ავტორი:

მთლიანი მოლი უკვე შენს მობილურში

მთლიანი მოლი უკვე შენს მობილურში

„ერთი ხელის მოსმით“ - Extra.ge შოპინგის გასამარტივებლად მომხმარებლებს უკვე მობილურ აპლიკაციას სთავაზობს.

Extra.ge ელექტრონული კომერციისა და ონლაინ შოპინგის განვითარებისთვის კიდევ ერთ სიახლეს გვთავაზობს. ახალი მობილური აპლიკაცია, ბეტა რეჟიმში გაეშვა, მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მომხმარებლებს ყველაზე დიდ ონლაინ მოლთან მუდმივ წვდომას.

Extra.ge ბაზარზე 2020 წლის 29 თებერვლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს ანებივრებს უამრავი ხელსაყრელი შეთავაზებით. გუნდი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და საჭიროებებზე, რისი ნაწილიცაა ეს აპლიკაციაც. Extra.ge აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას აქტიურად თანამშრომლობდა კომპანია Sweeft Digital-თან და 5 ნოემბერს აპლიკაციის ბეტა ვერსიამ დღის სინათლეს იხილა.

„ჩვენს გუნდს, Sweeft Digital-ს მიეცა შესაძლებლობა, შეექმნა უნიკალური ელექტრონული კომერციის პლატფორმის - Extra.ge-ის მობილური აპლიკაცია, როგორც iOS-ისთვის, ასევე Android-ისთვის. ეს არის პირველი ონლაინ მოლი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს გაუმარტივებს ონლაინ შოპინგს, დააზოგინებს დროს და ამ პროცესს უფრო კომფორტულს გახდის მისთვის. Sweeft Digital-ის გუნდი აქტიურად მუშაობდა 6 თვის განმავლობაში, შევძელით გაგვეზიარებინა ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება e-commerce-ის კუთხით და შედეგიც დაიდო. ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი, რომელსაც ქართველი მომხმარებელი თავად შეაფასებს“, - განაცხადა კომპანია Sweeft Digital-ის დამფუძნებელმა ვახო თურნავამ.

“ამიერიდან უკვე შესაძლებელია Extra.ge-ს, ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლის ჯიბით ტარება და ნებისმიერ დროს, ერთი ხელის მოსმით სასურველი ნივთის მოძებნა, შეთავაზებების დათვალიერება, შედარება, ყიდვა და გაყიდვა ყველაფრის, რაც გაგიხარდებათ. მობილური აპლიკაცია კომფორტული და მოსახერხებელია, როგორც აქტიური შოპინგის, ასევე იმ სკეპტიკურად განწყობილი მომხმარებლებისთვისაც, ვისაც ფიზიკური შოპინგი ურჩევნია ონლაინს. მათ შეუძლიათ სასურველი ნივთი, ნახონ ნებისმიერ მაღაზიაში, ხელით შეეხონ მას და პარალელურ რეჟიმში გადაამოწმონ მისი ფასი Extra-ს მობილური აპლიკაციის საშუალებით, იგივე ბრენდის ციფრულ ფილიალში. ჩვენ მუდმივად გვაქვს სხვადასხვა აქცია, ფასდაკლება თუ შეთავაზება, რის საფუძველზეც მომხმარებელს ყოველთვის ექნებათ რაციონალური და სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. Extra-ზე არჩევანის გაკეთების შემთხვევაში მოგეხსენებათ, რომ შენაძენს სასურველ მისამართზე მოგართმევთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც დამატებით კომფორტია, განსაკუთრებით რეგიონების შემთხვევაში”. - განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამუნა ბუაძემ.

ონლაინ შოპინგის ხელშეწყობის მიზნით, Visa საიტის გაშვების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს Extra.ge-სთან. ამ მნიშვნელოვანი სიახლის აღსანიშნავად კი, კვლავ Visa-სთან თანამშრომლობით, Extra.ge აანონსებს განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს აპლიკაციის მომხმარებელთათვის.

”დღესდღეობით ელექტრონული კომერცია მომხმარებელს უფრო მეტ არჩევანს, კომფორტსა და უსაფრთხოებას სთავაზობს, ასევე აძლევს შესაძლებლობას ბიზნესს, მართონ და განავითარონ თავიანთი საქმიანობა და დააკავშირონ მომხმარებლები მერჩანტებს”, - აცხადებს კრისტინა დოროში, Visa– ს რეგიონალური მენეჯერი კავკასიის რეგიონში. - სწორედ ამიტომ, Visa დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ელ-კომერციის მხარდაჭერას და მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგით სარგებლობის უპირატესობებს. Extra.ge აპლიკაციის ამოქმედებით მომხმარებლებს შეეძლებათ მარტივად მართონ სურვილები და მიიღონ დამატებითი ბონუსები Visa ბარათით გადახდისას, მათ შორის 50%-მდე ფასდაკლება შერჩეულ ნივთებზე, უფასო მიწოდება და 10% ფასდაკლება შემდეგი შეკვეთის განხორციელებისას აპლიკაციის მეშვეობით ”.

მაშ ასე, ჩამოტვირთეთ: ანდროიდი:

iOS:

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვებრდზე:

შეიძინეთ რაც გაგიხარდებათ - ერთი ხელის მოსმით, მთელი შოპინგ მოლი უკვე შენს მობილურებშია!

R

"ეს საკენკი ბიძინა ივანიშვილმა უნდა აკენკოს" - ისნის საოლქო კომისიასთან აქციის მონაწილეებმა გალია მიიტანეს

4 მეტროსადგური, სადაც პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი რიგების მართვის მეშვეობით მოხდება - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერია

"სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ საქართველოში, სისტემა ვერ გაუძლებს თუ ჩვენ ყველა გავხდებით ავად და ეს მოხდება თუ არ დავიცავთ წესებს" - პაატა იმნაძე