საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყარაბაღში კვლავ ომია - ალიევი სამხედრო გამარჯვებაზე საუბრობს, პუტინის თქმით კი, ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტის ზონაში  "ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად"
ყარაბაღში კვლავ ომია - ალიევი სამხედრო გამარჯვებაზე საუბრობს, პუტინის თქმით კი, ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტის ზონაში  "ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად"

რათა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ადა­მი­ან­თა სი­ცო­ცხლე, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ დგა­ნან და სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თმა­ნეთს ავ­ტო­მა­ტის სა­მიზ­ნე­ე­ბი­დან უყუ­რე­ბენ, ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ია­რაღს იყე­ნე­ბენ“,

სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ 27 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ სამ­ჯერ შე­თანხდნენ, თუმ­ცა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ამ დრომ­დე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დია წერს, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე გან­ლა­გე­ბულ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის ქვე­და­ნა­ყო­ფებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

"4 ნო­ემ­ბრის სა­ღა­მო­დან 5 ნო­ემ­ბრის 04:50 სა­ა­თამ­დე, მტე­რი სომ­ხე­თის ბერ­დის, ჩამ­ბა­რა­კი­სა და ვარ­დე­ნი­სის რე­გი­ო­ნე­ბი­დან უტევ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტო­ვუ­ზის, გა­და­ბა­ის და დაშ­კე­ზა­ნის რე­გი­ო­ნებ­ში გან­ლა­გე­ბულ ჩვე­ნი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებს“, - აცხა­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში.

სომ­ხუ­რი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, მათ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დეს. "სომ­ხე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა სო­ფელ ატუნკთან ახ­ლოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მე­ო­თხე უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დეს,“- წერს სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რი შუ­შან სტე­პა­ნი­ა­ნი"ფე­ის­ბუქ­ში.“

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ილ­ჰამ ალი­ე­ვის თქმით, მის­მა არ­მი­ამ 7 სო­ფე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ამის შე­სა­ხებ ალი­ე­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ას "ტვი­ტერ­ზე“ ავ­რცე­ლებს.

"მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე თავ­დას­ხმით სომ­ხეთს სურ­და აზერ­ბა­ი­ჯან­ში ქა­ო­სი­სა და პა­ნი­კის გა­მოწ­ვე­ვა. მაგ­რამ მათ ვერ შეძ­ლეს სწო­რი გათ­ვლე­ბის გა­კე­თე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხის სუ­ლის­კვე­თე­ბის თა­ო­ბა­ზე. მარ­თა­ლია, ჩვენ და­ნა­კარ­გე­ბი გვაქვს, მაგ­რამ ამან ვერ გა­ტე­ხა ჩვე­ნი ნება. პი­რი­ქით, ამან კი­დევ უფრო მეტი ძალა მოგ­ვცა. ჩვენ გვაქვს თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღი და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბა. ჩვენ და­ვამ­ტკი­ცეთ, ვინ ვინ არის და ვაჩ­ვე­ნეთ, რომ სომ­ხე­თის "ვი­თომ­და უძ­ლე­ვე­ლი არ­მია" მი­თია. მათ მარ­ცხი უკვე აღი­ა­რეს. ეს ნიშ­ნავს, რომ მათ აღი­ა­რეს სამ­ხედ­რო მარ­ცხი და ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა“ , - წერს ალი­ე­ვი.

თა­ვის მხრივ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, რო­მელ­მაც ამ ომში მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლის როლი მო­ირ­გო, აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს და კვლა­ვაც გა­ა­კე­თებს, რაც მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში კონ­ფლიქ­ტი დას­რულ­დეს. ამის შე­სა­ხებ კრემ­ლის ლი­დერ­მა რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის მე­თა­უ­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"იცით, რომ რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რაც ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში კონ­ფლიქ­ტი, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად დას­რულ­დეს, რათა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ადა­მი­ან­თა სი­ცო­ცხლე, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ დგა­ნან და სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თმა­ნეთს ავ­ტო­მა­ტის სა­მიზ­ნე­ე­ბი­დან უყუ­რე­ბენ, ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ია­რაღს იყე­ნე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

პუ­ტი­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ერ­თმა­ნე­თის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე­ე­ბი მიზ­ნის მიღ­წე­ვას შეძ­ლე­ბენ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით.

"ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ კონ­ტაქ­ტი გვაქვს სომ­ხეთ­თა­ნაც და აზერ­ბა­ი­ჯან­თა­ნაც. ვი­მე­დოვ­ნებ, შევ­ძლებთ შე­დე­გის მიღ­წე­ვას, თა­ნაც ისეთ სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც მი­სა­ღე­ბია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ­ლე­ბიც რე­გი­ონ­ში ცხოვ­რო­ბენ“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიაჯანო
6

პუტინის დამყარებული მშვიდობა არ გაიშვა, ახლა ხომ ნახეს სომხებმა, ვისაც უჭერენ მხარს და სტვლიან მოკავშირედ, რანაირი მოღალატე და გამყიდველიცაა? ჩვენ ეგ ჯერ კიდევ 1795წელს გავიგეთ, სერბებმა ამ საუკუნის ბოლოს და სომხებმა ახლა, რა იქნება ამის მერე?არა მგონია, რომ ბოროტ მანიაკს რომელიმეს გამარჯვება ან დაზავება აწყობდეს, უფრო ორივეს სისხლისგან დაცლა და განადგურება აწყობს, რომ მერე ადვილად დაიმორჩილოს, ეგაა მაგისი მშვიდობისმყოფელობა.

გიგა
0

უფრო მეტი წერეთ ამ ომზე. სად არიან სამხედრო ექსპერტები ?

ავტორი:

ყარაბაღში კვლავ ომია - ალიევი სამხედრო გამარჯვებაზე საუბრობს, პუტინის თქმით კი, ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტის ზონაში  "ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად"

ყარაბაღში კვლავ ომია - ალიევი სამხედრო გამარჯვებაზე საუბრობს, პუტინის თქმით კი, ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტის ზონაში  "ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად"

რათა შევინარჩუნოთ ადამიანთა სიცოცხლე, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგანან და სამწუხაროდ, ერთმანეთს ავტომატის სამიზნეებიდან უყურებენ, ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღს იყენებენ“,

სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, თუმცა მთიან ყარაბაღში ამ დრომდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებს ცეცხლი გაუხსნეს.

"4 ნოემბრის საღამოდან 5 ნოემბრის 04:50 საათამდე, მტერი სომხეთის ბერდის, ჩამბარაკისა და ვარდენისის რეგიონებიდან უტევდა აზერბაიჯანის ტოვუზის, გადაბაის და დაშკეზანის რეგიონებში განლაგებულ ჩვენი სამხედრო ნაწილებს“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

სომხური მხარის ინფორმაციით კი, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. "სომხეთის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა სოფელ ატუნკთან ახლოს აზერბაიჯანის მეოთხე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,“- წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი"ფეისბუქში.“

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, მისმა არმიამ 7 სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ალიევი ინფორმაციას "ტვიტერზე“ ავრცელებს.

"მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმით სომხეთს სურდა აზერბაიჯანში ქაოსისა და პანიკის გამოწვევა. მაგრამ მათ ვერ შეძლეს სწორი გათვლების გაკეთება აზერბაიჯანელი ხალხის სულისკვეთების თაობაზე. მართალია, ჩვენ დანაკარგები გვაქვს, მაგრამ ამან ვერ გატეხა ჩვენი ნება. პირიქით, ამან კიდევ უფრო მეტი ძალა მოგვცა. ჩვენ გვაქვს თანამედროვე იარაღი და ძალიან მაღალი საბრძოლო სულისკვეთება. ჩვენ დავამტკიცეთ, ვინ ვინ არის და ვაჩვენეთ, რომ სომხეთის "ვითომდა უძლეველი არმია" მითია. მათ მარცხი უკვე აღიარეს. ეს ნიშნავს, რომ მათ აღიარეს სამხედრო მარცხი და ჩვენი გამარჯვება“ , - წერს ალიევი.

თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ამ ომში მშვიდობისმყოფელის როლი მოირგო, აცხადებს, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს და კვლავაც გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული იმისთვის, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დასრულდეს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა რელიგიური გაერთიანებების მეთაურებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"იცით, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტი, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რათა შევინარჩუნოთ ადამიანთა სიცოცხლე, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგანან და სამწუხაროდ, ერთმანეთს ავტომატის სამიზნეებიდან უყურებენ, ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღს იყენებენ“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინი დარწმუნებულია, რომ ერთმანეთის მოწინააღმდეგე მხარეები მიზნის მიღწევას შეძლებენ მშვიდობიანი მოლაპარაკებებით.

"ყოველ შემთხვევაში, ჩვენ კონტაქტი გვაქვს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც. ვიმედოვნებ, შევძლებთ შედეგის მიღწევას, თანაც ისეთ საფუძველზე, რომელიც მისაღებია ყველა ადამიანისთვის, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ“, - აღნიშნა პუტინმა.

ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა მისი რეზიდენცია გაძარცვეს - "მოიპარეს საათი, სუნამო, მართვის მოწმობა..."

მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც ჯო ბაიდენისთვის აშშ-ის პრეზიდენტობა ჯერ არ მიულოციათ - ვინ და რატომ აჭიანურებს მილოცვას

"პრესიდან შევიტყვე, რომ ხელმოწერილია შეთანხმება ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ" - სომხეთის პრეზიდენტი