პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ერთა ლიგის ფინალი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება - "ჩვენს ფეხბურთელებს "ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან"
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ერთა ლიგის ფინალი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება - "ჩვენს ფეხბურთელებს "ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან"

ვიცე-პრე­მი­ე­რის მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას შო­რის UEFA-ს ერთა ლი­გის სა­ფი­ნა­ლო შეხ­ვედ­რა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გა­რე­შე ჩა­ტარ­დე­ბა.

რო­გორც მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სპორ­ტუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არის ის, რისი შე­ზღუდ­ვას ეპიდმდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ჩვენს ფეხ­ბურ­თე­ლებს და დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ ევ­რო­პის ას­პა­რეზ­ზე. მაგ­რამ თუ ჩვენ ვა­და­რებთ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს თა­მაშს, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი არის თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის სა­კონ­სტი­ტუ­ციო უფ­ლე­ბა. არ­ჩევ­ნებ­ში მო­ა­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა არის ყვე­ლა­ზე დიდი პრი­ვი­ლე­გია, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქეს აქვს.

სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი ნამ­დვი­ლად გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლად და მა­ღალ დო­ნე­ზე დგას. სწო­რედ იმის გამო, რომ არ შეგ­ვიძ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის შე­ზღუდ­ვა და აკ­რძალ­ვა თუნ­დაც იმის გამო, რომ მო­ქა­ლა­ქეს არ უკე­თია პირ­ბა­დე, სწო­რედ ამი­ტომ ასე აქ­ტი­უ­რად მო­ვუ­წო­დებთ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ჩარ­თულ პი­რებს, რომ ყვე­ლა წესი და­იც­ვან. მაგ­რამ რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ფეხ­ბურ­თსა და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძე­ბებ­ზე, ეს არის ის, რისი შე­ზღუდ­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ასე­თი რთუ­ლი ფორ­მა გვაქვს.

რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ იმ შე­საძ­ლო რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რა ლი­მი­ტიც UEFA-ს მი­ე­რაა და­წე­სე­ბუ­ლი, რომ დას­წრე­ბა უნდა მოხ­დეს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის არა­უ­მე­ტეს 30%-სა, იმა­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ეს რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი უნდა იყოს თი­თო­ე­უ­ლი ქვეყ­ნის მიერ. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვი­წევს ამ მატ­ჩის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გა­რე­შე ჩა­ტა­რე­ბა. გა­მო­ვი­ჩი­ნოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ჩვენს ფეხ­ბურ­თე­ლებს "ვუ­ბა­ლეშ­ჩი­კოთ“ სახ­ლე­ბი­დან და ამით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი უა­რე­სად არ ითა­მა­შე­ბენ“,- გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის ერთა ლი­გის მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას შო­რის 12 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალეკსანდრე
7

რას ბჟუტურებთ, იმხელა მიტინგებს აწყობს ოპოზიცია და ის შეიძლება და რაღაც პატარა რაოდენობის მაყურებელი რომ დაესწროს და გაამხნევოს გუნდი ეს საშიშია? როდის გვექნება კიდევ ასეთი შესაძლ;ებლობა

hhh
7

ბიჯო მიტინგებზე ძიძგილაობს ათასობით კაცი და სტადინზე დისტანციით, რომ 20 ათასი დაჯდეს არ შეიძლება?

ავტორი:

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ერთა ლიგის ფინალი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება - "ჩვენს ფეხბურთელებს "ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან"

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ერთა ლიგის ფინალი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება - "ჩვენს ფეხბურთელებს "ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან"

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის UEFA-ს ერთა ლიგის საფინალო შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

როგორც მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სპორტული და კულტურული ღონისძიებები არის ის, რისი შეზღუდვას ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია.

"თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს და დიდ წარმატებას მივაღწიოთ ევროპის ასპარეზზე. მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ პოლიტიკურ პროცესს თამაშს, პოლიტიკური პროცესი არის თითოეული ჩვენგანის საკონსტიტუციო უფლება. არჩევნებში მოანაწილეობის მიღება არის ყველაზე დიდი პრივილეგია, რომელიც მოქალაქეს აქვს.

საარჩევნო პროცესი ნამდვილად განცალკევებულად და მაღალ დონეზე დგას. სწორედ იმის გამო, რომ არ შეგვიძლია პოლიტიკური პროცესის შეზღუდვა და აკრძალვა თუნდაც იმის გამო, რომ მოქალაქეს არ უკეთია პირბადე, სწორედ ამიტომ ასე აქტიურად მოვუწოდებთ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ პირებს, რომ ყველა წესი დაიცვან. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ფეხბურთსა და კულტურულ ღონისძებებზე, ეს არის ის, რისი შეზღუდვაც შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი რთული ფორმა გვაქვს.

როდესაც ვსაუბრობთ იმ შესაძლო რაოდენობაზე, რა ლიმიტიც UEFA-ს მიერაა დაწესებული, რომ დასწრება უნდა მოხდეს გულშემატკივრების არაუმეტეს 30%-სა, იმავე რეკომენდაციაშია მითითებული, რომ ეს რაოდენობა განსაზღვრული უნდა იყოს თითოეული ქვეყნის მიერ. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გვიწევს ამ მატჩის გულშემატკივრების გარეშე ჩატარება. გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და ჩვენს ფეხბურთელებს "ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან და ამით დარწმუნებული ვარ, ისინი უარესად არ ითამაშებენ“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის ერთა ლიგის მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს გაიმართება.

ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

შეიძლება თუ არა დავინფიცირდეთ კორონავირუსით საკვები პროდუქტებიდან - რას გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?

"სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი