საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც, ცესკოს წინასწარი მონაცემებით "ქართულმა ოცნებამ“ 48%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ, რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.