მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტეკუმსეს წყევლა", რაც ტრამპს ან ბაიდენს შეიძლება დაემუქროს და პრეზიდენტები, რომლებიც ინდიელთა ბელადის საბედისწერო წინასწარმეტყველებას გადაურჩნენ
"ტეკუმსეს წყევლა", რაც ტრამპს ან ბაიდენს შეიძლება დაემუქროს და პრეზიდენტები, რომლებიც ინდიელთა ბელადის საბედისწერო წინასწარმეტყველებას გადაურჩნენ

1970-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ფილ­მი "ტე­კუმ­სე" - ინ­დი­ე­ლი ბე­ლა­დის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც ტე­კუმ­სეს როლს იუ­გოს­ლა­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბი გო­ი­კო მი­ტი­ჩი ას­რუ­ლებ­და. ფილ­მი 1972 წელს გა­და­ი­ღეს, ყო­ფი­ლი გდრ-ის კი­ნოს­ტუ­დია "დეფა“-ში. ცხა­დია, იმ დროს ჩვენ­მა კი­ნო­მა­ყუ­რე­ბელ­მა არა­ფე­რი იცო­და "ტე­კუმ­სეს წყევ­ლის" შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თურ­მე ამე­რი­კელ პრე­ზი­დენ­ტებს ემუქ­რე­ბათ...

და, ალ­ბათ, დღე­საც ცო­ტამ თუ იცის, რომ ამ წყევ­ლის­გან საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა დო­ნალდ ტრამპს ან ჯო­ზეფ ბა­ი­დენს და­ე­მუქ­როს - მიმ­დი­ნა­რე 2020 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გამო.

წყევ­ლის ის­ტო­რი­ას კი მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში გა­დავ­ყა­ვართ, როცა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ინ­დი­ე­ლებს მი­წე­ბის წარ­თმე­ვა და­უ­წყო.

ტე­კუმ­სე ("მფრი­ნა­ვი ისა­რი“) ინ­დი­ელ­თა ტო­მის - შა­უ­ნის ბე­ლა­დი იყო. შა­უ­ნე­ბი დღე­ვან­დე­ლი ოჰა­ი­ოს, ოკ­ლაჰო­მა­სა და კენ­ტუ­კის შტა­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­დნენ. ტე­კუმ­სე აქ­ტი­უ­რად ებ­რძო­და მომ­ხვდუ­რებს და სხვა ინ­დი­ელ ტო­მებ­თან ერ­თად სამ­ხედ­რო კავ­ში­რიც კი შექ­მნა, თუმ­ცა, მან სა­ბო­ლო­ოდ ამე­რი­კე­ლებ­თან ბრძო­ლა წა­ა­გო: 1813 წელს ინ­დი­ა­ნას შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა უი­ლი­ამ ჰა­რი­სონ­მა მდი­ნა­რე ტი­პე­კა­ნის ნა­პი­რებ­თან ინ­დი­ელ­თა რაზ­მი გა­ა­ნად­გუ­რა, ტე­კუმ­სე მძი­მედ და­იჭ­რა და გარ­და­იც­ვა­ლა.

ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, როცა ტე­კუმ­სე კვდე­ბო­და, მან იქვე მდგომ გუ­ბერ­ნა­ტორს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ იგი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბო­და, მაგ­რამ არ­ჩე­ვის შემ­დეგ მალე და­ი­ღუ­პე­ბო­და. მო­მაკ­ვდავ­მა ბე­ლად­მა და­წყევ­ლა მისი მომ­დევ­ნო პრე­ზი­დენ­ტე­ბიც:

"შენ გახ­დე­ბი მკრთალ­სა­ხი­ა­ნე­ბის დიდი ბე­ლა­დი, მაგ­რამ მალე მოკ­ვდე­ბი, ბე­ლა­დო­ბის ვა­დას ვერ და­ას­რუ­ლებ. იცო­დე, რომ ასე და­ე­მარ­თე­ბა ყო­ვე­ლი 20 წლის შემ­დეგ არ­ჩე­ულ ყვე­ლა უდი­დეს ბე­ლადს 7 მუხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში“.

შე­იძ­ლე­ბა ეს "წყევ­ლა“ ვინ­მეს ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლად მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ ბევ­რი და­ფიქ­რდა - მარ­თლაც სრულ­დე­ბა ტე­კუმ­სეს წყევ­ლა?

პირ­ველ მუხ­ლად ით­ვლე­ბა თვი­თონ უი­ლი­ამ ჰა­რი­სო­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბა, რო­მე­ლიც აშშ-ის მე­ცხრე პრე­ზი­დენ­ტად 1840 წელს აირ­ჩი­ეს, მაგ­რამ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ ერთ თვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­ო­რე მუხ­ლი - აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი, 1860 წელს არ­ჩე­უ­ლი, 1865 წელს მოკ­ლეს.

მე­სა­მე მუხ­ლი - ჯე­იმს ჰარ­ფილ­დი, პრე­ზი­დენ­ტად 1880 წელს აირ­ჩი­ეს, 1881 წელს კი მოკ­ლეს.

მე­ო­თხე მუხ­ლი - უი­ლი­ამ მაკ-კინ­ლი, რო­მე­ლიც 1900 წელს იქნა მე­ო­რე ვა­დით არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტად, მაგ­რამ 1901 წელს მოკ­ლეს.

მე­ხუ­თე მუხ­ლი - უო­რენ ჰარ­დინ­გი. იგი ქვეყ­ნის მე­თა­უ­რად 1920 წელს აირ­ჩი­ეს, მაგ­რამ ორ წე­ლი­წად­ში ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­ექ­ვსე მუხ­ლი - ფრანკლინ დე­ლა­ნო რუზ­ველ­ტი. იგი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი 1933-1945 წლებ­ში იყო (ანუ მისი "დიდ­ბე­ლა­დო­ბის“ პე­რი­ოდ­ში 1940 წე­ლიც შე­დის). 1944 წელს ფრანკლინ რუზ­ველ­ტი მე­ო­თხე ვა­დით იქნა არ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვადა ვერ და­ას­რუ­ლა - იგი პოტსდა­მის კონ­ფე­რენ­ცი­ის და­წყე­ბის წინ ტვინ­ში სის­ხლის ჩაქ­ცე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

მეშ­ვი­დე მუხ­ლი - ჯონ კე­ნე­დი, პრე­ზი­დენ­ტად 1960 წელს არ­ჩე­უ­ლი, 1963 წელს ტე­ხა­სის შტატ­ში, და­ლას­ში მოკ­ლეს.

ამ­რი­გად, ტე­კუმ­სეს მიერ მო­ნიშ­ნუ­ლი ვადა "7 მუხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში“, მეტ-ნაკ­ლე­ბად ყო­ველ­თვის სრულ­დე­ბო­და.

  • არის თუ არა "წყევ­ლის“ ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბის საფრ­თხე?

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ტე­კუმ­სეს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, სხვა­დას­ხვა გა­მოვ­ლე­ნით, მომ­დევ­ნო მუხ­ლებ­შიც (ოცწლე­უ­ლებ­შიც) გრძელ­დე­ბო­და.

1980 წელს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტად რო­ნალდ რე­ი­გა­ნი აირ­ჩი­ეს, 1981 წელს კი მას­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. რომ არა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის მიღ­წე­ვე­ბი, მისი ჭრი­ლო­ბა სა­სიკ­ვდი­ლო იყო.

2000 წელს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტად ჯორჯ ბუშ-უმ­ცრო­სი აირ­ჩი­ეს. 2005 წელს, თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში ყოფ­ნის დროს, მას­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. ხელ­ყუმ­ბა­რა არ აფეთ­ქდა, პრე­ზი­დენ­ტი გა­დარ­ჩა....

2020 წელი...

იმე­დი უნდა ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ტე­კუმ­სეს წყევ­ლა უკვე სა­ბო­ლო­ოდ ძა­ლა­და­კარ­გუ­ლია.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურუ
10

ეჰ, სიმონ მგონი სხვა საქმეს უნდა მოჰკიდო ხელი.

Ttt
7

Egeni trampic da baidenic iset asakshia ar aiqneb gaskviri, rom auxdet.ddd gmertm daifaros orives.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ტეკუმსეს წყევლა", რაც ტრამპს ან ბაიდენს შეიძლება დაემუქროს და პრეზიდენტები, რომლებიც ინდიელთა ბელადის საბედისწერო წინასწარმეტყველებას გადაურჩნენ

"ტეკუმსეს წყევლა", რაც ტრამპს ან ბაიდენს შეიძლება დაემუქროს და პრეზიდენტები, რომლებიც ინდიელთა ბელადის საბედისწერო წინასწარმეტყველებას გადაურჩნენ

1970-იან წლებში საქართველოში საკმაოდ პოპულარული იყო ფილმი "ტეკუმსე" - ინდიელი ბელადის შესახებ, რომელშიც ტეკუმსეს როლს იუგოსლაველი მსახიობი გოიკო მიტიჩი ასრულებდა. ფილმი 1972 წელს გადაიღეს, ყოფილი გდრ-ის კინოსტუდია "დეფა“-ში. ცხადია, იმ დროს ჩვენმა კინომაყურებელმა არაფერი იცოდა "ტეკუმსეს წყევლის" შესახებ, რომელიც თურმე ამერიკელ პრეზიდენტებს ემუქრებათ...

და, ალბათ, დღესაც ცოტამ თუ იცის, რომ ამ წყევლისგან საფრთხე შეიძლება დონალდ ტრამპს ან ჯოზეფ ბაიდენს დაემუქროს - მიმდინარე 2020 წელს ჩატარებული არჩევნების გამო.

წყევლის ისტორიას კი მე-19 საუკუნის დასაწყისში გადავყავართ, როცა შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ინდიელებს მიწების წართმევა დაუწყო.

ტეკუმსე ("მფრინავი ისარი“) ინდიელთა ტომის - შაუნის ბელადი იყო. შაუნები დღევანდელი ოჰაიოს, ოკლაჰომასა და კენტუკის შტატების ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ტეკუმსე აქტიურად ებრძოდა მომხვდურებს და სხვა ინდიელ ტომებთან ერთად სამხედრო კავშირიც კი შექმნა, თუმცა, მან საბოლოოდ ამერიკელებთან ბრძოლა წააგო: 1813 წელს ინდიანას შტატის გუბერნატორმა უილიამ ჰარისონმა მდინარე ტიპეკანის ნაპირებთან ინდიელთა რაზმი გაანადგურა, ტეკუმსე მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.

ლეგენდის თანახმად, როცა ტეკუმსე კვდებოდა, მან იქვე მდგომ გუბერნატორს უწინასწარმეტყველა, რომ იგი აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა, მაგრამ არჩევის შემდეგ მალე დაიღუპებოდა. მომაკვდავმა ბელადმა დაწყევლა მისი მომდევნო პრეზიდენტებიც:

"შენ გახდები მკრთალსახიანების დიდი ბელადი, მაგრამ მალე მოკვდები, ბელადობის ვადას ვერ დაასრულებ. იცოდე, რომ ასე დაემართება ყოველი 20 წლის შემდეგ არჩეულ ყველა უდიდეს ბელადს 7 მუხლის განმავლობაში“.

შეიძლება ეს "წყევლა“ ვინმეს ღიმილისმომგვრელად მოეჩვენოს, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბევრი დაფიქრდა - მართლაც სრულდება ტეკუმსეს წყევლა?

პირველ მუხლად ითვლება თვითონ უილიამ ჰარისონის პრეზიდენტობა, რომელიც აშშ-ის მეცხრე პრეზიდენტად 1840 წელს აირჩიეს, მაგრამ ინაუგურაციის შემდეგ ერთ თვეში გარდაიცვალა.

მეორე მუხლი - აბრაამ ლინკოლნი, 1860 წელს არჩეული, 1865 წელს მოკლეს.

მესამე მუხლი - ჯეიმს ჰარფილდი, პრეზიდენტად 1880 წელს აირჩიეს, 1881 წელს კი მოკლეს.

მეოთხე მუხლი - უილიამ მაკ-კინლი, რომელიც 1900 წელს იქნა მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტად, მაგრამ 1901 წელს მოკლეს.

მეხუთე მუხლი - უორენ ჰარდინგი. იგი ქვეყნის მეთაურად 1920 წელს აირჩიეს, მაგრამ ორ წელიწადში ინფარქტით გარდაიცვალა.

მეექვსე მუხლი - ფრანკლინ დელანო რუზველტი. იგი აშშ-ის პრეზიდენტი 1933-1945 წლებში იყო (ანუ მისი "დიდბელადობის“ პერიოდში 1940 წელიც შედის). 1944 წელს ფრანკლინ რუზველტი მეოთხე ვადით იქნა არჩეული, მაგრამ პრეზიდენტობის ვადა ვერ დაასრულა - იგი პოტსდამის კონფერენციის დაწყების წინ ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა.

მეშვიდე მუხლი - ჯონ კენედი, პრეზიდენტად 1960 წელს არჩეული, 1963 წელს ტეხასის შტატში, დალასში მოკლეს.

ამრიგად, ტეკუმსეს მიერ მონიშნული ვადა "7 მუხლის განმავლობაში“, მეტ-ნაკლებად ყოველთვის სრულდებოდა.

  • არის თუ არა "წყევლის“ ვადის გაგრძელების საფრთხე?

უცნაურია, მაგრამ ტეკუმსეს წინასწარმეტყველება, სხვადასხვა გამოვლენით, მომდევნო მუხლებშიც (ოცწლეულებშიც) გრძელდებოდა.

1980 წელს აშშ-ის პრეზიდენტად რონალდ რეიგანი აირჩიეს, 1981 წელს კი მასზე თავდასხმა განხორციელდა. რომ არა თანამედროვე მედიცინის მიღწევები, მისი ჭრილობა სასიკვდილო იყო.

2000 წელს აშშ-ის პრეზიდენტად ჯორჯ ბუშ-უმცროსი აირჩიეს. 2005 წელს, თბილისში, საქართველოს დედაქალაქში ყოფნის დროს, მასზე თავდასხმა განხორციელდა. ხელყუმბარა არ აფეთქდა, პრეზიდენტი გადარჩა....

2020 წელი...

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ტეკუმსეს წყევლა უკვე საბოლოოდ ძალადაკარგულია.

ავტორი: სიმონ კილაძე

შეიძლება თუ არა დავინფიცირდეთ კორონავირუსით საკვები პროდუქტებიდან - რას გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?

"სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ერთა ლიგის ფინალი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება - "ჩვენს ფეხბურთელებს "ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან"