სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუჩის აქციები პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან, უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვები გადასახედი გვექნება" - პრემიერი
"ქუჩის აქციები პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან, უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვები გადასახედი გვექნება" - პრემიერი

ჩვენ გა­დავ­დი­ვართ ახალ ფა­ზა­ზე, დღეს უკვე კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 2 400-ზე მეტი ახა­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს; იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და ევ­რო­პა­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის დი­ნა­მი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გორც ჩანს ზრდა გაგ­რძელ­დე­ბა, ეს ფაქ­ტია და ამის­თვის მზად უნდა ვი­ყოთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის ფორ­მა­ტით გა­ი­მარ­თა.

პრე­მი­ერ­მა ხაზი გა­უს­ვა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რათა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მათ შო­რის წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რად გა­ტარ­დეს.

„რა თქმა უნდა, ის პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რაც ქუ­ჩა­ში ხდე­ბა, ძალ­ზედ და­აჩ­ქა­რებს ჩვენ­თან პი­კის მოს­ვლას. უფრო მძი­მე სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ვე­ლო­დით, რად­გან მო­ბი­ლო­ბა, რო­მელ­საც ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი იწ­ვევს, რა თქმა უნდა პირ­და­პირ კავ­შირ­შია ინ­ფი­ცი­რე­ბის სწრაფ ზრდას­თან. ამი­ტომ, სა­ჭი­როა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სა­მი­ნის­ტროს და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია. გარ­და ამი­სა, რა თქმა უნდა, ჩვენ ადაპ­ტა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ას არ ვცვლით, მაგ­რამ ადაპ­ტა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად ძალ­ზედ ეფექ­ტუ­რად უნდა ვი­ფიქ­როთ, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის პა­კე­ტი, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. არ ვსა­უბ­რობთ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სის­ტე­მურ შე­ზღუდ­ვებ­ზე, არა­მედ წერ­ტი­ლო­ვან შე­ზღუდ­ვებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ინ­სტრუ­მენ­ტის ეფექ­ტუ­რო­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯაჭ­ვის გა­წყვე­ტის პრო­ცეს­ში, ასე­ვე - ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის გა­დატ­ვირ­თვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში.

„რო­დე­საც ადა­მი­ანს პირ­ვე­ლი სიმპტო­მი უჩ­ნდე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, აქვს თუ არა მას ტეს­ტის და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი ან მო­ას­წრო თუ არა ტეს­ტის აღე­ბა, მა­შინ­ვე უნდა გა­და­ვი­დეს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, რად­გან თვი­თი­ზო­ლა­ცია ამ ჯაჭ­ვის გა­წყვე­ტის ყვე­ლა­ზე კარ­გი და ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა - ოჯა­ხის ექი­მე­ბი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდ რა­ო­დე­ნო­ბას ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, წყნა­რად, მშვი­დად, ბი­ნა­ზე იმ­კურ­ნა­ლოს, რად­გან ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი იმის­თვის, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა არ გა­და­იტ­ვირ­თოს და არ დაგ­ვრჩეს გა­რეთ ის ხალ­ხი, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა პირ­ველ რიგ­ში სჭირ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ებ­ში, რო­მელ­ზეც გუ­შინ ვი­სა­უბ­რეთ, სას­წრა­ფოდ, დღეს­ვე უნდა შე­ვი­ტა­ნოთ ელე­მენ­ტა­რუ­ლი თე­რა­პი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი და ეს უნდა იყოს არა მხო­ლოდ კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ე­ბი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ, არა­მედ კო­ვიდ-სას­ტუმ­რო თე­რა­პი­უ­ლი მარ­თვის ელე­მენ­ტე­ბით და სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით და მხო­ლოდ და მხო­ლოდ მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა. რა­დაც არ უნდა დაგ­ვიჯ­დეს, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის 15%-მდე და­წე­ვა არის ერ­თა­დერ­თი და კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, რო­მელ­მაც ჩვენ ეს კრი­ზი­სი უნდა გა­დაგ­ვა­ლა­ხი­ნოს. ამი­ტომ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ტო­კო­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, მა­ნუ­ა­ლუ­რი მარ­თვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ეს 26% და­ვიყ­ვა­ნოთ 15%-მდე“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ერ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა ან­ტი­გენ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტე­ბით გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

„ეს მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა, კო­ვიდ-სას­ტუმ­რო და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სწო­რად გვაქვს და­ლა­გე­ბუ­ლი, ან­ტი­გე­ნის სწრა­ფი ტეს­ტი­რე­ბით, აღვჭურ­ვავთ ადა­მი­ანს ცოდ­ნით, რომ ის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და უკვე შექ­მნი­ლია ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იმის­თვის, რომ იმის მი­ხედ­ვით, რა სიმ­ძი­მის არის, რო­გორ უმ­კურ­ნა­ლოს სა­კუ­თარ თავს. ეს არის ჩვე­ნი კრი­ტი­კუ­ლი წერ­ტი­ლე­ბი, რო­მე­ლიც უნდა გა­ვი­ა­როთ: პირ­ვე­ლი - რა თქმა უნდა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის 15%-მდე ჩა­მო­წე­ვა, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად; მე­ო­რე - კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ებ­ში თე­რა­პი­უ­ლი მარ­თვის ელე­მენ­ტე­ბის შე­ტა­ნა და ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლით; პირ­ბა­დე, თვი­თი­ზო­ლა­ცია და ან­ტი­გე­ნის სწრა­ფი ტეს­ტი - ეს არის ის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც უნდა დაგ­ვეხ­მა­როს, ეს კრი­ზი­სი, პიკი გა­და­ვი­ა­როთ. კი­დევ რა არის მთა­ვა­რი - წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი­დან, რო­მელ­ზეც დღეს ვმსჯე­ლობთ, გა­მოვ­ყოთ რა არის მთა­ვა­რი დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის.

სულ სხვა ვი­თა­რე­ბა იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სი­ტუ­ა­ცი­აა, რად­გან სხვა აქ­ტი­ვო­ბაა, ქუ­ჩა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს ვგუ­ლის­ხმობ, ამი­ტომ წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით ცოტა გა­და­სა­ხე­დი გვექ­ნე­ბა. რა­საც ვუ­ყუ­რებ, ევ­რო­პა­შიც ძა­ლი­ან მძიმ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია და ყველ­გან არის ერ­თა­დერ­თი კრი­ტე­რი­უ­მი - არ მოხ­დეს ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სის­ტე­მის გა­დატ­ვირ­თვა. იქ იწყე­ბა შემ­დეგ უმარ­თა­ვი პრო­ცე­სე­ბი. ჰოს­პი­ტა­ლურ სის­ტე­მა­ზე გა­დის ახლა გა­მარ­ჯვე­ბის ან და­მარ­ცხე­ბის ხაზი, ამი­ტომ, ეკა, ძა­ლი­ან გთხოვთ, ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ“, - მი­მარ­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
18

ძეგლი უნდა დაუდგათ კორონას

ტასო
65

შემოიღეთ საგანგებო,რას ელოდებით?სანამ მართლა სასაფლაოებზე ადგილები აღარ იქნება?და ნუ აძლევთ ამ მორბენალ "ვირუსებს"იმის უფლებას რომ ქუჩაში აქციები მართონ,დავიღალეთ უკვე ამათი თარეშით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ქუჩის აქციები პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან, უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვები გადასახედი გვექნება" - პრემიერი

"ქუჩის აქციები პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან, უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვები გადასახედი გვექნება" - პრემიერი

ჩვენ გადავდივართ ახალ ფაზაზე, დღეს უკვე კორონავირუსით ინფიცირების 2 400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს; იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს და ევროპაში ვირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, როგორც ჩანს ზრდა გაგრძელდება, ეს ფაქტია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი უწყების მაქსიმალური მობილიზაციის მნიშვნელობას, რათა საჭირო ღონისძიებები, მათ შორის წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო ეფექტურად გატარდეს.

„რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, რადგან მობილობა, რომელსაც ქუჩის აქციები იწვევს, რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან. ამიტომ, საჭიროა აბსოლუტურად ყველა სამინისტროს და შესაბამისი უწყებების სრული მობილიზაცია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ადაპტაციის სტრატეგიას არ ვცვლით, მაგრამ ადაპტაციის პარალელურად ძალზედ ეფექტურად უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება. არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ შეზღუდვებზე, არამედ წერტილოვან შეზღუდვებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა თვითიზოლაციის ინსტრუმენტის ეფექტურობა ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის პროცესში, ასევე - ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებაში.

„როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ტესტის დადებითი პასუხი ან მოასწრო თუ არა ტესტის აღება, მაშინვე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რადგან თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა. ბინაზე მკურნალობა - ოჯახის ექიმები, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალურად დიდ რაოდენობას ჰქონდეს საშუალება, წყნარად, მშვიდად, ბინაზე იმკურნალოს, რადგან ბინაზე მკურნალობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და არ დაგვრჩეს გარეთ ის ხალხი, რომელსაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. გარდა ამისა, კოვიდ-სასტუმროებში, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ, სასწრაფოდ, დღესვე უნდა შევიტანოთ ელემენტარული თერაპიული ელემენტები და ეს უნდა იყოს არა მხოლოდ კოვიდ-სასტუმროები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, არამედ კოვიდ-სასტუმრო თერაპიული მართვის ელემენტებით და სამედიცინო მეთვალყურეობით და მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზება. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა არის ერთადერთი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ ეს კრიზისი უნდა გადაგვალახინოს. ამიტომ ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლებიდან დაწყებული, მანუალური მართვით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს 26% დავიყვანოთ 15%-მდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული ტესტირების მნიშვნელობაზე.

„ეს მოგვცემს შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ბინაზე მკურნალობა, კოვიდ-სასტუმრო და ჰოსპიტალიზაცია სწორად გვაქვს დალაგებული, ანტიგენის სწრაფი ტესტირებით, აღვჭურვავთ ადამიანს ცოდნით, რომ ის ინფიცირებულია და უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ იმის მიხედვით, რა სიმძიმის არის, როგორ უმკურნალოს საკუთარ თავს. ეს არის ჩვენი კრიტიკული წერტილები, რომელიც უნდა გავიაროთ: პირველი - რა თქმა უნდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე ჩამოწევა, ერთმნიშვნელოვნად; მეორე - კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტების შეტანა და ბინაზე მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის რგოლით; პირბადე, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი - ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, ეს კრიზისი, პიკი გადავიაროთ. კიდევ რა არის მთავარი - წერტილოვანი შეზღუდვებიდან, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ, გამოვყოთ რა არის მთავარი დღევანდელი მდგომარეობისთვის.

სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება. რასაც ვუყურებ, ევროპაშიც ძალიან მძიმდება სიტუაცია და ყველგან არის ერთადერთი კრიტერიუმი - არ მოხდეს ჰოსპიტალური სისტემის გადატვირთვა. იქ იწყება შემდეგ უმართავი პროცესები. ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი, ამიტომ, ეკა, ძალიან გთხოვთ, ეს გაითვალისწინეთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა - რა აჩვენა Ambebi.ge - ის გამოკითხვამ, რომელშიც 14 851-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა

"Covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში პენსიონერი ექიმები ჩაერთვებიან" - რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო

"არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში, მზად ვართ, ოპოზიციასთან დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან" - ჯანდაცვის მინისტრი