სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი გამოთქმაა, ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთო, კალაძე ამას ადასტურებს, ყველა თავისნაირი ბრიყვი ჰგონია" - ელისაშვილი
"ერთი გამოთქმაა, ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთო, კალაძე ამას ადასტურებს, ყველა თავისნაირი ბრიყვი ჰგონია" - ელისაშვილი

ერთი გა­მოთ­ქმაა, ფეხ­ბურ­თე­ლებს ტვი­ნი ფე­ხებ­ში აქ­ვთო, კა­ლა­ძე ამას ადას­ტუ­რებს. ყვე­ლა თა­ვის­ნა­ი­რი ბრიყ­ვი ჰგო­ნია, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რამ­დე­ნი­მე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­დათ­ვლამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ არ­ცერთ უბან­ზე არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა არ მომ­ხდა­რა.

რო­გორც ელი­საშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ყვე­ლა ხმა თა­ვი­დან უნდა და­ით­ვა­ლონ.

"3 800 უბა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, 12 უბან­ზე რომ გა­დათ­ვა­ლეს, აბა 3 800 და 12 გვერ­დიგ­ვერდ და­წე­როს, თუ იცის რო­გორ იწე­რე­ბა, მარ­ტო ფუ­ლის კე­თე­ბა რომ იცის. აქ, სა­ოლ­ქო­ში მოყ­რი­ლი არი­ან მუქ­თა­ხო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იპა­რა­ვენ ხმებს, სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებს პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ თი­თო­ე­ულ ხმას კბი­ლე­ბით და­ვი­ცავ­დი. ასე თუ ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი, მე­ო­რე ტურს რა აზრი აქვს, ბრიყ­ვე­ბი ხომ არ ვართ? ყვე­ლა ხმა თა­ვი­დან გა­დავ­თვა­ლოთ, ხარ­ვე­ზე­ბი გა­ვას­წო­როთ, ცეს­კო­დან ის მა­მა­ძაღ­ლე­ბი გა­მოვ­ყა­როთ და მე­ო­რე ტურ­ში სერ­გე­ენ­კო კი არა, თუ უნ­დათ, ბაში-აჩუ­კი წა­მო­ა­ყე­ნონ, იმას გა­ვუმკლავ­დე­ბი. თა­მარ ჟვა­ნია დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი, სა­მარ­ცხვი­ნო ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც მოგვპა­რა ხმე­ბი, გა­ა­ყალ­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, დღე­საც ამით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ვნა­ნობ, რომ ვმე­გობ­რობ­დი და მი­მაჩ­ნდა, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იყო სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მან მხარ­დამ­ჭე­რებს კვი­რას, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მის­ვლის­კენ მო­უ­წო­და.

"პა­ტი­ო­სა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი თუ გვინ­და, ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა თუ გვინ­და, ნორ­მა­ლუ­რი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი მე­ქა­ნიზ­მი არის არ­ჩევ­ნე­ბი, კვი­რას, 15:00 სა­ათ­ზე უნდა გა­მო­ვი­დეთ. აქ რომ ფუთ­ფუ­თებ­დნენ ყა­ჩა­ღე­ბი და რომ ეგო­ნათ მა­გა­რი ტი­პე­ბი იყ­ვნენ და ჯო­კე­რის კარ­ტი­ვით თვლიდ­ნენ ჩემ და სხვე­ბის ხმებს. თუ ვინ­მეს უნდა ფა­დი­შაჰ ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იცხოვ­როს, სა­დაც დი­ნას­ტი­ურ მმარ­თვე­ლო­ბას მი­ვი­ღებთ, ბი­ძი­ნა რომ და­იღ­ლე­ბა, მერე ბერა იქ­ნე­ბა, ის და­იღ­ლე­ბა, მისი შვი­ლი იქ­ნე­ბა. თუ ვინ­მეს ასეთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა უნდა, ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს! მე არ მინ­და! ერთი ომა­ხი­ა­ნად და­ვი­ძა­ხოთ, რომ დაგ­ვი­ნა­ხონ, აქ მო­ნო­ბას არა­ვინ ეგუ­ე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
113

ალეკო შედი პარლამენტში. ნუ აითქვიფე ამ ნახირში... საბურტაო გელის მეორე ტურში!!!!

2020
118

ადამიანი ვერ ვნახე, ვინც ხმას ელისაშვილს მიცემდა. ეს რა დიდ გულზეა? ხომ იცით რომ არ გყავთ ამომრჩეველი და რას ამყაყებთ ქვეყანას? არ შეიძლება თქვენს ამბიციებს გადააყოლოთ ქვეყანა. ვინც ამოგირჩიათ იმას მაინც ეცითპატივი. რას დარბიხართ და სულელობთ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ერთი გამოთქმაა, ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთო, კალაძე ამას ადასტურებს, ყველა თავისნაირი ბრიყვი ჰგონია" - ელისაშვილი

"ერთი გამოთქმაა, ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთო, კალაძე ამას ადასტურებს, ყველა თავისნაირი ბრიყვი ჰგონია" - ელისაშვილი

ერთი გამოთქმაა, ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთო, კალაძე ამას ადასტურებს. ყველა თავისნაირი ბრიყვი ჰგონია, - ასე გამოეხმაურა "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არჩევნების გაყალბება არ მომხდარა.

როგორც ელისაშვილი განმარტავს, ყველა ხმა თავიდან უნდა დაითვალონ.

"3 800 უბანია საქართველოში, 12 უბანზე რომ გადათვალეს, აბა 3 800 და 12 გვერდიგვერდ დაწეროს, თუ იცის როგორ იწერება, მარტო ფულის კეთება რომ იცის. აქ, საოლქოში მოყრილი არიან მუქთახორები, რომლებიც იპარავენ ხმებს, საბურთალოელებს პირობა მივეცი, რომ თითოეულ ხმას კბილებით დავიცავდი. ასე თუ ჩატარდა არჩევნები, მეორე ტურს რა აზრი აქვს, ბრიყვები ხომ არ ვართ? ყველა ხმა თავიდან გადავთვალოთ, ხარვეზები გავასწოროთ, ცესკოდან ის მამაძაღლები გამოვყაროთ და მეორე ტურში სერგეენკო კი არა, თუ უნდათ, ბაში-აჩუკი წამოაყენონ, იმას გავუმკლავდები. თამარ ჟვანია დეგრადირებული, სამარცხვინო ადამიანია, რომელმაც მოგვპარა ხმები, გააყალბა არჩევნები, დღესაც ამით არის დაკავებული, ძალიან ვნანობ, რომ ვმეგობრობდი და მიმაჩნდა, რომ კვალიფიციური იყო საარჩევნო საკითხებში", - განაცხადა ელისაშვილმა.

მან მხარდამჭერებს კვირას, საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

"პატიოსანი არჩევნები თუ გვინდა, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება თუ გვინდა, ნორმალური ქვეყნის მთავარი მექანიზმი არის არჩევნები, კვირას, 15:00 საათზე უნდა გამოვიდეთ. აქ რომ ფუთფუთებდნენ ყაჩაღები და რომ ეგონათ მაგარი ტიპები იყვნენ და ჯოკერის კარტივით თვლიდნენ ჩემ და სხვების ხმებს. თუ ვინმეს უნდა ფადიშაჰ ივანიშვილის ხელისუფლებაში იცხოვროს, სადაც დინასტიურ მმართველობას მივიღებთ, ბიძინა რომ დაიღლება, მერე ბერა იქნება, ის დაიღლება, მისი შვილი იქნება. თუ ვინმეს ასეთ ქვეყანაში ცხოვრება უნდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს! მე არ მინდა! ერთი ომახიანად დავიძახოთ, რომ დაგვინახონ, აქ მონობას არავინ ეგუება",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომლითაც უკრაინაში რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და კრემლის აგრესიული რიტორიკა დაგმო

"ტიბეტელი ბერების წესია: თუ რაღაცას გიჩიჩინებენ და თავში არ შეგდის, დიდ ფიცარს გირტყამენ - ქართულად უფრო მარტივია: ცივი წყალი უნდა გადაასხა, რომ გამოცოცხლდეს" - რომან გოცირიძე

"მატყუარები და ნაძირლები ხართ ვინც იძახის, რომ ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს და გამოვა" - გიგი უგულავა