სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანში სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს - მხარეებს შორის კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოიშვა
გლდანში სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს - მხარეებს შორის კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოიშვა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ. და 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ნ. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ზ.მ.-მ თბი­ლის­ში, გლ­დან­ში, შე­შე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, მე­გო­ბარ­თან - ბრალ­დე­ბულ ი.ნ.-სთან ერ­თად, მი­წის ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვის - 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.მ.-ის და მისი მე­გობ­რის - 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ა.-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სრო­ლი­სას და­ზი­ან­და ი.მ-ის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე პირი მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ზ.მ.-ის მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღე­ბი. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 19-109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
5

სხვას კი არაფერს ვამბობდი,ერთი მეტრი მიწის გულისთვის ერთმანეთს ვკლავთ,რომ ვამბობ ქვის ხანაში ვართ არ გჯერათ,ჯერ გლდანი მითხარი და მერე იქ მიწის გულისთვის რომ გაისვრი,ქაჯები არ ვართ აბა რა ჯანდაბა ვართ.

Gio
4

შინაგან საქმეთა სამინისტროვ, ყველას იარაღი აქვს, მიიღეთ ზომები და ამოიღეთ, ხომ ხედავთ მშვიდობიანად ან მუშტით კონფლიქტის გადაწყვეტა აღარავის სურს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

გლდანში სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს - მხარეებს შორის კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოიშვა

გლდანში სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს - მხარეებს შორის კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოიშვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირია დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.მ. და 1978 წელს დაბადებული ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ თბილისში, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, მეგობართან - ბრალდებულ ი.ნ.-სთან ერთად, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თავისი ნათესავის - 1984 წელს დაბადებული ი.მ.-ის და მისი მეგობრის - 1985 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მიმართულებით იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლისას დაზიანდა ი.მ-ის კუთვნილი ავტომობილი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან მალევე, რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა.

სამართალდამცველებმა ზ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღები. დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"უკვე დაცვის მხარესაც აღარ ეპარება ეჭვი, რომ ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა მკვლელობა" - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

სროლა გლდანის რაიონში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ