სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის ფედერაცია იქცეოდა ისე, როგორც ვირთხა, რომელიც საკანალიზაციო მილში იმალება“- მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების ახალი დეტალები
"რუსეთის ფედერაცია იქცეოდა ისე, როგორც ვირთხა, რომელიც საკანალიზაციო მილში იმალება“- მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების ახალი დეტალები

"ღირ­სე­ბის სა­სა­მარ­თლო ცი­ნიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ“ - ასე უწო­დე­ბენ, დონ­ბა­სის მახ­ლობ­ლად ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი მა­ლა­ი­ზი­უ­რი ბო­ინ­გის საქ­მე­ზე, ჰა­ა­გა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს. სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი სა­რა­კე­ტო-სა­ზე­ნი­ტო კომ­პლექს "ბუკ“-იდან 2014 წელს ჩა­მო­აგ­დეს, შე­დე­გად კი ბორტზე მყო­ფი 298 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. დღემ­დე, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავ­გა­მო­დე­ბით უარ­ყოფს ამ ტრა­გე­დი­ა­ში თა­ვის ბრა­ლე­უ­ლო­ბას. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის დას­კვნით, რე­ი­სი MH17 პრო­რუ­სუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჩა­მო­აგ­დეს. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ ია­რა­ღი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას და­უბ­რუნ­და. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ "ბუკი“ დონ­ბას­ში კურსკის ოლ­ქი­დან ჩა­ი­ტა­ნეს.

2018 წლის მა­ის­ში, ნი­დერ­ლან­დებ­მა და ავ­სტრა­ლი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს რუ­სე­თი MH17-ის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში.

ნი­დერ­ლან­დე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც ამა წლის მარ­ტში და­ი­წყო, 3 ნო­ემ­ბერს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა მოხ­და. პირ­ვე­ლად, ოთხი ბრალ­დე­ბუ­ლი­დან ერ­თმა სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა მის­ცა. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, ГРУ-ს ყო­ფი­ლი ოფი­ცე­რი, ოლეგ პუ­ლა­ტო­ვი, სა­ძა­ხი­სით "გი­ურ­ზა“ ერ­თა­დერ­თია ბრალ­დე­ბუ­ლებს შო­რის, ვინც ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­სა­მარ­თლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და­თან­ხმდა. ის რუ­სეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა, მის ინ­ტე­რე­სებს ჰო­ლან­დი­ე­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი და რუსი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დის­ტან­ცი­უ­რად იცავს. პუ­ლა­ტოვ­მა სწო­რედ რუსი იუ­რის­ტის მეშ­ვე­ო­ბით გარ­კვე­ულ კი­თხვებს გას­ცა პა­სუ­ხი, რაც ვი­დე­ო­კა­მე­რით აღი­ბეჭ­და. სწო­რედ, ამ ჩა­ნა­წე­რის ჩვე­ნე­ბა მოხ­და ახლა მო­სა­მარ­თლე­ე­ბი­სა და ბრალ­მდებ­ლე­ბის წი­ნა­შე. პუ­ლა­ტოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ MH17-ის საქ­მე­ზე ის თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. მი­სი­ვე თქმით, ტრა­გე­დი­ის დღეს იგი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ახა­ლი ტექ­ნი­კის შე­მოწ­მე­ბით, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნელ­მა ბო­ე­ვი­კებ­მა მი­ი­ღეს. ამა­ვე დროს, პუ­ლა­ტოვ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დონ­ბა­სის თავ­ზე თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბის დღეს, ბო­ე­ვი­კე­ბის სა­უბ­რე­ბის მოს­მე­ნე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში მისი ხმაც ფი­გუ­რი­რებს. პუ­ლა­ტო­ვი ასე­ვე ამ­ბობს, რომ MH17 საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბის გამო, ის სა­მუ­შა­ოს ვე­ღარ შო­უ­ლობს, თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია და ამ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ მას მუდ­მი­ვად შე­მა­წუ­ხე­ბულ კი­თხვებს უს­ვა­მენ.

ნი­დერ­ლან­დე­ბის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი და­ნარ­ჩე­ნი სამი ბრალ­დე­ბუ­ლია რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იგორ გირ­კი­ნი, სერ­გეი დუ­ბინ­სკი და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ლე­ო­ნიდ ხარ­ჩენ­კო. ისი­ნი ასე­ვე იკა­ვებ­დნენ მა­ღალ სამ­ხედ­რო პოს­ტებს თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ "დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში" ("ДНР"). გა­მო­ძი­ე­ბას მი­აჩ­ნია, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზი­დან აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში "ბუკ“-ის გა­და­ტა­ნა­ში, რომ­ლი­და­ნაც 2014 წლის 17 ივ­ლისს, დონ­ბა­სის ცაზე , Boeing- ის სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნავს MH17 ეს­რო­ლეს.

ევ­რო­პუ­ლი მე­დია ამ რე­ზო­ნან­სულ თე­მას დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს. მით უფრო, რომ რუ­სუ­ლი მე­დია შტურ­მი წლე­ბია არ წყდე­ბა. ახ­ლა­ხანს, ამ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ, რუ­სე­თის მიერ, ძირ­გა­მომ­თხრე­ლი მცდე­ლო­ბე­ბის დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი გა­ზეთ­მა Volkskrant გა­მო­აქ­ვეყ­ნა. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში სა­უ­ბა­რი იყო ГРУ - ს მიერ 2018 წელს ჩა­ტა­რე­ბულ ფა­რულ ოპე­რა­ცი­ებ­ზე რო­ტერ­დამ­ში (სა­დაც ნი­დერ­ლან­დე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბა მდე­ბა­რე­ობს) და ასე­ვე მა­ლა­ი­ზი­ა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­სი­ის რუსი წევ­რე­ბის მიერ ( რომ­ლე­ბივ ГРУ–ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან) მა­ლა­ი­ზი­ე­ლი კო­ლე­გე­ბის "გა­და­ბი­რე­ბის" მცდე­ლო­ბებს. აგ­რეთ­ვე ირ­კვე­ვა, რომ 2015 და 2016 წლებ­ში მოხ­და ძარ­ცვე­ბი, რო­მელ­თა შე­დე­გა­დაც მო­ი­პა­რეს ჩან­თე­ბი, რო­მელ­შიც იყო ჰო­ლან­დი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ფო­ტოგ­რა­ფის კუთ­ვნი­ლი პრო­ტო­კო­ლე­ბი და ფლეშ ბა­რა­თე­ბი. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში, ამას გარ­და ნათ­ქვა­მია, რომ გა­მომ­ძი­ე­ბელ­თა კომ­პი­უ­ტე­რულ ბა­ზა­ზე, ГРУ–სთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჰა­კე­რუ­ლი ჯგუ­ფის Fancy Bear–ის მიერ თავ­დას­ხმე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. გა­ზეთ Volkskrant-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, ჰო­ლან­დი­ე­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კრემ­ლის მიერ გა­მო­ძი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ამ და სხვა დი­ვერ­სი­ამ გა­მო­იწ­ვია ხმა­უ­რი­სა და უნ­დობ­ლო­ბის ატ­მოს­ფე­რო, გა­არ­თუ­ლა მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ვერ იქო­ნია გავ­ლე­ნა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცოტა ხნის წინ, ნი­დერ­ლან­დებ­მა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნეს.

"გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის უშიშ­რო­ბა იმე­დის მომ­ცე­მია", - ამ­ბობს ამა­ვე გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სან­დერ ვან ლი­ა­უ­კი, რომ­ლის ძმაც MH17-ის ტრა­გე­დი­ას ემსხვერ­პლა. "რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას სურს პა­ტი­ვის­ცე­მა მი­ი­ღოს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­გან, მაგ­რამ ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ცე­ო­და ისე, რო­გორც ვირ­თხა, რო­მე­ლიც სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მილ­ში იმა­ლე­ბა. ამ კა­ნა­ლი­ზა­ცი­ი­დან მომ­დი­ნა­რე სიც­რუ­ის ნა­კა­დი შთამ­ბეჭ­და­ვია. შე­საძ­ლოა, ღი­ლაკს შეც­დო­მით და­ა­ჭი­რეს. მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამას მოჰ­ყვა, არ არის შეც­დო­მით ჩა­დე­ნი­ლი. ტექ­ნი­კის და სამ­ხედ­რო მო­მა­რა­გე­ბის მი­წო­დე­ბა სე­პა­რა­ტის­ტე­ბის­თვის, მათ შო­რის თა­ვად "ბუკი“-საც; მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა და მოწ­მე­ე­ბის გა­და­მალ­ვა; სიც­რუ­ის ნა­კა­დი; ეს ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ნე­ბუ­ლად გა­კეთ­და ”.-ამ­ბობს ის. გა­ზეთ Volkskrant-ის ცი­ტი­რე­ბას "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ ახ­დენს.

დღეს, 298 და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ელი­ან პა­სუ­ხებს და იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დად­გო­მას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა დღეს­ვე არა, მაგ­რამ მა­ინც მიღ­წე­ვა­დია. მა­ნამ­დე კი, ჰა­ა­გა­ში სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, მათ რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს წინ 298 ცა­რი­ე­ლი სკა­მი დად­გეს.

ავ­ტო­რი: ლელა ონი­ა­ნი

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vava
80

ჰააგის სასამართლოს თუ სცნობს დემოკრატიული ამერიკა?

ambavi
100

უკრაინამ რატომ არ დახურა საჰაერო სივრცე ნეტავ იქნებ შეკითხულიყავით

3 კილომეტრში სუ24 მიყვებოდა და ისე ბომბავდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"რუსეთის ფედერაცია იქცეოდა ისე, როგორც ვირთხა, რომელიც საკანალიზაციო მილში იმალება“- მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების ახალი დეტალები

"რუსეთის ფედერაცია იქცეოდა ისე, როგორც ვირთხა, რომელიც საკანალიზაციო მილში იმალება“- მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების ახალი დეტალები

"ღირსების სასამართლო ცინიზმის წინააღმდეგ“ - ასე უწოდებენ, დონბასის მახლობლად ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის საქმეზე, ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესს. სამგზავრო თვითმფრინავი სარაკეტო-საზენიტო კომპლექს "ბუკ“-იდან 2014 წელს ჩამოაგდეს, შედეგად კი ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. დღემდე, რუსეთის ხელისუფლება თავგამოდებით უარყოფს ამ ტრაგედიაში თავის ბრალეულობას. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნით, რეისი MH17 პრორუსული შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩამოაგდეს. ავიაკატასტროფის შემდეგ იარაღი რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდა. გამომძიებლები განმარტავენ, რომ "ბუკი“ დონბასში კურსკის ოლქიდან ჩაიტანეს.

2018 წლის მაისში, ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ ოფიციალურად დაადანაშაულეს რუსეთი MH17-ის ავიაკატასტროფაში.

ნიდერლანდების კანონმდებლობით, მიმდინარე პროცესზე, რომელიც ამა წლის მარტში დაიწყო, 3 ნოემბერს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველად, ოთხი ბრალდებულიდან ერთმა სასამართლოს ჩვენება მისცა. რუსეთის მოქალაქე, ГРУ-ს ყოფილი ოფიცერი, ოლეგ პულატოვი, საძახისით "გიურზა“ ერთადერთია ბრალდებულებს შორის, ვინც ნიდერლანდების სასამართლოსთან თანამშრომლობას დათანხმდა. ის რუსეთში იმყოფება, მის ინტერესებს ჰოლანდიელი ადვოკატები და რუსი წარმომადგენელი დისტანციურად იცავს. პულატოვმა სწორედ რუსი იურისტის მეშვეობით გარკვეულ კითხვებს გასცა პასუხი, რაც ვიდეოკამერით აღიბეჭდა. სწორედ, ამ ჩანაწერის ჩვენება მოხდა ახლა მოსამართლეებისა და ბრალმდებლების წინაშე. პულატოვმა განაცხადა, რომ MH17-ის საქმეზე ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე თქმით, ტრაგედიის დღეს იგი დაკავებული იყო ახალი ტექნიკის შემოწმებით, რომელიც უკრაინელმა ბოევიკებმა მიიღეს. ამავე დროს, პულატოვმა დაადასტურა, რომ ოკუპირებული დონბასის თავზე თვითმფრინავის ჩამოგდების დღეს, ბოევიკების საუბრების მოსმენების ჩანაწერებში მისი ხმაც ფიგურირებს. პულატოვი ასევე ამბობს, რომ MH17 საქმეზე ბრალდების გამო, ის სამუშაოს ვეღარ შოულობს, თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია და ამ საქმეში მონაწილეობის შესახებ მას მუდმივად შემაწუხებულ კითხვებს უსვამენ.

ნიდერლანდების პროკურატურის მიერ დასახელებული დანარჩენი სამი ბრალდებულია რუსეთის მოქალაქეები იგორ გირკინი, სერგეი დუბინსკი და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო. ისინი ასევე იკავებდნენ მაღალ სამხედრო პოსტებს თვითგამოცხადებულ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" ("ДНР"). გამოძიებას მიაჩნია, რომ ყველა მათგანი მონაწილეობდა რუსული სამხედრო ბაზიდან აღმოსავლეთ უკრაინაში "ბუკ“-ის გადატანაში, რომლიდანაც 2014 წლის 17 ივლისს, დონბასის ცაზე , Boeing- ის სამგზავრო თვითმფრინავს MH17 ესროლეს.

ევროპული მედია ამ რეზონანსულ თემას დიდ ყურადღებას უთმობს. მით უფრო, რომ რუსული მედია შტურმი წლებია არ წყდება. ახლახანს, ამ საქმეზე მიმდინარე საერთაშორისო გამოძიების მიმართ, რუსეთის მიერ, ძირგამომთხრელი მცდელობების დეტალური ანალიზი გაზეთმა Volkskrant გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში საუბარი იყო ГРУ - ს მიერ 2018 წელს ჩატარებულ ფარულ ოპერაციებზე როტერდამში (სადაც ნიდერლანდების გენერალური პროკურატურის შენობა მდებარეობს) და ასევე მალაიზიაში, საერთაშორისო კომისიის რუსი წევრების მიერ ( რომლებივ ГРУ–ს ყოფილი თანამშრომლები არიან) მალაიზიელი კოლეგების "გადაბირების" მცდელობებს. აგრეთვე ირკვევა, რომ 2015 და 2016 წლებში მოხდა ძარცვები, რომელთა შედეგადაც მოიპარეს ჩანთები, რომელშიც იყო ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს ფოტოგრაფის კუთვნილი პროტოკოლები და ფლეშ ბარათები. პუბლიკაციაში, ამას გარდა ნათქვამია, რომ გამომძიებელთა კომპიუტერულ ბაზაზე, ГРУ–სთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფის Fancy Bear–ის მიერ თავდასხმები განხორციელდა. გაზეთ Volkskrant-თან ინტერვიუში, ჰოლანდიელი გამომძიებლები აცხადებენ, რომ კრემლის მიერ გამოძიების წინააღმდეგ განხორციელებულმა ამ და სხვა დივერსიამ გამოიწვია ხმაურისა და უნდობლობის ატმოსფერო, გაართულა მუშაობა, მაგრამ ვერ იქონია გავლენა გამოძიების შედეგებზე. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ნიდერლანდებმა რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.

"გამომძიებლების უშიშრობა იმედის მომცემია", - ამბობს ამავე გამოცემასთან ინტერვიუში სანდერ ვან ლიაუკი, რომლის ძმაც MH17-ის ტრაგედიას ემსხვერპლა. "რუსეთის ფედერაციას სურს პატივისცემა მიიღოს მთელი მსოფლიოსგან, მაგრამ ექვსი წლის განმავლობაში იქცეოდა ისე, როგორც ვირთხა, რომელიც საკანალიზაციო მილში იმალება. ამ კანალიზაციიდან მომდინარე სიცრუის ნაკადი შთამბეჭდავია. შესაძლოა, ღილაკს შეცდომით დააჭირეს. მაგრამ ყველაფერი, რაც ამას მოჰყვა, არ არის შეცდომით ჩადენილი. ტექნიკის და სამხედრო მომარაგების მიწოდება სეპარატისტებისთვის, მათ შორის თავად "ბუკი“-საც; მტკიცებულებათა და მოწმეების გადამალვა; სიცრუის ნაკადი; ეს ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა ”.-ამბობს ის. გაზეთ Volkskrant-ის ციტირებას "რადიო თავისუფლება“ ახდენს.

დღეს, 298 დაღუპული ადამიანის ოჯახები და სახელმწიფოები ელიან პასუხებს და იმ პასუხისმგებლობის დადგომას, რომელიც შეიძლება დღესვე არა, მაგრამ მაინც მიღწევადია. მანამდე კი, ჰააგაში სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე, მათ რუსეთის საელჩოს წინ 298 ცარიელი სკამი დადგეს.

ავტორი: ლელა ონიანი