, გზა­ში გა­მიხ­და უფრო ცუ­დად... ვი­ძა­ხებ გო­რის სას­წრა­ფოს და მო­დი­ან 30 წუთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, მა­მას­თან არა­ვინ ჯდე­ბა მედ­პერ­სო­ნა­ლი და მე და­ვუ­ჯე­ქი! გორ­მედ­ში მი­სუ­ლე­ბი 1 სა­ა­თი და­ახ­ლო­ე­ბით დე­რე­ფან­ში ვი­ყა­ვით, არა­ვინ გა­უ­კე­თა და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­ნამ არ ვიყ­ვი­რეთ. გა­მოჩ­ნდა 2 ღვთის­ნი­ე­რი ექი­მი და იმათ მი­მი­ხე­დეს და მო­მიყ­ვა­ნეს დღემ­დე! ახლა, მა­მას სჭირ­დე­ნა სას­წრა­ფო რე­ა­ნი­მა­ცია 2 დღეა და არა­ფე­რია ! 1505 112 ს მი­მარ­თეო, 112-მა ექი­მე­ბი აგ­ვა­რე­ბე­ნო, ექიმ­მა შენ იპო­ვე ექი­მიო ! მა­მას აქვს კო­ვი­დი და ინ­სულ­ტი. დედა, დე­დას არ გა­უ­კე­თეს ტეს­ტი, რად­გან ფეხ­ზე იდგა და უფრო უკეთ იყო ! "ბო­მონდში" თხოვ­ნით ერთი გა­დას­ხმა გა­უ­კე­თეს და გა­უშ­ვეს სახ­ლში! მე­ო­რე დღეს ცუ­დად გახ­და, გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო და წა­იყ­ვა­ნეს "უნი­ქალ­მედ­ში"! იყო მიმ­ღებ­ში 2 დღე და არა პა­ლა­ტა­ში! პირ­ველ დღეს გა­უ­კე­თეს გა­დას­ხმე­ბი, მე­ო­რე დღეს არა­ფე­რი და მე­სა­მე დღეს დამ­ძიმ­და. მად­ლო­ბა მის ექიმს ვასო ფარ­ცხა­ლა­ძეს შე­უძ­ლე­ბელს აკე­თებს დე­დას­თვის! დე­და­საც ესა­ჭი­რო­ე­ბა რე­ა­ნი­მა­ცია! ერთი მშო­ბე­ლი მა­ინც გა­და­მირ­ჩი­ნეთ! თქვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის კო­ლაფ­სის და არას­წო­რი ტეს­ტის პა­სუ­ხის გამო ვართ ასეთ დღე­ში! პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მი­დან და­ი­წყეს მკურ­ნა­ლო­ბა სახ­ლში, თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით!" - წერ­და მა­რი­ამ კა­კა­უ­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

სამწუხაროდ გახშირდა ასეთი სიტუაციები , ამიტომ ყველა იყავით ფრთხილად, რომ დაგჭირდეთ მკურნალობა შეიძლება ვერ მიგიღონ

!!!!!!
17

ხალხი იხოცება ,ჩაკეტეთ საერთოდ,რა გახდა,სულ არ გვინდა ეს თქვენი არჩევნები თუ ამოვიხოცეთ,ვიღასთვის ატარებთ ამ არჩევნებს თუ ხალხი ჩაკვდა?არჩევნებამდე მაინც ჩაკეტეთ,ეგება ცოტა შემცირდეს,რას ელოდებით?ხომ ხედავთ ისე გავრცელდა რომ აღარც პირბადე შველის და ვეღარც ექიმები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

გოგონას, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, დედის მერე, მამაც გარდაეცვალა

გოგონას, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, დედის მერე, მამაც გარდაეცვალა

გოგონას, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენის თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავდა, მამაც გარდაეცვალა.

მარიამ კაკაურიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერდა, რომ მის დედ-მამას მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში სჭირდებოდა, თუმცა ადგილების არარსებობის გამო მათი იქ მოთავსება ვერ მოხერხდა.

მარიამ კაკაურიძეს დედა 5 ნოემბერს გარდაეცვალა, ხოლო მამა - დღეს დილით.

Covid-19-ით გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათში ცხოვრობდა.

"ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ! გახდნენ შეუძლოდ მამას გაუკეთეს პსრ ტესტი და დააწვინეს კლინიკა ბომონდში. 3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში! თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად, ვრეკავ 112-ში და ველოდები მათ 2 საათი არავინ მოდის, ჩემით მიმყავს გორმედის კლინიკაში, გზაში გამიხდა უფრო ცუდად... ვიძახებ გორის სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში დაახლოებით, მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი! გორმედში მისულები 1 საათი დაახლოებით დერეფანში ვიყავით, არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი სანამ არ ვიყვირეთ. გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე! ახლა, მამას სჭირდენა სასწრაფო რეანიმაცია 2 დღეა და არაფერია ! 1505 112 ს მიმართეო, 112-მა ექიმები აგვარებენო, ექიმმა შენ იპოვე ექიმიო ! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი. დედა, დედას არ გაუკეთეს ტესტი, რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო ! "ბომონდში" თხოვნით ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში! მეორე დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს "უნიქალმედში"! იყო მიმღებში 2 დღე და არა პალატაში! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები, მეორე დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა. მადლობა მის ექიმს ვასო ფარცხალაძეს შეუძლებელს აკეთებს დედასთვის! დედასაც ესაჭიროება რეანიმაცია! ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ! თქვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში! პირველივე სიმპტომიდან დაიწყეს მკურნალობა სახლში, თავისი ხარჯებით!" - წერდა მარიამ კაკაურიძე.

"უბედური შემთხვევა მოხდა... ჩემი მეზობელი კვამლით გაიგუდა" - რას ამბობს სერგეენკო, რომლის კორპუსშიც ბინა დაიწვა

"დამწვარია ერთი სახლი... გარდაცვლილია მამაკაცი" - რას ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში თამარაშვილის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარზე

ხანძარი თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში - ნაპოვნია ერთი ცხედარი